ფარმაცევტული კომპანია ,,ნიუ ფარმა” დაარსდა 2013 წელს, მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველ პროფესიონალთა გუნდის მიერ.
კომპანიის შექმნას საფუძვლად დაედო :
- მაღალი ხარისხის მედიკამენტების იმპორტი საქართველოში;
- მედიკამენტების ხელმისაწვდომობა;
- სამედიცინო საზოგადოების ნდობის მოპოვება;
დღევანდელი მონაცემებით:
- „ნიუ ფარმა“ ში დასაქმებულია 130 ზე მეტი თანამშრომელი;
- კომპანიის პორტფოლიოში შედის 90 მედიკამენტი;
- წარმომადგენლობა და ოფისები მთელი საქართველოს მასშტაბით;
- კომპანიის მედიკამენტები ხელმისაწვდომია ყველა ქსელურ, თუ არაქსელურ აფთიაქში;
- ,,ნიუ ფარმა” თანამშრომლობს ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ FDA და GMP-ს ევროპულ სტანდარტებს;
- ,,ნიუ ფარმა”-ს პარტნიორი კომპანიები ევროპული მწარმოებლების ტოპ 20-ეულში შედიან;
- “ნიუ ფარმა“ს მედიკამენტები დაცულია პარალელური იმპორტისგან;
“ნიუ ფარმა“ს გუნდის თითოეული წევრის კრეატიული და ეფექტური შრომის შედეგია კომპანიის ყოველდღიური წინსვლა და წარმატება. კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების მოტივაციასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ყოველდღიურ რეჟიმში მონაწილეობას ღებულობს სამედიცინო სფეროში გამართულ მნიშვნელოვან ღონისძიებებში. აწყობს სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს, პრეზენტაციებს, მასშტაბურ ღონისძიებებს: სიახლეების, ინოვაციების დანერგვის თვალსაზრისით. ყოველივე წარმოადგენს კომპანიის წინსვლისა და წარმატების საწინდარს.
„ნიუ ფარმა“ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული კომპანიების მარკეტინგულ ხუთეულშია.
კომპანიის ჯანსაღი ამბიცია და მიზანია: მოიპოვოს პირველობა და გახდეს ლიდერი.