იმუნოპეა ქიდსი / Imunopea Kids

იმუნოპეა ქიდსი/ Imunopea Kids

სიროფი 150მლ

ინგრედიენტები:              

აქტიური ნივთიერება5 მლ-ში10 მლ-ში*% NRVs
ბეტა-გლუკანი (Lentinula edodes)40 მგ80 მგ 
პელარგონიუმის სიდოიდის ფოთლის ექსტრაქტი30 მგ60 მგ 
ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა)20 მგ40მგ50 %
თუთია (თუთიის ციტრატი)2.5 მგ5მგ50 %
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი)10 მკგ20მკგ200%

დამხმარე ნივთიერებები: შემავსებელი: ქსილიტოლი, დამატენიანებელი: გლიცერინი, მარწყვის არომატი, კონსერვანტები: კალიუმის სორბატი და ნატრიუმის ბენზოატი, შემასქელებელი: ქსანთანის გუმფისი, წყალი.

*% NRVs – საკვები ნივთიერებების რეკომენდებული მაჩვენებელი (10 მლ-ში).

რა არის და რისთვის გამოიყენება იმუნოპეა ქიდსი

ბეტა-გლუკანები (Lentinula edodes) ბუნებრივი წარმოშობის პოლისაქარიდებია. ისინი ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას.

პელარგონიუმის სიდოიდის ფოთლის ექსტრაქტი ასტიმულირებს იმუნურ სისტემას.

ვიტამინი C ძლიერი ანტიოქსიდანტია. აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას ინტენსიური ფიზიკური აქტივობის, ჯანმრთელობის პრობლემებისა და სტრესის დროს. ვიტამინი C  ამცირებს დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნებას.

თუთია არის მინერალი, რომელიც მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში და ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.

ვიტამინი D მნიშვნელოვანია ბავშვების იმუნიტეტისთვის. ის ასევე აუცილებელია ჯანსაღი და ძლიერი ძვლებისა და კბილებისთვის.

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა:

მიღებადღეში ერთხელ
1-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები5 მლ*
7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები10 მლ*

*საზომი ჭიქით.

გაფრთხილებები:

არ მიიღოთ იმუნოპეა ქიდსი, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ. სურსათის დანამატი, არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული დიეტის  შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი.

პროდუქტი შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, ამიტომ ფერი შეიძლება შეეცვალოს.

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ!

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე,  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ იმუნოპეა ქიდსი მუყაოს კოლოფზე ან ფლაკონის ეტიკეტზე დატანილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

წარმოებულია

შპს Fortex Nutraceuticals-ის მიერ

ბულგარეთი, 1362 სოფია, პროჰლადენ კატის ქ. #10

შპს „ნიუ ფარმ გრუპი”-ს (საქართველო) სახელით.

www.fortex.bg

ოფიციალური დისტრიბუტორი: შპს „ნიუ ფარმ გრუპი“

ევდოშვილის ქ.18, 0154 თბილისი, საქართველო.

დამატებითი ინფორმაცია
მწარმოებელი

FORTEX