2022 წლის 14 ივნისს, ქ. ქუთაისში ოფთალმოქირურგ ლევან ადეიშვილის ინიციატივით გაიმართა სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია „დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე ასპექტები ოფთალმოლოგიაში“.
მომხსენებელთა თემებში განხილული იყო ოფთალმოლოგიის თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები. კონფერენციაში მონაწილეობდა ქ. ქუთაისის სხვადასხვა კლინიკის ოფთალმოლოგები.
ღონისძიებაზე მიწვეული იყო ფარმაცევტული კომპანია „ნიუ ფარმა“, სადაც პროდუქციის მენეჯერი სალომე დევდარიანი წარსდგა თემით: „ნიუ ფარმა-ს პორტფოლიო“.
საღამოს გაიმართა სასიამოვნო ვახშამი.