რეუტაზა/REUTASA

აღწერა

 რეუტაზა
წვეთები, საკვები დანამატი

 წვეთები ახალშობილებისა და ბავშვებისთვის,
Lactobacillus Reuteri და ფერმენტი ლაქტაზა

  • წამლის ფორმა და შეფუთვა:

10 მლ წვეთები per os მისაღებად, ყავისფერ ბოთლში, ფურცელ-ჩანართთან  ერთად კოლოფში.

  • რას შეიცავს რეუტაზას წვეთები?

შემადგენლობა: 6 წვეთი:

  • ცოცხალი ლიოფილიზირებული რძემჟავა ბაქტერიის კულტურა – Lactobacillus reuteri DSM 26866   1•109 cfu*
  • ფერმენტი ლაქტაზა 13 მგ

cfu = კოლონიუმის წარმომქმნელი ერთეულები

შემადგენლობა: რაფინირებული და არარაფინირებული ზეითუნის ზეთი; საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები; ლიოფილიზირებული  Lactobacillus reuteri DSM 26866, სიმინდის სახამებელი; ფერმენტი: ლაქტაზა; შეწებების საწინააღმდეგო აგენტი; სილიკონის დიოქსიდი.

 

კვებითი ღირებულება100 გრამი შეიცავს6 წვეთი შეიცავს  (290 მგ)
ენერგეტიკული ღირებულება3233.8 კ/ჯ (786.3 კ/კალორია)9.4 კ/ჯ (2.3 კ/კალორია)
პროტეინი0 გ0 გ
კარბოჰიდრატები2.59 გ< 0.01 გ
– ადვილად შესათვისებელი (სახამებელი)2.59 გ< 0.01 გ
ცხიმი86.21 გ0.25გ
– ნაჯერი4.15 გ0.01 გ
– ნაჯერი, საშუალო – ჯაჭვიანი42.07 გ0.12 გ
– უჯერი39.99 გ0.12 გ
მარილი0 გ0 გ

 

  • რისთვის არის განკუთვნილი რეუტაზა ?

კოლიკის და ლაქტოზას მალაბსორბციის სამკურნალოდ
შეიცავს ცოცხალ ლიოფილიზირებულ რძემჟავა ბაქტერიას Lactobacillus reuteri DSM 26866;
შეიცავს ფერმენტ ლაქტაზას,  რომლებიც უზრუნველყოფენ:

  • ჩვილთა ნაწლავური კოლიკის სიმპტომების შემცირება
  • აირწარმოქმნის შემცირება
  • ტკივილის მგრძნობელობის დაქვეითება
  • ანთებითი პროცესების რეგულაცია
  • ნაწლავის მიკრობიოტას შემადგენლობის ოპტიმიზაცია

 

  • როგორია რეუტაზას წვეთების გამოყენების სათანადო წესი?
    პროდუქტი განკუთვნილია ახალშობილებისა და ბავშვებისთვის;
  • გამოყენებამდე უნდა შეინჯღრეს რათა მიღწეულ იქნას არსებული ნალექის ნორმალური განაწილება;
    მიღებულ იქნას პირდაპირ ან შერეული ცივ სასმელებთან ერთად, მაგ. წვენთან ან რძესთან ერთად.
  • რეკომენდებული დღიური დოზა :  6 წვეთი ერთჯერ დღეში საკვებთან ერთად ლაქტოზის აუტანლობის დროს;  2-3 წვეთი 3-5 ჯერ დღეში საკვებთან ერთად კოლიკის სიმპტომების დროს;
  • დღიური დოზის გადაჭარბება რეკომენდებული არ არის:
  • საკვები დანამატი არ გამოიყენება რაიმე სახის დიეტის ან ჯანმრთელი ცხოვრების წესის ჩასანაცვლებლად;
  • მნიშვნელოვანია ბალანსირებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება;
  • თუ ბავშვი იღებს ანტიბიოტიკებს: ანტიბიოტიკების მიღების შემთხვევაში წვეთების მიღება უნდა მოხდეს 3 საათიანი შუალედის დაცვით.

 

პიქტოგრამები შეფუთვაზე აჩვენებს, თუ როგორ უნდა იქნას  პროდუქტი სწორად გამოყენებული. პიქტოგრამები ნიშნავს:

ყურადღებით გაეცანით  ფურცელ-ჩანართს.

გამოიყენეთ პირველი  გახსნიდან 3 თვის განმავლობაში.

 

  • უსაფრთხოების ზომები:
    თუ ბავშვი ალერგიული ან ჰიპერსენსიტიურია პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ, არ უნდა მოხდეს რეუტაზას წვეთების გამოყენება.
  • შენახვის პირობები:
    ინახება:   
     15-25 C ტემპერატურის პირობებში ორიგინალურ შეფუთვაში.
  • ბოთლი მჭიდროდ დახურული.
  • პროდუქტი უნდა მოარიდონ წყალს.
  • პროდუქტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • ვარგისობის ვადა
    2 წელი.

 

მწარმოებელი:

შპს PharmaS, Radnicka cesta 47, HR-10000 ზაგრები, EU

Pharmas Switzerland.S.A.ლიცენზიის თანახმად

დამატებითი ინფორმაცია
მწარმოებელი

PharmaS Switzerland.S.A