2022 წლის 17-18 დეკემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში, საქართველოს პედიატრიული ოფთალმოლოგიის და სტრაბიზმოლოგიის, საქართველოს ახალგაზრდა ოფთალმოლოგთა საზოგადოების და International Society for Eye and Vision Research ეგიდით, გაიმართა თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენცია – TIOC 2022.
კონფერენციას სპონსორობას უწევდა ფარმაცევტული კომპანია “New Pharma”.
კონფერენცია გაიმართა „საქართველოს ოფთალმოლოგიური ასოციაციის“ თანამონაწილეობით.
კონფერენცია მულტიპროფილური გახლდათ და წარმოდგენილი იყო როგორც სამეცნიერო მოხსენებები ისე სალექციო ნაწილი.
ღონისძიებას ესწრებოდა 300 დელეგატი.