სავაჭშრო დასახელება: ალერდექსი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Dexamethasone
წამლის ფორმა: თვალის წვეთები, სუსპენზია 0,1%.
შემადგენლობა: პრეპარატის 1 მგ შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები: დექსამეტაზონი 1 მგ.
დამხმარე ინგრედიენტები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის დიჰიდრატის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ლიმონის მჟავა მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილემეთილცელულოზა, დინატრიუმის ფოსფატი დოდეკაჰიდრატი, პოლისორბატი 80, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთებისაწინააღმდეგო პრეპარატი თვალის დაავადებების სამკურნალოდ. კორტიკოსტეროიდული საშუალება. ათქ კოდი: S01BA01
ფარმაკოლოგიური თვისებები: გლუკოკორტიკოიდული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის ოფთალმოლოგიაში. თრგუნავს ლეიკოციტებისა და ქსოვილური მაკროფაგების ფუნქციებს. ზღუდავს ლეიკოციტების მიგრაციას ანთების მიდამოში. არღვევს მაკროფაგების ფაგოციტოზის უნარს, აგრეთვე ინტერლეიკინის-1 წარმოშობის მიმართ. ხელს უწყობს ლიზოსომალური მემბრანების სტაბილიზაციას, ამით პროტეოლიზური ფერმენტების კონცენტრაციის დაქვეითებით ანთების არეში. ამცირებს კაპილარების გამტარიანობას, რომელიც განპირობებულია ჰისტამინის გამოთავისუფლებით. თრგუნავს ფიბრობლასტების აქტივობასა და კოლაგენის წარმოშობას.
აინჰიბირებს ფოსპოლიპაზა A2 ქტივობას, რაც იწვევს პროსტაგლანდინებისა და ლეიკოტრიენების სინთეზის დათრგუნვას. თრგუნავს ციკლოოქსიგენაზის (ცოგ) გამოთავისუფლებას, უმთავრესად ცოგ-2, რაც აგრეთვე ხელს უწყობს პროსტაგლანდინების გამომუშავების შემცირებას.
ამცირებს მოცირკულირე ლიმფოციტების (T- და B-უჯრედების), მონოციტების, ეოზინოფილებისა და ბაზოფილების რიცხვს მათი გადაადგილების შედეგად სისხლძარღვოვანი არხიდან ლიმფოიდურ ქსოვილში; თრგუნავს ანტისხეულების წარმოქმნას. უშუალო აპლიკაციისას, სისხლძარღვებზე ახდენს ვაზოკონსტრიქტორულ ეფექტს. ადგილობრივი გამოყენებისას, დექსამეტაზონის თერაპიული აქტივობა განპირობებულია ანთებისაწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედებით.
ჩვენებები გამოყენება:
ნაჩვენებია სტეროიდებით თერაპიას დაქვემდებარებული კონიუქტივის, რქოვანასა და თვალის წინა სეგმენტის არაინფექციური ანთებითი მდგომარეობების მკურნალობისთვის, როგორიცაა:
• წინა უვეიტი
• თვალის ფერადი გარსის ანთება
• თვალის წამწამის სხეულის ანთება
• ალერგიული კონიუქტივიტი
• გაზაფხულის კონიუქტივიტი
• სარტყლისებრი ჰერპესი, თვალის დაზიანებით
• ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი
• არასპეციფიური ზედაპირული კერატიტი
აგრეთვე, ნაჩვენებია რქოვანას ტრავმების სამკურნალოდ, რომლებიც მიღებულია ქიმიური, რადიაციული ან თერმული დამწვრობისას ან თვალში უცხო სხეულის მოხვედრით მიღებული ტრავმების სამკურნალოდ.
ნაჩვენებია ოპერაციის შემდგომი გამოყენებისთვის, ანთებითი რეაქციების შესამცირებლად და ტრანსპლანტანტის რეაქციის დასათრგუნად.
დოზირების რეჟიმი:
დიდები, მოზარდები და ბავშვები
წვეთების ჩაწვეთების სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის შედეგზე.
მწვავე ანთებების დროს ჩაიწვეთება 1 ან 2 წვეთი ყოველ 30-60 წუთში გამოჯანმრთელებამდე.
თუ არ შეინიშნება სიმპტომების გაუმჯობესება, უნდა განიხილებოდეს სუბკონიუქტივალური და სისტემური სტეროიდული თერაპიის გავლის შესაძლებლობა.
გამოჯანმრთელების ნიშნების გამოვლენისას, დოზა უნდა შემცირდეს 1 წვეთამდე ყოველ 4 საათში.
გვერდითი მოქმედებები:
ალერგიის შესაძლო გამოვლინებები.
უკუჩვენებები:
• ჩუტყვავილას ვაქცინა, ჩუტყვავილა ან რქოვანასა და კონიუქტივის სხვა ინფექციური დაავადებები (გარდა სარტყლისებრი ჰერპესისა თვალის დაზიანებით)
• მარტივი ჰერპესული კერატიტი
• თვალის სტრუქტურების სოკოვანი დაზიანებები
• თვალის მიკობაქტერიული ინფექციები
• არანამკურნალები მწვავე, ბაქტერიული ინფექციები
• მომატებული მგრძნობელობა დექსამეტაზონის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ალერდექსის გამოყენება 0,1%-იანი თვალის სუსპენზიის ფორმით ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სავარაუდო სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის პოტენციურ რისკს.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და სპეციალურ დანადგარებთან მუშაობაზე:
პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ ცრემლდენის შესაძლებლობის გამო, არ უნდა გამოიყენოთ ის უშუალოდ სატრანსპორტო საშუალების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის წინ.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის განმეორებითი ან ხანგრძლივი გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის ჰიპერტენზია ზოგიერთ პაციენტებში.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კონტაქტური ლინზების ტარებისას. პრეპარატის ჩაწვეთების წინ უნდა მოიხსნას ლინზები; მათი ჩასმა შესაძლებელია ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.
დოზის გადაჭარბება: დექსამეტაზონს გააჩნია ფართო თერაპიული ინდექსი. სიმპტომები: ადგილობრივი გვერდითი რეაქციების გაძლიერება. დოზის გადაჭარბების რაიმე სისტემური რეაქციები ცნობილი არ არის.
მკურნალობა: სიმპტომური. ალერდექსის ადგილობრივი გამოყენებისას სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. შემთხვევითი ან განზრახული დოზის გადაჭარბებისას უნდა მიმართოთ ექიმს.
წამლების ურთიერთქმედება: ალერდექსის 0,1%-იანი თვალის სუსპენზიის ფორმით ადგილობრივი გამოყენებისას, წამლის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ აღინიშნება.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: ვარგისიანობის ვადა 3 წელი დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში შენახვისას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ, თვალის წვეთები უნდა გამოიყენოთ 4 კვირის განმავლობაში.
შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 250ჩ სინათლისგან დაუცულ ადგილას (ორიგინალურ შეფუთვაში).
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა: პოლიმერული ფლაკონი-წვეთოვანი, რომელიც შეიცავს 5 მლ ან 10 მლ ხსნარს და ინსტრუქციას დასაკეც მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი: კ.ო. რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.
რუმინეთი, ოტოპენი, ელოიროლის ქ. # 1ა.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს “ნექსტრა გრუპი”
საქართველო, თბილისი, 0154, ი.ევდოშვილის ქ. 18