30.05.2019 კომპანია ” ნიუ ფარმა”ს ორგანიზებით, ციხისძირში , სასტუმრო “კასტელო მარე”-ში ,  გაიმართა ღონისძიება თემაზე “ანტითრომბოზული თერაპია ექიმის ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში”.  თემის მომხსენებელი გახლდათ მოწვეული “სპიკერი” რუსეთიდან: ანტონ სერგეევიჩ სკოტნიკოვი: მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი,მედიკო სოციალური ექსპერტიზის, გადაუდებელი და პოლიკლინიკური თერაპიის კათედრის დოცენტი, ექიმი თერაპევტი, კლინიკური ფარმაკოლოგი. „კომორბიდული პათოლოგიებისა და რაციონალური მედიცინის“ ცენტრის ხელმძღვანელი;
თემა ეხებოდა ანტითრომბოზულ თერაპიას სხვადასხვა პათოლოგიებისა და კომორბიდული მდგომარეობების დროს, განხილულ იქნა ინდივიდუალური და თანამედროვე მიდგომების ასპქტები, კლინიკური ქეისები და გაჟღერდა ბევრი საინტერესო დეტალი.
 ღონისძიებას ესწრებოდა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წამყვანი სპეციალისტები.
 საღამო დასრულდა სასიამოვნო ვახშმით.