ფარმაცევტული კომპანია “ნიუ ფარმა”-ს ორგანიზებით, 2023 წლის 19 მაისს “ლისი მერე”-ში გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა თბილისის და აღმოსავლეთ საქართველოს უროლოგები/ნეფროლოგები.

მოხსენებით წარსდგა უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ბ-ნი ალექსანდრე ხელაია, თემით:

“აქტუალური საკითხები ამბულატორიულ უროლოგიურ პრაქტიკაში”.

ნათია ჯაში – კომპანია “ნიუ ფარმა”-ს პროდუქციის მთავარი მენეჯერი, თემით:  “ნიუ ფარმას პორტფოლიო”.

გიორგი კოხოძე – კომპანია „ნიუ ფარმა“-ს პორდუქციის მენეჯერი, თემით: “ანტიბიოტიკების პორტფოლიო”.

ღონისძიების  დასასრულს გაიმართა სასიამოვნო ვახშამი.