ოსტეოართროზი სახსრების დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც იწვევს ტკივილს და ფუნქციის შეზღუდვას, ინვალიდიზაციას და ცხოვრების ხარისხის გაუარესებას.
ცხოვრების პერიოდში სახსარი მძაფრად რეაგირებს ისეთ სტერეოტიპებზე, როგორიცაა, მრავალჯერადი მიკროტრავმები, განვითარებული სხვადასხვა სახის მუშაობის, სირბილის, ხტომის და ა.შ. აღნიშნული სისტემატიური დატვირთვა იწვევს ნაწილი ბოჭკოების დაშლას, თუმცა ფიზიოლოგიურად ჯანმრთელ სახსარში ხდება ისეთივე რაოდენობის ბოჭკოების სინთეზი და ბალანსი არის დაცული.
ოსტეოართროზი ვითარდება ახალი ბოჭკოების წარმოქმნისა და დაშლის თანაფარდობის დარღვევით. შედეგად ხრტილი ხდება უფრო გამომშრალი, მტვრევადი და მცირედი დატვირთვაც იწვევს ბოჭკოების დაშლას.
პროცესის პროგრესირებასთან ერთად ხრტილოვანი ფენა სულ უფრო თხელდება და საბოლოოდ იშლება.
ხრტილთან ერთად იცვლება ძვლოვანი ქსოვილიც და ვითარდება ძვლოვანი წანაზარდები, რაც წარმოადგენს სახსრის დეფორმაციის მიზეზს.
ოსტეოართროზი არის პროგრესირებადი დაავადება და მისგან განკურნება შეუძლებელია, თუმცა სწორი მკურნალობით შესაძლებელია ტკივილის შემცირება და მოძრაობის გაადვილება:
- მედიკამენტოზური თერაპია;
- ცხოვრების წესის შეცვლა;
- ფიზიკური ვარჯიშები;
- ჭარბი წონის შემთხვევაში კლება;
მნიშვნელოვნად ამცირებს ოსტეოართროზის კლინიკურ სიმპტომებს.
დღეისათვის, ოსტეოართროზის მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდებს წარმოადგენს სიმპტომური მკურნალობა.
სწორედ აღნიშნული ფაქტის გამო, დიდი ინტერესი გამოიწვია ნუტრიენტების ჩართულობამ ოსტეოართროზის მართვაში.
მრავალი კლინიკური კვლევა ადასტურებს რამოდენიმე ნუტრიენტის და საკვები დანამატის ეფექტურობას ოსტეოართროზის მენეჯმენტში.
ზოგიერთი კვლევის შედეგები ნამდვილად დამაიმედებელია და მათ აქვთ გაცილებით მეტი პოტენციალი, რაც კიდევ უფრო ღრმა კვლევებით არის დასადასტურებელი.
ართრამუვი – იდეალური ქონდროპროტექტორი
კვლევებით დადასტურებული კომპონენტების კომბინაცია!
გლუკოზამინის სულფატი
გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა – 98%, შეიწოვება ძალიან სწრაფად, კუჭზე ზედმეტი დატვირთვის გარეშე. აღწევს უშუალოდ ხრტილში და უზრუნველყოფს ხრტილის რეგენერაციას.
კოლაგენი ტიპი II
ანიჭებს სახსრის ქსოვილს ელასტიურობას და დატვირთვისადმი გამძლეობას, უზრუნველყოფს სახსრების და ხერხემლის „გაძლიერებულ კვებას“ და თავისუფალ მოძრაობას.
ჰიალურონის მჟავა
ამცირებს ძვლების სახსროვან ზედაპირებს შორის ხახუნს, ასრულებს რა სახსრის „საცხის“ როლს, უზრუნველყოფს რბილ მოძრაობას.
ასევე კომპონენტები, რომელთაც გააჩნიათ ძლიერად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური აქტივობა.
BOSWELLIA SERRATA (ბოსველია სერატა)
ბოსველია სერატას მაღალი კონცენტრატი – ბოსველიის მჟავების შემცველობა 65%. არასტეროიდებისათვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების გარეშე ამცირებს ხრტილოვან ქსოვილში დეგენერაციულ პროცესებს და ხელს უწყობს აღნიშნული ქსოვილის აღდგენას.
CURCUMA LONGA 95% EXTRACT (ცედრა)
თრგუნავს არაქიდონის მჟავას და აინჰიბირებს ანთებით მედიატორებს.
ZINGIBER OFFICINALE (ჯანჯაფილი)
მრავალი კლინიკური კვლევის მეტაანალიზი ცხადყოფს, რომ ჯანჯაფილი შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც არასტეროიდების ალტერნატიული საშუალება პაციენტებში ოსტეოართროზის სამკურნალოდ.
FDA-ის მიერ მინიჭებული აქვს GRAS-ის წოდება, რაც ნიშნავს აბსოლუტურად უსაფრთხოს