რკინა საკვებ ნივთიერებებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია.
ორგანიზმი რკინას იყენებს ჰემოგლობინის წარმოსაქმნელად.

ჰემოგლობინი -ცილაა, რომლითაც სისხლის წითელი უჯრედები – ერითროციტები ორგანიზმს ჟანგბადით ამარაგებენ.
მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში არსებული არაჰემური რკინის მხოლოდ 1-5% აითვისება, რისთვისაც აუცილებელია C და B ჯგუფის ვიტამინები.
რკინის დღიური ნორმა (RDI) დამოკიდებულია ასაკსა და სქესზე.
რკინის დეფიციტი იწვევს რკინადეფიციტურ ანემიას – ეს მდგომარეობა განსაკუთრებით მოქმედებს: ჩვილი და მოზარდი ბავშვების გონებრივ განვითარებაზე, ორსულობის მიმდინარეობაზე და ხანდაზმული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ჯანმოს მონაცემებით რკინადეფიციტური ანემიით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 1,8 მილიარდს შეადგენს, რკინადეფიციტური მდგომარეობა კი ორჯერ მეტ ადამიანს აღენიშნება. სხვადასხვა გენეზის ანემიათა შორის რკინადეფიციტურ ანემიაზე მოდის 70-80% და ყველაზე ხშირად გვხვდება რეპროდუქციული ასაკის, ორსულ და მეძუძურ ქალთა შორის, აგრეთვე ადრეული და პუბერტული ასაკის ბავშვებში. მსოფლიოში ორსული ქალების თითქმის ნახევარი სავარაუდოდ ანემიურია.

ბოლო წლებში საქართველოში მოიმატა რკინადეფიციტური ანემიით ავადობამ.
რკინადეფიციტური მდგომარეობის გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია:
მალნუტრიცია

რკინის შეწოვისა და ტრანსპორტის დარღვევა

საკვებში რკინის შეწოვისთვის აუცილებელი ნივთიერებების არარსებობა

რკინის გაზრდილი ხარჯვა
ნაწლავთა დისბიოზი

ჰელმინთოზი

ინფექციური და ქრონიკული დაავადებები
რკინის დეფიციტის კლინიკური სიმპტომებია:
სისუსტე, სწრაფად დაღლა
უმადობა და ანორექსია
გემოვნების გაუკუღმართება
მუცლის ტკივილი, განსაკუთრებით ჭიპის მიდამოში
გულისრევა და პირღებინება
შეკრულობა და მუცლის ტკივილი
[image align=”” image_size_alias=”” image_alt=”” margin_top=”” margin_right=”” margin_bottom=”” margin_left=”” action=”none” image_action_link=”#” target=”_self” link_title=”” sc_id=”sc616463846205″]https://newpharma.ge/wp-content/uploads/2023/03/Untitled-2.jpg[/image]
მალნუტრიციასთან ასოცირებული რკინის დეფიციტის დროს:
ქვეითდება იმუნიტეტი,
მნიშვნელოვნად იზრდება ბავშვის მგრძნობელობა ინფექციური დაავადებებისადმი
ჩნდება ენერგიის დეფიციტი
მცირდება ბავშვის პროდუქტიულობა, რაც უარყოფითად აისახება მის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე
კომპანია ,,ნიუ ფარმა” წარმოგიდგენთ რკინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის ევროპული წარმოების რკინის პრეპარატს:
ნიუფეროლი 
ინოვაციური კომბინაცია:
რკინის ბისგლიცინატი 30მგ – სპეციალური, ნანო-ტექნოლოგიით შექმნილი ელექტრონულად ნეიტრალური რკინა.
ვიტამინი C – 12მგ
ვიტამინი B12 – 2,5მკგ
ადვილად ათვისებადია და სწრაფად შეიწოვება 75%-ით აღემატება რკინის სხვა ფორმების (ფუმარატი, სულფატი) ბიოშეღწევადობას
არ იშლება კუჭის წვენის ზემოქმედებით
არ ახასიათებს გვერდითი მოვლენებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად
მიღების შემდეგ არ ტოვებს მეტალის გემოს
აქვს ვაშლის სასიამოვნო არომატი
გამოირჩევა ინოვაციური გამოშვების ფორმით
ჩვენებები:
რკინის ლატენტური და მანიფესტური დეფიციტი
რკინის მიმართ გაძლიერებული მოთხოვნა შემდეგ შემთხვევებში:
არაბალანსირებული კვება, ვეგეტარიანელობა, პუბერტატული და ხანდაზმული ასაკი
რკინის შეწოვის დარღვევა (კუჭ-ნაწლავის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს)
რკინის კარგვით მიმდინარე მდგომარეობები: დისმენორეა, სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლდენები, ქირურგიული ჩარევის წინა და შემდგომი პერიოდი
კომფორტული დოზირების რეჟიმი: 1 ფლაკონი 1-ჯერ დღეში