პროდუქცია

პროდუქცია
ადოლორი B12/ADOLOR B12 ალერდექსი / ALERDEX ამელოტექსი ® -NEW / AMELOTEKC ® -NEW ამელოტექსი ® -NEW /AMELOTEKC ® -NEW ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX-NEW ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX®-NEW ამელოტექსი®-NEW / AMELOTEX-NEW ანგიოზილი® -MR / ANGIOZIL-MR ართრამუვი/ARTHRAMOVE ართროვინი/ARTHROVIN გლავოპტ ფორტე / GLAVOPT FORTE გლავოპტი / GLAVOPT დექსალფენი®NEW/ DEXALFEN NEW დოლომინი®/DOLOMIN დოქსიტუსი / DOXITUS ელკავინი - B / ELKAVIN - B ელკოზოლი / ELKOZIL ენტეროსტაბილი / ENTEROSTABIL ენტეროსტაბილი ORS / ENTEROSTABIL ORS ეტარინი/ ETARIN ექსუდაზიმი/EXUDAZIM ვინპოტროპილი GEO / VINPOTROPIL GEO ზითროგარდი / ZITHROGARD თიოპტია/TIOPTIA იდრინოლი®-NEW / IDRINOL NEW იზოკონაზოლი-მ / IZOCONAZOL-M იმუკომაქსი/IMUCOMAX იმუნოპეა C /IMUNOPEA C იტრაზილი/ITRAZIL კალციდვიტი / CALCIDVIT კეტალდინი / KETALDIN კლინდამეტი / KLINDAMET კომპლიგამიB®-NEW / KOMPLIGAMB®-NEW ლაქსაკოლი / LAKSACOL ლაქსაკოლი ფორტე/LAKSACOL FORTE ლებეგარდი/LEBEGARD ლეფლოგარდი / LEFLOGARD ლოზატენზი / LOZATENZ ლოზატენზი / LOZATENZ მაკროფლუდი / MAKROFLUD მელდოვინი / MELDOVIN მექსი B6 GEO / MEQSI-B6 GEO მოქსიტენზი / MOQSITENZ მოქსიქოლი / MOXIQOL ნეიროსერკი / NEIROSERK ნეიროქსი -NEW/NEIROX - NEW ნიუვიტი /NEWVIT ნიუვიტი ომეგა -3 /NEWIT OMEGA-3 ნიუვიტი ქიდსი / NEWVIT KIDS ნიუკლავი/NEWCLAV ნიუკოქსი/NEWCOX ნიუმიქსინ-აი/ NEWMYXIN-EYE ნიუფეროლი / NEWFEROL ნიუფეროლი  / NEWFEROL ნიუქლინ-ურო/NEWCLEAN-URO ნიუცეფი / NEUCEPH ოსტედონი / OSTEDON პენტაქსოლი/PENTAXOL პეროლაქტ B / PEROLACT B პეროლაქტ ქიდს / PEROLAQT KIDS პილობალანსი / PYLOBALANS რამნოვიტ ბეიბი / RAMNOVIT BABY რეუტაზა/REUTASA რინისპრეი/RINISPRAY როზუვასტი / ROZUVAST სოლუფლოქსი/SOLUFLOX სომნოკაფსი / SOMNOKAPS სომნოკაფსი ფორტე/SOMNOKAPS FORTE სორპონი/SORPON სპარექსი GEO / SPAREX GEO სუგრელი / SUGRELI ტენზიფონი/TENZIFON ტერბექსინი /Terbexin/ 10 მგ/გ კრემი ტერბექსინი/TERBEXIN ტობიზილი / TOBIZIL ტოპიდექსოლი კომბი/TOPIDEXOL COMB ტოპიდექსოლი/TOPIDEXOL ფენაქსოლი / FENAXOL ფლუდროპი/FLUDROP ფლუზაგარდი/FLUZAGARD ქინოფსი/QINOPS ცერეტონი®-NEW / CERETON®-NEW ცერეტონი®-NEW / CERETON®-NEW ციტოლეპტი®-NEW / CITOLEPT®-NEW ციტოლეპტი®-NEW/CITOLEPT-NEW ჰარტოვინი/HARTOVIN ჰემოქსიპარინი / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი®/HEMOXIPARINI ჰეპაგარდ აქტივი®/ HEPAGUARD ACTIVE ჰისტერი / HISTER
კატეგორია
კატეგორია ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები ანთების და რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ანტიბიოტიკები ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები ანტიფუნგალური საშუალებები ანტიჰიპერტენზიული საშუალებები გასტროენტეროლოგიური საშუალებები ვიტამინები/პოლივიტამინები იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები იმუნურ სისტემაზე მოქმედი საშუალებები მეტაბოლური საშუალებები ნევროლოგიური საშუალებები ოფთალმოლოგიური საშუალებები პროტეოლიზური ფერმენტები რკინის პრეპარატი სასუნთქ გზებზე მოქმედი საშუალებები საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები სხვადასხვა უროლოგიური ჯგუფის პრეპარატები ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სამკურნალო საშუალებები ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
მოქსიტენზი / MOQSITENZ

მოქსიტენზი / MOQSITENZ

მწარმოებელი:
აღწერა:

მოქსიტენზი ______________________________________________ პრეპარატის ...

კატეგორია:

მოქსიტენზი
______________________________________________

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: მოქსიტენზი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მოქსონიდინი
წამლის ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა:
დოზირება 0,2 მგ
აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი, 0,2 მგ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: მოქსონიდინი 0,2 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ჰიპროლოზა (ჰიდროქსიპროპილეცელულოზა) 3 მგ, მანიტოლი 68 მგ, ნატრიუმის კროსკარმელოზა 3,3 მგ, მაგნიუმის სტეარატი 0,5 მგ, ცელულოზა მიკროკრისტალური 25 მგ.
აპკიანი გარსის შემადგენლობა: ოპადრაი II ვარდისფერი 3 მგ, ასევე: პოლივინილის სპირტი 1,2 მგ, მაკროგოლი (პოლიეთილენგლიკოლი) 0,606 მგ, ტალკი 0,444 მგ, ტიტანის დიოქსიდი 0,7206 მგ, საღებავი “მზის ჩასვლა ყვითელი” 0,0003 მგ, საღებავი ინდიგოკარმინი 0,0045 მგ, საღებავი მეწამული [პონსო 4ღ] 0,0246 მგ.
დოზირება 0,4 მგ
აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი, 0,4 მგ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: მოქსონიდინი 0,4 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ჰიპროლოზა (ჰიდროქსიპროპილეცელულოზა) 4,2 მგ, მანიტოლი 95 მგ, ნატრიუმის კროსკარმელოზა 4,7 მგ, მაგნიუმის სტეარატი 0,7 მგ, ცელულოზა მიკროკრისტალური 35 მგ;
აპკიანი გარსის შემადგენლობა: ოპადრაი II ვარდისფერი 4 მგ, მათ შორის: პოლივინილის სპირტი 1,6 მგ, მაკროგოლი (პოლიეთილენგლიკოლი) 0,808 მგ, ტალკი 0,592 მგ, ტიტანის დიოქსიდი 0,9608 მგ, საღებავი “მზის ჩასვლა ყვითელი” 0,0004 მგ, საღებავი ინდიგოკარმინი 0,0060 მგ, საღებავი მეწამული [პონსო 4ღ] 0,0328 მგ.
აღწერა
მრგვალი, ორმმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ვარდისფერი ტაბლეტი. განივ ჭრილზე თითქმის თეთრი ფერის. უმნიშვნელო ხორკლიანობა დასაშვებია.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური საშუალება.
ათქ კოდი: ჩ02Aჩ05
ფარნაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა
მოქსონიდინი წარმოადგენს ჰიპოტენზიურ საშუალებას მოქმედების ცენტრალური მექანიზმით. ტვინის ღეროვან სტრუქტურებში (გვერდითი პარკუჭების როსტრალური შრე) მოქსონიდინი სელექციურად ასტიმულირებს იმიდაზოლინ-მგრძობიარე რეცეპტორებს, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ სიმპატიკური ნერვული სისტემის ტონურ და რეფლექსურ რეგულაციაში.
იმიდაზოლინური რეცეპტორების სტიმულაცია აქვეითებს პერიფერიულ სიმპათიკურ აქტივობასა და არტერიალ წნევას (აწ).
სხვა სიმპათოლიზური ჰიპოტენზური საშუალებებისგან მოქსონიდინი განსხვავდება α2-ადრენორეცეპტორების მიმართ უფრო დაბალი ერთგვაროვნებით, რაც ხსნის სედაციური ეფექტურობის განვითარების ნაკლებ ალბათობასა და პირის სიმშრალეს. მოქსონიდინის მიღება იწვევს სისტემურ სისხძარღვოვან წინააღმდეგობისა და აწ დაქვეითებას. მოქსონიდინის ჰიპოტენზური ეფექტი დადასტურებულია ორმაგ ბრმა, პლაცებო-მაკონტროლებელ, რანდომიზირებულ კვლევებში.
კლინიკური კვლევების შედეგებმა არტერიული ჰიპერტენზიისა და მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის (მპჰ) მქონე 42 პაციენტის მონაწილეობით გვიჩვენეს, რომ არტერიული წნევის მსგავსი დაქვეითებისას, ანტაგონისტების რეცეპტორების კომბინაციის გამოყენება ანჰიოტენზინი II მიმართ მოქსონიდინთან ერთად, საშუალებას იძლევა უფრო მეტად შემცირდეს მპჰ თიაზიდური დიურეზულის თავისუფალ კომბინაციასთან და “შენელებული” კალციუმური არხების ბლოკატორთან შედარებით (15% წინააღმდეგ 11%; პ<0,05).
მოქსონიდინი 21%-ით აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობის ინდექს (პლაცებოსთან შედარებით) გაცხიმოვნების, ინსულინრეზისტენტობისა და ზომიერი ხარისხის არტერიული ჰიპერტონიის მქონე პაციენტებში.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
შიგნით მიღების შემდეგ მოქსონიდინი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილში.აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 88%, რაც მიუთითებს “პირველადი” გავლის მნიშვნელოვანი ეფექტის არარსებობას.
მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო – დაახლოებით 1 საათია. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე.
განაწილება
სისხლის პლაზმის კავშირი ცილებთან შეადგენს 7,2%.
მეტაბოლიზმი
ძირითადი მეტაბოლიტი – დეჰიდრირებული მოქსონიდინი. დეჰიდრირებული მოქსონიდინის ფარმაკოდინამიური აქტივობა – დაახლოებით 10% მაქსონიდინთან შედარებით.
შეყვანა
მოქსონიდინისა და მეტაბოლიტის ნახევრადგამოყოფის პერიოდი (თ1/2) შეადგენს 2,5 და 5 საათს შესაბამისად. 24 საათის განმავლობაში 90% მეტი მოქსონიდინი გამოიყოფა თირკმელებით (დაახლოებით 78% - უცვლელი სახით და 13% - დეჰიდრირებული მოქსონიდინის სახით, სხვა მეტაბოლიტები შარდში არ აღემატება მიღებული დოზის 8%). დოზის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა ნაწლავებით.
ფარმაკოკინეტიკა არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში
ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებს არ აღენიშნებათ მოქსონიდინის ფარმაკოკინეტიკის ცვლილებები.
ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ ასაკში
აღინიშნება კლინიკური უმნიშვნელო ცვლილებები მოქსონიდინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების ხანდაზმულ პაციენტებში, გამოწვეული მისი მეტაბოლიზმის ინტენსიურობის შემცირებითა და/ან ცოტათი უფრო მაღალი ბიოშეღწევადობით.
ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში
მოქსონიდინი არ არის რეკომენდებული 18 წლის ასაკზე ნაკლები პირებისთვის, რასთან დაკავშირებითაც ამ ჯგუფში ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა.
ფარმაკოკინეტიკა თირკმლის უკმარისობისას
მოქსონიდინის გამოყოფა, მშნიშვნელოვნად კორელირებს კრეატინინის კლირენსთან (კკ). თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კკ 30-60 მლ/წთ ინტერვალში) სისხლის პლაზმაში თანასწორი კონცნენტრაციები და ნახევრადგამოყოფის დასკვნითი პერიოდი (თ1/2) დაახლოებით 2 და 1,5-ჯერ მაღალია, ვიდრე თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (კკ 90 მლ/წთ მეტი). თირკმლის მძიმე ფორმის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კკ 30 მლ/წთ) თანასწორი კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში და ნახევრადგამოყოფის დასკვნითი პერიოდი (თ1/2) 3-ჯერ მაღალია, ვიდრე თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში.
მოქსონიდის მრავალჯერადი დოზების დანიშვნა იწვევს პროგნოზირებად კუმულაციას ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების ორგანიზმში.
თირკმლის უკმარისობის ტერმინალურ სტადიაზე მყოფ პაციენტებში (კკ 10 მლ.წთ ნაკლები), რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, სისხლის პლაზმაში თანასწორი კონცენტრაციები და ნახევრადამოყოფის დასკვნითი პერიოდი, შესაბამისად, 6 და 4-ჯერ მაღალია, ვიდრე თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. თირკმლის ფუნქციების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში, მოქსონიდინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 1,5-2-ჯერ მეტია. თირკკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში დოზირება შერჩეულ უნდა იქნას ინდივიდუალურად. მოქსონიდინი უმნიშვნელოდ გამოიყოფა ჰემოდიალიზის ჩატარებისას.
გამოყენების ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია
უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერებისა და სხვა კომპონენტების მიმართ;
• გამოხატული ბრადიკარდია (მოსვენებისას გულის შეკუმშვის სიხშირე (გსს) 50 დ/წ);
• II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;
• გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;
• ლაქტაციის პერიოდი;
• 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობისა და უსაფრთხოების მონაცემების არარსებობის გამო).
სიფრთხილით
განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა დაიცვათ მოქსონიდონის გამოყენებისას I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის მქონე პაციენტებში (ბრადიკარდიის განვითარების რისკი); კორონარული სისხლძარღვების მძიმე დაავადებისა და არასტაბილური სტენოკარდიის დროს (გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია); ღვიძლის უკმარისობისას.
მოქსონიდინი უკუნაჩვენებია II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადისას (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
კლინიკური მონაცემები მოქსიტენზის ორსულებში გამოყენების შესახებ არ არსებობს. ცხოველებზე კვლევისას დადგენილი იყო პრეპარატის ემბრიოტოქსიკური მოქმედება.
მოქსიტენზი ორსულებს უნდა დაენიშნოს მხოლოდ რისკისა და სარგებლის შეფასების შემდეგ, როდესაც სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
ლაქტაციის პერიოდი
მოქსონიდინი აღწევს დედის რძეში და ამიტომ არ უნდა დაინიშნოს ძუძუთი კვების დროს.
პრეპარატ მოქსიტენზის ლაქტაციის პერიოდში მიღების საჭიროების შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
გამოყენების წესი და დოზები
შიგნით, საკვების მიღების დამოუკიდებლად.
უმრავლეს შემთხვევაში, პრეპარატ მოქსიტენზის საწყისი დოზა შეადგენს 0,2 მგ დღე-ღამეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 0,4 მგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა, რომელიც უნდა დაიყოს 2 მიღებად, შეადგენს 0,6 მგ. საჭიროა დღე-ღამის დოზის ინდივიდუალური კორექცია პაციენტის მიერ ჩატარებული თერაპიის ამტანობის მიხედვით. დოზის კორექცია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებს არ ჭირდებათ.
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების ერთჯერადი დოზაა - 0,2 მგ დღე-ღამეში. საჭიროებისა და კარგი ამტანობის შემთხვევაში დღე-ღამის დოზა შეიძლება გაიზარდოს 0,4 მგ-მდე დღე-ღამეში.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია დოზის სიფრთხილით შერჩევა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 02 მგ დღე-ღამეში. აუცილებლობისა და პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში დღე-ღამის დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 0,4 მგ-მდე პაციენტებისთვის თირკმლის მძიმე უკმარისობით (კკ 30 მლ/წთ-ზე ნაკლები).
გვერდითი მოქმედება
მეტად ხშირი გვერდითი ეფექტები პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მოქსონიდინს: პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ასთენია და ძილიანობა. ეს სიმპტომები ხშირად მცირდება თერაპიის პირველი კვირის გასვის შემდეგ.
პაციენტებს, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ პრეპარატ მოქსიტენზის პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, აღენიშნებათ შემდეგი გვერდითი ეფექტები. ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრა შემდეგის შესაბამისად:
ძალიან ხშირად - (>1/10)
ხშირად - (>1/100, <1/10)
არც ისე ხშირად - (>1/1000, <1/100)
ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით.
დარღვევები ცენტრალური ნენრვული სისტემების მხრივ:
ხშირად: თავისტკივილი (ვერტიგო), ძილიანობა.
არც ისე ხშირად: გულყრა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
არცისეხშირად: (აწ) გამოხატული დაქვეითება, ორთოსტატული ჰიპოტენზია*, ბრადიკარდია.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ძალიან ხშირად: პირის სიმშრალე;
ხშირად: დიარეა, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ხშირად: კანზე გამონაყარი, ქავილი;
არც ისე ხშირად: ანჰიონევროზული შეშუპება.
ფსიქიკის დარღვევები
ხშირად: უძილობა;
არც ისე ხშირად: ნერვოზულობა.
სმენის ორგანოს მზრივ და ლაბირინტული დარღვევები
არც ისე ხშირად: ყურებში ხმაური.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:
ხშირად: ზურგის ტკივილი.
არც ისე ხშირად: კისრის ტკივილი.
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილზე:
ხშირად: ასთენია.
არც ისე ხშირად: პერიფერიული შეშუპებები.
(* - სიხშირე პლაცებოსთან შეფარდებით).
დოზის გადაჭარბება:
არსებობს შეტყობინება დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევა ლეტალური დასასრულის გარეშე, როდესაც გამოიყენებოდა დოზები 19,6 მგ-მდე.
სიმპტომები: თავის ტკივილი, სედაციური ეფექტი, ძილიანობა, აწ გამოხატული დაქვეითება, თავბრუსხვევა, ასთენია, ბრადიკარდია, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, დაღლილობა, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, სუნთქვის დათრგუნვა და გონების დარღვევა. გარდა მაგისა, შესაძლებელია აწ მოკლეხნიანი მომატება, ტაჰიკარდია და ჰიპერგლიკემია,როგორც ნაჩვენები იყო ცხოველებში მაღალი დოზის შესწავლის რამდენიმე კვლევაში.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. აწ გამოხატული დაქვეითების შემთხვევაში, რეკომენდებულია ცირკულირებადი სისხლის მოცულობის აღდგენა სითხისა და დოპამინის შეყვანის ხარჯზე (ინექციით). ბრადიკარდია შეიძლება კუპირებულ იქნას ატროპინით (ინექციით).
დოზის გადაჭარბების მძიმე შემთხვევაში რეკომენდებულია გონების დარღვევის კონტროლი და არ დაუშვათ სუნთქვის დათრგუნვა. ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტებმა შეიძლება შეამცირონ ან აღმოფხვრან გარდამავალი არტერიული ჰიპერტენზია პრეპარატ მოქსიტენზის ჭარბი დოზის შემთხვევაში.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
მოქსიტენზის ერთობლივი გამოყენება სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან იწვევს ადიტიურეფექტს.
ტრიციკლიურ ანტიდეპრესანტებმა შეიძლება შეამცირონ ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური საშუალებების ეფექტურობა, ამიტომ მათი ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული.
მოქსიტონზმა შეიძლება გააძლიეროს ტრიციკლიური ანტიდეპრესანტების, ტრანკვილიზატორების, ეთანოლის, სედაციური და საძილე საშუალებების სედატიური მოქმედება (საჭიროა ერთობლივი დანიშვნის თავიდან აცილება).
მოქსონიდინს შეუძლია ზომიერად გაუუმჯობესოს შესუსტებული კოგნიტიური ფუნქციები პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ლორაზეპამს.
მოქსონიდინს შეუძლია გააძლიეროს ბენზოდიაზეპინის წარმოებულის სედატიური ეფექტი მათი ერთდროული დანიშვნისას.
მოქსონიდინი გამოიყოფა:  მილაკოვანი სეკრეციის გზით. ამიტომ გამორიცხული არ არის მისი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან, რომლებიც გამოიყოფა მილაკოვანისეკრეციის გზით.
განსაკუთრებული მითითებები
პოსტმარკეტინგული დაკვირვებებში დაფიქსირებულია სიმძიმის მაღალი ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მოქსონიდინს. კავშირი პრეპარატ მოქსიტენზის მიღებასა და ატრიოვენტრიკულარულ გამტარობას შორის არ გამოირიცხება.
ამგვარად, პაციენტების მკურნალობისას, რომლებიც მიდრეკილნი არიან ატრიოვენტრიკულურ განვითარებისკენ, რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.
ერთდროულად მისაღები ბეტა-ადრენობლოკატორებისა და პრეპარატ მოქსიტენზის მოხსნის აუცილებლობისას, თავდაპირველად იხსნება ბეტა-ადრენობლოკატორი და მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ პრეპარატი მოქსიტენზი.
ამჟამად არ არსებობს იმის დასტური, რომ პრეპარატ მოქსონიდინის მიღების შეწყვეტა იწვევს აწ. Mმატებას. თუმცა, არ არის რეკომენდებული პრეპარატ მოქსიტენზის მიღების მკვეთრად შეწყვეტა, ამის ნაცვლად თანდათანობით უნდა შემცირდეს პრეპარატის დოზა ორი კვირის განმავლობაში.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
კვლევები პრეპარატის გავლენაზე ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა.
არის შეტყობინებები ძილიანობისა და თავბრუსხვევის შესახებ პრეპარატ მოქსიტენზით მკურნალობის პერიოდში. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული მოქმედებების შესრულებისას.
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 0,2 მგ, 0,4 მგ.
7 ტაბლეტი პოლივინილქროდისა და დაბეჭდილი ლაქირებული ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
4 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა 7 ტაბლეტით სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ტემპერატურაზე არაუმეტეს 250ჩ მწარმოებლის შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
დსს „კანონფარმა პროდაქშნ“, რუსეთი
141100, მოსკოვის ოლქი, ქ. შიოლკოვო, ზარეჩნაიას ქ., ს. 105.
ტელ.: (495) 797-99-54, ფაქსი: (495) 797-96-63.

სარეგისტრაციო მოწმობის მგლობელი: დსს “კანონფარმა პროდაქშნ”, რუსეთი
პროდუქციის ხარისხის თაობაზე მომხმარებლისგან საქართველოს ტერიტორიაზე პრეტენზიების მიმღები ორგანიზაციის მისამართი:
შპს “ნიუ ფარმ გრუპი”
საქართველო, ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., კორ. 2, ბ. 43 ტელ./ფაქსი: +995(32)210 88 18

მსგავსი პროდუქტები

ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX®-NEW

ამელოტექსი® -NEW / AMELOT ...

აღწერა:

სავაჭრო დასახელება: ამელოტექსი®-NEW სად-ი და დაჯგუფების დასახელება: მელოქსიკამი წამლის ფორმა: ხსნარი ინტრამუსკულური ინექცი ...

კატეგორია:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები
ტობიზილი / TOBIZIL

ტობიზილი / TOBIZIL

აღწერა:

სავაჭშრო დასახელება: ტობიზილი საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება: ტერბინაფინი წამლის ფორმა: ტაბლეტები შემადგ ...

კატეგორია:
ანტიფუნგალური საშუალებები

Close