ნიუვიტ ომეგა -3 /Newvit Omega-3/ #90 კაფსულა საკვები დანამატი ...
ნიუვიტ ომეგა -3 /Newvit Omega-3/
#90 კაფსულა
საკვები დანამატი
შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტები: ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავები (18% EPA / 12% DHA) თევზის ქონისგან 1000მგ, ვიტამინი E 10 მგ α –TE; შემავსებლები: ჟელატინი, გლიცეროლი, წყალი.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები სასარგებლო და სამკურნალო ცხიმის სახეობაა, რომლის ძირითად შემადგენელ კომპონენტებს წარმოადგენს: ეიკოზაპენტანის მჟავა (EPA) და დეკოზაჰექსანის (DHA) მჟავა. აღნიშნულ ცხიმოვან მჟავებს ადამიანის ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს და მათი მიღება აუცილებელია რეგულარულად. ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავების კარგი წყაროა თევზის პროდუქტები, განსაკუთრებით ცხიმიანი თევზიდან მიღებული თევზის ქონი. თევზის ქონის შემადგენლობაში შედის EPA და DHA ოპტიმალური თანაფარდობით.
ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ბევრი თვალსაზრისით:
- ნერვული სისტემა, შემეცნება და განწყობა
- კარდიოვასკულარული სისტემა და გული
- ქოლესტერინის დონე და საჭმლის მონელება
- მხედველობა
- კანი
- ძვალ-სახსროვანი სისტემა
- იმუნური სისტემა
- ანთებითი პროცესების შემცირება
ნიუვიტი ომეგა-3 გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვის წინააღმდეგ. ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ნეირონების ოპტიმალური ფუნქციონირებისათვის, უზრუნველყოფს უჯრედების დაცვას, ამცირებს უჯრედების სიკვდილს და აუმჯობესებს ნერვული ინფორმაციის გადაცემას.
ნიუვიტ ომეგა-3-ს შეუძლია გაზარდოს ტვინის ქიმიკატების სეროტონინის და დოპამინის დონე, ამცირებს დეპრესიისა და აგრესიულობის შეგრძებებს.
მეტი EPA და DHA -ს მიღება საკვებიდან ან საკვები დანამატებებიდან ამცირებს ტრიგლიცერიდებს და არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, რაც სასარგებლოა გულისა და კარდიოვასკულარული სისტემისთვის.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა - DHA თვალის ბადურის ძირითადი სტრუქტურული კომპონენტია. იგი ხელს უწყობს მაკულარული დეგენერაციის პრევენციას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება. DHA შეადგენს თავის ტვინის პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავების 40% და თვალის ბადურის 60%.
საკმარისი ომეგა-3-ის მიღება ორსულობის დროს და ადრეულ ასაკში მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. დანამატების მიღება ავითარებს გონებრივ შესაძლებლობებს და ამცირებს დაავადებების განვითარების რისკს. დადასტურებულია, რომ დედის რძე ბუნებრივად შიცავს DHA -ს.
ნიუვიტ ომეგა -3-ის მიღება ამცირებს ორგანიზმში ანთებით პროცესებს (ართრიტი). აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
ნიუვიტ ომეგა -3-ის მიღება ეხმარება ბაქტერიებს ნაწლავში წარმოქმნან ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნივთიერება, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და აუმჯობესებს იმუნიტეტს.
ვიტამინი E არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი და ანტიოქსიდანტი. იგი აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, დადებითად მოქმედებს თვალებზე, ტვინის მუშაობასა და კანის მდგომარეობაზე.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
დოზირება: 1-3 კაფსულა დღეში. არ უნდა იქნას გამოყენებული დაბალანსებული კვების შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.
შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურის პირობებში (250C-მდე). მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
წარმოებული და დაფასოებულია შპს Fortex Nutraceuticals (ბულგარეთი, სოფია 1362, პროჰლადენ კატის ქ.#10) -ის მიერ.
შპს „ნიუ ფარმ გრუპის“ (საქართველო) სახელით.