პროდუქტის გამოყენებამდე გთხოვთ ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ინსტრუქ ...
პროდუქტის გამოყენებამდე გთხოვთ ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ინსტრუქციას
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს
Newclean-Uro
საკვები დანამატი დამატკბობლით, პერორალურად მისაღები ფხვნილი პაკეტებში
წამლის ფორმა და შეფუთვა:
ფხვნილი პაკეტებში
სუფთა წონა:
- 7 პაკეტი, ყოველი პაკეტი შეიცავს 29გ ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად (23.03 გ).
რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 1 პაკეტს .
ინგრედიენტები:
1 პაკეტი
· D- მანოზა - 2გ
· ცოცხალი ლიოფილიზებული საფუარის კულტურა Saccharomyces cerevisiae varboulardii I-3799 სულ მცირე - 1 • 10cfu*
|
*CFU= კოლონიის წარმომქმნელი ერთეული
ინგრედიენტები:
D- მანოზა;ცოცხალი ლიოფილიზებული საფუარის კულტურა Saccharomyces cerevisiae var boulardii I-3799; მჟავიანობის მარეგულირებელი: ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი; კოწახურის არომატი: მალტოდექსტრინი, სტაბილიზატორი: მოდიფიცირებული სახამებელი, ადსორბენტი: გლიცერინის ტრიაცეტატი, სტაბილიზატორი: ცხიმოვანი მჟავების მონო - და დიგლიცერიდების მონო და დიაცეტილი ტარტარის მჟავის ეთერები; დამატკბობელი: სტევიოლ გლიკოზიდები.
კვების ფაქტები | 100 გ-ში | 1 პაკეტში |
ენერგეტიკული ღირებულება | 1376 კჯ /329კკალ | 45 კჯ /11კკალ |
ცხიმები | 0.9 გ | <0.5 გ |
-გაჯერებული | <0.5 გ | <0.5 გ |
ნახშირწყლები | 67გ | 2.2გ |
შაქარი | 61გ | 2.0გ |
საკვები ბოჭკოები | 6.0 გ | <0.5 გ |
ცილები | 6.9გ | <0.5 გ |
მარილი | 6.3 გ | 0.21 გ |
■რისთვის გამოიყენება Newclean-Uro?
Newclean-Uro არის საკვები დანამატი, რომლის შემადგენლობაში შედის:
- D- მანოზა;
- ცოცხალი ლიოფილიზებული საფუარის კულტურა Saccharomyces cerevisiae var boulardii I-3799;
■როგორ გამოვიყენოთ Newclean-Uro -ს პაკეტები?
- ერთი პაკეტის შიგთავსი გახსენით 100მლ წყალში. მიიღეთ ახლად მომზადებული.
- Newclean-Uro-ს მიღება რეკომენდირებულია საღამოს, ძილის წინ ცარიელ კუჭზე. დამატებით წყლის მიღება საჭირო არ არის .
- გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- პაკეტი შეიძლება გაიბეროს, რაც ნორმალურია.
- 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების და მოზრდილების შემთხვევაში: ყოველდღიურად 1 პაკეტი.
- არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ ყოველდღიურ დოზას.
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
- მნიშვნელოვანია დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება.
შეფუთვაზე აღნიშნული პიქტოგრამები არის მარტივი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ პროდუქტი სწორად.
პიქტოგრამების მნიშვნელობა:
- ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.
- ფხვნილი გახსენით წყალში.
■უსაფრთხოების ზომები
- აღნიშნული პროდუქტის მიღებამდე ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში მყოფმა პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს.
- ჰიპერ- და ჰიპოგლიკემიის მქონე პაციენტებმა რეგულარულად უნდა შეამოწმონ სისხლში გლუკოზის დონე.
- იშვიათ შემთხვევებში, D- მანოზამ შეიძლება გამოიწვიოს ხშირი თხელი განავალი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების გამოყოფის გახშირება.
■შენახვის პირობები:
- შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას, 15-25 oC-ზე დაბალ ტემპერატურის პირობებში.
- პროდუქტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
■ მწარმოებელი:
შპს PharmaS, Radnička cesta 47, HR-10000 ზაგრები, EU
Pharmas Switzerland.S.A.ლიცენზიის თანახმად
წარმოშობის ქვეყანა: EU
www.pharmas-group.com