რა არის ალერგენი?

ალერგენი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციას. ყველაზე გავრცელებული ალერგენებია:

  • საყოფაცხოვრებო
  • კვებითი
  • გარემოში არსებული სხვადასხვა

ინჰალაციური ალერგია

ყველაზე გავრცელებული ალერგიაა მთელ მსოფლიოში. ჩვენს ირგვლივ გარემო სავსეა ალერგენული ნივთიერებებით. მათთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების დამამძიმებელი სიმპტომები.

ალერგენების ჯგუფი, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ ინჰალაციურ ალერგიას:

  • ოთახის მტვრის ტკიპების ალერგენები
  • ყვავილის მტვერი
  • სოკოს სპორების ალერგენები
  • შინაური ცხოველების ალერგენები

მათთან კონტაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული დაავადებები:

  • ბრონქული ასთმა
  • ალერგიული რინიტი
  • ალერგიული კონიუნქტივიტი
  • ატოპიური დერმატიტი

საყოფაცხოვრებო მტვერი ალერგიული რეაქციების გამომწვევი ყველაზე გავრცელებული ფაქტორია. ის შეიცავს სახლში არსებულ თითქმის ყველა ალერგენს. მიუხედავად იმისა, რომ საყოფაცხოვრებო მტვრის მიმართ სენსიბილიზაცია ხდება მთელი წლის განმავლობაში, მისი გამწვავება დიაგნოსტიკური წინაპირობაა. იგი ვლინდება დილით და ღამით, ყველაზე ხშირად შემოდგომაზე და ზამთარში (ბინების გათბობისას).

 

კომპანია „ნიუ ფარმა“ წარმოგიდგენთ ევროპული ხარისხის, ალერგენებთან ბრძოლის უალტერნატივო საშუალებას, ოთახის მტვრის ალერგენების გამანეიტრალებელ სპრეის – ალერიქსი !

როგორ გამოვიყენოთ ალერიქსის სპრეი?

ალერიქსის სპრეის გამოყენება რეკომენდებულია რბილ და ტექსტილის ზედაპირებზე, სადაც ოთახის მტვრის ალერგენების მაღალი კონცენტრაციაა.

  • მატრასები, დივნები,  საბნები და ბალიშები, რბილი ავეჯი, ხალიჩები და ა.შ.

 

 გამოყენების წესი:

  1. გახსენით სპრეი „ON” ღილაკზე ხელის დაჭერით.
  2. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ კონტეინერი.
  3. მოხსენით გადასაკრავები მატრასებს, საბნებს და ბალიშებს.
  4. შეასხურეთ ნივთებს ან ზედაპირებს ორივე მხრიდან დაახლოებით 20-30 სმ-ის მანძილიდან ზევით-ქვევით მოძრაობით.
  5. შესხურებული ზედაპირების გამოყენება შესაძლებელია ნივთების გაშრობის შემდეგ.
  6. საჭიროების შემთხვევაში, შესხურების შემდეგ გაანიავეთ ოთახი.

 

რა უპირატესობა აქვს ალერიქსის გამოყენებას ალერგიულ პაციენტებში?

  • ანეიტრალებს ოთახის მტვრის ალერგენებს
  • ზრდის ალერგიის მკურნალობის ეფექტურობას
  • ამცირებს ალერგიის სიმპტომებს
  • ამცირებს ალერგიის განვითარებას და მისი გამწვავების რისკს
  • აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს

 

ალერიქსის სპრეის ეფექტი გრძელდება 6 თვის მანძილზე და თანდათანობით გამოთავისუფლებული ინგრედიენტები უსაფრთხოა ადამიანებისა და ცხოველებისთვის.

  • გამოიყენება მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის
  • არ შეიძლება უშუალოდ ადამიანის ან ცხოველის კანზე გამოყენება
  • უნდა იქნეს მორიდებული შეხებას თვალებთან, პირთან, ცხვირთან და ყელთან
  • ამ ადგილებში კონტაქტის შემთხვევაში უნდა იქნეს ჩამობანილი 10-15 წუთის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყლით
  • აქვს ნეიტრალური სუნი
  • არ ტოვებს ლაქებს

ალერიქსის სპრეიმ გაიარა ტოქსიკოლოგიური და დერმატოლოგიური  ტესტები.

მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია კლინიკური კვლევებით.

ალერიქსი 400 მლ სპრეი საკმარისია 40მ2 ზედაპირის დასამუშავებლად.