ადოლორი B12 / ADOLOR B12
საინექციო ხსნარი განკუთვნილია ი.მ გამოყენებისთვის. შემადგენლობა: 3მლ ხსნარის შემადგენლობაში შედის: ნატრიუმის დიკლოფენაკი BP 75მგ; ჰიდროქსოკობალამინის აცეტატი BP (10 მგ ჰიდროქსოკობალამინის ექვივალენტი); ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი BP (2მგ ბეტამეთაზონის ექვივალენტი)
ჩვენებები: სიმპტომური და ხანმოკლე მკურნალობა, როდესაც მონოთერაპია არაეფექტურია მწვავე ანთებითი პროცესების დროს, რომელსაც თან ახლავს ნევრიტული, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის კონტრაქტურები – იშიაზი.
დოზირება და მიღების წესი: მოზარდები: ინტრამუსკულური ინექცია: ერთი ამპულა დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს 1 ამპულა 2-ჯერ დღეში.
დიკლოფენაკის, ჰიდროქსოკობალამინისა და ბეტამეთაზონის გამოყენების წესი: კონცენტრირებული ხსნარის ინექციით გამოწვეული ადგილობრივი რეაქციის განვითარების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:
ინსტრუმენტები უნდა იყოს აბსოლუტურად სტერილური; პაციენტი უნდა იყოს მწოლიარე მდგომარეობაში; გამოიყენეთ საკმარისი სიგრძის ნემსი – 8/0 მმ; ნელა დააჭირეთ დგუშს; ინექცია უნდა გაკეთდეს დუნდულოს ზედა გარეთა კვადრანტში თეძოს წვეტის პერპენდიკულარული მიმართულებით; დიკლოფენაკის, ჰიდროქსოკობალამინისა და ბეტამეთაზონის განაწილებისა და შეწოვის გასაუმჯობესებლად წრიული მოძრაობით დაამასაჟეთ საინექციო ადგილი; ფეხის არეში ადგილობრივი ტკივილის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ ინექცია, ამოიღეთ ნემსი და ინექცია გააკეთეთ სხვა ადგილას.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლული; ღვიძლის პროგრესირებადი დაავადება, თირკმლის უკმარისობა; ცოცხალი ვაქცინები; ნებისმიერი ინფექციური მდგომარეობა, რომლის სპეციფიკური ჩვენება არ არსებობს; გარკვეული ვირუსები (როგორიცაა ჰეპატიტი, ჰერპესი, ვარიცელა ზოსტერი (VZV)); არანამკურნალევი ან არამართვადი ფსიქოზური მდგომარეობები; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 15 წლამდე ასაკის ბავშვები.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები: იმ მდგომარეობის გასაკონტროლებლად, რომელსაც მკურნალობთ, გამოიყენეთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა. პრეპარატში შემავალი კორტიკოსტეროიდების მცირე რაოდენობის მიუხედავად, დოზები უნდა დაკორექტირდეს მდგომარეობის განვითარებისა და მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით, განსაკუთრებით ფიზიკური ან ემოციური სტრესის, ქირურგიული ოპერაციის ან ტრავმის შემთხვევაში. დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით და ექიმის მეთვალყურეობით.
კორტიკოსტეროიდული თერაპიის სწრაფმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მეორადი თირკმლის უკმარისობა. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, პრეპარატი თანდათანობით უნდა მოიხსნას. ნებისმიერ შემთხვევაში, ფარდობითი უკმარისობის მდგომარეობა შეიძლება თერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს, ამიტომ ამ პერიოდში წარმოქმნილი ნებისმიერი სტრესი მოითხოვს კორტიკოსტეროიდული თერაპიის განახლებას ან დოზის გაზრდას. ცოცხალი ვაქცინების შეყვანა უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდების იმუნოსუპრესიულ დოზებს. ინაქტივირებული ვირუსული ან ბაქტერიული ვაქცინების შეყვანისას, შესაძლოა, შრატში ანტისხეულების მოსალოდნელი დონე არ იყოს მიღწეული. კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შენიღბონ ინფექციის ზოგიერთი ნიშანი და მათი გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს ახალი ინფექციები. შესაძლოა დაქვეითდეს ორგანიზმის რეზისტენტობა და შეუძლებელი იყოს ინფექციის ლოკალიზაცია. კორტიკოსტეროიდების უფრო დიდმა რაოდენობამ კი შეიძლება გავლენა მოახდინოს ბაქტერიული ინფექციის ნიტროლურჯი ტეტრაზოლიუმის (NBT) ტესტზე და გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი შედეგები. ცერებრალური მალარიის ორმაგ- ბრმა კვლევამ აჩვენა, რომ კორტიკოსტეროიდების გამოყენება დაკავშირებული იყო ხანგრძლივ კომასთან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენისა და პნევმონიის გაზრდილ შემთხვევებთან. კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გაააქტიურონ ლატენტური ამებიაზი, ამიტომ რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდებით თერაპიის დაწყებამდე გამოირიცხოს ლატენტური ან აქტიური ამებიაზი. კორტიკოიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს უკანა სუბკაფსულური კატარაქტის, გლაუკომის განვითარება მხედველობის ნერვის შესაძლო დაზიანებით და შეიძლება ხელი შეუწყოს ვირუსული და სოკოვანი ინფექციების განვითარებას.
პაციენტები, რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესანტებს, უფრო მგრძნობიარენი არიან ინფექციის მიმართ, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები. ანალოგიურად, კორტიკოსტეროიდები დიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს Strongyloides-ით გამოწვეული ჰიპერინფექციისა და დისემინირებული დაავადების დროს, რასაც ხშირად თან ახლავს მძიმე ენტეროკოლიტი და პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში სეფსისი (Gram- sepsis).
თუ ლატენტური ტუბერკულოზის ან ტუბერკულინის მიმართ მომატებული რეაქტიულობის მქონე პაციენტებში ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდების გამოყენება, აუცილებელია მათი მკაცრი მონიტორინგი, რადგან შესაძლოა დაავადების რეაქტივაცია მოხდეს. კორტიკოსტეროიდებით თერაპიის დროს, აღნიშნულ პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ქიმიოპროფილაქტიკა.
ლიტერატურული წყაროები მიუთითებს კორტიკოსტეროიდების გამოყენებასა და მარცხენა პარკუჭის თავისუფალი კედლის რუპტურას შორის აშკარა კავშირზე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ; ამიტომ, კორტიკოსტეროიდული თერაპია ამ პაციენტებში სიფრთხილით უნდა დაინიშნოს. ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ კორტიკოსტეროიდების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს კორტიკოსტეროიდების მოხსნის სინდრომის სიმპტომები, მათ შორის ცხელება, მიალგია, ართრალგია და სისუსტე. აღნიშნული შეიძლება განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნების არარსებობის შემთხვევაშიც კი. კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით ინიშნება მარტივი თვალის ჰერპესის დროს, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში არსებობს რქოვანას პერფორაციის რისკი. კორტიკოიდების ეფექტი ძლიერდება ჰიპოთირეოზის ან ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში. კორტიკოსტეროიდებით თერაპიის დროს შეიძლება განვითარდეს ფსიქოლოგიური დარღვევები, როგორიცაა: ეიფორია, უძილობა, განწყობის ხშირი ცვლილება, დეპრესია ან პიროვნული აშლილობა და მძიმე დეპრესია ან ფსიქოზიც კი. გარდა ამისა, კორტიკოსტეროიდების მიღებისას შესაძლოა გაძლიერდეს არსებული ემოციური ლაბილობა ან ფსიქოზური მიდრეკილებები. სტეროიდები სიფრთხილით ინიშნება არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს, თუ არსებობს პერფორაციის, აბსცესის ან სხვა ჩირქოვანი ინფექციის განვითარების რისკი, ასევე დივერტიკულიტის, ახალი ნაწლავის ანასტომოზების, აქტიური ან ლატენტური პეპტიური წყლულის, თირკმლის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის, ოსტეოპოროზის და მიასთენია გრავისის დროს.
გავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე: დიკლოფენაკისა და ბეტამეთაზონის ერთად გამოყენებამ ართრიტის მკურნალობისას შეიძლება უზრუნველყოს დამატებითი თერაპიული სარგებელი და შესაძლებელი გახდეს გლუკოკორტიკოიდების დოზის შემცირება. თუმცა, დიკლოფენაკისა და გლუკოკორტიკოიდების მიღებისას შეიძლება გაიზარდოს პეპტიური წყლულისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკი, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანგრძლივი მკურნალობის დროს, თუნდაც სერიოზული კუჭ-ნაწლავის სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. რეკომენდებულია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენება დამაკმაყოფილებელი თერაპიული ეფექტის მისაღწევად. პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენები და პეპტიური წყლულოვანი დაავადების სხვა ცნობილი რისკ-ფაქტორები (ალკოჰოლიზმი, მოწევა), მომატებული რისკის ქვეშ არიან. ხანდაზმულ ან დასუსტებულ პაციენტებს, როგორც ჩანს, უფრო დაბალი ტოლერანტობა აქვთ წყლულის ან სისხლდენის მიმართ. ფატალური კუჭ-ნაწლავის დაავადებების სპონტანური შემთხვევების უმეტესობა ამ პოპულაციურ ჯგუფში გვხვდება.
გავლენა ღვიძლზე: დიკლოფენაკით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს ერთი ან რამდენიმე ღვიძლის ფერმენტის აქტივობის მომატება. აღნიშნული დარღვევები შეიძლება პროგრესირდეს, უცვლელი დარჩეს ან იყოს დროებითი თერაპიის გაგრძელებისას. ღვიძლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია GPT-ის მონიტორინგი. დიკლოფენაკით ხანგრძლივი მკურნალობის დროს, ტრანსამინაზების დონე პერიოდულად უნდა გაიზომოს, რადგან შეიძლება განვითარდეს მძიმე ფორმის ჰეპატოტოქსიურობა დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლინების გარეშე. ექიმმა პაციენტს უნდა აცნობოს ჰეპატოტოქსიურობის ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, რაც შეშფოთების საგანია (მაგ., გულისრევა, დაღლილობა, ლეთარგია, ქავილი, სიყვითლე, ზედა მარჯვენა სეგმენტში ტკივილი და „გრიპის მსგავსი“ სიმპტომები).
ალერგიული რეაქციები: დიკლოფენაკისა და გლუკოკორტიკოიდების გამოყენებისას დაფიქსირდა ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია. სპეციფიკური ალერგიული გამოვლინებები მოიცავს ქუთუთოების, ტუჩების, ხახისა და ხორხის შეშუპებას, ჭინჭრის ციებას, ასთმას და ბრონქოსპაზმს, ზოგჯერ არტერიული წნევის დაქვეითებით. ზოგიერთ პაციენტში ასთმური შეტევის განვითარება შეიძლება უკავშირდებოდეს ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ ალერგიას. ამ შემთხვევებში, პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
სითხის შეკავება და შეშუპება: გლუკოკორტიკოიდებითა და დიკლოფენაკით მკურნალობის დროს დაფიქსირდა შეშუპება და სითხის შეკავება, ამიტომ პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ დეკომპენსაცია, არტერიული ჰიპერტენზია ან სითხის შეკავების გამომწვევი სხვა ფაქტორები. შესაძლოა საჭირო გახდეს მარილის შეზღუდვა და კალიუმის დანამატების მიღება. ნებისმიერი კორტიკოსტეროიდი აძლიერებს ორგანიზმიდან კალციუმის გამოყოფას.
გავლენა თირკმელზე: დიკლოფენაკის მიღებისას დაფიქსირდა ინტერსტიციული ნეფრიტისა და პაპილარული ნეკროზის იშვიათი შემთხვევები. თირკმლის ტოქსიკურობის კიდევ ერთი ფორმა, რომელიც ხშირად ასოცირდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან, გვხვდება პრერენალური დაავადებების მქონე პაციენტებში, რაც იწვევს თირკმლის სისხლის ნაკადის ან სისხლის მოცულობის შემცირებას, სადაც თირკმლის პროსტაგლანდინები დამხმარე როლს ასრულებენ თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში. აღნიშნულ პაციენტებში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული დაქვეითება და, მეორადად, თირკმლის სისხლის მიმოქცევის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა. ამ რეაქციის განვითარების რისკი ყველაზე მაღალია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, გულის უკმარისობა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, რომლებიც იღებენ შარდმდენებს, აგრეთვე ხანდაზმულებში. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიის შეწყვეტას, როგორც წესი, მოჰყვება მკურნალობის დაწყებამდე არსებული კლინიკური მდგომარეობისა და ლაბორატორიული პარამეტრების აღდგენა. ვინაიდან დიკლოფენაკის მეტაბოლიტები ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი.
პორფირია: ღვიძლის პორფირიის მქონე პაციენტებში დიკლოფენაკის და ანთების საწინააღმდეგო სტეროიდების მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული. პორფირიის შეტევების გამოწვევის პოსტულირებული მექანიზმი პორფირინის წინამორბედის, დელტა-ამინოლევულინის მჟავის (ALA) სტიმულაციაა.
ლაბორატორიული კვლევები: დიკლოფენაკი ანელებს თრომბოციტების აგრეგაციას სისხლდენის დროზე, პლაზმაში ფიბრინოგენის დონეზე და V და VII-XII ფაქტორებზე გავლენის გარეშე. თუმცა, დიკლოფენაკი, ისევე როგორც ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს, გარკვეულწილად მოქმედებს თრომბოციტების ფუნქციაზე. ამიტომ, პაციენტები, რომლებზეც შესაძლოა გავლენა იქონიოს ამ ქმედებამ, უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
თირკმლის უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება: ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა სხვაობები ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების თვალსაზრისით ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. თუმცა, რეკომენდებულია ამ პაციენტების მკაცრი მონიტორინგი.
ბავშვები: ბავშვებში გამოყენების ჩვენებები და დოზირების რეკომენდაციები შემუშავდა 15 წ-ზე მეტი ხნის წინ.
ხანდაზმულები: ხანდაზმული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ, ამიტომ რეკომენდებულია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენება. ხანდაზმულებში მაღალი არტერიული წნევის განვითარების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდებში. ქალებს გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული ოსტეოპოროზის განვითარების ალბათობა მაღალი აქვთ პოსტმენოპაუზურ პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დიკლოფენაკი: დიკლოფენაკი, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად:
- ასპირინი: რადგან ცვლის ორივე პრეპარატის ბიოშეღწევადობას.
- ანტიკოაგულანტები: რადგან მათ შეიძლება გავლენა იქონიონ თრომბოციტების ფუნქციაზე. ვარფარინთან ერთად მიღება უნდა მოხდეს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
- დიგოქსინი, მეთოტრექსატი, ციკლოსპორინი: რადგან მათ შეიძლება გაზარდონ ამ პრეპარატების ტოქსიკურობა თირკმლის პროსტაგლანდინებზე ზემოქმედების გზით.
- ლითიუმი: რადგან ამცირებს თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდის ლითიუმის დონეს პლაზმაში, რაც ზრდის ლითიუმის ტოქსიკურობის რისკს.
- პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები, ინსულინი: ექიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ შეცვლილი მგრძნობელობა ამ პრეპარატების მიმართ.
- შარდმდენები: რადგან შესაძლოა მათი აქტივობა დათრგუნოს. კალიუმის დამზოგავ შარდმდენებთან ერთად მიღება შეიძლება დაკავშირებული იყოს შრატში კალიუმის კონცენტრაციის მატებასთან.
- ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები: ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას დაფიქსირდა კრუნჩხვების შემთხვევები.
- ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა, მათ შორის აგფ ინჰიბიტორებმა, შეიძლება შეამცირონ ჰიპოტენზიური ეფექტი.
ბეტამეთაზონი: მიუხედავად იმისა, რომ ბეტამეთაზონი ამცირებს მინერალოკორტიკოიდულ ეფექტს, ჰიპოკალიემიის რისკი არსებობს, რომელიც გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით შემდეგ სიტუაციებში:
- შარდმდენებთან (ამცირებენ სისხლში კალიუმის დონეს), საფაღარათო საშუალებებთან ან ამფოტერიცინი B-თან ერთად მიღებისას, ან ღებინების ან დიარეის შემთხვევაში.
- როდესაც პაციენტი ერთდროულად იღებს ისეთ მედიკამენტებს, რომელთა ტოქსიკურობაც ჰიპოკალიემიით იზრდება, როგორიცაა დიგოქსინი და ნეირო-კუნთოვანი გადაცემის ბლოკატორები.
- თუ არსებობს პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების რისკი, მაგალითად, პაციენტებში QT ინტერვალის გახანგრძლივებით, სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება, რომლებიც იწვევენ პარკუჭოვან ტაქიკარდიას (ამიოდარონი, ქინიდინი, ბეპრიდილი, ინტრავენური ერითრომიცინი, ჰალოფრანტინი, პენტამიდინი, სპარფლოქსაცინი, სულტოპრიდი, ვინკამინი, ბეტრილიო, დიზოპირამიდი, სოტალოლი და ა.შ.).
სითხის შეკავებამ შეიძლება შეამციროს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტი. შესაძლოა შეამციროს ინტერფერონ ალფას ეფექტი.
ანტაციდებმა შეიძლება შეამცირონ სტეროიდების შეწოვა, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დაბალ დოზებს.
ბეტამეთაზონი, სხვა კორტიკოსტეროიდების მსგავსად, არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად:
- ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, რიფამპიცინი ან ეფედრინი: აღნიშნული პრეპარატები აძლიერებენ კორტიკოსტეროიდების მეტაბოლიზმს, რაც ამცირებს მათ თერაპიულ ეფექტს.
- ამფოტერიცინი B: კალიუმის დეფიციტის მომატების გამო.
- შარდმდენები, რომლებიც იწვევენ კალიუმის დონის შემცირებას (თიაზიდები, ფუროსემიდი), ზრდიან კალიუმის დეფიციტს და მძიმე ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს.
- საგულე გლიკოზიდები: შეიძლება გაზარდოს არითმიების განვითარების ალბათობა ან გააძლიეროს ჰიპოკალიემიასთან დაკავშირებული დიგიტალისის ტოქსიკურობა. აუცილებელია შრატში ელექტროლიტების, განსაკუთრებით კალიუმის დონის მონიტორინგი.
- ანტიკოაგულანტები: შეიძლება გააძლიერონ ან შეამცირონ ეფექტი, ამიტომ აუცილებელია დოზის კორექცია.
- სომატოტროპინი: ამ ჰორმონზე რეაგირების დათრგუნვა.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: ორსულობის დროს აღნიშნული პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. შესაბამისად, მისი გამოყენებისას აუცილებელია, რომ დედისთვის პოტენციური სარგებელი აღემატებოდეს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. არ არის რეკომენდებული ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც, როგორც ცნობილია, აინჰიბირებენ პროსტაგლანდინების სინთეზსა და გამოყოფას (ზრდიან ღია არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვის შემთხვევებს). ახალშობილები, რომელთა დედები ორსულობის დროს ღებულობდნენ კორტიკოსტეროიდებს, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ ჰიპოადრენალიზმის ნიშნების გამოსავლენად.
ლაქტაცია: კორტიკოსტეროიდები გვხვდება დედის რძეში და მათ შეიძლება შეაფერხონ ზრდა, ხელი შეუშალონ ენდოგენური კორტიკოსტეროიდების გამომუშავებას ან გამოიწვიონ სხვა არასასურველი ეფექტები. დედები, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდების ფარმაკოლოგიურ დოზებს, უნდა მოერიდონ ძუძუთი კვებას.
სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება: არ ახდენს გავლენას.
გვერდითი მოვლენები: დიკლოფენაკის გამოყენებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები.
ჰემატოლოგიური: გამოვლენის სიხშირე < 1%: ჰემოგლობინის დაბალი დონე, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლაზიური ანემია, აგრანულოციტოზი, პურპურა, ალერგიული პურპურა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გამოვლენის სიხშირე < 1%: არტერიული ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა.
ნერვული სისტემის მხრივ: გამოვლენის სიხშირე < 1%: თავბრუსხვევა, ტრემორი.
გამოვლენის სიხშირე < 1%: უძილობა, დეპრესია, დიპლოპია, შფოთვა, გაღიზიანებადობა, ასეპტიკური მენინგიტი.
გრძნობის ორგანოების მხრივ: გამოვლენის სიხშირე < 1%: მხედველობის დაბინდვა, გემოვნების დარღვევა, შექცევადი მხედველობის დაკარგვა, სკოტომა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გამოვლენის სიხშირე > 1%: დიარეა, გულისრევა, ყაბზობა, მეტეორიზმი, ღვიძლის ფერმენტების დონის დარღვევები, პეპტიური წყლული სისხლდენით ან მის გარეშე და/ან პერფორაციით, წყლული სისხლდენით ან მის გარეშე.
გამოვლენის სიხშირე < 1%: ღებინება, სიყვითლე, მელენა, სტომატიტი, კანდიდოზი, პირის სიმშრალე, კანდიდოზი და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, სისხლიანი დიარეა, ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, მადის ცვლილებები, პანკრეატიტი თანმხლები ჰეპატიტით ან მის გარეშე, კოლიტი.
სასუნთქი სისტემის მხრივ: გამოვლენის სიხშირე < 1%: ცხვირიდან სისხლდენა, ასთმა, ხორხის შეშუპება.
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: გამოვლენის სიხშირე <1%: ნეფროზული სინდრომი, პროტეინურია, ოლიგურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის მედულარული ნეკროზი, თირკმლის მწვავე უკმარისობა.
კანი და დანამატები: გამოვლენის სიხშირე > 1%: გამონაყარი, ქავილი.
გამოვლენის სიხშირე <1%: ალოპეცია, ჭინჭრის ციება, ეგზემა, დერმატიტი, ბულოზური გამონაყარი, მრავალფორმიანი ერითემა, ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი.
ზოგადი: გამოვლენის სიხშირე >1%: მუცლის ტკივილი და სპაზმები, თავის ტკივილი, სითხის შეკავება, შებერილობა.
გამოვლენის სიხშირე <1%: ასთენია, ტუჩებისა და ენის შეშუპება, ფოტომგრძნობელობა, ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური რეაქციები.
კორტიკოსტეროიდების გამოყენებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ჰიდროელექტროლიტური დარღვევები: ნატრიუმის შეკავება, კალიუმის კარგვა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, სითხის შეკავება, გულის შეგუბებითი უკმარისობა მიდრეკილ პაციენტებში, არტერიული ჰიპერტენზია.
ძვლოვან-კუნთოვანი სისტემის მხრივ: კუნთების სისუსტე, მიოპათია, კუნთოვანი მასის დაკარგვა, მიასთენიის სიმპტომების გამწვავება მიასთენია გრავისის დროს, ოსტეოპოროზი, ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობები, ბარძაყისა და მხრის ძვლის თავის ასეპტიკური ნეკროზი, გრძელი ძვლების პათოლოგიური მოტეხილობები, მყესების გაწყვეტა.
დერმატოლოგიური: ჭრილობების შეხორცების შეფერხება, კანის ატროფია და გათხელება, მყიფე კანი, პეტექიები და ექქიმოზები, სახის ერითემა, მომატებული ოფლიანობა, კანის სინჯებზე რეაქციების დათრგუნვა, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება.
ნევროლოგიური: კრუნჩხვები, ქალასშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის თვალშიდა ნაწილის შეშუპებით (pseudotumor cerebri), როგორც წესი, მკურნალობის შემდეგ, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
ენდოკრინული: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, კუშინგოიდური მდგომარეობის განვითარება, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდა-განვითარების შეფერხება ან ზრდის შეფერხება ბავშვთა ასაკში, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ან ჰიპოფიზის მეორადი რეაქციის არარსებობა, განსაკუთრებით სტრესულ სიტუაციებში, როგორიცაა ტრავმა, ქირურგიული ჩარევა ან დაავადება. ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, ლატენტური შაქრიანი დიაბეტის გამოვლინებები, ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მომატებული მოთხოვნილება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
ოფთალმოლოგიური: უკანა სუბკაფსულური კატარაქტა, თვალშიგა წნევის მომატება, გლაუკომა, ეგზოფთალმი.
მეტაბოლური: ცილის კატაბოლიზმის გამო აზოტის უარყოფითი ბალანსი.
ფსიქიკური: ეიფორია, განწყობის ცვალებადობა, მძიმე დეპრესია აშკარა ფსიქოზური გამოვლინებებით, პიროვნული ცვლილებები, მომატებული გაღიზიანებადობა, უძილობა.
სხვა: ანაფილაქტოიდური ან ჰიპერტენზიული რეაქციები, ასევე არტერიული ჰიპოტენზია ან შოკის მსგავსი რეაქციები. ციანოკობალამინი და ჰიდროქსოკობალამინი: ჰიპერვიტამინოზი და გვერდითი მოვლენები მათი გამოყენებისას არ დაფიქსირებულა.
დოზის გადაჭარბება: გლუკოკორტიკოიდების დოზის გადაჭარბების გამო ტოქსიკურობის ან სიკვდილის იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, როგორც წესი, აღინიშნება ლეთარგია, ძილიანობა, გულისრევა, ღებინება და ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, შესაძლოა განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, თუმცა ძალიან იშვიათად, არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, სუნთქვის დათრგუნვა და კომა.
დოზის გადაჭარბების საწყისი მკურნალობა: პაციენტის საფუძვლიანი კლინიკური გამოკვლევის შემდეგ მნიშვნელოვანია განისაზღვროს ბოლო მიღებიდან გასული დრო, მიღებული შხამის რაოდენობა და გამოირიცხოს გარკვეული პროცედურების უკუჩვენებები, შემდეგ სპეციალისტი გადაწყვეტს მკურნალობის ფორმას: პირღებინება თუ კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი და მარილიანი საფაღარათო საშუალება (აქტივირებული ნახშირის მიღებიდან 45-60 წუთის შემდეგ), ჰემოდიალიზი.
ფარმაკოდინამიკური თვისებები: დიკლოფენაკი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ძირითადად სომატური სტრუქტურების, როგორიცაა კუნთები და სახსრები, და განსაკუთრებით რევმატული და ტრავმული პროცესების დროს. აღნიშნული ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია ბრადიკინინის ანტაგონიზმითა და პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის ინჰიბირებით.
ბეტამეთაზონი აღწევს უჯრედის მემბრანაში, სადაც ის უკავშირდება სპეციფიკურ ციტოპლაზმურ რეცეპტორებს. შემდეგ კომპლექსი შედის ბირთვში, სადაც უკავშირდება სხვა ტრანსკრიფციის ფაქტორს და დნმ-ს, რაც იწვევს ინდუქციას და გენის დათრგუნვას, რაც საბოლოოდ იწვევს მის ანთების საწინააღმდეგო, იმუნოსუპრესიულ და მინერალოკორტიკოიდულ ეფექტებს.
ვიტამინი B12, ციანოკობალამინის ან ჰიდროქსოკობალამინის სახით, თავისი კოენზიმების მეშვეობით, მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესში, მათ შორის მიელინის სინთეზში, ნერვული და პერიფერიული სისტემების მთლიანობისთვის აუცილებელი ლიპოპროტეინი (ანტინევრიტული მოქმედება).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები: დიკლოფენაკი: შეწოვა იწყება მიღებისთანავე. შეწოვილი პრეპარატის რაოდენობა მიღებული დოზის პროპორციულია. ფარმაკოკინეტიკური პროფილი არ იცვლება განმეორებითი მიღებისას. დოზებს შორის რეკომენდებული ინტერვალების დაცვის შემთხვევაში კუმულაცია არ აღინიშნება. 99%-ზე მეტი უკავშირდება ცილებს, ძირითადად ალბუმინს. დიკლოფენაკი აღწევს სინოვიურ სითხეში. სინოვიურ სითხეში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევიდან 2-4 საათში. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევიდან ორი საათის შემდეგ, აქტიური პრეპარატის კონცენტრაცია სინოვიურ სითხეში უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმაში და რჩება უფრო მაღალი კიდევ 12 საათის განმავლობაში. მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად მოლეკულის გლუკურონიზაციის გზით, რის დროსაც წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტები. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1-2 საათია. დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდით, 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით, ხოლო მიღებული დოზის დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით ნაღველისა და ფეკალური მასების საშუალებით .
ბეტამეთაზონი: სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 1-2 საათში. ძლიერად უკავშირდება პლაზმის ცილებს, მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 24 საათს და გამოიყოფა შარდით. პრეპარატის მნიშვნელოვანი ნაწილი ორგანიზმიდან გამოიყოფა უცვლელი სახით, ხოლო დანარჩენი ნაწილი – კონიუგირებული მეტაბოლიტების სახით. ბეტამეთაზონი კვეთს პლაცენტას და მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში.
ვიტამინი B12: პერორალურად მიღებისას, სწრაფად შეიწოვება წვრილ ნაწლავში. შეწოვა დაკავშირებულია შინაგანი ფაქტორის არსებობასთან. პარენტერალურად მიღებისას მთლიანად შეიწოვება. ახასიათებს მაღალი აფინურობა ტრანსკობალამინის მიმართ. მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა შარდის, ნაღველისა და სეკრეტების საშუალებით. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები: მონაცემები არ არის.
ფარმაცევტული მახასიათებლები: დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი:Monobasic Sodium phosphate BP (Anhydrous),Disodium Hydrogen Phosphate BP (Anhydrous), Disodium Edetate BP, Sodium Chloride BP, Benzyl Alcohol BP, Propylene Glycol USP, Water for Injection BP შეუთავსებლობა: მონაცემები არ
ვარგისობის ვადა: 24თვე შენახვის განსაკუთრებული პირობები: ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, თავდაპირველ შეფუთვაში. მოარიდეთ სინათლეს.
შეფუთვა: 3 მლ 5 ამპულა დაფასოებულია ბლისტერში, რომელიც მოთავსებულია კოლოფში.
მწარმოებელი: Kwality Pharmaceuticals Ltd ინდოეთი
