ლერდაპრილი / LERDAPRILE
გამოყენების ინსტრუქცია
ლერდაპრილი (LERDAPRILE ) 10 მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტები
ლერდაპრილი (LERDAPRILE) 20მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტები
ენალაპრილის მალეატი/ ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
- შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს. იხილეთ ქვეთავი 4 .
შინაარსი:
- რა არის ლერდაპრილი და რა დროს გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ლერდაპრილის მიღებამდე
- ლერდაპრილის მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ლერდაპრილის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის ლერდაპრილი და რა დროს გამოიყენება
ლერდაპრილი არის აგფ-ინჰიბიტორის (ენალაპრილი) და კალციუმის არხის ბლოკატორის (ლერკანიდიპინი) ფიქსირებული კომბინაცია, აღნიშნული ორი პრეპარატი ახდენს არტერიული წნევის დაწევას.
[ვრცელდება მხოლოდ 10მგ/10მგ-ზე]
ლერდაპრილი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ იმ მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადექვატურად არ კონტროლდება მხოლოდ 10მგ ლერკანიდიპინით.
[ვრცელდება მხოლოდ 20მგ/10მგ-ზე]
ლერდაპრილი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ იმ მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადექვატურად არ კონტროლდება მხოლოდ 20მგ ენალაპრილით.
ლერდაპრილი არ გამოიყენება ჰიპერტენზიის საწყისი მკურნალობისათვის.
- რა უნდა იცოდეთ ლერდაპრილის მიღებამდე
არ მიიღოთ ლერდაპრილი:
- თუ ხართ ალერგიული ენალაპრილის ან ლერკანიდიპინის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია ქვეთავში 6)
- თუ ხართ ალერგიული ლერდაპრილში შემავალი ნივთიერებების მსგავსი ტიპის პრეპარატების, მაგ. აგფ ინჰიბიტორების ან კალციუმის არხის ბლოკატორების მიმართ.
- თუ აგფ ინჰიბიტორების მიღების შემდეგ ოდესმე გქონიათ სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც გამოიწვია ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა) ან როდესაც მიზეზი არ იყო ცნობილი.
- თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის სერიოზული პრობლემები და იღებთ ალისკირენის შემცველ წნევის დამწევ საშუალებებს.
- თუ ხართ სამ თვეზე მეტი ხნის ორსული (უმჯობესია თავი შეიკავოთ ლერდაპრილის მიღებისგან ორსულობის ადრეულ ეტაპზეც – იხილეთ ქვეთავი ორსულობის შესახებ).
- თუ გაწუხებთ გულის დაავადებები:
- გულიდან სისხლის ნაკადის ობსტრუქცია, მათ შორის აორტის სარქვლის შევიწროება .
- არანამკურნალები გულის უკმარისობა.
- დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში მოსვენებულ მდგომარეობაში ან გაუარესებული ან უფრო ხშირი შეტევები (არასტაბილური სტენოკარდია ).
- გულის შეტევიდან ერთი თვის განმავლობაში (მიოკარდიუმის ინფარქტი).
- თუ გაქვთ თირკმლის სერიოზული პრობლემები ან თუ იმყოფებით დიალიზზე.
- თუ აღგენიშნებათ ღვიძლთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები.
- თუ იღებთ ღვიძლის მეტაბოლიზმის ინჰიბიტორებს, როგორიცაა:
- სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი).
- მაკროლიდური ანტიბიოტიკები (მაგ, ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი).
- ანტივირუსული საშუალებები (მაგ. რიტონავირი).
- თუ იმავდროულად იღებთ ციკლოსპორინს.
- გრეიპფრუტთან ან გრეიპფრუტის წვენთან ერთად.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ლერდაპრილის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს. უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (თუ აღგენიშნებათ გულის წასვლა ან თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას).
- თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ ღებინება ან დიარეა.
- თუ იმყოფებით დიეტაზე მარილის შეზღუდვით, იღებთ კალიუმის დანამატებს, კალიუმის შემნახველ საშუალებებს ან კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს.
- თუ ხართ 70 წლის ზემოთ ასაკის.
- თუ გაწუხებთ გულის დაავადებები.
- თუ აღგენიშნებათ თავის ტვინში სისხლის ნაკადის დარღვევა.
- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები (მათ შორის თირკმლის ტრანსპლანტაცია ).
- თუ დიალიზით მკურნალობთ.
- თუ აღგენიშნებათ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.
- თუ აღინიშნება სხვადასხვა ხარისხის სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითება (ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია) ან ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია).
- თუ აღგენიშნებათ კოლაგენური ვასკულარული დაავადება (მაგ.: წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი ან სკლეროდერმა), გადიხართ მკურნალობას, რომელიც თრგუნავს თქვენს იმუნურ სისტემას, ღებულობთ ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა ალოპურინოლი ან პროკაინამიდი ან მათი ნებისმიერი სახის კომბინაციას.
- თუ ხართ ფერადკანიანი, უნდა იცოდეთ, რომ ფერადკანიანებში აგფ ინჰიბიტორების მიღების შემდეგ მაღალია ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი, რასაც თან ახლავს სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას.
- თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი.
- თუ განვითარდა პერსისტენტული მშრალი ხველა.
- თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ), არ არის რეკომენდებული ლერდაპრილის მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე და არ გამოიყენება ორსულობის მესამე თვიდან, ვინაიდან მედიკამენტმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს (იხ. პუნქტი ორსულობის შესახებ).
- თუ ღებულობთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებებს:
- ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორებს (ARB) (ცნობილი ასევე როგორც „სარტანები“ – მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები დიაბეტის გამო;
- ალისკირენი.
- თუ თქვენ ღებულობთ შემდეგ მედიკამენტებს, ანგიოედემას (ხორხის არეში კანქვეშა ქსოვილების შეშუპება) რისკი იზრდება:
- სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა mTOR ინჰიბიტორების კლასის საშუალებები
(გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოების მიუღებლობის თავიდან ასაცილებლად).
მკურნალმა ექიმმა შეიძლება რეგულარულად დაგინიშნოთ ანალიზის გაკეთება თირკმელების ფუნქციონირების, სისხლის წნევისა და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) რაოდენობის შესამოწმებლად.
ასევე იხილეთ ქვეთავი „არ მიიღოთ ლერდაპრილი“.
უნდა იცოდეთ, რომ აღნიშნული პრეპარატის მიღება ფერადკანიან პაციენტებში ნაკლებ ეფექტურად აქვეითებს არტერიულ წნევას თეთრკანიან პაციენტებთან შეხდარებით .
თუ ახლო მომავალში აპირებთ შემდეგი პროცედურის ჩატარებას, უთხარით ექიმს, რომ იღებთ ლერდაპილის:
- ქირურგიული ოპერაცია ან ანესთეზია (მათ შორის სტომატოლოგიური ანესთეზია)
- სისხლიდან ქოლესტერინის აპარატული გამოდევნა ( LDL აფერეზი)
- დესენსიბილიზაციის კურსი ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენის ალერგიული ეფექტის შემცირების მიზნით.
დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას:
- კანის და ლორწოვანი გარსების სიყვითლე (იხილეთ ქვეთავი 4).
აღნიშნულ შემთხვევაში შეწყვიტეთ ლერდაპრილის მიღება და მიმართეთ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, რამდენადაც პრეპარატის მოქმედების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.
ლერდაპრილის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს , თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები. ლერდაპრილის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება გაძლიერდეს ან შესუსტდეს ლერდაპრილის ან სხვა პრეპარატების მოქმედება, ან შეიძლება უფრო ხშირად განვითარდეს გარკვეული გვერდითი ეფექტები.
შეატყობინეთ ექიმს თუ ღებულობთ შემდეგი სამკურნალო საშუალებებიდან რომელიმეს:
- კალიუმის შემცველი საშუალებები (მათ შორის მარილის შემცვლელი საშუალებები).
- არტერიული წნევის დამწევი საშუალებები, როგორიცაა დიურეტიკები , ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორები (ARB) ან ალისკირენი.
- ლითიუმი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის გარკვეული ტიპის სამკურნალოდ).
- დეპრესიის სამკურნალო საშუალებები „ტრიციკლური ანტიდეპრესანტები“.
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ძლიერი ტკივილის შესამსუბუქებლად (ნარკოტიკული საშუალებები, როგორიცაა მორფინი).
- ანტიფსიქოზური მედიკამენტები.
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის COX-2 ინჰიბიტორები (მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ ანთებით პროცესს და გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად).
- გარკვეული ტკივილის და ართრიტის სამკურნალო მედიკამენტები .
- ხველების და გაცივების საწინააღმდეგო მედიკამენტები და გასახდომი მედიკამენტები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის „სიმპატომიმეტიური ნივთიერებები“.
- დიაბეტის სამკურნალო საშუალებები (მათ შორის ანტიდიაბეტური პრეპარატები და ინსულინი).
- ასტემიზოლი ან ტერფენადინი (ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები).
- ამიოდარონი ან ქუინიდინი (ანტიარითმიული პრეპარატები ).
- ფენიტოინი ან კარბაზეპინი (გამოიყენებაეპილეფსიის მკურნალობისას).
- რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის დროს).
- დიგოქსინი (გამოიყენება გულის პრობლემების დროს).
- მიდაზოლამი (გამოიყენება ძილის დარღვევების დროს).
- ბეტა ბლოკერები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევისა და გულთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ).
- წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატი ციმეტიდინი 800 მგ-ზე მეტი სადღეღამისო დოზით.
- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოების მიუღებლობის თავიდან ასაცილებლად (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა mTOR ინჰიბიტორების კლასის საშუალებები). იხილეთ ქვეთავი „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“.
- კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები, დიურეტიკები (განსაკუთრებით კალიუმის შემნახველი საშუალებები), სხვა მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე თქვენს ორგანიზმში (როგორიცაა ჰეპარინი და კო-ტრიმოქსაზოლი, ცნობილია როგორც ტრიმეთოპრინი / სულფამეტოქსაზოლი).
ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ დოზა და/ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები:
- თუ ღებულობთ ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორებს (ARB) ან ალისკირენს (იხილეთ ქვეთავები „არ მიიღოთ ლერდაპრილი“ და „გაფრთხილებები და „უსაფრთხოების ზომები“).
ლერდაპრილის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ლერდაპრილის მიღება არ შეიძლება გრეიფუტთან ან გრეიფუტის წვენთან ერთად.
ალკოჰოლმა შეიძლება გაზარდოს ლერდაპრილის ეფექტი. შესაბამისად, არ მიიღოთ ალკოჰოლთან ერთად და მკაცრად შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ჰკითხეთ ექიმს რჩევა ამ პრეპარატის მიღებამდე. ექიმი ჩვეულებრივ გირჩევთ ლერდაპრილის მიღების შეწყვეტას დაორსულებამდე ან მაშინვე, როგორც კი შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ და დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს ლერდაპრილის ნაცვლად. ლერდაპრილი რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ეტაპზე და არ გამოიყენება ორსულობის მე-3 თვიდან , ვინაიდან ამ პერიოდში გამოყენებისას მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფზე.
ლაქტაცია
უთხარით ექიმს თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან აპირებთ ბავშვის ძუძუთი გამოკვების დაწყებას. ახალშობილების (დაბადებიდან პირველი რამდენიმე კვირა) და განსაკუთრებით დღენაკლული ჩვილების ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის ლერდაპრილის გამოყენების პერიოდში. უფრო დიდი ასაკის ჩვილების შემთხვევაში, ექიმი გაგაცნობთ ლაქტაციის პერიოდში ლერდაპრილის გამოყენების სარგებლისა და რისკების შესახებ, სხვა მკურნალობებთან შედარებით.
მანქანის ან სხვა მექანიზმის მართვა
აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში თუ განვითარდა თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობა ან ძილიანობა, არ მართოთ ავტოტრანსპორტი და მექანიზმები.
ლერდაპრილი შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
- ლერდაპრილის მიღების წესი
აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის
დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან
ფარმაცევტს.
მოზრდილები: თუ ექიმი განსხვავებულ დოზირებას არ დანიშნავს, ჩვეულებრივი დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს. უმჯობესია ტაბლეტის მიღება საუზმემდე სულ მცირე 15 წუთით ადრე. ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ წყლის მიყოლებით.
თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები/ ხანდაზმული პაციენტები: დოზას შეარჩევს ექიმი თირკმლების ფუნქციონირების ხარისხიდან გამომდინარე.
დოზის გადაჭარბება
თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი ლერდაპრილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას. თან იქონიეთ მედიკამენტი. მეტი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვნად დაცემა და არარეგულარული ან უფრო სწრაფი გულისცემა.
დოზის გამოტოვება:
გამოტოვებული დოზის კომპენსაციისათვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა. თუ დაგავიწყდათ ლერდაპრილის დოზის მიღება, არ მიაქციოთ ყურადღება გამოტოვებულს და ჩვეულებრივად განაგრძეთ დანიშნული დოზის მიღება.
ლერდაპრილის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ ლერდაპრილით მკურნალობა თქვენი ინიციატივით ექიმის კონსულტაციის გარეშე.
აღნიშნულ პრეპარატის მოხმარებასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი
ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
თუ მკურნალობისას განვითარდა რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს :
- ალერგიული რეაქცია, რასაც თან ახლავს სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება .
- კანის ალერგიული რეაქცია, მათ შორის გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, არსებული კანის დაავადების გართულება, სიწითლე, კანზე ბუშტუკების წარმოქმნა (როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი , ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა).
ლერდაპრილის მიღებისას შეიძლება განვითარდეს გულის წასვლა ან თავბრუსხვევა ან მხედველობის დაბინდვა; აღნიშნული გამოწვეულია არტერიული წნევის სწრაფი ვარდნის გამო და ამ დროს რეკომენდირებულია დაწოლა.
ლერდაპრილის მიღებისას გამოვლენილი გვერდითი მოვლენები
ხშირი ( ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):
ხველება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
არახშირი ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში):
ცვლილებები სისხლში, როგორიცაა სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლში კალიუმის დონის მატება, აღგზნებადობა (შფოთვა), თავბრუსხვევა ადგომისას, ვერტიგო, გახშირებული გულისცემა, სწრაფი ან არათანაბარი გულისცემა (პალპიტაციები), სახის, კისრის ან ზედა გულმკერდის უეცარი გაწითლება, დაბალი არტერიული წნევა, ტკივილი მუცლის არეში, კონსიპაცია, გულისრევა, ღვიძლის ფერმენტების მომატება , კანის სიწითლე, ტკივილი სახსრებში, გახშირებული შარდვა, სისუსტე, დაღლილობა, წამოცხელება, კოჭის შეშუპება.
იშვიათი ( ვლინდება 1 000- დან 1 პაციენტში ):
ანემია, ალერგიული რეაქციები, ყურებში ხმაურის შეგრძნება, კოლაფსი ძალიან დაბალი წნევის გამო, ყელის სიმშრალე, ყელის ტკივილი, დისპესია , ენაზე მარილიანობის შეგრძნება, დიარეა, პირის სიმშრალე, ტუჩებისა და ღრძილების შეშუპება, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ღამით შარდვა, შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა, იმპოტენცია .
მარტო ენალაპრილის ან ლერკანიდიპინის მიღებისას გამოვლენილი დამატებითი გვერდითი მოვლენები
ენალაპრილი
ძალიან ხშირი ( ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა, ხველება, გულისრევა, სისუსტე
ხშირი ( ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):
დეპრესია, გულის წასვლა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის რიტმის ცვლილება, სტენოკარდია , ჰაერის უკმარისობა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, გემოვნების დარღვევა, გამონაყარი კანზე, დაღლილობა, სისხლში კალიუმის დონის მომატება, კრეატინინის დონის მომატება (ჩვეულებრივ ვლინდება ანალიზის საფუძველზე).
არახშირი ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში):
ანემია (მათ შორის აპლასტიკური და ჰემოლიზური), არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, დაბნეულობა, უძილობა ან ძილიანობა, დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნებები, გულის შეტევა (ძალიან დაბალი არტერიული წნევის გამო გარკვეული მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, მათ შორის პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულის ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის პრობლემები), ინსულტი (ძალიან დაბალი არტერიული წნევის გამო გარკვეული მაღალი რისკის მქონე პაციენტებში), სურდო, ყელის ტკივილი, ხმის ჩახლეჩა, ასთმა, ნაწლავების შიგთავსის გადაადგილების შენელება, პანკრეასის ანთება, დისპესია , კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, წყლული , ანორექსია, გაზრდილი ოფლიანობა, ქავილი , ჭინჭრის ციება, თმის ცვენა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, შარდში ცილის მაღალი დონე, იმპოტენცია, კუნთების სპაზმი, უგუნებობა, მაღალი ტემპერატურა (სიცხე), სისხლში შაქრის და ნატრიუმის დაბალი დონე, სისხლში შარდოვანას მაღალი დონე (სისხლის ანალიზის საფუძველზე).
იშვიათი ( ვლინდება 1 000- დან 1 პაციენტში ):
ცვლილებები სისხლში, როგორიცაა სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ძვლის ტვინის ქმედების დახშობა, ავტოიმუნური დაავადებები, უცნაური სიზმრები ან ზილთან დაკავშირებული პრობლემები, რეინოს ფენომენი (როცა თქვენი ფეხები და ხელები თეთრდება, თითები ცივი ხდება სისხლის ნაკადის დაქვეითების გამო) ფილტვის ინფილტრატები, ცხვირის ღრუს ანთება, პნევმონია, ენის შეშუპება, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება, სიყვითლე, (კანის ან თვალების სიყვითლე), ბილირუბინის მომატებული დონე (სისხლის ანალიზის საფუძველზე), მცირე რაოდენობის შარდის გამოყოფა, სარძევე ჯირკვლების გადიდება მამრობითი სქესის პაციენტებში.
ძალიან იშვიათი ( ვლინდება 10, 000- დან 1 პაციენტში ):
ნაწლავის შეშუპება (ნაწლავის ანგიოედემა).
უცნობი (სიხშირე ვერ დადგინდა არსებული მონაცემების საფუძველზე ):
ანტიდიურეზული ჰორმონის ჭარბი გამოყოფა, რაც იწვევს სითხის შეკავებას, რის შედეგადაც ვითარდება სისუსტე, დაღლილობა ან დაბნეულობა.
გამოვლენილი სიმპტომებია: ციებ-ცხელება, სისხლძარღვების ანთება (სეროზიტი /ვასკულიტი), კუნთების ტკივილი (მიალგია/მიოზიტი), სახსრების ტკივილი (ართრალგია/ართრიტი). შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, ფოტომგრძნობელობა ან კანის სხვა დაავადებები.
ლერკანიდიპინი
იშვიათი ( ვლინდება 1 000- დან 1 პაციენტში ):
სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში), გულისრევა, გულძმარვა , კუნთების ტკივილი
ძალიან იშვიათი ( ვლინდება 10, 000- დან 1 პაციენტში ):
ტკივილი გულმკერდის არეში.
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სტენოკარდია, მოსალოდნელია შეტევების სიხშირის, ხანგრძლივობის გაზრდა, გართულება. შეიძლება გამოვლინდეს გულის შეტევების ცალკეული შემთხვევები.
ინფორმირება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ საქართველოს ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებას.
- ლერდაპრილის შენახვის პირობები
აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ სინათლის და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ლერდაპრილი ბლისტერსა და კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
შეინახეთ 300C-მდე ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისა და ტენიანობისგან დასაცვად.
მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ლერდაპრილი :
- აქტიური ნივთიერებები არის ენალაპრილი ან ლერკანიდიპინი. თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 10მგ ენალაპრილის მალეატი, რომელიც ექვივალენტია 7.64 ენალაპრილის და 10მგ ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი, რომელიც ექვივალენტია 9.44 ლერკანიდიპინს.
- აქტიური ნივთიერებები არის ენალაპრილი ან ლერკანიდიპინი. თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 20მგ ენალაპრილის მალეატი, რომელიც ექვივალენტია 15.29 ენალაპრილის და 10მგ ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი, რომელიც ექვივალენტია 9.44 ლერკანიდიპინს.
- სხვა ინგრედიენტებია:
შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი K30, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი A, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი
გარსი:
[ვრცელდება მხოლოდ 10მგ/10მგ-ზე]: თეთრი ოპადრი II 85F18422 შემადგენლობა: პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი PEG 3350, ტალკი
[ვრცელდეა მხოლოდ 20მგ/10მგ-ზე]: ყვითელი ოპადრი II 85F32645, შემადგენლობა: პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი PEG 3350, ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).
ლერდაპრილის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ლერდაპრილი 10 მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი ფერის, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, ზომა: 9.5x 7.5მმ დიამეტრი.
ლერდაპრილი 20მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ზომა: 9 მმ დიამეტრი.
წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვებში (Al/OPA/PVC/AL)
შეფუთვის ზომა: 30 შემოგარსული ტაბლეტი.
ყველა შეფუთვის ზომა არ შეიძლება აღინიშნოს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს ნიუ ფარმა
საქართველო, თბილისი, 0154, ი. ევდოშვილის ქ. #18
ბეჭედდასმულია
მწარმოებელი:
Balkanpharma – Dupnitsa AD
ბულგარეთი, დუპნიცა 2600, სამოკოვსკო შოსეს ქ.#3
| მწარმოებელი |
Balkanpharma-Dupnitsa AD |
|---|
