ნიუ ფარმ გრუპის ორგანიზებით, 2026 წლის 31 ოქტომბერს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“, გაიმართა Primalac-ის ბრენდისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას საერთაშორისო გამოცდილების, უახლესი სამეცნიერო მიგნებებისა და ინოვაციური მიდგომების გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

ღონისძიებას აჭარის, გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს სამედიცინო საზოგადოება – პედიატრები, ნეონატოლოგები და ოჯახის ექიმები – ესწრებოდა.

კონფერენციას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა საქართველოში შვეიცარიის ელჩის, ქალბატონი ფაბიენ ვასერმანის (Fabienne Wassermann) სიტყვით გამოსვლამ. მისი მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს ღონისძიების საერთაშორისო მნიშვნელობას და შვეიცარიული ხარისხისა და ინოვაციის როლს ბავშვთა კვების სფეროში.

კონფერენციის მთავარი მიზანი ჩვილთა კვების თანამედროვე მიდგომების, ნაწლავის ჯანმრთელობისა და იმ სამეცნიერო მიგნებების განხილვა იყო, რომლებიც Primalac-ის პროდუქტების კონცეფციას უკავშირდება.

ღონისძიების ფარგლებში მოხსენებებით წარდგნენ ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები.

ეკა უბერი – მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიის სამსახურის უფროსი – მოხსენებით „ნაწლავის ფუნქციური დარღვევები ჩვილებში – როცა კვება ხდება თერაპია“ შეეხო ჩვილთა კვების მნიშვნელოვან ასპექტებსა და ნაწლავის ფუნქციური დარღვევების მართვის თანამედროვე მიდგომებს.

პროფესორმა უმბერტო სიმეონიმ, ლოზანის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პროფესორმა (შვეიცარია), დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საერთაშორისო სამეცნიერო გამოცდილება და წარადგინა ორი მნიშვნელოვანი მოხსენება:

  • „რძის ცხიმი – ინოვაციური მიდგომა SN-2 პალმიტატის უზრუნველსაყოფად“;
  • „დედის რძის ოლიგოსაქარიდები, მიკრობიომი და ნაწლავის იმუნური სისტემის ჩამოყალიბება“.

მოხსენებებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დედის რძის კომპონენტების მნიშვნელობაზე, ნაწლავის მიკრობიომის განვითარებასა და ჩვილთა კვების სფეროში მიმდინარე სამეცნიერო ინოვაციებზე.

ნათია ჯაშმა, ნიუ ფარმას პროდუქციის მთავარმა მენეჯერმა, წარადგინა მოხსენება „Primalac Ultima – შვეიცარიული ხარისხი და ინოვაცია ბავშვთა კვების სფეროში“, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ბრენდის კონცეფცია, მისი ინოვაციური მიდგომები და Primalac Ultima-ს ადგილი თანამედროვე ბავშვთა კვების კატეგორიაში.

კონფერენცია წარმოადგენდა მნიშვნელოვან პლატფორმას სამეცნიერო ცოდნის გაზიარებისთვის, პროფესიული დიალოგისა და საერთაშორისო გამოცდილების გაცვლისთვის. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნიუ ფარმ გრუპის მისწრაფებას, ხელი შეუწყოს სამედიცინო საზოგადოების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას და ქართულ ბაზარზე თანამედროვე, ხარისხსა და სამეცნიერო ინოვაციებზე ორიენტირებული პროდუქტების წარმოჩენას.

ღონისძიება დასრულდა მეგობრული ვახშმით, რომელმაც მონაწილეებს პროფესიული ურთიერთობების გაღრმავებისა და არაფორმალურ გარემოში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მისცა.

Primalac – შვეიცარიული ხარისხი, სამეცნიერო ინოვაცია და ზრუნვა ჩვილთა კვების თანამედროვე მიდგომებზე.