პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
- შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4 .
შინაარსი:
- რა არის ლეფლოგარდი და რა დროს გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღებამდე
- ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ლეფლოგარდის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის ლეფლოგარდი და რა დროს გამოიყენება
პრეპარატის დასახელებაა ლეფლოგარდი. ლეფლოგარდის ტაბლეტები შეიცავს ლევოფლოქსაცინს. იგი განეკუთვნება ქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობულ აგენტებს და ანადგურებს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიებს .
ლეფლოგარდის ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- სინუსიტი ;
- პულმონალური ინფექციები, ადამიანებში, რომელთაც აღენიშნებათ ხანგრძლივი სუნთქვის პრობლემები და პნევმონია;
- საშარდე გზები სინფექციები, ქრონიკული ინფექცია;
- კანისა და კანქვეშა ქსოვილების, მათ შორის კუნთების ინფექციები (ზოგჯერ მათ უწოდებენ რბილ ქსოვილებს).
- რა უნდა იცოდეთ ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ ლეფლოგარდი:
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ლევოფლოქსაცინის, ან სხვა ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიცაა მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი ან ოფლოქსაცინი ან აღნიშნული მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე -6 პუნქტში).ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი,ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.
- თუ გქონდათ ეპილეფსია.
- თუ გქონდათ მყესებთან დაკავშირებით პრობლემები, როგორიცაა ტენდინიტი, რაც უკავშირდება ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებით მკურნალობას. მყესი არის მაგარი ბოჭკოვანი წარმონაქმნი, რომლითაც კუნთი ემაგრება ძვალს .
- თუ ხართ ბავშვი ან მოზარდი;
- თუ ხართ ორსულად ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას;
- თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღებამდე შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ თქვენ 60 წლის, ან მეტის ხართ;
- თუ იღებდით კორტიკოსტეროიდებს, ან „სტეროიდებს“ როგორც ზოგჯერ უწოდებენ. (იხილეთ პუნქტი „ლეფლოგარდის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“);
- თუ გქონდათ კრუნჩხვა;
- თუ გაქვთ ტვინის დაზიანება მიღებული ინსულტის ან სხვა ქალა-ტვინის ტრავმის გამო.
- თუ გაქვთ გლუკოზა 6 ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღებისას, თქვენ შეგექმნებათ სისხლტან დაკავშირებული პრობლემები;
- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები;
- თუ გქონიათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები;
- თუ გაქვთ გულტან დაკავშირებული პრობლემები, აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, თუ ტქვენ პირადად გაქვთ ან ოჯახურ ანამნეზში აღგენიშნებათ თანდაყოლილი QT ინტერვალის გახანგრძლივება (რაც ვლინდება ეკგ-ზე, გულის ელექტროკარდიოგრამა), გაქვთ სისხლში მარილის დისბალანსი (სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის განსაკუთრებით დაბალი დოინე), გაქვთ ძალიან ნელი გულის რითმი (ბრადიკარდია), გაქვთ გულის სისუსტე (გულის უკმარისობა), ანამნეზში გაქვთ გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), ხართ მდედრობითი სქესის ან ხანდაზმული ან იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ ცვლილებებს ეკგ-ზე (იხილეთ პუნქტი „ლეფლოგარდის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“);
- თუ გაქვთ დიაბეტი.
- თუ გქონიათ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები;
- თუ აღგენიშნებათ მიასთენია გრავისი
არ მიიღოთ პრეპარატი, თუ ზემოთ აღნიშნული გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლეფლოგარდის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს , თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში ირებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, ვინაიდან ამ პრეპარატებმა შეიძლება იმოქმედოს ლეფლოგარდის ეფექტზე ან პირიქით .
ეს განსაკუთრებით ეხება შემდეგ პრეპარატებს :
- კორტიკოსტეროიდები , ან “ სტეროიდები” როგორც ზოგჯერ უწოდებენ – რომლებიც გამოიყენება ანთების სამკურნალოდ. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ანთებას ან დაიზიანოთ მყესები.
- ვარფარინი – გამოიყენება სისხლის გასათხელებლად. შეიძლება ადგილი ქონდეს სისხლდენას. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოითხოვოს სისხლის რეგულარული ტესტირება , რათა განსაზღვროს როგორია თქვენი სისხლის შედედება .
- თეოფილინი -გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს. თუ მიიღებთ ლეფლოგარდს, შეიძლება ადგილი ქონდეს “ შეტევას ”.
- არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs ) – გამოიყენება ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგოდ, ასეთი პრეპარატებია: ასპირინი, იბუპროფენი, ფენბუფენი ,კეტოპროფენი და ინდომეტაცინი. ლეფლოგარდთან ერთად მიღებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს “ შეტევას ”.
- პრობენეციდი – გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ. თუ გაწუხებთ თირკმლის პრობლემები, მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ დაბალ დოზას.
- ციმეტიდინი – გამოიყენება წყლულების და გულძმარვის სამკურნალოდ. თუ გაწუხებთ თირკმლის პრობლემები, მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ დაბალ დოზას.
- ციკლოსპორინი – გამოიყენება ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ციკლოსპორინის გვერდითი ეფექტების გამწვავებას.
- პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს გულის რიტმზე. აღნიშნული პრეპარატებს მიეკუთვნებიან ანტიარითმიული ჯგუფის პრეპარატები (მაგ. ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა: ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), ანტიფსიქოზური საშუალებები, ანტიმიკრობული საშუალებები (მაკროლიდური ანტიბიოტიკები, როგორიცაა: ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი ).
აცნობეთ ექიმს, თუ ზემოთ აღნიშნული გეხებათ
არ მიიღოთ ლეფლოგარდი შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად. აღნიშნულმა შეიძლება გავლენა იქონიოს ლეფლოგარდის მოქმედებაზე:
- რკინის შემცველი პრეპარატები (ანემიის სამკურნალოდ),თუთიის შემცველი საკვები დანამატები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები (მჟავიანობის ან გულძმარვის სამკურნალოდ) დიდანოზინი ან სულკრალფატი (კუჭის წყლულის სამკურნალოდ). ქვემოთ იხილეთ პუნქტი 3 “თუ თქვენ ასევე იღებთ რკინის ტაბლეტებს, თუთიის შემცველ საკვებ დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოსინს ან სუკრალფატს ”.
შარდის ანალიზი ოპიატებზე
შარდის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგი პაციენტებში, რომლებიც ლეფლოგარდის ტაბლეტებთან ერთად იღებენ ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს . თუ თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ შარდის ანალიზი , აცნობეთ , რომ იღებდით ლეფლოგარდს.
ტესტი ტებერკულოზზე
აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი შედეგის ჩვენება ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიის აღმოჩენისათვის ჩატარებული ლაბორატორიული ტესტირებისას .
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
არ მიიღოთ ლეფლოგარდი:
- თუ ხართ ორსულად ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას;
- თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს .
მანქანის ან სხვა მექანიზმის მართვა
ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტმა , როგორიცაა თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევები, შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს კონცენტრირებისა და რეაგირების უნარზე. მოერიდეთ ავტომობილებისა და მექანიზმების მართვას, თუ გრძნობთ, რომ კონცენტრირებისა და რეაგირების უნარი შეფერხებულია .
ლეფლოგარდის შემადგენლობაში შედის ყვითელი მზის ჩასვლა
აღნიშნული მედიკამენტის შემადგენლობაში შედის საღებარი აგენტი FD &C Yellow #6/ ყვითელი მზის ჩასვლა და ალუმინის ლაქი (E110), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
- ლეფლოგარდის მიღების წესი
აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის
დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან
ფარმაცევტს.
- ლეფლოგარდის ტაბლეტი არის პერორალური გამოყენებისთვის.
- გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად წყალთან ერთად
- ტაბლეტები მიიღება საკვებთან ერთად ან საკვების მიღებებს შორის ნებისმიერ დროს.
დაიცავით კანი მზისგან
პრეპარატით მკურნალობისას ან მისი მიღების შეწყვეტიდან 2 დღის განმავლობაში მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, ვინაიდან თქვენი კანი ამ შემთხვევაში უფრო მგრძნობიარეა მზისადმი და შეიძლება მიიღოთ დამწვრობა , თუ არ დაიცავთ სიფრთხილის შემდეგ ზომებს :
- გამოიყენეთ მზისაგან დამცავი კრემი;
- ყოველთვის ატარეთ ქუდი და ტანსაცმელი , რომელიც დაგიფარავთ ხელებს და ფეხებს .
- ერიდეთ მზის აბაზანებს .
თუ თქვენ იღებთ რკინის შემცველ ტაბლეტებს, თუთიის შემცველ საკვებ დანამატებს, ანტაციდებს , დიდანოზინს ან სუკრალფატს
- არ მიიღოთ ერთდროულად ლეფლოგარდის ტაბლეტებთან ერთად. მიიღეთ აღნიშნული პრეპარატები ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღებამდე 2 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ .
მიღების დოზა
- ექიმი გადაწყვეტს რამდენი ტაბლეტი ლეფლოგარდი მიიღოთ .
- მკურნალობის დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე.
- მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმწვავეზე .
- თუ იგრძენით, რომ პრეპარატის ეფექტი არის სუსტი ან ძლიერი, არ შეცვალოთ დოზირება თვითნებურად , შეეკითხეთ ექიმს.
მოზრდილები და ხანდაზმულები
სინუსიტი
- ლეფლოგარდი 500 მგ ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში .
ფილტვის ინფექციები , პაციენტებში ხანგრძლივი სუნთქვითი პრობლემებით
- ლეფლოგარდი 500 მგ ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში .
პნევმონია
- ლეფლოგარდი 500 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორჯერ .
საშარდე გზების , მათ შორის თირკმლების და შარდის ბუშტის ინფექციები
- ლეფლოგარდი 500 მგ 1/2 ან ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში .
წინამდებარე ჯირკვლის ინფექციები
- ლეფლოგარდი 500 მგ ერთი ტაბლეტი ერთხელ ან ორჯერ დღეში .
კანისა და კანქვეშა ქსოვილთა , მათ შორის კუნთების ინფექციები .
- ლეფლოგარდი 500 მგ ერთი ტაბლეტი ერთხელ ან ორჯერ დღეში .
ხანდაზმულები და პაციენტები თირკმლის პრობლემებით :
ექიმმა უნდა დაგინიშნოთ პრეპარატი მცირე დოზით.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში .
დოზის გადაჭარბება:
თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას. თან იქონიეთ წამლის კოლოფი, რათა ექიმმა იცოდეს რა პრეპარატი გაქვთ მიღებული. ზედოზირების სიმპტომები შეიძლება იყოს: კრუნჩხვითი შეტევები, გონების არევა, თავბრუსხვევა, ცნობიერების მოშლა, გულის პრობლემები და გულისრევა, კუჭის წვა .
დოზის გამოტოვება:
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ , თუ მოახლოებული არ არის შემდეგი დოზის მიღების დრო. გამოტოვებული დოზის კომპენსაციისათვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა .
ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ ლეფლოგარდით მკურნალობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ . მნიშვნელოვანია, რომ დაასრულოთ ექიმის მიერ დანიშნული კურსი. თუ ძალიან მალე შეწყვეტთ ტაბლეტების მიღებას, დაავადების სიმპტომები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს, თქვენი მდგომარეობა გაუარესდეს ან ბაქტერია გახდეს რეზისტენტული მედიკამენტისადმი . აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი
ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღება და მიმართეთ ექიმს .
ძალიან იშვიათი ( ვლინდება 10 000- დან 1 პაციენტში ):
- ალერგიული რეაქცია. ალერგიული რეაქციების ნიშნებია: გამონაყარი , ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები , ტუჩების , სახის , ყელის ან ენის შეშუპება ;
შეწყვიტეთ ლეფლოგარდის ტაბლეტების მიღება და მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები – თქვენ გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა .
იშვიათი ( ვლინდება 1 000- დან 1 პაციენტში ):
- სისხლიანი დიარეა , რომელსაც შეიძლება ახლდეს სპაზმები და მაღალი ტემპერატურა. აღნიშნული შეიძლება მიუთითებდეს ნაწლავების პრობლემებზე;
- მყესებისა და იოგების ტკივილი და ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაწყვეტა . აქილევსის მყესი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ;
- კრუნჩხვები;
ძალიან იშვიათი ( ვლინდება 10 000- დან 1 პაციენტში ):
- წვა, ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება. აღნიშნული შეიძლება იყოს ნეიროპათიის ნიშნები .
სხვა სიმპტომები
- კანის მძიმე გამონაყარი , რაც შეიძლება გამოხატული იყოს ტუჩების , თვალების , პირის, ცხვირის და სასქესო ორგანოების ირგვლივ კანის დაწყლულებით და აქერცვლით .
- მადის დაკარგვა, ყვითელი კანი და თვალები, მუქი ფერის შარდი, ქავილი, კუჭის (მუცლის) ტკივილი. აღნიშნული შეიძლება მიუთიტებდეს ღვიძლის პრობლემებზე, სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით.
ლეფლოგარდის ტაბლეტების გამოყენებისას თუ თქვენი მხედველობა გაუარესდა ან თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი სხვა სახის პრობლემები თვალთან დაკავშირებით , დაუყონებლივ მიმართეთ თვალის სპეციალისტს.
აცნობეთ ექიმს თუ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან გაგრძელდა დიდხანს:
ხშირი ( ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):
- ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
- თავის ტკივილი , თავბრუსხვევა;
- გულისრევა და დიარეა ;
- სისხლში ზოგიერთი ღვიძლისმიერი ფერმენტის დონის მომატება .
არახშირი ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში):
- ცვლილებები რიგი სხვა ბაქტერიებისა და სოკოებისა , კანდიდა სოკოთი გამოწვეული ინფექციები , რაც საჭიროებს მკურნალობას;
- ცვლილებები სისხლის ანალიზში, დაკავშირებული სისხლის თეთრი უჯრედების მომატებასთან და შემცირებასთან ( ლეიკოპენია , ეოზინოფილია );
- აღზნებულობა , დაბნეულობა , ნერვოზულობა , ძილიანობა , კანკალი , თავბრუსხვევა .
- ქოშინი ( დისპნოე );
- ცვლილებები გრძნობის ორგანოებში , მადის დაკარგვა , კუჭნაწლავის დარღვევები ( დისპეპსია ), ტკივილი მუცლის არეში , შებერილობა და შეკრულობა .
- ქავილი და გამონაყარი კანზე, ძლიერი ქავილი და ჭინჭრის ციება, ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი );
- კუნთების ან სახსრების ტკივილი ;
- სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს ცვლილებები ღვიძლში ( ბილირუბინის მომატება ) ან თირკმლებში ( კრეატინინის მომატება ).
- ზოგადი სისუსტე .
იშვიათი ( ვლინდება 1000- დან 1 პაციენტში):
- თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით გამოწვეული სისხლჩაქცევები და სისხლდენები ( თრომბოციტოპენია );
- სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება ( ნეიტროპენია ).
- მომატებული იმუნური რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა );
- სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია). ეს მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისათვის .
- არარსებული საგნების ხილვა ან მოსმენა ( ჰალუცინაცია , პარანოია ), აზრების შეცლა (ფსიქიკური რეაქციები ), სუიციდური აზრებით ან მოქმედებებით .
- დეპრესია , ფსიქიკური პრობლემები , ძილიანობის დარღვევა , ღამის კოშმარები .
- ფეხებში და ხელებში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია).
- მხედველობისა ( ბუნდოვანი მხედველობა ) და სმენის ( ხმაური ყურებში ) პრობლემები;
- გულის ცემის გახშირება ( ტაქიკარდია ) ან დაბალი წნევა ( ჰიპოტენზია ).
- კუნთების სისუსტე. ეს მნიშვნელოვანია “ მიასთენია გრავის ”- ით ( ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება ) დაავადებული ადამიანებისათვის .
- თირკმლების მუშაობის ცვლილება და ზოგჯერ თირკმლის უკმარისობა, რაც გამოწვეულია თირკმლის ალერგიული რეაქციით ე . წ . ინტერსტიციური ნეფრიტი .
- ციებ – ცხელება .
სხვა გვერდითი ეფექტები :
- ერითროციტების შემცირება (ანემია), ეს იწვევს კანის გაფერმკრთალებას ან გაყვითლებას , ერითროციტების დაზიანების გამო . სისხლის ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის შემცირება ( პანციტოპენია ).
- ციებ – ცხელება , ყელის ტკივილი და ზოგადი სისუსტე, რაც გამოწვეულია სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებით ( აგრანულოციტოზი ).
- ცირკულაციის დაკარგვა ( ანაფილაქსიური შოკი ).
- სისხლში შაქრის დონის მატება (ჰიპერგლიკემია) ან შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კომა (ჰიპოგლიკემიური კომა). აღნიშნული მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის ;
- სუნის და გემოს აღქმის უნარის დაკარგვა ( პაროსმია , ანოსმია , აგევზია );
- გადაადგილებისა და სიარულის გაძნელება (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები ).
- გონების დროებითი დაკარგვა ( სინკოპე ).
- მხედველობის დროებითი დაკარგვა .
- სმენის დროებითი დაკარგვა .
- გულის პრობლემები;
- უჩვეულოდ სწრაფი გულის რითმი, სიცოცხლისათვის საშიში არარეგულარული გულის რითმი , გულის რითმის ცვლილება (QT ინტერვალის გახანგრძლივება, ეკგ – ზე, გულის ელექტროაქტივობა );
- სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი ( ბრონქოსპაზმი ).
- ფილტვის ალერგიული რექციები;
- პანკრეატიტი;
- ღვიძლის ანთება ( ჰეპატიტი );
- კანის მომატებული მგრძნობელობა მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი (ფოტომგრძნობელობა );
- ალერგიული რეაქციით გამოწვეული სისხლძარღვთა ანთება ( ვასკულიტი );
- პირის ღრუს ქსოვილების ანთება ( სტომატიტი );
- კუნთების დაზიანება ( რაბდომიოლიზი );
- სახსრების შეშუპება და სიწითლე (ართრიტი).
- ტკივილი , მათ შორის ზურგის , გულ – მკერდისა და კიდურების არეში ;
- პორფირიის შეტევები (დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე ) პორფირიით დაავადებულ პაციენტებში;
- მუდმივი თავის ტკივილი მხედველობის დარღვევით ან მის გარეშე (კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია)
ინფორმირება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებას.
- ლეფლოგარდის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
არ გამოიყენოთ ლეფლოგარდის ტაბლეტები შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღბიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ლეფლოგარდი
- აქტიური ინგრედიენტი არის ლევოფლოქსაცინი. თითოეული ლეფლოგარდის 500მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს (512.46 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატის ექვივალენტი).
- სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტი: მიკროკრისტალინის ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი .
ტაბლეტის გარსი: ოპადრი OY-S33016 [ჰიპრომელოზა (E464); FD & C ლურჯი#2/მუქი ლურჯი კარმინი, ალუმინის ლაქი (E132); FD & C ყვიტელი #6/ ყვითელი მზის ჩასვლა, ალუმინის ლაქი (E110); რკინის წითელი ოქსიდი(E172); მაკროგოლი 4000, ტიტანის დიოქსიდი ( E171), რკინის ყვიტელი ოქსიდი.
ლეფლოგარდის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ლეფლოგარდის 500მგ შემოგარსული ტაბლეტი არის ნარინჯისფერი, ოვალური, ამობურცული ფორმის.
შეფუთვა: ბლისტერში 10 შემოგარსული ტაბლეტი და საინფორმაციო ფურცელი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
მწარმოებელი:
PHARMATHEN S.A.
საბერძნეთი, ატიკი, ფალინი 15351, დერვენაკიონ 6
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Tchaikapharma High Quality Medicines, Inc.
ბულგარეთი, სოფია 1172, გ.მ. დიმიტროვის გამზ., 1
სამედიცინო პროდუქტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
Tchaikapharma High Quality Medicines, Inc.
ბულგარეთი, სოფია 1172, გ.მ. დიმიტროვის გამზ., 1
ტელ.: +359 2 962 54 54
ფაქსი: +359 2 9603 703
ელ-ფოსტა: info@tchaikapharma.com
ბოლო გადახედვა: 2017 წლის აპრილი