განმუხურში , სასტუმრო კომპლექს „Pantap’s signature”- ში ჩატარდა საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის რიგით 35-ე კონგრესი, სადაც მონაწილეობას ღებულობდა სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა აქტუალური და საინტერესო თემები, სხვადასხვა პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამდროვე მიდგომები.
ფარმაცევტული კომპანია „ნიუ ფარმა“ ს ეგიდით მომხსენებელი გახლდათ ბ-ნი კახა ვაჭარაძე: ამიერკავკასიის ექიმთა ლიგისა და საქარველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ ტუბერკულოზის დეპარტამენტის პროფესორი, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის განყოფილების ხელმძღვანელი, ეროვნული პრემიის ლაურეატი მედიცინაში.
თემა ეხებოდა 21-ე საუკუნუნის გლობალურ პრობლემას : “ანტიბიოტიკორეზისტენტობას”. თემა გახლდათ ძალიან საინტერესო და აქტუალური. კომპანია “ნიუ ფარმა” ს ეგიდით დაიბეჭდა პაციენტისთვის საინტერესო და ინფორმაციული ფლაერები, რომელიც ეხებოდა FDA რეკომენდაციებს ანტიბიოტიკორეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
საღამო დასრულდა სასიამოვნო ვახშმით.