იტრაზილი (Itrazil )100 მგ კაფსულები
იტრაკონაზოლი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
- შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც აქ არ არის აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4 .
შინაარსი:
- რა არის იტრაზილი 100მგ და რა დროს გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ იტრაზილის 100მგ მიღებამდე
- იტრაზილის 100მგ მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- იტრაზილის 100მგ შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის იტრაზილი 100მგ და რა დროს გამოიყენება
- გინეკოლოგიური დარღვევები: ვულვოვაგინალური კანდიდოზი;
- დერმატოლოგიური და ოფთალმოლოგიური დაავადებები: ნაირფერი პიტირიაზი, დერმატომიკოზი, სოკოვანი კერატიტი და ორალური კანდიდოზი, ონიქომიკოზი, რომელიც გამოწვეულია დერმატოფიტებითა და საფუარათი;
- სისტემური მიკოზები: სისტემური ასპერჰილოზი და კანდიდოზი, კრიპტოკოკოზი (მათ შორის კრიპტკოკური მენინგიტი), ჰისტოპლაზმოზი, სპოროტრიქოზი, პარაკოციდიოიდომიკოზი, ბლასტომიკოზი და სხვა იშვიათი სისტემური ან ტროფიკული მიკოზები იშვიათად.
- რა უნდა იცოდეთ იტრაზილის 100 მგ მიღებამდე
არ მიიღოთ იტრაკონაზოლის კაფსულები:
- თუ აღგენიშნებათ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) იტრაკონაზოლის, ან აღნიშნული მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე -6 პუნქტში);
- თუ ხართ ორსულად, თუ ექიმმა არ გირჩიათ მისი გამოყენება (იხილეთ „ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა“);
- თუ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი, უნდა გამოიყენოთ შესაბამისი კონტრაცეპტული საშუალებები, რადგანაც მედიკამენტის მიღებისას თავიდან აიცილოთ ფეხმძიმობა;
- ვინაიდან, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იტრაზილი 100მგ რჩება ორგანიზმში, ამიტომ შემდეგ მენსტრუალურ ციკლამდე უნდა მიიღოთ შესაბამისი კონტრაცეპტული ზომები;
- თუ აღგენიშნებათ გულის უკმარისობა (გულის შეგუბებითი უკმარისობა), იტრაზილის გამოყენებამ შეიძლება გაამწვავოს მდგომარეობა. თუ მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ იტრაზილს აღნიშნულ შემთხვევაშიც კი, დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს თუ შენიშნეთ სუნთქვის გაძნელება, წონაში მოულოდნელი მატება, კიდურების შეშუპება, უჩვეულო დაღლილობა ან ღამით გაღვიძება.
არ გამოიყენოთ აღნიშნული მედიკამენტი თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში იტრაზილის 100მგ მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აგრეთვე არ მიიღოთ გარკვეული მედიკამენტები იტრაზილით მკურნალობის დროს. იტრაზილი 100მგ ურთიერთქმედებაში შედის ბევრ წამალთან. გთხოვთ წაიკითხოთ პუნქტი „რა უნდა იცოდეთ იტრაზილის 100მგ მიღებამდე“, ქვეპუნქტი „იტრაზილის 100მგ გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
იტრაზილის 100მგ მიღებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რადგანაც ზოგიერთი მედიკამენტის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ:
- აცნობეთ ექიმს თუ გაწუხებთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები. შეიძლება დაგჭირდეთ იტრაზილის 100 მგ დოზის შეცვლა.
- თუ აღნიშნული მედიკამენტის მიღების შემდეგ აღგენიშნებათ უმადობა, გულისრევა, პირღებინება, უჩვეულო დაღლილობა, მუცლის ტკივილი, კანისა და თვალის სკლერის სიყვითლე, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი(დეფეკაცია), შეწყვიტეთ იტრაზილის მიღება და მიმართეთ ექიმს. თუ თქვენ უნდა მიიღოთ იტრაზილი 100მგ, შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზის რეგულარულად გაკეთება. აღნიშნული შემოწმების მიზეზია ღვიძლის დაავადების დროული გამოვლენა, რადგანაც აღნიშნული სიმპტომები იშვიათად აღინიშნება.
- აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები. დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ სუნთქვის გაძნელება, წონაში მოულოდნელი მატება, კიდურების შეშუპება, უჩვეულო დაღლილობა ან ღამით გაღვიძება. აღნიშნული შეიძლება იყოს გულის უკმარისობის ნიშნები.
- აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ აღგენიშნებათ თირკმლებთან დაკავშირებული პრობლემები. შეიძლება საჭირო იყოს თქვენთვის იტრაზილის 100მგ დოზის შეცვლა.
- დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან დაუკავშირდით ჯანდაცვის პროფესიონალს თუ იტრაზილის 100მგ მიღებისას აღგენიშნებათ მწვავე ალერგიული რეაქცია (რომელსაც ახასიათებს გარდამავალი გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, სუნთქვის გაძნელება და/ან სახის შეშუპება) .
- შეწყვიტეთ იტრაზილის 100მგ მიღება და დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს თუ გახდით მგრძნობიარე სინათლის მიმართ.
- შეწყვიტეთ იტრაზილის 100მგ მიღება და დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს თუ შენიშნეთ გამონაყარი კანზე და ტუჩების, თვალების, პირის, ცხვირის და სასქესო ორგანოების ირგვლივ კანის აქერცვლა და დაწყლულება, ვეზიკულებისა და პუსტულების არსებობა.
- შეწყვიტეთ იტრაზილის 100მგ მიღება და დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს თუ აღგენიშნებათ ჩხვლეტის შეგრძნება, შემცირებული მგრძნობელობა ან სისუსტე კიდურებში ან სხვა პრობლემები ხელებისა და ფეხების ნერვებთან დაკავშირებით.
- აცნობეთ ექიმს თუ გქონიათ სერიოზული ალერგიული რეაქცია სხვა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატის მიმართ.
- აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ნეიტროპენია, შიდსი ან გადაგიტანიათ ორგანოს ტრანსპლანტაცია. იტრაზილის 100მგ დოზა შეიძლება შეიცვალოს.
- შეწყვიტეთ იტრაზილის 100მგ გამოყენება და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ სმენის დაკარგვის სიმპტომები. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებს, რომლებიც იღებენ იტრაკონაზოლს, აღენიშნებათ სმენის დროებითი ან მუდმივი დაკარგვა.
- აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ მხედველობის დაბინდვა, გაორება, ზარების რეკვა ყურებში, შარდის შეუკავებლობა ან ხშირი შარდვა.
იტრაზილის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ის პრეპარატები, რომლებიც შეიძინეთ ურეცეპტოდ. კერძოდ, დაუშვებელია ზოგიერთი პრეპარატების ერთდროული მიღება, ხოლო ერთდროული მიღების შემთხვევაში აუცილებელია დოზის კორექტირება.
იტრაზილით მკურნალობისას დაუშვებელია შემდეგი მედიკამენტების მიღება:
- ცხელების ან ალერგიების სამკურნალო მედიკამენტები: ტერფენადინი, ასტემიზოლი ან მიზოლასტინი;
- სტენოკარდიის (მოჭერითი ტკივილი გულის არეში) და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები: ბეპრიდილი, ფელოდიპინი, ნიზოლდიპინი, ლერკანიდიპინი, ივაბრადინი, რანოლაზინი, ეპლერენონი;
- ციზაპრიდი, რომლეიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს;
- ქოლესტერინის დამწევი პრეპარატები, როგორიცაა სიმვასტატინი ლოვასტატინი;
- მიდაზოლამი(პერორალური ) ან ტრიაზოლამი -ძილის მოსაწესრიგებლად;
- ფსიქიური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები: ლურასიდონი, პიმოზიდი, სერტინდოლი;
- კოლხიცინი, პოდაგრის სამკურნალო საშუალება, როცა გამოიყენება თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში;
- ძლიერი ტკივილის სამკურნალო ან ნარკოტიკული დამოკიდებულების სამკურნალო საშუალებები: ლევაციტილმეტადოლი (ლევომეტადილი), მეტადონი;
- ჰალოფანტრინი, მალარიის სამკურნალო საშუალება;
- ირინოტეკანი, კიბოს სამკურნალო საშუალება;
- შაკიკის სამკურნალო პრეპარატები: დიჰიდროერგოტამინი და ერგოტამინი;
- ერგომეტრინი (ერგონოვინი) და მეთილერგომეტრინი (მეთილერგონოვინი)- გამოიყენება მშობიარობის შემდგომი სისხლდენის შესაჩერებლად.
- ანტიარითმიულები: დიზოპირამიდი, დრონედარონი,ქინიდინი და დოფეტილიდი.
აღნიშნული მედიკამენტების მიღებამდე სულ მცირე 2 კვირით ადრე შეწყვიტეთ იტრაზილით 100მგ მკურნალობა.
მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება შეამციროს იტრაზილის მოქმედება:
- ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ფენიტოინი, კარბამაზეპინი ან ფენობარბიტალი;
- ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა რიფამპიცინი, რიფაბუტინი ან იზონიაზიდი;
- აივ / შიდსის სამკურნალო საშუალებები: ეფავირენზი, ნევირაპინი.
შესაბამისი ზომების მისაღებად აუცილებლად აცნობეთ ექიმს თუ იღებთ რომელიმე პრეპარატს.
აღნიშნული მედიკამენტების მიღებამდე სულ მცირე 2 კვირით ადრე შეწყვიტეთ იტრაზილით 100მგ მკურნალობა.
მედიკამენტები, რომელთა მიღებაც არ არის რეკომენდირებული ექიმის დანიშნულების გარეშე:
- ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კიბოს მკურნალობისას, როგორიცაა: დაზატინიბი , ნილოტინიბი, ტრაბექტედინი;
- ალისკირენი, არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალება;
- რიფაბუტინი, ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალება;
- კარბამაზეპინი, ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება;
- კოლხიცინი, პოდაგრის სამკურნალო საშუალება;
- ევეროლიმუსი, ინიშნება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ;
- ფენტანილი, ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ;
- რივაროქსაბანი, ანელებს სისხლის შედედების პროცესს;
- სალმეტეროლი, აადვილებს სუნთქვას;
- ტამსულოსინი, გამოიყენება მამაკაცებში შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდ;
- ვარდენაფილი, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალება.
აღნიშნული მედიკამენტების მიღებამდე სულ მცირე 2 კვირით ადრე შეწყვიტეთ იტრაზილით 100მგ მკურნალობა, თუ მკურნალი ექიმი არ ჩათვლის, რომ საჭიროა მათი მიღება.
მედიკამენტები, რომლებიც საჭიროებს დოზის კორექციას (როგორც იტრაზილისთვის, ასევე სხვა მედიკამენტებისთვის):
- ზოგიერთი მედიკამენტი: ციპროფლოქსაცინი, კლარითრომიცინი, ერითრომიცინი;
- მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ გულსა და სისხლძარღვებზე: დიგოქსინი, ნადოლოლი, ზოგიერთი კალციუმის არხების ბლოკატორი, მათ შორის ვერაპამილი;
- მედიკამენეტები, რომლებიც ანელებენ სისხლის შედედების პროცესს: კუმარინი, ცილოსტაზოლი, დაბიგატრანი;
- მეთილპრედნიზოლონი, ბუდესონიდი,ციკლესონიდი, ფლუტიკაზონი ან დექსამეტაზონი (გამოიყენება პერორალურად, ინექციის სახით ან ინჰალაციით, ანთების, ბრონქული ასთმის ან ალერგიების სამკურნალოდ);
- ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, ტემსიროლიმუსი ან რაპამიცინი (სიროლიმუსი ), რომლებიც ჩვეულებრივ ინიშნება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ;
- აივ / შიდსის სამკურნალო საშუალებები: მარავიროკის და პროტეაზის ინჰიბიტორები: ინდინავირი, რიტონავირი, დარუნავირ/რიტონავირი, ფოსამპრენავირ/რიტონავირი, საკვინავირი;
- ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები: ბორტეზომიბი, ბუსულფანი, დოცეტაქსელი, ერლოტინიბი, იქსაბეპილონი, ლაპატინიბი, ტრიმეტრექსატი, ვინკა ალკალოიდები;
- ტრანკვილიზატორები: ბუსპირონი, პეროსპირონი, რამელტეონი, მიდაზოლამი ინტრავენურად, ალპაზოლამი, ბროტიზოლამი;
- ძლიერი ტკივიგამაყუჩებლები: ალფენტანილი, ბუპრენორფინი, ოქსიკოდონი;
- დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები: რეპაგლინიდი, საქსაგლიპტინი ;
- ფსიქოზის სამკურნალო პრეპარატები: არიპიპრაზოლი, ჰალოპერიდოლი, კვეტიაპინი, რისპერიდონი;
- აპრეპიტანტი , დომპერიდონი – ჩვენება გულისრევა და ღებინება;
- მედიკამენტები, რომელბიც გამოიყენება ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომის დროს: ფესოტეროდინი, იმიდაფენაცინი, სოლიფენაცინი, ტოლტეროდინი
- ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები: სილდენაფილი, ტადალაფილი;
- პრაზეკანტელი, მრგვალი და ლენტისებურ ჭიების საწინააღმდეგო წამალი;
- ებასტინი ანტიალერგიული მედიკამენტი;
- რებოქსეტინი, გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
- ატორვასტატინი , ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი;
- მელოქსიკამი, ანთების საწინაარმდეგო მედიკამენტი, გამოყენება სახსრების ტკივილის და ანთების დროს;
- ცინაკალცეტი, ჰიპერპარათირეოზის სამკურნალო საშუალება;
- მოზავაპტანი, ტოლვაპტანი – ინიშნება სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის დროს;
- ალიტრეტინოინი (პერორალურად), გამოიყენება ეგზემის სამკურნალოდ;
- ელეტრიპტანი , გამოიყენება შაკიკის მკურნალობისას;
თუ იღებთ რომელიმე მედიკამენტს, აცნობეთ ექიმს.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს არ გამოიყენოთ იტრაზილი 100მგ.
თუ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი და გეგმავთ ორსულობას, უნდა გამოიყენოთ შესაბამისი კონტრაცეპტული საშუალებები, რადგანაც მედიკამენტის მიღებისას თავიდან აიცილოთ ფეხმძიმობა; ვინაიდან, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იტრაზილი 100მგ რჩება ორგანიზმში, ამიტომ შემდეგ მენსტრუალურ ციკლამდე უნდა მიიღოთ შესაბამისი კონტრაცეპტული ზომები;
ლაქტაცია
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია. იტრაზილის 100მგ ძალიან მცირე ოდენობა გამოიყოფა რძეში.
ავტომანქანებისა და სხვა მექანიზმის მართვა
იტრაზილმა 100მგ შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, გაორება ან სმენის დაკარგვა. თუ შენიშნეთ აღნიშნული სიმპტომები არ მართოთ ავტომანქანა ან სხვა მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია იტრაზილის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
იტრაზილის შემადგენლობაში შედის შაქარი. თუ ექიმისგან იცით, რომ ხართ ალერგიული შაქრის მიმართ, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
იტრაზილის შემადგენლობაში შედის: Sunset Yellow FCF (E110), Ponceau 4R(E124), methyl parahydroxybenzoate და propyl parahydroxybenzoate. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, დაგვიანებულიც კი.
- იტრაზილის მიღების წესი
აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
იტრაზილის 100მგ მიღება
იტრაზილი 100მგ ყოველთვის მიიღეთ საკვების მიღებისთანავე. გადაყლაპეთ მთლიანი კაფსულა და დააყოლეთ ცოტა წყალი.
კუჭის მჟავიანობა საკმარისია იტრაზილის ორგანიზმში სათანადო შეწოვისთვის. ამიტომ იტრაზილის 100მგ მიღებამდე სულ მცირე 1 საათით ადრე ან მიღებიდან 2საათის განმავლობაში არ მიიღოთ მედიკამენტები, რომლებიც ანეიტრალებს კუჭის მჟავას. ამავე მიზეზით, თუ მიიღებთ მედიკამენტებს, რომლებიც აჩერებს კუჭის მჟავის გამოყოფას, მიიღეთ იტრაზილი 100მგ არადიეტური კოლა (cola) ტიპის სასმელთან ერთად.
იტრაზილის დოზა და მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სოკოს ტიპზე და ინფექციის ადგილმდებარეობაზე. კონულტაცია გაიარეთ ექიმთან.
დოზირება:
ვაგინალური კანდიდოზი
2 კაფსულა/ დღეში- ერთი დღე
დერმატომიკოზი
დოზირება დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან:
1 კაფსულა/ დღეში -15 დღის განმავლობაში,
Tinea Palmaris
1 კაფსულა / დღეში -30 დღის განმავლობაში
ნაირფერი პიტირიაზი
2 კაფსულა/ დღეში -7 დღის განმავლობაში
გლუვი კანის დერმატომიკოზი (Tinea corporis) საზარდულის ეპიდერმოფიტია (Tinea cruris)
1 კაფსულა /დღეში -15 დღის განმავლობაში, ან
2 კაფსულა/ დღეში -7 დღის განმავლობაში
ოროფარინგეალური კანდიდოზი
1 კაფსულა/ დღეში -15 დღის განმავლობაში
ფრჩხილის სოკო
2 კაფსულა/ დღეში -3 დღის განმავლობაში
ასპერგილოზი, კრიპტოკოკოზი, ჰისტოპლაზმოზი, პროფილაქტიკა ნეიტროპენიის, შიდსთან დაკავშირებული მკურნალობის დროს 2 კაფსულა/დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით.
ბავშვები და ხანდაზმულები
რადგანაც არასაკმარისია ინფორრმაცია ბავშვებსა და ხანდაზმულებში იტრაკონაზოლის გამოყენებასთან დაკავშირებული, პაციენტების აღნიშნულ კატეგორიებში იტრაკონაზოლის გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება რისკებს (იხილეთ პუნქტი 4.4).
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
შესაძლებელია ექიმის მიერ დოზის კორექცია.
დოზის გადაჭარბება:
თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი იტრაზილი 100მგ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან მიდით უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში.
ზედოზირების შემთხვევაში ინფორმაცია ექიმისთვის
ჭარბი დოზის შემთხვევითი მიღების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს დამხმარე ღონისძიებები.
დასაშვებია გააქტიურებული ნახშირი. იტრაკონაზოლი გამოიდევნება ჰემოდიალიზით. კონკრეტული ანტიდოტი უცნობია.
დოზის გამოტოვება:
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ, თუ მოახლოებული არ არის შემდეგი დოზის მიღების დრო. გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
იტრაკონაზოლის კაფსულების მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ იტრაკონაზოლით მკურნალობა ექიმის კონსულტაციის გარეშე იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ.
აღნიშნული მედიკამენტის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა მედიკამენტების მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
იტრაკონაზოლთან დაკავშირებით ფიქსირდება შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირი ( ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):
- თავის ტკივილი;
- მუცლის ტკივილი;
- გულისრევა.
არახშირი ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში):
- სინუსების ანთება;
- ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება;
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები;
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები;
- დიარეა;
- შეკრულობა;
- ღებინება;
- დისპესია ;
- მეტეორიზმი;
- ღვიძლის დაავადებები;
- გამონაყარი;
- გამონაყარი ქავილით ან მის გარეშე;
- ქავილი;
- მენსტრუაციასთან დაკავშირებული პრობლემები.
იშვიათი ( ვლინდება 1000- დან 1 პაციენტში ):
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება ;
- შრატის დაავადება;
- სახის, ხელების და ფეხების შეშუპება;
- მწვავე ალერგიული რეაქციები;
- სისხლში ტრიგლიცერიდების მომატებული დონე;
- ტაქტილური მგრძნობელობის დაქვეითება;
- გემოს დარღვევა;
- ხელების და ფეხების დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება;
- მხედველობის დაბინდვა და გაორება;
- სმენის დაკარგვა (დაქვეითება);
- ზარის რეკვის ხმა ყურებში;
- გულის შესუსტებული მუშაობა;
- სუნთქვის გაძნელება;
- პანკრეასის ანთება;
- ჰეპატოტოქსიურობა;
- სისხლში ბილირუბინის მომატებული დონე;
- კანის დაწყლულება, ტკივილი და ბუშტუკები;
- თმის ცვენა, კანის მგრძნობელობა სინათლის მიმართ;
- ხშირი შარდვა;
თუ განვითარდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინფორმირება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია საქართველოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე.
- იტრაზილის 100მგ შენახვის პირობები
არ გამოიყენოთ აღნიშნული მედიკამენტი მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე დატანილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე თავდაპირველ შეფუთვაში.
შეინახეთ სინათლისგან და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს იტრაზილი 100მგ:
- აქტიური ნივთიერება არის იტრაკონაზოლი. თითოეული კაფსულის შემადგენლობაში შედის 100მგ იტრაკონაზოლი.
იტრაზილის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
კოლოფში მოთავსებულია 5-კაფსულიანი 3 PVC/Al (პოლივინილქლორიდი /ალუმინი) ბლისტერი.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს „ნექსტრა გრუპი“
საქართველო, თბილისი,0154, იროდიონ ევდოშვილის ქ. #18, სართული 2, ოფისი #3
მწარმოებელი:
S.C. SLAVIA PHARM SRL
რუმინეთი, ბუქარესტი, რაიონი 3, თეოდორ პალადის ბულვ.#44