ნიუმეზოლი
ვაგინალური სუპოზიტორები
შემადგენლობა:
თითოეული ვაგინალური სუპოზიტორის შემადგნელობაში შედის: მეტრონიდაზოლი 300მგ; მიკონაზოლის ნიტრატი 100მგ; ნეომიცინის სულფატი 48,80მგ; აზიური ცენტელა 15მგ; პოლიმიქსინის სულფატი 4,40მგ. დამხმარე ინგრედიენტები: ნაერთი სუპოზიტორისათვის (Witepsol H15) რაც საჭიროა 2 გ-ზე.
თერაპიული მოქმედება:
ნიუმეზოლში კომბინირებულია აზიური ცენტელას შემახორცებელი, აღმდგენი, ქსოვილების დამცავი მოქმედება, სხვა აქტიური კომპონენტების ვულვოვაგინალურ გარსზე ანტიინფექციურ მოქმედებასთან ერთად. აზიური ცენტელა ახდენს გრანულაციის პროცესის სტიმულირებას და ზრდის ადეკვატურ ეპითელიზაციას, ნეომიცინს და პოლიმიქსინს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი, გრამ-დადებით და გრამ-უარყოფით ბაქტერიებზე, მიკონაზოლი იწვევს სოკოს საწინაარმდეგო მოქმედებას და მეტრონიდაზოლი ანტიბაქტერიულ მოქმედებას ტრიქომონას, ლამბლიოზის და ამებას წინააღმდეგ.
ჩვენებები:
გამოიყენება სპეციფიკური და არასპეციფიკური ვულვოვაგინიტის ლოკალური მკურნალობისათვის, განსაკუთრებით კი თუ აღნიშნული დაავადებები უკავშირდება საშოს დაზიანებას; ასევე ვულვიტის, ვაგინიტის, ბაქტერიული და გაღიზიანებული საშვილოსნოს ყელის, კანდიდოზის, ტრიქომონიაზის, ნებისმიერი ეტიოლოგიის თეთრად შლის მკურნალობისათვის.
დოზირება და მიღების წესი:
მკურნალობის საწყის ეტაპზე გამოიყენება 1-2 ვაგინალური სუპოზიტორი დღეში. სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ- დღეში 1 სუპოზიტორი ძილის წინ სრულ განკურნებამდე.
ნაზად და ღრმად მოათავსეთ საშოში.
გამოიყენეთ სულ მცირე 5-10 დღის განმავლობაში.
გვერდითი ეფექტები:
შესაძლებელია იშვიათად აღინიშნოს წვა, ქავილი და ვულვოვაგინალური გაღიზიანება. იმის გათვალისწინებთ, რომ არ არის დადგენილი თუ რამდენად შეიწოვება აქტიური ინგრედიენტები საშოს გარსიდან, სისტემური ეფექტები არ არის გამორიცხული. რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქციის რომელიმე ინგრედიენტის ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ.
ორსულობის პირველი ტრიმესტრი.
მეძუძური დედები.
პაციენტები ჰემატოლოგიური დაავადებებით.
ცენტრალური ნერვული სისტემის აქტიური დაავადებები.
გაფრთხილება:
ნიუმეზოლი დიდი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის მწვავე დაავადებები.
არ გამოიყენება სქესობრივ აქტამდე. იგი ხელს უშლის განაყოფიერებას.
აღნიშნული პროდუქტის გამოყენება არ იცავს პაციენტს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან. ვაგინალური სუპოზიტორის ინგრედიენტებმა შესაძლებელია დაასუსტოს პრეზერვატივის ლატექსი და მემბრანა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
მოერიდეთ საშვილოსნოს გამორეცხვას ტუტოვანი ნივთიერებებით.
ლოკალური გამოყენებისას დაბალი აბსორბციის გამო არ არის გამორიცხული სისტემური ურთიერთქმედებები. არ არის სასურველი შემდეგ ნივთიერებებთან ერთად გამოყენება: სპირტი, ვარფარინი, კუმარინი და დისულფირამი.
დოზის გადაჭარბება:
ჭარბი დოზირების რისკი არ არსებობს პრეპატატის სათანადოდ გამოიყენებაის შემთხვევაში. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დახმარებისათვის უახლოეს საავადმყოფოს.
შენახვის პირობები და სტაბილურობა:
ინახება ოთახის ტემპერატურის 15-30 ºC პირობებშის (59-86 ºF),
მოარიდეთ სიცხეს (>30 ºC ან 86 ºF).
შეფუთვა:
შეფუთვაში შედის 6 ვაგინალური სუპოზიტორი.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
გაიცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
Laboratorio Elea Phoenix S.A.
იურიდიული მისამართი: არგენტინა, ბუენოს-აირესი, ლიბერტადორის გამზირი #6550, სართული 3, (საფოსტო ინდექსი: C1428ARV).