პროდუქტის გამოყენებამდე გთხოვთ ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ინსტრუქ ...
პროდუქტის გამოყენებამდე გთხოვთ ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ინსტრუქციას
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.
ენტეროსტაბილი ORS, ფხვნილი პაკეტში, საკვები სპეციალური სამედიცინო მიზნებისათვის
■ წამლის ფორმა დაშეფუთვა:
ფხვნილი პაკეტებში
სუფთა წონა:
- შეფუთვაში 10 პაკეტი, რომელიც შეიცავს 5.4 გ ფხვნილს (54 გ).
■რა შედის ენტეროსტაბილი ORS პაკეტების შემადგენლობაში?
რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 1-2 პაკეტს, რომელიც შეიცავს:
1 პაკეტი 2 პაკეტი
- ცოცხალი ლიოფილიზებული საფუარი
საფუარის ბულარდის საქარომიცეტა I-3799 5•109cfu* 1•1010cfu*
- ორალური რეჰიდრატაციის მარილები 5.15 გ 10.3 გ
* cfu = კოლონიის წარმომქმნელი ერთეული
შემადგენლობა:
გლუკოზა, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი , კალიუმის ქლორიდი, საფუარის ბულარდის საქარომიცეტა I-3799 .
კვების ფაქტები | 100 გ | 1 პაკეტში
(250 მლ) |
2 პაკეტში
(500 მლ) |
ენერგეტიკული ღირებულება | 1144 კჯ
(269 კკალ) |
61.8 კჯ
(14.5 კკალ) |
123.6 კჯ
(29 კკალ) |
ცხიმები | 0.18 გ | 0.01 გ | 0.02 გ |
ნახშირწყლები | 64.9 გ | 3.5 გ | 7.0 გ |
- შაქარი (გლუკოზა) | 63 გ | 3.4 გ | 6.8 გ |
ცილები | 1.98 გ | 0.11 გ | 0.22 გ |
ნატრიუმი | 7.93 g (345 მმოლ) | 0.43 გ (18.6 მმოლ) | 0.86 გ (37.2 მმოლ) |
ქლორიდი | 10.65გ(300 მმოლ) | 0.58 გ (16.2 მმოლ) | 1.16 გ (32.4 მმოლ) |
კალიუმი | 3.68 g (94 მმოლ) | 0.20 გ (5.1 მმოლ) | 0.40 გ (10.2 მმოლ) |
ციტრატი | 9.48 g (50 მმოლ) | 0.51 გ (2.7 მმოლ) | 1.02 გ (5.4 მმოლ) |
ოსმოლარობა | 245 mOsm/kg H2O |
■ რისთვის არის ენტეროსტაბილი ORS განკუთვნილი?
- მსუბუქი და ზომიერი მწვავე დიარეის შემთხვევაში რეჰიდრატაციაზე დამხმარე საშუალება, კომპლექსურ თერაპიაში.
- შეიცავს ცოცხალი ლიოფილიზებული საფუარის ბულარდის საქარომიცეტა I-3799.
- შეიცავს ორალური რეჰიდრატაციის მარილებს, რომელიც აღადგენს დიარეით გამოწვეულ წყალისა და ელექტროლიტების დანაკარგს.
■ როგორ გამოვიყენოთ ენტეროსტაბილი ORS პაკეტები სწორად?
- აადუღეთ 250 მლ წყალი და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. დაუმატეთ დაუმატეთ 1 პაკეტი და აურიეთ კარგად. სვით ყლუპობით. უკეთესი არომატისთვის, ხსნარი შეგიძლიათ შეურიოთ მცირე რაოდენობის ხილის წვენს ან ფხვნილი შეიძლება შეურიოთ იოგურტს ან ფაფას (ოთახის ტემპერატურაზე). ამის შემდეგ მიიღეთ ბევრი სითხე.
- მომზადების შემდეგ ენტეროსტაბილი ORS მოხმარება შესაძლებელია 6 საათის განმავლობაში, თუ იგი ინახება მაცივარში, ხოლო 3 საათის განმავლობაში, თუ ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში.
- მოზრდილები და ბავშვები 1 წლის ასაკის და ზევით: 2 პაკეტი ყოველდღიურად; 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის: 1 პაკეტი ყოველდღიურად;
- გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
■ უსაფრთხოების ზომები
- არ გადააჭარბოთ ყოველდღიურ რეკომენდებულ მიღებას.
- ენტეროსტაბილი ORS არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაბალანსებული დიეტის შემცვლელად.
- ენტეროსტაბილი ORS უნდა იქნას მიღებული მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
- აუცილებლად გამოიყენეთ მითითებული ოდენობის წყალი; თუ მოიხმართ იოგურტთან ან ფაფასთან ერთად, აუცილებელია სულ მცირე 250მლ სითხის დალევა ჭამის შემდეგ.
- შესაძლო უკუჩვენებები: ნახშირწყლების რეზორბციის დარღვევა, არაკონტროლირებადი ღებინება, ჰემოდინამიკური შოკი, დეჰიდრატაცია, მწვავე და ქრონიკული თირკმლის უკმარისობა, რექტალური სისხლდენა, ნაწლავის ოკლუზია.
- თუ ხართ ალერგიული ან მგრძნობიარე პროდუქტის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ, არ გამოიყენოთ ენტეროსტაბილი ORS.
■შენახვის პირობები:
- შეინახეთ მშრალ ადგილას და 25 oC-ზე დაბალ ტემპერატურის პირობებში.
- პროდუქტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
■ შენახვის ვადა:
2 წელი.
■ მწარმოებელი:
შპს PharmaS, Radnička cesta 47, HR-10000 ზაგრები,EU
Pharmas Switzerland.S.A.ლიცენზიის თანახმად
წარმოშობის ქვეყანა: EU