3 ივლისს კომპლექსში – „ვილა მოსავალი“,   ფარმაცევტული კომპანია „ნიუ ფარმა“-ს ორგანიზებით  გაიმართა ღონისძიება კარდიოლოგთა საზოგადოებისთვის, რომელსაც ესწრებოდა ,,აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ ექიმები.

ღონისძიებას უძღვებოდა: აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ქირურგიის სტაციონარის ხელმძღვანელი, MD კარდიოლოგი, რითმოლოგი – ნიკა ქურიძე, თემით: „ პრასუგრელის როლი გულის იშემიური დაავადებების მკურნალობაში “.

შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქციულ რეჟიმში, დამსწრე ექიმების მიერ განხილულ იქნა  კონკრეტული კლინიკური ,,ქეისები”  სხვადასხვა ანტიაგრეგანტებით თერაპიისას.

კონფერენციას ესწრებოდა კარდიოლოგიური პროფილის 30 ექიმი.

დასასრულს  გაიმართა სასიამოვნო ვახშამი.