ჰემაპროქტი სუპოზიტორები / HEMAPROCT SUPPOSITORIES
აღწერა
ჰემოროიდთან და პროქტიტთან დაკავშირებული სიმპტომების
შესამსუბუქებლად
სუპოზიტორები გამოიყენება ჰემოროიდული დაავადებისა და პროქტიტის სიმპტომების
შესამსუბუქებლად; ამცირებს ქავილსა და წვას, აქვს გამაგრილებელი და დამარბილებელი მოქმედება.
შემადგენლობა
ნახევრადსინთეზური გლიცერიდები, Tween 61, ესცინი, ევროპული ვაზის ფოთლის ექსტრაქტი (Vitis
Vinifera lipol Extract), მოცვის ექსტრაქტი, გლიკოზამინოგლიკანები, Mimosa Tenuiflora-ს ექსტრაქტი,
მენთოლი, გლიცირეტინის მჟავა.
გამოყენების წესი
განკუთვნილია შინაგანი გამოყენებისთვის. რეკომენდებული დოზაა არაუმეტეს 2 სუპოზიტორიისა
დღეში, განკუთვნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის. არ გამოიყენოთ 30 დღეზე მეტი ხნის
განმავლობაში.
მოხსენით დამცავი გარსი, მოათავსეთ სუპოზიტორია სწორ ნაწლავში, თუ შესაძლებელია ყოველი
დეფეკაციის შემდეგ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ექიმთან წინასწარი კონსულტაციის
გარეშე.
განსაკუთრებული მითითებები
პროდუქტი შეინახეთ სინათლისგან დაცულ, გრილ, მშრალ ადგილას. შეინახეთ 3 წლამდე ასაკის
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ მიიღოთ პერორალურად, პერორალურად მიღების
შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. არ გამოიყენოთ ბავშვებში. ვარგისიანობის ვადა მოქმედებს პროდუქტის
შენახვის სათანადო პირობების დაცვისას, გაუხსნელ შეფუთვაში. პროდუქტის გამოყენებამდე გაიარეთ
კონსულტაცია ექიმთან. არ გამოიყენოთ კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის
შემთხვევაში. არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში. არ გამოიყენოთ
პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, მიმართეთ
ექიმს. სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. გვერდითი მოვლენების
განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების
დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შეფუთვა
10 სუპოზიტორია, თითოეული 2გ., დაფასოებულია ბლისტერში.
წარმოებულია
MAR-FARMA SRL- მიერ იტალიაში (მილანი, 20154, Via Melzi D’Eril 12)
შპს „ნიუ ფარმ გრუპის“ სახელით. newpharma.ge
ოფიციალური დისტრიბუტორი:
შპს „ნიუ ფარმ გრუპი“ საქართველო, თბილისი, ი.ევდოშვილის ქ. #18
| მწარმოებელი |
MAR-FARMA SRL |
|---|
