Что делать, если ваша кожа покраснела, устала и у нее появилась сыпь на солнце или при ходьбе? Это происходит, если у вас повышенная чувствительность к ультрафиолетовым лучам (светочувствительность). Врачи сообщают о тысячах новых случаев этого неприятного события каждый год. Поэтому лучше заранее знать, чего ожидать от аллергии на солнце, чтобы вы могли действовать быстро и правильно, если это необходимо.

რა არის „მზის ალერგია“?

მზის ალერგია იმუნური სისტემის რეაქციაა მზის სინათლეზე. იმუნური სისტემა, მზეზე  ყოფნის შემდეგ გარუჯულ კანზე იწყებს ე.წ. იმუნური ანტისხეულების რეაგირებას, რაც გამოიხატება კანის შეწითლებით, შესივებით, კანის ზედაპირზე ნახეთქებით ან სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნით. ალერგიის ნიშნები შესაძლოა გამოვლინდეს მზეზე გასვლისას მომენტალურად ან მზეზე ყოფნიდან გარკვეული დროის შემდეგ (რამდენიმე დღის შემდეგაც კი)
laugh
„მზის ალერგია» არაოფიციალური ტერმინია, რომლის გავრცელებული სახეობებია:
☀️ პოლიმორფული გამონაყარი სინათლეზე (‘მზით მოწამვლა“) — ეს ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული „მზის ალერგიის“ ფორმაა და ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:
✅ სიწითლე
✅ ქავილი
✅ გამონაყარი (წვრილმარცვლოვანი ან ბუშტუკოვანი)
-> სიმპტომები ვლინდება მზეზე ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ
 
☀️ მზისმიერი ურტიკარია ( ჭინჭრის ციება) — „მზის ალერგიის“ შედარებით იშვიათი ფორმაა და ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:
✅ჭინჭრის ნასუსხისმაგვარი გამონაყარი
✅შეშუპება
✅ქავილი
-> სიმპტომები ვლინდება სწრაფად, მზეზე ყოფნის შემდეგ რამოდენიმე წუთიდან რამოდენიმე საათში

 ვის ემუქრება „მზის ალერგია“?

რისკის ჯგუფში არიან დაბალი იმუნიტეტის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების მქონე პირები, ორსულები, ბავშვები, ასევე ღია პიგმენტაციის მქონე ადამიანები ( თეთრი ფერის კანი, ღია ფერის თმა, თვალები..)

გაითვალისწინეთ!

მზის სხივების მიმართ მმგრძნობელობის მომატება შეიძლება მედიკამენტებმაც გამოიწვიოს. მაგალითად,  აქტიური მზის ფონზე ძლიერი ალერგოიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი ანტიბიოტიკის, ანტიდეპრესანტის, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, ვიტამინების (B6, B2) მიღებამ.

☀️ რეკომენდაციები რუჯის მოყვარულთათვის:

  • არასასურველია გარუჯვამდე სუნამოს, ტუალეტის წყლის, დეოდორანტებისა და კრემების გამოყენება! (მზისგან დამცავი საშუალებების გარდა, (მათში შემავალ არომატულ ზეთებს, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდეგ, არასასურველი რეაქციების გამოწვევა შეუძლია) ;
  • თუ მზით გამოწვეული ალერგიისკენ მიდრეკილი ხართ, ატარეთ მხოლოდ ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი სამოსი;
  • შეძლებისდაგვარად დაიფარეთ ღიად დარჩენილი ადგილები;
  • სანაპიროზე ან აუზზე წასვლის წინ ორი კვირით ადრე დაიწყეთ კალციუმის პრეპარატის მიღება( კალციუმი ამცირებს მზის ალერგიის გაჩენის ალბათობას, თუმცა არ იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან!);
  • პირველ დღეებში მზეზე 15 წუთზე მეტ ხანს ნუ გაჩერდებით, შემდგეგ ეს დრო თანდათანობით გაზარდეთ;
თუ ვერ მოახერხეთ ალერგიული რეაქციის თავიდან აცილება, მდგომარეობის გაუმჯობესებაში გარეგანი მოხმარების ანთების საწინააღმდეგო საშუალებები  და ანტიჰისტამინური პრეპარატები დაგეხმარებათ!

დავამარცხოთ მზის სიყვარულის  „ისტერია“, ჰისტერთან ერთად!

  • სამმაგი მოქმედება: ანტიჰისტამინური, ანთებისსაწინააღმედო, ანტიალერგიული;
  • არ გააჩნია სედაციური ეფექტი;
  • თერაპიული დოზებით მიღებისას არ მოქმედებს ფსიქომოტორულ რეაქციებზე;
  • საჭმლის მიღება და ალკოჰოლი (განსხვავებით მე-2 თაობის ანტიჰისტამინური საშუალებებისგან — 60% ით მცირდება პრეპარატის შეწოვა),არ ცვლის პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებს;
  • მნიშვნელოვნად ზრდის ალერგიული პაციენტების ცხოვრების ხარისხს, მაშნაც კი, როდესაც სხვა ანტიჰისტამინური საშუალებებით მკურნალობა არაეფექტურია!