30 მარტს ჩაქვში, სასტუმრო ,,Dreamland Oasis”-ში ჩატარდა, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის 45-ე რეგიონული კონფერენცია.

კონფერენციას სპონსორობას უწევდა ფარმაცევტული კომპანია ,,New Pharma”, რომლის ეგიდით მოხსენებით წარსდგა, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგისა და საქარველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ ტუბერკულოზის დეპარტამენტის პროფესორი, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის განყოფილების ხელმძღვანელი, ეროვნული პრემიის ლაურეატი მედიცინაში, ბ-ნი კახა ვაჭარაძე.

თემა: „რესპირაციული ინფექციების მართვის თანამედროვე ასპექტები“.

კონფერენციას ესწრებოდა 120-მდე დელეგატი.