30 ოქტომბერს, სასტუმრო კომპლექს „Pantap’s signature”-ში ჩატარდა საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის რიგით 38-ე კონგრესი, რასაც ესწრებოდა დასავლეთ საქართველოს რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე წარდგენილი იყო აქტუალური და საინტერესო თემები სხვადასხვა პათოლოგიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით.
ფარმაცევტული კომპანია „ნიუ ფარმა“ ს ეგიდით მომხსენებელი გახლდათ ამიერკავკასიის ექიმთა ლიგისა და საქარველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ ტუბერკულოზის დეპარტამენტის პროფესორი, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის განყოფილების ხელმძღვანელი, ეროვნული პრემიის ლაურეატი მედიცინაში, ბ-ნი კახა ვაჭარაძე. თემა : „ კოვიდ 19 და ჯანსაღი იმუნიტეტის ძალა“ .