ფარმაცევტული კომპანია „ნიუ ფარმა“-ს ეგიდით, 27 მაისს საკონფერენციო/სასტუმრო კომპლექსში „შატო კვირიკე“, გაიმართა ღონისძიება აჭარისა და გურიის  სამედიცინო საზოგადოებისთვის.

მოხსენებით წარსდგა ბათუმის გულ-სისხლძარღვთა და ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი, ინტერვენციული კარდიოლოგი – მედიცინის დოქტორი, ბ-ნი იოსებ სიხარულიძე, თემით: ათეროსკლეროზის მართვის თანამედროვე პრინციპები “.

კონფერენციას ესწრებოდა სხვადასხვა პროფილის 150 ექიმი, ღონისძიების დასასრულს კი გაიმართა სასიამოვნო ვახშამი.