ტენზიპრილი H 5/25; ტენზიპრილი HD 5/12,5 / TENZIPRIL H 5/25; TENZIPRIL HD 5/12,5
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის
ტენზიპრილი HD 5 მგ / 12,5 მგ ტაბლეტი
ტენზიპრილი H 5 მგ / 25 მგ ტაბლეტი
რამიპრილი / ჰიდროქლოროთიაზიდი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კვლავ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- თუ ეს პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის, არ გადასცეთ იგი სხვებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები ჰგავს თქვენსას.
- თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
რა წერია ამ ინსტრუქციაში
- რა არის ტენზიპრილი HD/H და რისთვის გამოიყენება იგი?
- რას უნდა მიექცეს ყურადღება ტენზიპრილი HD/H -ის მიღებამდე?
- ტენზიპრილი HD/H -ის მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
- ტენზიპრილი HD/H -ის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
- რა არის ტენზიპრილი HD/H და რისთვის გამოიყენება იგი?
ტენზიპრილი HD/H არის ორი აქტიური ინგრედიენტის, რამიპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია.
რამიპრილი მიეკუთვნება აგფ-ინჰიბიტორების (აგფ = ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი) აგენტის ჯგუფს.
იგი მოქმედებს იმით, რომ
- ამცირებს ორგანიზმში ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის მატებას,
- ადუნებს და აფართოებს სისხლძარღვებს,
- უადვილებს გულს სისხლის გადატუმბვას მთელ სხეულში.
ჰიდროქლოროთიაზიდი მიეკუთვნება შარდმდენ საშუალებებს ან ე.წ. „თიაზიდური დიურეტიკების“ აგენტის ჯგუფს. იგი მოქმედებს იმით, რომ ზრდის სითხის გამოყოფას (შარდდენას) და ამით ამცირებს არტერიულ წნევას.
ტენზიპრილი HD/H გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ. ორივე აქტიური ნივთიერება ავსებენ ერთმანეთს არტერიული წნევის დაქვეითებისას და შემდეგ ერთდროულად იყენებენ, თუ მხოლოდ ერთი აქტიური ნივთიერებით მკურნალობა არ იძლევა სასურველ შედეგს.
- რას უნდა მიექცეს ყურადღება ტენზიპრილი HD/H -ის მიღებამდე?
ტენზიპრილი HD/H არ უნდა იქნას მიღებული:
- თუ გაქვთ ალერგია რამიპრილის, ჰიდროქლორთიაზიდის ან მე-6 პუნქტში დასახელებული ამ სამკურნალო საშუალების რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- თუ გაქვთ ალერგია ტენზიპრილი HD/H -ის მსგავსი მედიკამენტების მიმართ (სხვა აგფ-ინჰიბიტორები ან სულფონამიდის დერივატები).
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის სიმპტომებს მიეკუთვნება კანის გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.
- თუ როდესმე გქონიათ მძიმე ალერგიული რეაქცია, ე.წ. ანგიონევროზული შეშუპება. სიმპტომებს მიეკუთვნება ქავილი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), წითელი ლაქები ხელებზე, ფეხებსა და კისერზე, საყლაპავისა და ენის შეშუპება, თვალებისა და ტუჩების ირგვლივ შეშუპება, სუნთქვისა და ყლაპვის მნიშვნელოვანი გართულება.
- თუ თქვენ იღებდით ან იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს, პრეპარატს, რომელიც მოზრდილებში გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ.
- თუ თქვენ იტარებთ დიალიზს ან სისხლის ფილტრაციის ნებისმიერ სხვა ფორმას, მაშინ ტენზიპრილი HD/H შეიძლება არ იყოს თქვენთვის შესაფერისი გამოყენებული აპარატურის მიხედვით.
- თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება.
- თუ სისხლში გაქვთ ელექტროლიტების (კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი) განსხვავებული დონე, ვიდრე ნორმის მაჩვენებელი.
- თუ გაწუხებთ თირკმელების დაავადება, რომლის დროსაც თირკმლის სისხლის მიწოდება შეზღუდულია (თირკმლის არტერიის სტენოზი).
- ორსულობის ბოლო 6 თვის განმავლობაში და ლაქტაციის პერიოდში (იხ. პუნქტი „ორსულობა და ლაქტაცია“).
- თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის დისფუნქცია და მკურნალობთ ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებით, რომელიც შეიცავს ალისკირენს.
თქვენ არ უნდა მიიღოთ ტენზიპრილი HD/H, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მაინც გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ ამაში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ტენზიპრილი HD/H -ის მიღებამდე.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
გთხოვთ, ტენზიპრილ HD/H -ის მიღებამდე, გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან,
- თუ გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადება.
- თუ თქვენ დიდი რაოდენობით დაკარგეთ ფიზიოლოგიური მარილები ან სითხეები (ღებინების, ფაღარათის, უჩვეულო ჭარბი ოფლიანობის, ცოტა მარილის შემცველი დიეტის, დიურეტიკების [შარდმდენი ტაბლეტების] ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღების გამო, ან თუ ხართ დიალიზის მქონე პაციენტი).
- თუ თქვენი ალერგია ფუტკრის ან კრაზანის ნაკბენზე საჭიროებს მკურნალობას (ჰიპოსენსიბილიზაცია).
- თუ თქვენ უნდა მიიღოთ საანესთეზიო საშუალება ოპერაციის დროს ან სტომატოლოგთან. შესაძლოა დაგჭირდეთ ტენზიპრილ HD/H -ით მკურნალობის შეწყვეტა ერთი დღით ადრე; რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
- თუ გაქვთ სისხლში კალიუმის მომატებული დონე (დადგენილი სისხლის ანალიზის საფუძველზე).
- თუ იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ ისეთი დაავადებები, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ სისხლში ნატრიუმის დონე; თქვენმა ექიმმა შესაძლოა მოისურვოს სისხლის ანალიზის რეგულარული ჩატარება, უპირველეს ყოვლისა სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემოწმების მიზნით, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული.
თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ანგიონევროზული შეშუპების (სერიოზული ალერგიული რეაქცია) გამოვლენის რისკი, როგორიცაა mTOR-ინჰიბიტორები (მაგ. ტემსიროლიმუსი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი), ვილდაგლიპტინი, ნეპრილიზინი-(NEP)-ინჰიბიტორები (მაგ. რაცეკადოტრილი) ან საკუბიტრილი/ვალსარტანი. საკუბიტრილი/ვალსარტანისთვის იხილეთ პუნქტი 2. „ტენზიპრილი HD/H არ უნდა იქნას მიღებული“.
- თუ ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ ოდესმე გამოგივლინდათ სუნთქვის ან ფილტვების პრობლემები (მათ შორის ანთება ან სითხის დაგროვება ფილტვებში). თუ ტენზიპრილი HD/H -ის მიღების შემდეგ განვითარდა ძლიერი ქოშინი ან სუნთქვის გართულება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- თუ გაწუხებთ კოლაგენური დაავადება, როგორიცაა სკლეროდერმია ან სისტემური წითელი მგლურა.
- აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ვარაუდობთ, რომ ხართ (ან შეიძლება გახდეთ) ორსულად. ტენზიპრილი HD/H არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ სამ თვეში და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს არ დაბადებულ ბავშვს ორსულობის სამი თვის შემდეგ (იხ. პუნქტი „ორსულობა და ლაქტაცია“).
- თუ გაქვთ დაქვეითებული მხედველობა ან თუ გაწუხებთ თვალის ტკივილი. ეს შესაძლოა იყოს თვალის სისხლძარღვოვან შრეში სითხის დაგროვების სიმპტომები (ქოროიდული ეფუზია) ან თვალში წნევის მატება (გლაუკომა) და შეიძლება გამოვლინდეს ტენზიპრილი HD/H -ის მიღების შემდეგ რამდენიმე საათიდან კვირის ფარგლებში. მოუვლელობამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. თუ ადრე გქონდათ ალერგიული რეაქცია პენიცილინზე ან სულფონამიდებზე, შესაძლოა თქვენ ამის გამო უფრო მაღალი რისკის ქვეშ იყოთ. თქვენ უნდა შეწყვიტოთ ტენზიპრილი HD/H -ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
- თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს მაღალი წნევის სამკურნალოდ:
- ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტი (ასევე ცნობილია როგორც სარტანები – მაგ. ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები შაქრიანი დიაბეტის გამო.
- ალისკირენი.
ექიმმა შეიძლება მოცემულ შემთხვევაში პერიოდულად შეამოწმოს თქვენი თირკმელების ფუნქცია, არტერიული წნევა და ელექტროლიტების (მაგ. კალიუმის) დონე სისხლში.
ასევე იხილეთ პუნქტი „ტენზიპრილი HD/H არ უნდა იქნას მიღებული“.
- თუ გაქვთ ან გქონდათ კანის კიბო ან განვითარდა კანის მოულოდნელი დაზიანება მკურნალობის დროს. ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობამ, განსაკუთრებით ხანგრძლივმა მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კანისა და ტუჩის ზოგიერთი ტიპის კიბოს (ბაზალიომის – ბაზალურუჯრედოვანი კიბოს) განვითარების რისკი. დაიცავით თქვენი კანი მზისგან და ულტრაიისფერი სხივებისგან ტენზიპრილი HD/H -ის მიღების პერიოდში.
ბავშვები და მოზარდები
18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის ტენზიპრილი HD/H -ის დანიშვნა არ არის რეკომენდებული, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში ეს პრეპარატი აქამდე არასოდეს გამოუყენებიათ.
თუ ზემოთ აღნიშნული პუნქტებიდან რომელიმე მაინც გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული), მიმართეთ ექიმს ტენზიპრილი HD/H -ის მიღებამდე.
ტენზიპრილი HD/H -ის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, ახლახან მიიღეთ/გამოიყენეთ სხვა მედიკამენტები ან გეგმავთ მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები. ტენზიპრილი HD/H -ს შეუძლია გავლენა მოახდინოს სახელდობრ სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე, მაგრამ თვით მის მოქმედებაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებამ.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ/იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებს, რადგან მათ შეუძლიათ დააქვეითონ ტენზიპრილი HD/H -ის ეფექტურობა:
- ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები [აასს], როგორიცაა იბუპროფენი, ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის მჟავა),
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალოდ, როგორიცაა ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი. თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა შეგიმოწმოთ არტერიული წნევა.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ/იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებს, რადგან ტენზიპრილი HD/H -ის ერთდროულად მიღება ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს:
- საკუბიტრილი/ვალსარტანი – გამოიყენება მოზრდილებში გულის ქრონიკული უკმარისობის ტიპის სამკურნალოდ (იხ.: პუნქტი „არ მიიღოთ ტენზიპრილი HD/H“),
- ტკივილისა და ანთების სამკურნალო საშუალებები (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები [აასს], როგორიცაა იბუპროფენი, ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის მჟავა),
- სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ სისხლში კალიუმის რაოდენობა, როგორიცაა ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალებები, დიურეტიკები (შარდმდენი ტაბლეტები), ამფოტერიცინი B (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) და ACTH-ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (თირკმელზედა ჯირკვლების სწორად ფუნქციონირების შესამოწმებლად),
- კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტები (ქიმიოთერაპია),
- სამკურნალო საშუალებები გულის დაავადებებისათვის, როგორიცაა ნორმალური გულისცემის დარღვევა,
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს განზიდვის თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ციკლოსპორინი,
- დიურეტიკები (შარდმდენი ტაბლეტები), როგორიცაა ფუროსემიდი,
- სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ კალიუმის რაოდენობა სისხლში, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, კალიუმის მარილები, ტრიმეტოპრიმი მარტო ან სულფამეთოქსაზოლთან (ინფექციების დროს) და ჰეპარინთან (სისხლის გამათხელებლები) კომბინაციაში,
- სტეროიდების შემცველი ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა პრედნიზოლონი,
- კალციუმი საკვები დანამატის სახით,
- ალოპურინოლი (სისხლში შარდმჟავას დონის შესამცირებლად),
- პროკაინამიდი (გულის არითმიის საწინააღმდეგოდ),
- ქოლესტირამინი (სისხლში ლიპიდების დონის შესამცირებლად),
- კარბამაზეპინი (ეპილეფსიის საწინააღმდეგოდ),
- ჰეპარინი (სისხლის გასათხელებლად),
- ტემსიროლიმუსი (კიბოს სამკურნალოდ),
- სიროლიმუსი, ევეროლიმუსი (გადანერგილი ორგანოების განზიდვის თავიდან აცილების პრევენციისთვის),
- ვილდაგლიპტინი (2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ),
- რაცეკადოტრილი (დიარეის სამკურნალოდ),
- თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი დოზის კორექტირება და/ან სხვა უსაფრთხოების ზომების მიღება, თუ იღებთ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტს ან ალისკირენს (იხილეთ აგრეთვე პუნქტი „არ მიიღოთ ტენზიპრილი HD/H“ და „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“).
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ/იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებს, რადგან ტენზიპრილი HD/H-იმ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მოქმედებაზე:
- დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ინსულინი და პერორალური სისხლში შაქრის დამწევი პრეპარატები.
ტენზიპრილი HD/H-ს შეუძლია დაწიოს სისხლში შაქრის დონე. ამიტომ, ტენზიპრილი HD/H-ის მიღებისას საჭიროა სისხლში შაქრის დონის რეგულარული კონტროლი.
- ლითიუმი (ფსიქიკური დაავადებების საწინააღმდეგო). ტენზიპრილი HD/H-ს შეუძლია გაზარდოს ლითიუმის დონე სისხლში. ამიტომ ექიმმა ყურადღებით უნდა აკონტროლოს ლითიუმის კონცენტრაცია.
- სამკურნალო საშუალებები კუნთების რელაქსაციისთვის,
- ქინინი (მალარიის საწინააღმდეგოდ),
- იოდის შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება როგორც კონტრასტული საშუალება საავადმყოფოში სცინტიგრამის ან რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს,
- პენიცილინი (ინფექციების საწინააღმდეგოდ),
- სისხლის გამათხელებელი სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც თქვენ იღებთ (ორალური ანტიკოაგულანტები), როგორიცაა ვარფარინი.
თუ ზემოთ აღნიშნული პუნქტებიდან რომელიმე მაინც გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული), მიმართეთ ექიმს ტენზიპრილი HD/H-ის მიღებამდე.
ტესტები
სამკურნალო საშუალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან,
- თუ თქვენ გიწევთ პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის შემოწმება, რადგან ტენზიპრილი HD/H-მა შეუძლია შეცვალოს ტესტის შედეგები,
- თუ თქვენ, როგორც სპორტსმენმა, უნდა გაიაროთ დოპინგის ტესტი, რადგან ტენზიპრილი HD/H-მა შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგი.
ტენზიპრილი HD-ს მიღება საკვებ პროდუქტებთან და ალკოჰოლთან ერთად
- ალკოჰოლის მოხმარებამ ტენზიპრილი HD/H-ს მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და დაბუჟება. თუ გაქვთ შეკითხვები, ტენზიპრილი HD/H-ის მიღების დროს რა რაოდენობის ალკოჰოლის დალევა შეგიძლიათ, მიმართეთ თქვენს ექიმს. ალკოჰოლის არტერიული წნევის დამწევ საშუალებებთან ერთად ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ურთიერთქმედება.
- ტენზიპრილი HD/H-ს მიღება შეიძლება როგორც ჭამის დროს, ასევე მისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
აცნობეთ ექიმს, თუ ვარაუდობთ, რომ ხართ (ან შეიძლება დარჩეთ) ორსულად. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ტენზიპრილი HD/H ორსულობის პირველ თორმეტ კვირაში და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ტენზიპრილი HD/H მე-13 კვირიდან, რადგან ტენზიპრილი HD/H-ის ამ ეტაპზე მიღებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს. თუ ტენზიპრილი HD/H-ით მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობოთ თქვენს ექიმს. კარგად ასატანი მკურნალობის ალტერნატივაზე გადასვლა უნდა განიხილებოდეს დაგეგმილი ორსულობის დაწყებამდე.
ლაქტაცია
არ უნდა გამოიყენოთ ტენზიპრილი HD/H ლაქტაციის დროს.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე საკონსულტაციოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ზემოქმედების უნარი სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვისას
ტენზიპრილი HD/H-ის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა. ალბათობა ყველაზე მაღალია ტენზიპრილი HD/H-ით მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდის დროს. ამ შემთხვევაში, თქვენ თავი უნდა შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალების მართვასა და ხელსაწყოებთან ან დანადგარებთან მუშაობაზე.
დოპინგის მიზნებისთვის არასწორად გამოყენების გამოვლინება
ტენზიპრილი HD/H-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები დოპინგ-კონტროლის დროს.
ტენზიპრილი HD/H ნატრიუმის შემცველობა
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, ე.ი. ანუ ის თითქმის “ნატრიუმისგან თავისუფალია”
- ტენზიპრილი HD/H-ის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ეს სამკურნალო საშუალება ზუსტად, ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ გაქვთ შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სამკურნალო საშუალების დოზა
მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა
საჭიროების შემთხვევაში მიღებულ დოზას დაგირეგულირებთ თქვენი ექიმი, სანამ თქვენი არტერიული წნევა კონტროლს არ დაექვემდებარება.
ხანდაზმული პაციენტები
თქვენი ექიმი დაიწყებს უფრო დაბალი საწყისი დოზით და ნელ-ნელა გაზრდის მას მკურნალობის კურსის განმავლობაში.
სამკურნალო საშუალების მიღება
- მიიღეთ პრეპარატი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, ჩვეულებრივ დილით.
- მიიღეთ ტაბლეტები სითხის საკმარის რაოდენობასთან ერთად.
- ტაბლეტები არ დააქუცმაცოთ ან არ დაღეჭოთ.
თუ თქვენ მიიღეთ ტენზიპრილი HD/H-ს დანიშნულზე მეტი დოზა, ვიდრე საჭიროა
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თქვენ არ გაქვთ უფლება საავადმყოფოში მანქანით თავად წახვიდეთ. სთხოვეთ სხვა პირს ამის გაკეთება ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების მანქანა. თან იქონიეთ წამალი შეფუთვით, რათა ექიმმა ზუსტად იცოდეს რა მიიღეთ.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ტენზიპრილი HD/H-ს მიღება
- თუ გამოტოვებთ დოზას, მიიღეთ შემდეგი დოზა მომდევნო დაგეგმილ დროს.
- არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ დაგავიწყდათ წინა დოზის მიღება.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ სამკურნალო საშუალების მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ტენზიპრილი HD/H-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილ სერიოზულ გვერდით მოვლენებს – შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
- სახის, ტუჩების ან საყლაპავის შეშუპება, რომელიც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას, ასევე ქავილი და გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის მწვავე სიმპტომები ტენზიპრილი HD/H-ზე.
- კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, პირის ღრუს წყლულები (აფთები), კანის არსებული დაავადების გაუარესება, სიწითლე, ბუშტუკების წარმოქმნა ან კანის აქერცვლა (როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა).
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ:
- აჩქარებული გულისცემა, არარეგულარული ან გაძლიერებული გულისცემა (გულისძგერა), ტკივილი ან შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის არეში, ან უფრო სერიოზული მოვლენები, როგორიცაა ინფარქტი ან ინსულტი,
- ქოშინი, ხველა და ცხელება, რომელიც გრძელდება 2-3 დღე და მადის დაქვეითება, რაც ფილტვის დაავადების შესაძლო ნიშნებია, როგორიცაა ფილტვების ანთება,
- ადვილად წარმოქმნილი სისხლჩაქცევა, სისხლდენა, რომელიც ჩვეულებრივზე მეტხანს გრძელდება, სისხლდენის ნებისმიერი ნიშანი (მაგ. სისხლდენა ღრძილებიდან), მეწამული წერტილები ან ლაქები კანზე ან მომატებული მგრძნობელობა ინფექციის მიმართ, ყელის ტკივილი და ცხელება, დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა ან კანის სიფერმკრთალე, რაც სისხლის ან ძვლის ტვინის დარღვევის შესაძლო ნიშნებია,
- ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, რომელიც შესაძლოა გავრცელდეს ზურგის არეზე და არის კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეატიტი) ანთების შესაძლო ნიშანი,
- ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაქვეითება, კუჭის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე), რაც ღვიძლის დაავადებების შესაძლო ნიშნებია, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) ან ღვიძლის ქსოვილის დაზიანება,
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე საყურადღებო გახდება ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს.
ხშირი (ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):
- თავის ტკივილი, სისუსტის და დაღლილობის შეგრძნება,
- თავბრუსხვევის შეგრძნება. ამის ალბათობა უფრო დიდია ტენზიპრილი HD/H-ით მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდისას,
- მშრალი გაღიზიანებული ხველა ან ბრონქიტი,
- სისხლში შაქრის დონის მომატება. თუ დიაბეტით ხართ დაავადებული, მისმა მიღებამ შესაძლოა დიაბეტი გააუარესოს,
- შარდმჟავას დონის მომატება ან სისხლში ლიპიდების დონის მომატება,
- მტკივნეული, შეწითლებული და შეშუპებული სახსრები.
არახშირი (ვლინდება 100-დან 1 პაციენტში)
- გამონაყარი კანზე ბუშტიკებით ან მის გარეშე,
- გაწითლება სიცხის შეგრძნებით, უძლურება, ჰიპოტონია (უჩვეულოდ დაბალი არტერიული წნევა), მათ შორის ფეხზე დგომის ან მოულოდნელად ადგომის დროს,
- წონასწორობის დარღვევა (ვერტიგო),
- კანის ქავილი და უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა ან ფხანის შეგრძნება (პარესთეზია),
- ძილის დარღვევა,
- დეპრესიული განწყობა, შფოთვა, უჩვეულო ნერვიულობა ან რყევის შეგრძნება,
- ცხვირის „გაჭედვა“, ცხვირის სინუსების ლორწოვანი გარსის ანთება (სინუსიტი), ქოშინი,
- ღრძილების ანთება (გინგივიტი), პირის ღრუს შეშუპება,
- შეწითლებული, შეშუპებული ან წყლიანი თვალები ქავილის შეგრძნებით,
- ყურებში ხმაური,
- ბუნდოვანი ხედვა,
- თმის ცვენა,
- ტკივილი გულ-მკერდის არეში,
- კუნთების ტკივილი,
- ყაბზობა, კუჭის ან ნაწლავის ტკივილი,
- საჭმლის მონელების დარღვევა ან გულისრევა,
- შარდის გამოყოფის გაზრდა (დიურეზი) მთელი დღის განმავლობაში,
- ჭარბი ოფლიანობა ან წყურვილის შეგრძნება,
- მადის დაქვეითება ან დაკარგვა (ანორექსია), შიმშილის გრძნობის დაქვეითება,
- გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა,
- შეშუპებული ხელები და ფეხები, ორგანიზმში სითხის შეკავების შესაძლო ნიშნები,
- ცხელება,
- სექსუალური ფუნქციის დარღვევა (ერექციული დისფუნქცია) მამაკაცებში,
- სისხლის ანალიზი სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების რაოდენობის დაბალი მაჩვენებელით ან დაბალი ჰემოგლობინით,
- სისხლის მაჩვენებლები, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის, პანკრეასის ან თირკმელების დისფუნქციაზე,
- სისხლში კალიუმის ძალიან დაბალი დონე.
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1 პაციენტში)
- ღებინება, დიარეა ან გულძმარვა,
- წითელი, შეშუპებული ენა ან პირის სიმშრალე,
- სისხლში კალიუმის დონის მომატება,
- მწვავე ქოშინი (სიმპტომები მოიცავს სუნთქვის მწვავე უკმარისობას, ცხელებას, სისუსტეს და დაბნეულობას).
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე საყურადღებო გახდება ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს.
- კონცენტრაციის გართულება, მოუსვენრობა ან დაბნეულობა,
- თითების და ფეხის თითების ფერის შეცვლა შეციებისას და ჩხვლეტა ან ტკივილი გათბობის შემდგომ (რეინოს სინდრომი),
- მკერდის გადიდება მამაკაცებში,
- სისხლის შედედება,
- სმენის პრობლემები
- ცრემლის სითხის გამონადენის შემცირება,
- საგნების დანახვა ყვითლად,
- ორგანიზმში წყლის ნაკლებობა (დეჰიდრატაცია)
- ლოყების შეშუპება, ტკივილი და სიწითლე (სანერწყვე ჯირკვლების ანთება),
- ნაწლავებში შეშუპება, რომელსაც ეწოდება ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ღებინება და დიარეა,
- მზის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა,
- კანის ძლიერი აქერცვლა ან მოშორება, ქავილიანი გამონაყარი კვანძებით ან კანის სხვა რეაქციები, როგორიცაა წითელი გამონაყარი სახეზე ან შუბლზე,
- გამონაყარი ან სისხლჩაქცევა,
- ლაქები კანზე და ცივ კიდურებზე,
- ფრჩხილის დაავადებები (მაგ., ფეხის ან ხელის თითების ფრჩხილის გაფხვიერება ან მოწყვეტა),
- მამოძრავებელი აპარატის სიმტკიცე, ყბის მოძრაობის უუნარობა (ტეტანია),
- კუნთების სისუსტე ან კრუნჩხვები,
- სექსუალური ლტოლვის დაქვეითება მამაკაცებსა და ქალებში,
- სისხლი შარდში, თირკმლის პრობლემების შესაძლო სიმპტომი (ინტერსტიციული ნეფრიტი),
- შაქარი შარდში (რაც არ არის მიღებული),
- სისხლში გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა (ეოზინოფილია),
- სისხლის ანალიზი შემცირებული სისხლის უჯრედებით (პანციტოპენია),
- სისხლში ელექტროლიტების დონის ცვლილებები, როგორიცაა ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და ქლორიდი,
- კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერი), გულისრევა ან ღებინება, კუნთების კრუნჩხვები, დაბნეულობა და გულყრები, რაც შეიძლება განპირობებული იყოს შეუსაბამო ADH-სეკრეციის (ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეცია) გამო. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს,
- შენელებული ან დაქვეითებული რეაქციები,
- ყნოსვის ცვლილება,
- სუნთქვის გართულება ან ასთმის გაუარესება,
- კანისა და ტუჩის კიბო (ბაზალურუჯრედოვანი კიბო).
ინფორმირება გვერდითი მოვლენების შესახებ:
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ სამკურნალო საშუალებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალურ ინსტიტუტს, ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის სისტემის განყოფილებას, კურტ-გეორგ-კისინგერის ხეივანი 3, D-53175 ბონი, ვებ.გვერდზე: www.bfarm.de. გვერდითი მოვლენების შეტყობინების საშუალებით, თქვენ შეგეძლებათ წვილი შეიტანოთ ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში.
- ტენზიპრილი HD/H-ის შენახვის პირობები:
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება გარე მუყაოს კოლოფსა და ბლისტერის შეფუთვაზე „გამოიყენება -მდე“/„გამოიყ. -მდე“-ის მიხედვით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, რათა დაიცვათ შიგთავსი ტენიანობისგან.
არასოდეს გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები ჩამდინარე წყალში (მაგ. ტუალეტში ან ნიჟარაში). იკითხეთ აფთიაქში, თუ როგორ უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების განადგურება, რომელიც აღარ გჭირდებათ. ამით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას დაბინძურებისაგან.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ტენზიპრილი HD/H
- აქტიური ინგრედიენტებია რამიპრილი და ჰიდროქლოროთიაზიდი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ რამიპრილს და 12,5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
- სხვა ინგრედიენტებია: კალციუმის სულფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი (Ph.Eur.), წინასწარ ჟელატინირებული სახამებელი (სიმინდისგან), რკინის(III)-ჰიდროქსიდის-ოქსიდი x H2O, რკინის(II, III) ოქსიდი, რკინა(III)-ოქსიდი.
ტენზიპრილი HD/H-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა:
ვარდისფერი, ბრტყელი, წაგრძელებული ტაბლეტები (დიამეტრი 5×10 მმ) ზედა მხრიდან და გვერდებზე რღვევის ხაზით და ამოტვიფრული წარწერით „R2“.
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.
ტენზიპრილი HD/H ხელმისაწვდომია Al/Al ბლისტერის შეფუთვით.
რაოდენობა შეფუთვაში: 30 ტაბლეტი.
ბლისტერის შეფუთვა: 3 ბლისტერი, თითოეულზე 10 ტაბლეტი.
შეფუთვაში ყველა რაოდენობა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.
ფარმაცევტული კომპანია:
შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
საქართველო, თბილისი 0154, ევდოშვილის ქ. №18.
მწარმოებელი:
შპს „Actavis“
მალტა, ზეჯტუნი ZTN 3000, Bulebel Indsutrial Estate BLB015-016
| მწარმოებელი |
Actavis |
|---|
