ფარმაცევტულმა კომპანია „ნიუ ფარმა“-მ , საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, პირველმა განახორციელა ბოლო თაობის ანტითრომბოზული საშუალების, P2Y12 რეცეპტორების ინჰიბიტორის პრასუგრელის იმპორტი . პრასუგრელის სავაჭრო სახელწოდებაა „სუგრელი“.
“სუგრელი” ესპანური წარმოების მედიკამენტია (კომპანია „LESVI“ ), გააჩნია ბიოექვივალენტური კვლევა პრასუგრელის ორიგინალ ნივთიერებასთან („Effient” კომპანია „LILY).
სუგრელი გამოიყენება ორმაგი ანტითრომბოზული თერაპიისას (DABT), ასპირინთან ერთად მწვავე კორონარული სინდრომის დროს პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ პირველადი, ან განმეორებითი კორონარული ჩარევა. პრასუგრელი მოწოდებულია STEMI, NSTEMI გაიდლაინების მიხედვით ორმაგ ანტითრომბოზულ თერაპიაში. წარმოადგენს მკურნალობის ევროპულ სტანდარტს.
„სუგრელის“ შესახებ ინფორმირების მიზნით კომპანია „ნიუ ფარმა“ ს მიერ ორგანიზებული იქნა ონლაინ პრეზენატციები, ასევე, სხვადaსხვა კლინიკისთვის, პანდემიური ვითარების გათვალისწინებით, რეგულაციების დაცვით, ადგილზე ჩატარდა მრგვალი მაგიდები.
ამჟამად „სუგრელი“ აქტიურად გამოიყენება საქართველოს ყველა რეგიონში, წამყვან კარდიოლოგიურ, თუ მულტიპროფილურ კლინიკებში, სადაც კარდიოინტერვენცია ტარდება.