ფარმაცევტული კომპანია ნიუ ფარმა და ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ორგანიზებით, 2024 წლის 15 მარტს, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის საკონფერენციო დარბაზში  გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა თბილისის სამედიცინო საზოგადოება (ოჯახის ექიმები, ნევროლოგები).

კონფერენცია მიეძღვნა ძილის მსოფლიო დღეს.

მოხსენებით წარსდგა:

ნათია ჯაში – კომპანია ნიუ ფარმას პროდუქციის მთავარი მენეჯერი, თემით:

ნიუ ფარმას ნევროლოგიური პორტფოლიო

გელა ბესელია – მედიცინის აკადემიური დოქტორი, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის აფილირებული პროფესორი, თემით:

„მეხსიერების ნეირობიოლოგია“

იოსებ დუშაშვილი – ნევროლოგი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის (AHT)”

ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თემით:

არის ეს დემენციის დასაწყისი?

ნინო გზირიშვილი – ნევროლოგი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის (AHT)” ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების მიმართულების ხელმძღვანელი, თემით:

„ძილის აპნოე და მეხსიერების დარღვევები“

ღონისძიების  დასასრულს გაიმართა სასიამოვნო ვახშამი.