რამნოვიტი / RAMNOVIT

აღწერა

რამნოვიტი 

Lactobacillus rhamnosus SP1 (LGG)  და ვიტამინი D3-ით

წვეთები, საკვები დანამატი

პროდუქტის გამოყენებამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე ინსტრუქციას.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს/ფარმაცევტს.

წვეთები ახალშობილებისა და ბავშვებისთვის

Lactobacillus rhamnosus SP1 (LGG)  და ვიტამინი D3-ით

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:

  1. პერორალურად მისაღები წვეთები 10 მლ, ყავისფერ მინის ფლაკონში, ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

რა შედის  რამნოვიტის წვეთების   შემადგენლობაში?

რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 3 წვეთს,  რომლის შემადგენლობაში შედის:

·       რძემჟავა ბაქტერიების ცოცხალი ლიოფილიზებული კულტურა –

Lactobacillus rhamnosus SP1 (LGG), არანაკლებ                                                         5 • 108 CFU *

·       ვიტამინი D3                                                                                                           10 μg (400 IU) ***

**CFU= კოლონიის წარმომქმნელი ერთეული

*** 100% =საკვები ნივთიერებების ღირებულება ჩვილი ან მცირეწლოვანი ბავშვებისთვის.

 

ინგრედიენტები:

რაფინირებული და ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდების ზეთი, ლიოფილიზებული კულტურა Lactobacillus rhamnosus SP1 (LGG), სახამებელი, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი: სილიციუმის დიოქსიდი, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი).

 

კვებითი  ღირებულება3 წვეთში (150მგ)100 გ-ში

 

ენერგეტიკული ღირებულება7.7 კჯ (1.3 კკალ)5 090 კჯ(852 კკალ)
ცხიმები<0.5 გ91 გ
– გაჯერებული<0.1გ49გ
ნახშირწყლები<0.5გ4.6გ
– შაქარი<0.5გ<0.5გ
ბოჭკოები<0.5გ0.6გ
ცილები<0.5გ2.3გ
მარილი       <0.01გ<0.03გ

 

რისთვის არის რამნოვიტის  წვეთები  განკუთვნილი?

  • შეიცავს D ვიტამინს, რომელიც საჭიროა ბავშვებში ძვლის ნორმალური ზრდისა და განვითარებისათვის.
  • შეიცავს რძემჟავა ბაქტერიების ცოცხალი ლიოფილიზებულ კულტურას – Lactobacillus rhamnosus SP1 (ფუნქციურად ექვივალენტური Lactobacillus rhamnosus GG, ATCC 53103 ).

 

როგორ გამოვიყენოთ რამნოვიტის  წვეთები?

  • პროდუქტი განკუთვნილია ახალშობილებისა და ბავშვებისთვის.
  • გამოყენებამდე შეანჯღრიეთ კარგად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  • მიიღეთ დამოუკიდებლად ან ცივ სასმელებთან, მაგ ხილის წვენთან ან რძესთან ერთად.
  • რეკომენდებული დღიური დოზა: ახალშობილები, მცირეწლოვანი ბავშვები და უფროსი ასაკის ბავშვები: 3 წვეთი დღეში ერთხელ, კვებისგან დამოუკიდებლად.
  • რეკომენდირებულია რეგულარული გამოყენება ზამთარში. ზაფხულში რეკომედირებულია რეგულარულად მისი გამოყენება 14 დღის განმავლობაში, შემდეგ გააკეთეთ 14 დღიანი პაუზა.
  • არ გადააჭარბოთ ყოველდღიურ რეკომენდებულ დოზას.
  • საკვები დანამატი არ ანაცვლებს მრავალფეროვან კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
  • მნიშვნელოვანია ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება.
  • თუ ბავშვი ღებულობს ანტიბიოტიკებს, წვეთების მიღება უნდა მოხდეს ანტიბიოტიკების მიღებიდან 3 საათის შემდეგ.

 

შეფუთვაზე აღნიშნული პიქტოგრამები არის მარტივი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ პროდუქტი სწორად.

პიქტოგრამების მნიშვნელობა:

  • ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.
  • ვარგისია გახსნიდან 5 თვის განმავლობაში.

უსაფრთხოების ზომები

  • თუ ბავშვი ღებულობს სხვა პროდუქტს, რომელიც შეიცავს D3 ვიტამინს, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • თუ ბავშვი ალერგიულია ან მგრძნობიარე პროდუქტში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ, არ გამოიყენოთ რამნოვიტ ბეიბის წვეთები.

შენახვის პირობები:

  • შეინახეთ 25 oC-ზე   დაბალი ტემპერატურის პირობებში ორიგინალ შეფუთაში.
  • ფლაკონს მჭიდროდ დაახურეთ თავსახური.
  • პროდუქტი მოარიდეთ წყალს.
  • პროდუქტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი:

შპს PharmaS, რადნიქას ქ. 47, HR-10000 ზაგრები, ხორვატია, EU

Pharmas Switzerland.S.A.ლიცენზიის თანახმად

წარმოშობის ქვეყანა:   EU

www.pharmas-group.com

დამატებითი ინფორმაცია
მწარმოებელი

PharmaS Switzerland.S.A