კეტალდინი
KETALDIN
30მგ/მლ საინექციო ხსნარი
კეტოროლაკის ტრომეტამოლი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
- შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს.
შინაარსი:
- რა არის კეტალდინი 30მგ/მლ საინექციო ხსნარი და რა დროს გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ კეტალდინი 30მგ/მლ საინექციო ხსნარის მიღებამდე
- კეტალდინი 30მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- კეტალდინი 30მგ/მლ საინექციო ხსნარის შენახვის პირობები
- სხვა ინფორმაცია
- რა არის კეტალდინი 30მგ/მლ საინექციო ხსნარი და რა დროს გამოიყენება
კეტალდინი 30მგ/მლ საინექციო ხსნარი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებების ჯგუფს, იგი გამოიყენება საშუალო და ძლიერი ინტენსივობის მწვავე ტკივილის, განსაკუთრებით პოსტოპერაციული ტკივილის, ხანმოკლე მკურნალობიასთვის.
აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებულია მოზრდილებისა და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის.
- რა უნდა იცოდეთ კეტალდინი 30მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ კეტალდინი 30მგ/მლ საინექციო ხსნარი:
- თუ აქვთ ალერგია კეტოროლაკის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია მე-6 ქვეთავში);
- ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბიტორების მიმართ, რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციებს (პაციენტებში, რომელთაც გადატანილი აქვთ ანაფილაქსიური რეაქციები) განსაკუთრებით ანგიოედემის, ბრონქოსპაზმის ან ცხვირის პოლიპების სრული ან ნაწილობრივი სინდრომის დროს;
- პაციენტებში, რომელთაც გადატანილი აქვთ ბრონქული ასთმა;
- თუ აღგენიშნებათ დეჰიდრატაცია და ჰიპოვოლემია (სისხლის მოცულობის შემცირება);
- პაციენტებში, რომელთაც აქვთ გასტროდუოდენალური წყლული ან სისხლის შედედების დარღვევები;
- ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს;
- პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმელების საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობა (შრატში კრეატინინი >160 µმოლ/ლ) ან თირკმლის უკმარისობის განვითრების რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში;
- თუ დადგენილია ან საეჭვოა სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და/ან ცერებროვასკულარული სისხლდენა (ჰემორაგიული დიათეზი);
- პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ყოველდღიურად ღებულობს აცეტილსალიცილის მჟავას);
- პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ლითიუმის მარილებს (ანტიდეპრესანტი);
- პრობენეციდთან (პოდაგრის სამკურნალო საშუალება) ან პენტოქსიფილინთან (არტერიებსა და ვენებში სისხლის მიმოქცევის დარღვევების სამკურნალო საშუალება) კომბინაციაში;
- პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიკოაგულანტებით, რომლებიც შეიცავენ ვარფარინს და ჰეპარინს დაბალი დოზით (2500-5000 IU ყოველ 12 საათში);
- არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
- ქირურგიულ ოპერაციამდე ტკივილის პრევენციისთვის;
- ქირურგიული ოპერაციის დროს სისხლდენის მომატებული რისკის გამო.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
კეტალდინის მიღების დაწყებამდე აუცილებელია სამედიცინო კონსულტაცია, თუ:
- აღგენიშნებათ კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რადგანაც კეტალდინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კუჭის ლორწოვან გარსზე, გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა ან წყლული, სიმპტომებით ან მათ გარეშე, აუცილებელია ექიმის ზედამხედველობა. ხანდაზმულ პაციენტებში კეტოროლაკის დოზის ზრდასთან ერთად იზრდება გასტროინტესტინალური სისხლდენის, წყლულისა და პერფორაციის განვითარების რისკი;
- აღგენიშნებათ ან გადატალი გაქვთ ნაწლავის ანთებითი დაავადებები – წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება;
- აღგენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, გულის უკმარისობა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ დიურეტიკებს, რადგანაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის გაუარესება;
- აღგენიშნებათ სისხლდენით ან ძლიერი გაუწყლოებით გამოწვეული ჰიპოვოლემია (სისხლის მოცულობის შემცირება);
- აღგენიშნებათ კანზე გამონაყარი ან ლორწოვანი გარსის დაზიანება;
- ხართ ალერგიული აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;
- გეგმავთ ორსულობას ან პრობლემა გაქვთ დაორსულებასთან დაკავშირებით;
- გაქვთ ასთმა, ცხვირის პოლიპები ან მწვავე ალერგიული რეაქცია – ანგიონევროტული შეშუპება;
- გაქვთ არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დადასტურებული გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიული დაავადება და/ან ცერებროვასკულარული დაავადება;
- აღგენიშნებათ კოაგულაციური დარღვევები, ღებულობთ ანტიკოაგულანტებს ან ჰეპარინს მცირე დოზით ან მაღალია სისხლდენის ან არასრული ჰემოსტაზის რისკი ან გადატანილი გაქვთ ქირურგიული ოპერაცია;
- ღებულობთ მეთოტრექსატს (კიბოს ან ავტოიმუნური რევმატული დაავადებების მკურნალობის დოს);
- აღგენიშნებათ კარდიოვასკულარული დაავადებები (მაგ.: მაღალი არტერიული წნევა, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი), გადატანილი გაქვთ ინსულტი.
ზუსტად დაიცავით წამლის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა. კეტალდინის საინექციო ხსნარის გამოყენება შეიძლება შეიცავდეს ინსულტის ან გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) მცირე რისკს. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების რისკი უფრო მაღალია დიდი დოზებითა და ხანგრძლივი მკურნალობისას.
ზოგიერთ პაციენტში ტკივილის გაყუჩება ხდება ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად შეყვანიდან 30 წუთში.
სხვა სამკურნალო საშუალებები და კეტალდინი 30მგ/მლ საინექციო ხსნარი
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალებას, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეატყობინოთ ექიმს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების გამოყენების შესახებ:
- კორტიკოსტეროიდები (ანთების სამკურნალო საშუალებები);
- ანტიკოაგულანტები, მაგ.: ვარფარინი (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები);
- პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალო საშუალება);
- პენტოქსიფილინი (არტერიებსა და ვენებში სისხლის მიმოქცევის დარღვევების სამკურნალო საშუალება);
- აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც აინჰიბირებენ პროსტაგლანდინების სინთეზს;
- პოსტოპერაციული ტკივილის მართვის სხვა საშუალებები: მორფინი, სისტემური გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები;
- დიურეტიკები, რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას, ბეტა-ბლოკერები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (გამოიყენება გულის დაავადების სამკურნალოდ ან მაღალი არტერიული წნევის დროს);
- ქინოლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო საშუალება), მაგ.: ციპროფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი.
ორსულობა და დალაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.
კეტალდინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა
კეტოროლაკის ტრომეტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ვერტიგო, უძილობა ან დეპრესია. აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია დიდი სიფრთხილის გამოჩენა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კეტალდინი 30მგ/მლ საინექციო ხსნარის ინგრედიენტების შესახებ
აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) დოზაში, ანუ იგი ფაქტიურად „თავისუფალია ნატრიუმისგან“.
აღნიშნული სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის 12.4% ეთილის სპირტი ანუ 100 მგ-მდე დოზით, რაც არის 2.5 მლ ლუდისა და 1 მლ ღვინის ექვივალენტი.
პრეპარატი სახიფათოა ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის.
აღნიშნული ფაქტი გათვალისწინებულ უნდა იქნეს ორსული ან ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების, ბავშვებისა და მომატებული რისკის მქონე პაციენტების, როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტების შემთხვევაში.
- კეტალდინი 30მგ/მლ საინექციო ხსნარის გამოყენების წესი
მოცემული პრეპარატის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
კეტალდინი 30მგ/მლ საინექციო ხსნარი უნდა შეიყვანოს ექიმმა ან ექთანმა. პრეპარატი შეგიძლიათ შეიყვანოთ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად.
ვენაში შეყვანისას ინექციის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს სულ მცირე 15 წამს; მკურნალი ექიმი განგიმარტავთ კეტალდინის დოზას და შეყვანის ხანგრძლივობას ავადმყოფობის სიმძიმის შესაბამისად.
მოზრდილები და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები
რეკომენდირებული დოზა დასაწყისში შეადგენს 10მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს, აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება გრძელდება 10-30 მგ ყოველ 4-6 საათში. საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციის შემდეგ კეტალდინის შეყვანა შეიძლება ყოველ 2 საათში.
რეკომენდებულია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება.
მოზრდილებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 90მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს (კეტალდინის 3 ამპულა), ხოლო ხანდაზმულ პაციენტებში – 60მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს (კეტალდინის 2 ამპულა).
მაქსიმალური მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს ორ დღეს.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კეტოროლაკის ტრომეტამოლს ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად და გადავიდნენ კეტოროლაკის პერორალურ მიღებაზე, მოზრდილების შემთხევვაში საერთო კომბინირებულმა სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 90 მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს (3 ამპულა კეტალდინი), ხოლო ხანდაზმულებში, თირკმლის უკმარისობის მქონე და 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებში – 60მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს (კეტალდინის 2 ამპულა).
ასევე, პერორალურად მიღებულმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 40 მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანიდან პერორალურ მიღებაზე გადასვლის დღეს. რეკომენდებულია რაც შეიძლება მალე გადასვლა პრეპარატის პერორალურ მიღებაზე.
ხანდაზმული პაციენტები (65 წლის და ზემოთ)
ხანდაზმულ პაციენტებში გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი მაღალია, ამიტომ ექიმი ნიშნავს რაც შეიძლება ნაკლებ ეფექტურ დოზას დროის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დროს აუცილებელია გასტროინტესტინალური სისხლდენის რეგულარული მონიტორინგი. ხანდაზმულ პაციენტებში მაქსიმალურმა სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 60მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს (კეტალდინის 2 ამპულა). 50კგ-ზე ნაკლები წონის მქონე პაციენტებში დოზები უნდა შემცირდეს.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
კეტალდინის 30მგ/მლ გამოყენება უკუნაჩვენებია საშუალო სიმძიმის და მძიმე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. საერთო დღიური დოზა არის 60მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლი (კეტალდინის 2 ამპულა).
ბავშვები და მოზარდები
არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ, ამიტომ 16 წლამდე ასაკის ბავშვებში კეტალდინის 30მგ/მლ გამოყენება არ შეიძლება.
დოზის გადაჭარბება
კეტალდინის 30მგ/მლ პერორალური წვეთების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.
დოზის გამოტოვება
30მგ/მლ პერორალური წვეთების დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
მედიკამენტის მიღების შეწყვეტა
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, კეტალდინმაც 30მგ/მლ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირად (≥ 1/10)
ხშირად (<1/10)
არც თუ ისე ხშირად (<1/100)
იშვიათად (<1/1,000)
ძალიან იშვიათად (<1/10, 000)
უცნობი სიხშირის გვერდითი მოქმედებები (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
გასტროინტესტინალური დარღვევები:
ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია გასტროინტესტინალურ ტრაქტთან. შესაძლოა გამოვლინდეს პეპტიკური წყლული, გასტროინტესტინალური დაწყლულება, პერფორაცია ან სისხლდენა, ზოგჯერ ფატალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. გამოვლინდა გულისრევა, პირღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, დისპეპსია, მუცლის არეში, ჰემატომაზი, წყლულოვანი სტომატიტი, ბოყინი, მუცლის შებერილობა, ეზოფაგიტი, გასტროინტესტინალური დაწყლულება, რექტალური სისხლდენა, პანკრეატიტი, პირის სიმშრალე, კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება. ნაკლები სიხშირით გამოვლინდა გასტრიტი.
ინფექციები და ინვაზიები:
ასეპტიკური მენინგიტი (განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ავტოიმუნური დარღვევები, როგორიცაა სისტემური ერითემული ლუპუსი, შერეული შემაერთებელი ქსოვილის დაავადება), რომლის სიმპტომებია: გაშეშებული კისერი, თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, ცხელება ან დეზორიენტაცია
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:
თრომბოციტოპენია
იმუნური სისტემის დარღვევები:
ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური რეაქციები, რომელთაც აქვთ ფატალური შედეგი, ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, როგორიცაა ბრონქოსპაზმი, კანზე გამონაყარი, ჰიპოტენზია, ლარინგალური შეშუპება.
მეტაბოლური და ნუტრიციული დარღვევები:
ანორექსია, ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია
ფსიქიატრიული დარღვევები:
აზროვნების პათოლოგია, დეპრესია, უძილობა, შფოთვა, ნერვოზულობა, ფსიქოზური რეაქციები, ცუდი სიზმრები, ჰალუცინაციები, ეიფორია, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ძილიანობა.
ნერვული სისტემის დარღვევები:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კონვულსია, პარესთეზია, ჰიპერკინეზია, გემოვნების დარღვევა.
თვალთან დაკავშირებული დარღვევები:
მხედველობის დარღვევა
ყურთან და ლაბირინთთან დაკავშირებული დარღვევები:
ხმაური ყურებში, სმენის დაკარგვა, ვერტიგო
რენალური და ურინარული დარღვევები
თირკმლის მწვავე უკმარისობა, გახშირებული შარდვა, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, შარდის შეკავება, ოლიგურია, ჰემოლიზურ -ურემიული სინდრომი , ტკივილი ფერდების არეში (თან (არ) ახლავს ჰემატურია და/ან აზოტემია). პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების მსგავსად, თირკმლის უკმარისობის ნიშნები, როგორიცაა შრატში კრეატინინის და კალიუმის მომატება კეტოროლაკის ტრომეტამოლის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგაც კი.
კარდიალური დარღვევები:
პალპიტაცია, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა
სისხლძარღვოვანი დარღვევები:
ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ჰემატომა, კანის ჰიპერემია, სიფერმკრთალე, სისხლდენა ქირურგიული ჭრილობიდან.
კლინიკური კვლევისა და ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით, კოქსიბების და ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ (განსაკუთრებით დიდი დოზებით) შეიძლება გამოიწვიოს არტერიული თრომბოზის მოვლენების (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) განვითარების რისკის გაზრდა. თუმცა, არ არის დადგენილი, რომ კეტოროლაკი ზრდის თრომბოზის მოვლენებს, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, არ არსებობს საკმარისი მონაცემები, რათა გამოირიცხოს ამგვარი რისკი კეტოროლაკის გამოყენებისას.
რეპროდუქციული სისტემის დარღვევები:
უნაყოფობა
რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები:
ბრონქიალური ასთმა, დისპნოე,ფილტვების შეშუპება
ჰეპატობილიარული დარღვევები:
ჰეპატიტი, ქოლესტატიური სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები:
ექსფოლიაციური დერმატიტი, მაკულოპაპულური გამონაყარი, ქავილი, პურპურა, ანგიოედემა, ოფლიანობა, კანის ბულოზური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ( იშვიათ შემთხვევებში).
ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები:
მიალგია
ზოგადი დარღვევები და ინექციის ადგილის რეაქციები:
გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, ასთენია, შეშუპება, ინექციის ადგილის ლოკალური რეაქციები, ცხელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში.
დიაგნოსტიკური გამოკვლევები:
გაზრდილი სისხლდენის დრო, შრატის შარდოვანას დონის მომატება, კრეატინინის გაზრდილი დონე, ღვიძლის ფუნქციის ტესტში გამოვლენილი დარღვევები.
- კეტალდინი 30მგ/მლ საინექციო ხსნარის შენახვის პირობები
აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ შეინახოთ მაცივარში ან არ გაყინოთ.
შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ ადგილას.
მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს კეტალდინი 30მგ/მლ საინექციო ხსნარი:
აქტიური ნივთიერება არის კეტოროლაკის ტრომეტამოლი. ერთი მილილიტრი ხსნარი შეიცავს 30მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს.
სხვა ინგრედიენტებია: ეთილის სპირტი 96%, ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 1M ან მარილმჟავას ხსნარი (1M pH-ის რეგულირებისთვის), დისტილირებული წყალი.
კეტალდინი 30მგ/მლ საინექციო ხსნარის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
კეტალდინი 30მგ/მლ არის გამჭვირვალე, ღია ყვითელი ფერის ხსნარი, არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.
კეტალდინი 30მგ/მლ, დაფასოებულია ქარვისფერ, I ტიპის მინის ამპულებში, მოსატეხი რგოლით. თითოეულ ამპულაში მოთავსებულია 1მლ საინექციო ხსნარი. 10 ამპულა დაფასოებულია კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:
Rompharm İlaç Sanayi ve Ticaret Limited Şirketi, თურქეთი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს „ნექსტრა გრუპი“
საქართველო, თბილისი, 0154, იროდიონ ევდოშვილის ქ. #18