პროდუქცია

პროდუქცია
ადოლორი B12/ADOLOR B12 ალერდექსი / ALERDEX ამელოტექსი ® -NEW / AMELOTEKC ® -NEW ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX-NEW ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX®-NEW ამელოტექსი®-NEW / AMELOTEX-NEW ანგიოზილი® -MR / ANGIOZIL-MR ართრამუვი/ARTHRAMOVE ართროვინი/ARTHROVIN გლავოპტ ფორტე / GLAVOPT FORTE დროქსინატი / DROXYNAT ეზოფლუქსი/EZOFLUX ელკავინი - B / ELKAVIN - B ელკოზოლი / ELKOZOL ენტეროსტაბილი ORS Boulardii / ENTEROSTABIL ORS Boulardii ეტარინი/ ETARIN ექსუდაზიმი/EXUDAZIM ვალმეტონი/VALMETON ვინპოტროპილი GEO / VINPOTROPIL GEO ზითროგარდი / ZITHROGARD თიოპტია/TIOPTIA იზოკონაზოლი-მ / IZOCONAZOL-M იმუკომაქსი/IMUCOMAX იმუნოპეა C/IMUNOPEA C იტრაზილი/ITRAZIL კალციდვიტი / CALCIDVIT კეტალდინი / KETALDIN კეტალდინი /KETALDIN კლინდამეტი / KLINDAMET ლაქსაკოლი / LAKSACOL ლაქსაკოლი / LAKSACOL / სიროფი ლაქსაკოლი ფორტე/LAKSACOL FORTE ლებეგარდი/LEBEGARD ლეფლოგარდი / LEFLOGARD ლოზატენზი / LOZATENZ ლოზატენზი / LOZATENZ მაკროფლუდი / MAKROFLUD მელდოვინი / MELDOVIN მელდოვინი/MELDOVINI მექსი B6 GEO / MEXI-B6 GEO მოქსიტენზი / MOQSITENZ მოქსიქოლი / MOXIQOL ნეიროსერკი / NEIROSERK ნიუვასტი / NEWVAST ნიუვიტი /NEWVIT ნიუვიტი ომეგა 3 / NEWIT OMEGA 3 ნიუვიტი ქიდსი / NEWVIT KIDS ნიუკლავი სუსპენზია / NEWCLAV Suspension ნიუკლავი/NEWCLAV ნიუკოქსი/NEWCOX ნიუმიქსინი / NEWMYXIN ნიუროქსიმი / NEWROXIME ნიუფეროლი  / NEWFEROL ნიუქლინი-ურო / NEWCLEAN-URO ნიუცეფი / NEUCEPH ოსტედონი / OSTEDON პენტაქსოლი/PENTAXOL პეროლაქტ B / PEROLACT B პეროლაქტ ქიდს / PEROLAQT KIDS პიანტურო/PIANTURO პილობალანსი / PYLOBALANS პროტაზონი / PROTAZON რამნოვიტ ბეიბი / RAMNOVIT BABY რეუტაზა/REUTASA სინუდატი / SINUDATE სინუდატი/SINUDATE სოლუკამი / SOLUCAM სოლუმოქსი / SOLUMOX სოლუფლოქსი/SOLUFLOX სომნოკაფსი ფორტე / SOMNOKAPS FORTE სორპონი/SORPON სპარექსი GEO / SPAREX GEO სუგრელი / SUGRELI ტენზიფონი/TENZIFON ტერბექსინი /Terbexin/ 10 მგ/გ კრემი ტერბექსინი/TERBEXIN ტოპიდექსოლი კომბი/TOPIDEXOL COMB ტრევიტონი B/TREVITON B ფენაქსოლი / FENAXOL ფლუქსოგარდი / FLUXOGARD ქინოფსი/QINOPS ქოლედევიტი 2000 / CHOLEDEVIT 2000 ქოლედევიტი 5600 / CHOLEDEVIT 5600 ცერეტონი®-NEW / CERETON®-NEW ცერეტონი®-NEW / CERETON®-NEW ციტიქოლი / CITIQOL ციტოლეპტი®-NEW / CITOLEPT®-NEW ციტოლეპტი®-NEW/CITOLEPT-NEW ციტოპრამი / CITOPRAM ჰარტოვინი/HARTOVIN ჰემოქსიპარინი / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი®/HEMOXIPARINI ჰისტერი / HISTER
კატეგორია
კატეგორია ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები ანთების და რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ანტიბიოტიკები ანტიდეპრესანტები ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები ანტიფუნგალური საშუალებები ანტიჰიპერტენზიული საშუალებები გასტროენტეროლოგიური საშუალებები ვიტამინები/პოლივიტამინები იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები მეტაბოლური საშუალებები ნევროლოგიური საშუალებები ოტო-რინო-ლარინგოლოგია ოფთალმოლოგიური საშუალებები პროტეოლიზური ფერმენტები რკინის პრეპარატი საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები სისტემური მოქმედების კორტიკოსტეროიდები სხვადასხვა უროლოგიური ჯგუფის პრეპარატები ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სამკურნალო საშუალებები ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
ნიუკლავი სუსპენზია / NEWCLAV Suspension

ნიუკლავი სუსპენზია / NEWC ...

მწარმოებელი:
აღწერა:

ნიუკლავი (NEWCLAV)  400მგ/57მგ/5მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მ ...

კატეგორია:

ნიუკლავი (NEWCLAV400მგ/57მგ/5მლ

ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

ამოქსიცილინი / კლავულანის მჟავა

გამოყენების ინსტეუქცია

MEDOCHEMIE

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

  • შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი,  თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ  ექიმს.  იხილეთ ქვეთავი   4 .

შინაარსი:

  • რა არის ნიუკლავი და რა დროს გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ნიუკლავის მიღებამდე
  • ნიუკლავის მიღების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ნიუკლავის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  1. რა არის ნიუკლავი და რა დროს გამოიყენება

ნიუკლავი არის ანტიბიოტიკი, რომელიც კლავს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას. მის შემადგენლობაში შედის ორი სხვადასხვა პრეპარატი: ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით „პენიცილინი“, რომლის მოქმედება ზოგჯერ შეიძლება შეჩერებულ იქნას (მოხდეს ინაქტივაცია). მეორე აქტიური ნივთიერება (კლავულანის მჟავა) აჩერებს ამ პროცესს.

ნიუკლავი ჩვილებსა  და ბავშვებში ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

  • შუა ყურის და სინუსის ინფექციები
  • სასუნთქი გზების ინფექციები
  • საშარდე გზების ინფექციები
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის პირის ღრუს ინფექციები
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები
  1. რა უნდა იცოდეთ ნიუკლავის მიღებამდე

არ გამოიყენოთ ნიუკლავი ბავშვებში:

  • თუ აქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავის ან აღნიშნული პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია მე-6 ქვეთავში );
  • თუ წარსულში ჰქონდათ მძიმე ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქცია ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის მიმართ. ეს შეიძლება იყოს კანზე გამონაყარი ან სახისა თუ ყელის შეშუპება.
  • თუ წარსულში ჰქონდათ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები ან სიყვითლე (კანის გაყვითლება) ანტიბიოტიკების მიღების ფონზე.

არ გამოიყენოთ ნიუკლავი ბავშვებში, თუ ეხებათ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე მდგომარეობა. რაიმე საკითხზე ეჭვის შემთხვევაში ნიუკლავის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

აღნიშნული პრეპარატის მიღების დაწყებამდე  აუცილებელია სამედიცინო  კონსულტაცია, თუ:

  • ბავშვს აღენიშნება ინფექციური მონონუკლეოზი
  • ბავშვს ჩატარებული აქვს მკურნალობა ღვიძლის ან თირკმლის პრობლემებთან დაკავშირებით
  • ბავშვს აქვს შარდვის პრობლემები.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ბავშვს ეხება ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე დაავადება, ნიუკლავის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ზოგ შემთხვევაში ექიმს შეუძლია ჩაატაროს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის ანალიზი. ამ ანალიზის შედეგების მიხედვით, ბავშვს შეიძლება დაენიშნოს ნიუკლავის სხვა დოზა ან სხვა მედიკამენტი.

მდგომარეობები, როდესაც საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა

ნიუკლავს შეუძლია დაამძიმოს ზოგიერთი არსებული მდგომარეობა ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოქმედება. აღნიშნული ითვალისწინებს ალერგიულ რეაქციებს, კონვულსიას (კრუნჩხვას) და მსხვილი ნაწლავის ანთებას. ნიუკლავის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა გარკვეულ სიმპტომებთან დაკავშირებით ნებისმიერი პრობლემის რისკის შესამცირებლად.  იხ. ქვეთავი 4 „მდგომარეობები, როდესაც საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა“.

სისხლისა და შარდის ანალიზები

აცნობეთ ექიმს ან მედდას, რომ ბავშვი ღებულობს ნიუკლავს, თუ გეგმავთ ბავშვისთვის სისხლის ანალიზის (მაგალითად, სისხლის წითელი უჯრედების ან ღვიძლის ფუნქციის განმსაზღვრელი ანალიზი) ან შარდის ანალიზის (გლუკოზა) ჩატარებას. ნიუკლავს  შეუძლია გავლენა იქონიოს აღნიშნული სახის ანალიზების შედეგებზე.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ნიუკლავი

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ბავშვი ღებულობს, ახლო წარსულში იღებდა ან შეიძლება მიეღო ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

  • ალოპურინოლისა (გამოიყენება პოდაგრის დროს) და ნიუკლავის ერთდროულად მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქცია.
  • თუ ბავშვი ღებულობს პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრის დროს), ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ნიუკლავის დოზის კორექტირება.
  • იმ შემთხვევაში, თუ ნიუკლავთან ერთად ბავშვი იღებს პრეპარატებს, რომლებიც ხელს უშლის სისხლის  თრომბის წარმოქმნას (როგორიცაა ვარფარინი), შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი სისხლის ანალიზი.
  • ნიუკლავს შეუძლია გავლენა იქონიოს მეთოტრექსატის (კიბოს ან რევმატული დაავადებების სამკურნალო საშუალება) მოქმედებაზე.
  • ნიუკლავს შეუძლია გავლენა იქონიოს მიკოფენოლატი მოფეტილის (სამკურნალო საშუალება გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოების მიუღებლობის თავიდან ასაცილებლად) მოქმედებაზე.

ორსულობა, დალაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა

ნიუკლავს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, რომლის სიმპტომებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვის უნარზე.

არ შეიძლება ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა, თუ არ გრძნობთ თავს კარგად.

  1. ნიუკლავის მიღების წესი

მოცემული პრეპარატის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

40 კგ ან  მეტი წონის ბავშვები და მოზრდილები  :

  • აღნიშნული სუსპენზიის გამოყენება, როგორც წესი, არ არის რეკომენდებული 40 კგ ან  მეტი წონის ბავშვებსა და მოზრდილებში. გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.

40 კგ-ზე ნაკლები  წონის ბავშვები :

ყველა დოზა გამოიყენება ბავშვის სხეულის წონის გათვალისწინებით.

  • ექიმი დაგინიშნავთ ნიუკლავის შესაბამის დოზას თქვენი  ახალშობილისთვის  ან ბავშვისთვის.
  • თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ პლასტმასის  საზომი კოვზი და საზომი ჭიქა ზუსტი დოზირებისთვის.
  • რეკომენდებული დღიური დოზა: 25მგ/3.6მგ-დან 45მგ/6.4მგ-მდე   კილოგრამ წონაზე გადაანგარიშებით, გაყოფილი ორ  მიღებად.
  • დიდი დოზა: 70მგ/10მგ ერთ  კილოგრამ წონაზე დღეში ერთხელ, გაყოფილი ორ  მიღებად.

თირკმლის და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები:

  • თირკმლის პრობლემების შემთხვევაში საჭიროა დოზის კორექტირება. ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ პრეპარატის სხვა დოზა ან სხვა მედიკამენტი.
  • ღვიძლის პრობლემების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზის უფრო ხშირად ჩატარება, ღვიძლის ფუნქციონირების შესაფასებლად.

ნიუკლავის მიღების წესი:

  • ყოველი მიღების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ.
  • მიეცით ჭამის დაწყებისას ან ჭამის წინ.
  • თანაბრად გაანაწილეთ დოზები დღის განმავლობაში, სულ მცირე 4 საათიანი ინტერვალით. ბავშვს  არ მისცეთ  2 დოზა 1 საათის განმავლობაში.
  • ბავშვს არ მისცეთ ნიუკლავი 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ ბავშვი თავს ისევ ცუდად გრძნობს, მიმართეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

ნიუკლავის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს კუჭის აშლას (გულისრევის შეგრძნება, გულისრევა ან დიარეა) ან კონვულსიას. დაუყონებლივ  მიმართეთ მკურნალ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის ფლაკონი.

დოზის გამოტოვება

თუ დაგავიწყდათ ბავშვისთვის პრეპარატის მიცემა, მიეცით როგორც კი გაგახსენდებათ. არ ნისცეთ შემდეგი დოზა დროის მცირე ინტერვალში, მიეცით ის დაახლოებით 4 საათის შემდეგ.

მედიკამენტის მიღების შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ ნიუკლავის მიღება მკურნალობის დასრულებამდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი თავს უკეთ იგრძნობს. ინფექციის დასაძლევად საჭიროა დანიშნული კურსის ჩატარება. თუ ბაქტერია სრულად არ არის განადგურებული, მან შეიძლება ისევ გამოიწვიოს ინფექცია.

ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  1. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.  მოცემული პრეპარატის მიღებისას შეიძლება განვითარდეს  ქვემოთ  ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები.

განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს შემდეგი მდგომარეობები:

ალერგიული რეაქციები:

  • გამონაყარი კანზე
  • სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რაც შეიძლება გამოვლინდეს კანზე წითელი ან მეწამული მზარდი ლაქებით, მაგრამ შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზე.
  • ცხელება, სახსრების ტკივილი, ყელში, იღლიაში ან საზარდულში ჯირკვლების შეშუპება.
  • შეშუპება, ზოგჯერ სახისა და პირის ღრუს არეში (ანგიოედემა), რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას
  • მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობა (კოლაფსი).

აღნიშნულიდან ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.  შეწყვიტეთ  ნიუკლავის მიღება.

მსხვილი ნაწლავის ანთება

მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს დიარეას, როგორც წესი, სისხლის და ლორწოს თანხლებით, კუჭის ტკივილი ან/და ცხელება.

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

ხშირი გვერდითი მოქმედება

შეიძლება გამოვლინდეს  10- დან 1 პაციენტში:

  • კანდიდოზი (კანდიდას  ინფექცია საშოში, პირის ღრუსა ან კანზე)
  • ღებინების შეგრძნება (გულისრევა), განსაკუთრებით დიდი დოზების მიღებისას. აღნიშნული მდგომარეობების განვითარების შემთხვევაში ნიუკლავი მიიღეთ საკვების მიღებამდე.
  • ღებინება
  • დიარეა (ბავშვებში)

არახშირი გვერდითი მოქმედება

შეიძლება გამოვლინდეს  100-დან 1 პაციენტში:

  • გამონაყარი კანზე, ქავილი
  • მზარდი გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება)
  • დისპეფსია
  • თავბრუსხვევა
  • თავის ტკივილი

არახშირი გვერდითი მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში

  • ღვიძლის მიერ გამომუშავებული ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტის) დონის მომატება

იშვიათი გვერდითი მოქმედება

შეიძლება გამოვლინდეს  1000-დან 1 პაციენტში:

  • გამონაყარი კანზე ბუშტუკების ან წვრილი ლაქების სახით (მუქი ლაქები გარშემო კანის აქერცლილი უბნებით - მულტიფორმული ერითემა).

აღნიშნულიდან ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

იშვიათი გვერდითი მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში

  • სისხლის შედედების პროცესში მონაწილე უჯრედების დაბალი რაოდენობა
  • სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა

სხვა გვერდითი მოქმედება

სხვა გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ძალიან მცირე რეოდენობის პაციენტებში, მაგრამ მათი  გამოვლენის ზუსტი სიხშირე ცნობილი  არ არის.

  • ალერგიული რეაქციები (იხ. ზემოთ)
  • მსხვილი ნაწლავის ანთება (იხ. ზემოთ)
  • ტვინის გარსების ანთება (ასეპტიური მენინგიტი)
  • სერიოზული კანის რეაქციები:
    • კანის ფართო უბნებზე გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალებისა და გენიტალიების არეში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), და უფრო მძიმე ფორმა, რომელიც გამოიხატება კანის ფართო უბნების აქერცვლით (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
    • კანის ფართო უბნებზე გავრცელებული წითელი ფერის გამონაყარი წვრილი ჩირქოვანი ბუშტუკებით (ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი)
    • წითელი,  ქერცლოვანი გამონაყარი კანზე, კანქვეშ ჩაღრმავებებით და წყლულებით (ეგზანთემატოზური პუსტულოზი)
    • გრიპის მსგავსი სიმპტომები, გამონაყარი, ცხელება, გადიდებული ლიმფური კვანძები, ცვლილებები სისხლში ანალიზის საფუძველზე (მათ შორის სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ეოზინოფილია ) და ღვიძლის ფერმენტების მომატება) (წამლისმიერი გამონაყარი  ეოზინოფილიითა  და სისტემური სიმპტომებით (DRESS))

აღნიშნულიდან ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

  • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
  • სიყვითლე, გამოწვეული სისხლში ბილირუბინის (ღვიძლში გამომუშავებული ნივთიერება)დონის მომატებით, რაც იწვევს კანისა და თვალის სკლერების  სიყვითლეს.
  • თირკმლის ფიალების ანთება
  • სისხლის შედედების დროის გაზრდა
  • ჰიპერაქტიურობა
  • კონვულსია (ამოქსიცილინის / კლავულანის მჟავის დიდი დოზების მიღების ან თირკმლის პრობლემების შემთხვევაში)
  • შავი შეფერილობის ენა ( გამოიყურება, როგორც თმიანი)
  • ნადები კბილებზე (ბავშვებში), ჩვეულებრივ ქრება კბილების გახეხვის შემდეგ.

გვერდითი მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ან შარდის ანალიზებში

  • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი  შემცირება
  • სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ჰემოლიზური ანემია)
  • კრისტალები შარდში

შეტყობინება  გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ პირდაპირ ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.

  1. ნიუკლავის  შენახვის პირობები

აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ  სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 250C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში.

არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.  ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე გაუხსნელი ფლაკონის შემთხვევაში.

რეკონსტიტუციის შემდეგპროდუქტი შეინახეთ მაცივარში და  ვარგისია 7 დღის განმავლობაში.

მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ.  აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  1. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ნიუკლავი:

აქტიური ნივთიერებები: 5 მლ სუსპენზიაში შედის 400 მგ ამოქსიცილინი და 57მგ კლავულანის მჟავა (კალიუმის კლავულანატის  სახით).

სხვა ინგრედიენტებია: ქსანტანის გუმფისი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ნატრიუმის საქარინი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი (Aerosil),  კოლოიდური უწყლო სილიციუმი  (Syloid Al -1),  მარწყვის არომატი, ატმის არომატი, ლიმნის არომატი, ქარვის მჟავა.

ნიუკლავის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

თეთრი-მოთეთრო ფერის ფხვიერი  ფხვნილი წყალში გასახსნელი.

ყავისფერი ნახევრად გამჭვირვალე მინის  ფლაკონი, III ტიპი (ალუმინის თეთრი თვსახურით).

150მლ ფლაკონი 70 მლ სუსპენზიისთვის.

200 მლ ფლაკონი 140 მლ სუსპენზიისთვის.

ყველა სახის შეფუთვა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

 

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

 

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს Medochemie, კვიპროსი, ლიმასოლი, 3011, კონსტანტინოპოლის ქუჩა # 1-10

მწარმოებელი:

შპს Medochemie (ქარხანა B), კვიპროსი, ლიმასოლი, 4101 აგიოს-ათანასიოსი, აგიოს-ათანასიოსის სამრეწველო რაიონი , იაპეტოს ქუჩა #48

 

კომპანია, რომელიც ღებულობს მომხმარებელთა პრეტენზიებს ხარისხთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე:

შპს „ნიუ ფარმა“

იურიდიული მისამართი: საქართველო, გორი, ცაბაძის ქ., კორ. 5,  ბ. 32.

ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, თბილისი, 0154, ევდოშვილის ქ.# 18

ტელ/ფაქსი: +995 (32)210 88 18

 

აღნიშნული პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას  შპს „ნიუ ფარმა“.

 

ბოლო გადახედვის თარიღი: 2017 წლის სექტემბერი

 

 

 

 

 

 

რჩევა/სამედიცინო მითითება

ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიებით  გამოწვეული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. ისინი არ მოქმედებენ ვირუსებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ.

ზოგჯერ ბაქტერიით გამოწვეული ინფექცია არ ექვემდებარება ანტიბიოტიკებით ჩატარებულ მკურნალობას. აღნიშნულის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ინფექციის გამომწვევი ბაქტერია რეზისტენტულია მიღებული ანტიბიოტიკის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გადარჩნენ და გამრავლდნენ კიდეც, მიუხედავათ ანტიბიოტიკისა.

ბაქტერია შეიძლება გახდეს რეზისტენტული ანტიბიოტიკის მიმართ სხვადასხვა მიზეზით. ანტიბიოტიკების სიფრთხილით გამოყენებისას შეიძლება შევამციროთ ანტიბიოტიკის მიმართ ბაქტერიის რეზისტენტობის შესაძლებლობა.

ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკებით თერაპიის კურსი გამიზნულია მხოლოდ მიმდინარე დაავადების სამკურნალოდ.

შემდეგი რჩევების გათვალისწინებით შესაძლებელია ბაქტერიის რეზისტენტობის პრევენცია, რომელიც იწვევს ანტიბიოტიკის მოქმედების შეწყვეტას.

  1. მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკის მიღება დანიშნული დოზით, დანიშნულ დროს და ხანგრძლივობით. წაიკითხეთ ინსტრუქცია ეტიკეტზე და ნებისმიერ საკითხზე გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  2. არ მიიღოთ ანტიბიოტიკი, თუ ის არ არის გამოწერილი პირადად თქვენთვის და მიიღეთ ის მხოლოდ იმ ინფექციის სამკურნალოდ, რომლისთვის დაინიშნა.
  3. არ მიიღოთ სხვა პირებისთვის გამოწერილი ანტიბიოტიკი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ინფექცია თქვენსას ემთხვევა.
  4. არ გადასცეთ თქვენთვის გამოწერილი ანტიბიოტიკი სხვა პირებს.
  5. ექიმის მიერ გამოწერილი ანტიბიოტიკების კურსის დასრულების შემდეგ დარჩენილი ანტიბიოტიკები გადაეცით ფარმაცევტს სათანადო წესით უტილიზაციისთვის.

 

 

რეკონსტიტუციის ინსტრუქცია

გამოყენებამდე შეამოწმეთ შეფუთვა, ხომ არ არის თავსახური დაზიანებული. შეანჯღიეთ ფლაკონი. დაამატეთ წყალი (ქვემოთ მითითებულის შესაბამისად), გადმოაბრუნეთ და კარგად შეანჯღრიეთ. ან ფლაკონი შეავსეთ წყლით მხოლოდ ფლაკონის ნიშნულამდე, გადმოაბრუნეთ და კარგად შეანჯღრიეთ, შემდეგ დაამატეთ წყალი ზუსტად მონიშნულ დონემდე და კიდევ ერთხელ კარგად შეანჯღრიეთ.

 

აქტიური ნივთიერების შემცველობა დასამატებელი წყლის მოცულობა (მლ) რესუსპენდირული ხსნარის საბოლოო მოცულობა (მლ)
400მგ/57მგ/5მლ 62 70
124 140

გამოყენებამდე ფლაკონი ყოველთვის კარგად შეანჯღიეთ .

 

მსგავსი პროდუქტები

ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN

ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPA ...

აღწერა:

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ჰემოქსიპარინი® საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:  ენოქსაპარინი ნატრიუმი წამლის ფორ ...

კატეგორია:
ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები

Close