რეუტაზა
წვეთები, საკვები დანამატი
 წვეთები ახალშობილებისა და ბავშვებისთვის,
Lactobacillus Reuteri და ფერმენტი ლაქტაზა
- წამლის ფორმა და შეფუთვა:
10 მლ წვეთები per os მისაღებად, ყავისფერ ბოთლში, ფურცელ-ჩანართთან ერთად კოლოფში.
- რას შეიცავს რეუტაზას წვეთები?
შემადგენლობა: 6 წვეთი:
- ცოცხალი ლიოფილიზირებული რძემჟავა ბაქტერიის კულტურა – Lactobacillus reuteri DSM 26866 1•109 cfu*
- ფერმენტი ლაქტაზა 13 მგ
cfu = კოლონიუმის წარმომქმნელი ერთეულები
შემადგენლობა: რაფინირებული და არარაფინირებული ზეითუნის ზეთი; საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები; ლიოფილიზირებული Lactobacillus reuteri DSM 26866, სიმინდის სახამებელი; ფერმენტი: ლაქტაზა; შეწებების საწინააღმდეგო აგენტი; სილიკონის დიოქსიდი.
| კვებითი ღირებულება | 100 გრამი შეიცავს | 6 წვეთი შეიცავს (290 მგ) | 
| ენერგეტიკული ღირებულება | 3233.8 კ/ჯ (786.3 კ/კალორია) | 9.4 კ/ჯ (2.3 კ/კალორია) | 
| პროტეინი | 0 გ | 0 გ | 
| კარბოჰიდრატები | 2.59 გ | < 0.01 გ | 
| – ადვილად შესათვისებელი (სახამებელი) | 2.59 გ | < 0.01 გ | 
| ცხიმი | 86.21 გ | 0.25გ | 
| – ნაჯერი | 4.15 გ | 0.01 გ | 
| – ნაჯერი, საშუალო – ჯაჭვიანი | 42.07 გ | 0.12 გ | 
| – უჯერი | 39.99 გ | 0.12 გ | 
| მარილი | 0 გ | 0 გ | 
- რისთვის არის განკუთვნილი რეუტაზა ?
კოლიკის და ლაქტოზას მალაბსორბციის სამკურნალოდ
შეიცავს ცოცხალ ლიოფილიზირებულ რძემჟავა ბაქტერიას Lactobacillus reuteri DSM 26866;
შეიცავს ფერმენტ ლაქტაზას,  რომლებიც უზრუნველყოფენ:
- ჩვილთა ნაწლავური კოლიკის სიმპტომების შემცირება
- აირწარმოქმნის შემცირება
- ტკივილის მგრძნობელობის დაქვეითება
- ანთებითი პროცესების რეგულაცია
- ნაწლავის მიკრობიოტას შემადგენლობის ოპტიმიზაცია
- როგორია რეუტაზას წვეთების გამოყენების სათანადო წესი?
 პროდუქტი განკუთვნილია ახალშობილებისა და ბავშვებისთვის;
- გამოყენებამდე უნდა შეინჯღრეს რათა მიღწეულ იქნას არსებული ნალექის ნორმალური განაწილება;
 მიღებულ იქნას პირდაპირ ან შერეული ცივ სასმელებთან ერთად, მაგ. წვენთან ან რძესთან ერთად.
- რეკომენდებული დღიური დოზა : 6 წვეთი ერთჯერ დღეში საკვებთან ერთად ლაქტოზის აუტანლობის დროს; 2-3 წვეთი 3-5 ჯერ დღეში საკვებთან ერთად კოლიკის სიმპტომების დროს;
- დღიური დოზის გადაჭარბება რეკომენდებული არ არის:
- საკვები დანამატი არ გამოიყენება რაიმე სახის დიეტის ან ჯანმრთელი ცხოვრების წესის ჩასანაცვლებლად;
- მნიშვნელოვანია ბალანსირებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება;
- თუ ბავშვი იღებს ანტიბიოტიკებს: ანტიბიოტიკების მიღების შემთხვევაში წვეთების მიღება უნდა მოხდეს 3 საათიანი შუალედის დაცვით.
პიქტოგრამები შეფუთვაზე აჩვენებს, თუ როგორ უნდა იქნას პროდუქტი სწორად გამოყენებული. პიქტოგრამები ნიშნავს:
ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს.
გამოიყენეთ პირველი გახსნიდან 3 თვის განმავლობაში.
- უსაფრთხოების ზომები:
 თუ ბავშვი ალერგიული ან ჰიპერსენსიტიურია პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ, არ უნდა მოხდეს რეუტაზას წვეთების გამოყენება.
- შენახვის პირობები:
 ინახება: 15-25 o C ტემპერატურის პირობებში ორიგინალურ შეფუთვაში.
- ბოთლი მჭიდროდ დახურული.
- პროდუქტი უნდა მოარიდონ წყალს.
- პროდუქტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- ვარგისობის ვადა
 2 წელი.
მწარმოებელი:
შპს PharmaS, Radnicka cesta 47, HR-10000 ზაგრები, EU
Pharmas Switzerland.S.A.ლიცენზიის თანახმად
| მწარმოებელი | PharmaS Switzerland.S.A | 
|---|
 
	 
	
 
			 
		 
		 
		 
		 
		 
		 
		