2022 წლის 10 ივლისს სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციასციის ორგანიზებით  სასტუმრო კომპლექს ,, Dreamland Oasis Hotel”-ში გაიმართა  XXIV პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია, სახელწოდებით: „ კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“.

კონფერენციას ოქროს სპონსორობას უწევდა ფარმაცევტული კომპანია ,,New Pharma”, რომლის ეგიდით მოხსენებით წარსდგა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა  დოქტორი, საქართველოს პედიატრთა ასოციაციის გენერალური მდივანი ბ-ნი ნუგზარ უბერი.
თემა:
„პრობიოტიკების როლი საჭმლის მომნელებელი სისტემის რეგულაციაში ბავშვებში“.
ასევე მოხსენებით წარსდგა: ნათია ჯაში – კომპანია „ნიუ ფრამა”-ს პროდუქციის მთავარი მენეჯერი: თემით  „ნიუ ფარმა-ს პორტფოლიო”.

კონფერენციას ესწრებოდა 100-მდე დელეგატი.