20 ნოემბერს, ფარმაცევტული კომპანია „ნიუ ფარმა“-ს ეგიდით, გაიმართა ღონისძიება დასავლეთ საქართველოს (იმერეთი) ტრავმატოლოგია-ორთოპედიული საზოგადოებისთვის.
მოხსენებით წარსდგა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ტრავმატოლოგიური განყოფილების გამგე, საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი, ბ-ნი ზურაბ ხაბეიშვილი. თემა გახლდათ; „კლინიკური შემთხვევები ტრავმატოლოგია-ორთოპედიულ პრაქტიკაში“.
ღონისძიება გაიმართა საკონფერენციო/სასტუმრო კომპლექსში „ჩიქოვანების მამული“, დასრულდა სასიამოვნო ვახშმით.