გამოყენების ინსტრუქცია
ლოზატენზი (Lozatenz) 50 მგ /12.5 მგ შემოგარსული ტაბლეტი
ლოზარტანი+ჰიდროქლოროთიაზიდი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას
- შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ჯანდაცვის პროვაიდერს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს, ჯანდაცვის პროვაიდერს ან ფარმაცევტს.
შინაარსი:
1) რა არის ლოზატენზი და რა დროს გამოიყენება?
2) ლოზატენზის მიღებამდე
3) ლოზატენზის მიღების წესი
4) შესაძლო გვერდითი ეფექტები
5) ლოზატენზის შენახვის პირობები
6) დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის ლოზატენზი და რა დროს გამოიყენება?
ლოზატენზი არის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის (ლოზარტანი) და შარდმდენის (ჰიდროქლოროთიაზიდი) კომბინაცია. ანგიოტენზინ II არის ნივთიერება, რომელიც წარმოიქმენება ორგანიზმში და უაკვშირდება სისხლძარღვების რეცეპტორებს, იწვევს მათ შევიწროვებას, რაც განაპირობებს წნევის მომატებას. ლოზარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინ II-ის დაკავშირებას ამ რეცეპტორებთან. ეს ადუნებს სისხლძარღვებს, რაც თავის მხრივ აქვეითებს არტერიულ წნევას.
ჰიდროქლოროთიაზიდი ხელს უწყობს თირკმლის მიერ წყლისა და მარილის გატარებას. აღნიშნული აგრეთვე ეხმარება არტერიული წნევის შემცირებას. ლოზატენზი გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) მკურნალობისთვის .
2. ლოზატენზის მიღებამდე
- არ მიიღოთ ლოზატენზი
- თუ ხართ ალერგიული ლოზარტანის, ჰიდროქლოროთიაზიდის ან ამ მედიკამენტის სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე -6 პუნქტში),
- თუ ხართ ალერგიული სულფონამიდის წარმოებული სხვა ნივთიერებების (მაგ. სხვა თიაზიდები, ზოგიერთი ანტიბაქტერიული პრეპარატები, როგორიცაა კო- ტრიმოქსაზოლი, ჰკითხეთ ექიმს თუ არ ხართ დარწმუნებული) მიმართ,
- თუ აღგენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა,
- თუ აღგენიშნებათ კალიუმის დაბალი ან კალციუმის მაღალი დონე, რაც ვერ გამოსწორდება მკურნალობით,
- თუ გაწუხებთ პოდაგრა,
- თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული (აგრეთვე სასურველია ლოზატენზი არ მიიღოთ ორსულობის ადრეულ სტადიაზე- იხილეთ ნაწილი: ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი),
- თუ აღგენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა ან თქვენი თირკმლები არ გამოიმუშავებს შარდს,
- თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა და არტერიული წნევის დასაქვეითებლად თქვენ იღებთ წამალს, რომელიც შეიცავს ალისკირენს;
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ლოზატენზთან დაკავშირებით. ლოზატენზის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ჯანდაცვის პროვაიდერს ან ფარმაცევტს.
აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ ფიქრობთ რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ დაორსულებას). ლოზატენზი არ არის რეკომენდირებული ორსულობის ადრეულ სტადიაზე და არ უნდა მიიღოთ თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული, რადგანაც
აღნიშნულ ეტაპზე გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს (იხილეთ ნაწილი: ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი).
ლოზატენზის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანი გეხებათ თქვენ:
- თუ გაწუხებდათ სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპება
- თუ იღებთ დიურეტიკებს (შარდმდენები)
- თუ ხართ უმარილო დიეტაზე
- თუ გაქვთ ან გქონდათ ძლიერი ღებინება და/ან ფაღარათი
- თუ გაწუხებთ გულის უკმარისობა
- თუ თქვენ დარღვეული გაქვთ ღვიძლის მუშაობა (იხილეთ ნაწილი 2 „ არ მიიღოთ ლოზატენზი“)
- თუ გაქვთ თირკმლის არტერიის შევიწროვება (თირკმლის არტერიის სტენოზი), გაქვთ მხოლოდ ერთი მოფუნქციონირე თირკმელი ან უახლოეს წარსულში ჩაგიტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია
- თუ აღგენიშნებათ არტერიების შევიწროება (ათეროსკლეროზი), სტენოკარდია (ტკივილი გულ-მკერდის არეში, რაც გამოწვეულია გულის ფუნქციის დარღვევის გამო)
- თუ აღგენიშნებათ აორტის ან მიტრალური სარქველის სტენოზი (გულის სარქველის შევიწროება) ან ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (დაავადება, რომელიც იწვევს გულის კუნთის გასქელებას)
- თუ ხართ დიაბეტით დაავადებული
- თუ აღგენიშნებათ პოდაგრა
- თუ გაქვთ ან ანამნეზში აღგენიშნებათ ალერგია, ასთმა ან ნებისმიერი სხვა დაავადება, დაკავშირებული სახსრების ტკივილთან, კანის სიწითლესთან ან ცხელებასთან ( სისტემური წითელი მგლურა)
- თუ აღგენიშნებათ კალციუმის მაღალი და კალიუმის დაბალი დონე, ან იმყოფებით კალიუმის დაბალი შემცველობის დიეტაზე
- თუ დაგჭირდათ ანესთეზია (მათ შორის სტომატოლოგიური ვიზიტისას) ან ქირურგიულ ოპერაციამდე, ან თუ გადაამოწმებთ პარატიროიდული ჯირკვლის
ფუნქციას, უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ ლოზარტანის კალიუმის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტებს.
- თუ აღგენიშნებათ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი ( დაავადება , რომელიც დაკავშირებულია თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ალდოსტერონის ჰორმონის ჭარბი სეკრეციით, რაც გამოწვეულია თირკმელზედა ჯირკვლის დარღვევით).
- თუ ღებულობთა რომელიმე შემდეგ მედიკამენტს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
o აგფ ინჰიბიტორი (მაგალითად ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით მაშინ თუ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის პრობლემები
o ალისკირენი
მკურნალ ექიმს შეუძლია შეამოწმოს თქვენი თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა, სისხლში ელექტროლიტების რაოდენობა (მაგ. კალიუმი) რეგულარული ინტერვალებით. იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია სათაურით „არ მიიღოთ ლოზატენზი“. სხვა სამკურნალო საშუალებების, მცენარეული ან საკვები დანამატების მიღება აცნობეთ მკურნალ ექიმს, ჯანდაცვის პროვაიდერს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან უახლოეს წარსულში იღებდით, ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე სხვა მედიკამენტები. შარდმდენებმა, როგორიცაა ლოზატენზის შემადგენლობაში შემავალი ჰიდროქლოროთიაზიდი, შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებებზე.
ლითიუმის შემცველ პრეპარატებთან ერთად ლოზატენზის მიღება დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
შეიძლება სიფრთხილის ზომების მიღება გახდეს საჭირო (მაგ.სისხლის ანალიზები), თუ ღებულობთ კალიუმის დანამატებს, კალიუმის შემცველ მარილებს ან კალიუმის შემნახველ პრეპარატებს, სხვა დიურეტიკებს (შარდმდენები), ზოგიერთ საფაღარათო საშუალებებს, პოდიგრის სამკურნალო პრეპარატებს, გულის რითმის მარეგულირებელ და ანტიდიაბეტურ პრეპარატებს (პერორალურად მისაღები პრეპარატები ან ინსულინი).
ექიმმა ასევე აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ თქვენ იღებთ:
- მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა საშუალებებს
- სტეროიდებს
- სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებს
- ტკივილგამაყუჩებლებს
- სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებს
- ართრიტის საწინააღმდეგო მედიკამენტებს
- მაღალი ქოლესტერინის დონის სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა ქოლესტირამინი
- კუნთის მომადუნებელ საშუალებებს
- საძილე საშუალებებს
- ოპიოიდებს, როგორცაა მორფინი
- პრესორულ ამინებს, მაგალითად ადრენალინი ან მჟავე ჯგუფის სხვა პრეპარატებს
- დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალურად მისაღები პრეპარატებს ან ინსულინს. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ დოზა და/ან მიიღეთ სხვა გამაფრთხილებელი ზომები: თუ იღებთ აგფ ინჰიბიტორს ან ალისკირენს ( იხილეთ ინფორმაცია სათაურით „არ მიიღოთ ლოზატენზი“ და „გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ლოზატენზთან დაკავშირებით“).
აგრეთვე აცნობეთ თქვენს ექიმს ლოზატენზით მკურნალობის შესახებ, თუ აპირებთ რენდგენის გადაღებას იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერებებით.
ლოზატენზის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლური სასმელის მიღება: ალკოჰოლმა და ლოზატენზის ტაბლეტებმა შესაძლებელია გააძლიეროს ერთმანეთის ეფექტი.
საკვები მარილის დიდი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ლოზატენზის ტაბლეტების გვერდითი ეფექტი.
ლოზატენზის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ორსულობა:
თუ ეჭვი გაქვთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ დაორსულებას), აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს. თქვენი ექიმი ჩვეულებრივ შეწყვეტს ლოზატენზით მკურნალობას თქვენს დაორსულებამდე ან როგორც კი გაიგებს თქვენი ორსულების შესახებ და მკურნალობას გააგრძელებს სხვა პრეპარატით. ლოზატენზით მკურნალობა არ არის რეკომენდირებული ორსულობის დროს და არ უნდა მიიღოთ თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული, რადგანაც აღნიშნულ ეტაპზე გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
ლაქტაციის პერიოდი:
თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში ან გსურთ ბავშვის კვება დედის რძით, მაშინ უნდა მიმართოთ ექიმს. ლოზატენზით მკურნალობა არ არის რეკომენდირებული ლაქტაციის პერიოდში და თქვენი მკურნალი ექიმი შეგირჩევთ სხვა მედიკამენტს.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის, ჯანდაცვის პროვაიდერის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
მანქანის ან სხვა მექანიზმის მართვა
აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში არ შეიძლება ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელიც მოითხოვს კონცენტრაციას (მაგალითად მანქანის ან სხვა საშიში მექანიზმების მართვა), სანამ არ გაიგებთ, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი თქვენზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლოზატენზში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
ლოზატენზი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ იცით, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, მაშინ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს.
პრეპარატი შეიცავს 4.24მგ (ან 0.108mEq) კალიუმს. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის ან პაციენტებისთვის, რომლებიც აკონტროლებენ კალიუმის მიღებას.
3. მიღების წესი
ლოზატენზი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ჯანდაცვის პროვაიდერის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ჯანდაცვის პროვაიდერს ან ფარმაცევტს.
მკურნალი ექიმი შეარჩევს ლოზატენზის შესაბამის დოზას იმის მიხედვით, თუ როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან მკურნალობთ თუ არა სხვა პრეპარატებით, მნიშვნელოვანია, რომ ლოზატენზით მკურნალობა გაგრძელდეს მკურნალი ექიმის მიერ მითითებული პერიოდის განმავლობაში, რათა შესაბამისად მოხდეს არტერიული წნევის გაკონტროლება.
ლოზატენზის ჩვეულებრივი დოზა მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში შეადგენს ლოზატენზ 50მგ/12.5მგ 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ, რათა წნევა გაკონტროლდეს 24 საათის განმავლობაში. აღნიშნული შეიძლება გაიზარდოს დღეში ერთხელ ლოზატენზის 50მგ/12,5 მგ 2 ტაბლეტამდე ან შეიცვალოს 1 აბი 100მგ/25 მგ შემოგარსული ტაბლეტით დღიურად ( უფრო ძლიერი). მაქსიმალური დღიური დოზა არის 2 აბი ლოზატენზის 50მგ/12,5 მგ 2 შემოგარსული ტაბლეტი დღეში ან 1 აბი 100მგ/25 მგ შემოგარსული ტაბლეტი
ლოზატენზის დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების შემთხევვაში, დაუყონებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, რათა დროულად დაიწყოს სამედიცინო ჩარევა . დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია, პულსის შენელება, სისხლის მაჩვენებლის ცვლილება ან გაუწყლოება.
ლოზატენზის დოზის გამოტოვება:
ლოზატენზის მიიღება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დოზირების სქემის შესაბამისად.
აღნიშნული პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ჯანდაცვის პროვაიდერს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად ლოზატენზმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ უვლინდება.
შემდეგი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ლოზატენზით მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ და დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარების განყოფილებას:
მძიმე ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება , რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება).
ეს არის სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი რეაქცია, რომელიც გამოვლინდება 1- ზე მეტ პაციენტში ყოველი 10,000 -დან და 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში ყოველი 1,000 პაციენტიდან.
გამოვლინდა შემდეგი გვერდითი რეაქციები:
ხშირი ( გამოვლინდება 10-დან 1 პაციენტში ):
- ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ცხვირში გაჭედვის შეგრძნება, სინუსის ანთება ან დარღვევები.
- ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ღებინება, დისპეფსია
- კუნთების ტკივილი ან სპაზმი, ფეხების ტკივილი, ზურგის ტკივილი
- უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
- სისუსტე, დაღლილობის სეგრძნება, ტკივილი გულ-მკერდის არეში
- კალიუმის მომატებული დონე ( რაც იწვევს არითმიას), ჰემოგლობინის დონის შემცირება
- თირკმლის ფუნქციის დარღვევები , მათ შორის თირკმლის უკმარისობა
- შაქრის ძალიან დაბალი დონე სისხლში (ჰიპოგლიკემია)
არახშირი ( გამოვლინდება 100-დან 1 პაციენტში ):
- ანემია, წითელი და ყავისფერი ლაქები კანზე (ზოგჯერ ტერფებზე, ფეხებზე, ხელებზე, დუნდულოებზე, რასაც თან ახლავს სახსრების ტკივილი, ხელებისა და ფეხების შეშუპება და კუჭის ტკივილი), სისხლჩაქცევები, სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება, შედედების დარღვევები, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.
- მადის დაკარგვა, შარდმჟავას დონის მომატება ან პოდაგრა, გლუკოზის დონის მომატება, სისხლში ელექტროლიტების დონის შეცვლა.
- შფოთვა, ნერვიულობა, პანიკური აშლილობა (განმეორებითი პანიკური შეტევები), გონების დაბინდვა, დეპრესია, კოშმარები, ძილის დარღვევა, ძილიანობა, მეხსიერების დარღვევა
- ტკივილისა და ჩხვლეტის შეგრძნება ან მსგავსი პარესტეზია, ტკივილი კიდურებში, კანკალი, შაკიკი, გულის წასვლა
- მხედველობის დაბინდვა, თვალებში წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, კონიუქტივიტი, მხედველობის დაქვეითება, მხედველობა ყვითელ ფერებში
- ყურებში ხმაურის, ბზუილის ან ტკაცუნის შეგრძნება, თავბრუსხვევა
- არტერიული წნევის დაცემა, რაც სავარაუდოს უკავშირდება პოზის შეცვლას (თავბრუსხვევა ან სისუსტის შეგრძნება წამოდგომისას) , სტენოკარდია (ტკივილი გულ-მკერდის არეში), გულის რითმის დარღვევა, ინსულტი (გიშ, „მინი- ინსულტი“), გულის შეტევა, ტაქიკარდია
- სისხლძარღვების ანთება, რაც ხშირად დაკავშირებულია გამონაყართან და სისხლჩაქცევებთან
- ყელის ჩახეხვის შეგრძნება, გაძნელებული სუნთქვა, ბრონქითი, პნევმონია, ფილტვებში სითხის დაგროვება (რაც იწვევს სუნთვის გაძნელება), სისხლდენა ცხვირიდან, რინიტი, სასუნთქი გზების გაჭედვა
- ყაბზობა, აირების დაგროვება, კუჭის გაღიზიანება, ღებინება, პირის სიმშრალე, სანერწყვე ჯირკვლების ანთება, კბილის ტკივილი
- სიყვითლე (თვალებისა და კანის სიყვითლე), პანკრეასის ანთება
- ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის ანთება, გამონაყარი, კანის სიწითლე, კანის მგრძნობელობა სინათლის მიმართ, კანის სიმშრალე, წამოწითლება, ოფლიანობა, თმის ცვენა
- ტკივილი ხელების, მხრების, მუხლების ან სხვა სახსრების მიდამოში, სახსრების შეშუპება, რიგიდობა, კუნთების სისუსტე
- გახშირებული შარდვა, მათ შორის ღამის განმავლობაშიც, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის თირკმლების ანთება, საშარდე გზების ანთება, გლუკოზა შარდში
- ლიბიდოს შემცირება, იმპოტენცია
- სახის შეშუპება, ცხელება
იშვიათი( გამოვლინდება 1,000-დან 1 პაციენტში ):
- ჰეპატიტი ( ღვიძლის ანთება),ცვლილებები ღვიძლის ფუნქციურ პარამეტრებში
უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია ):
- გრიპის მსგავსი სიმპტომები
- აუხსნელი წარმოშობის კუნთების ტკივილი მუქი (ჩაის ფერის) ფერის შარდით (რაბდომიოლიზი)
- სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია)
- ზოგადად ცუდად ყოფნა (უგუნებობა)
- გემოს დარღვევა (დისგევზია)
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ,ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ იყო აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს, ჯანდაცვის პროვაიდერს ან ფარმაცევტს.
5. შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არ შეინახოთ 300C -ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ლოზატენზი შეფუთვაზე და ბლისტერზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია რას შეიცავს ლოზატენზი
აქტიური ნივთიერებებია ლოზარტანის კალიუმი და ჰიდროქლოროთიაზიდი.
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 50მგ ლოზარტანის კალიუმს და 12,5მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
სხვა ინგრედიენტებია:
- ბირთვი: მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი და pregelified სახამებელი;
- შემოგარსული: გარსი 05F32867 ყვითელი (ჰიპრომელოზა 3 cP/6cP, ტიტანის დიოქსიდი ( E171), მაკროგოლი /PEG 4000, რკინის ოქსიდი ყვითელი ( E172), ინდიგო კარმინი ალუმინის ლაქი ( E132))
ლოზატენზის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ლოზატენზი 50მგ/12,5მგ შემოგარსული ტაბლეტები არის ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, აღნიშვნით ერთ მხარეზე
შეფუთვაში არის ლოზატენზი 50მგ/12,5მგ 30 ტაბლეტი ყველა სახის შეფუთვა არ შეიძლება იყოს აღნიშნული.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს ნიუ ფარმ გრუპი (New Pharm Group Ltd)
საქართველო, თბილისი, ვაკე–საბურთალოს რაიონი, დ. აღმაშენებლის ხეივ. XII კმ კორ. 2 ბ. 43
მწარმოებელი:
Bluepharma -Indústria Farmacêutica, SA,
პორტუგალია, კოიმბრა , 3045-016, საო მარტინო დო ბისპო