ფარმაცევტული კომპანია „ნიუ ფარმა“-მ 2024 წლის 20 იანვარს კორპორატიული ღონისძიება კოსტიუმირებული წვეულებით აღნიშნა.
წვეულება რესტორან „შატო დე ვერე“-ში გაიმართა. იყო ბევრი მხიარულება, გართობა, წამახალისებელი თამაშები. საღამო შესანიშნავ გარემოში, ცოცხალი მუსიკის თანხლებით წარიმართა. თანამშრომლების სასიამოვნო განწყობაზე ზრუნავდა წამყვანი, მუსიკალური ბენდი და დიჯეი სასიამოვნო მუსიკის ფონზე, საინტერესო გასართობი პროგრამითა და ცეკვებით.
„ნიუ ფარმელებმა“ ერთად აღნიშნეს კიდევ ერთი წარმატებული წელი.