ჰემაპროქტი კრემი / HEMAPROCT CREAM

აღწერა

ჰემოროიდთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად

HEMAProct® კრემი გამოიყენება ჰემოროის(ბუასილი) სიმპტომების შესამსუბუქებლად. HEMAProct® კრემი ამცირებს ქავილსა და
წვას, უზრუნველყოფს გამაგრილებელ და დამარბილებელ მოქმედებას, რასაც მნიშვნელოვანი შვება მოაქვს პაციენტისთვის. ასევე
ხელს უშლის პერიანალური მიდამოს გაღიზიანებასა და შეშუპებას.
HEMAProct® კრემი გამოიყენება:
• სწორი ნაწლავისა და ანუსის მიდამოში არსებული ვენების ვარიკოზულ სინდრომთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში;
• ბუასილის არსებობისას;
• პროქტიტის დროს, ქავილის, წვის და ტკივილის არსებობისას.
• პერიანალური მიდამოს გაღიზიანების და შეშუპების საპრევენციოდ.

შემადგენლობა

დეიონიზებული წყალი, C12-20 Acid PEG-8 Ester, C12-15 ალკილბენზოატი, გლიცერინი, დიმეთიკონი, Butyrospermum Parkii
(შიის) კარაქი, გლიცერილსტეარატი, PEG-100 სტეარატი, ბენზილის სპირტი, კაპრილის/კაპრიკის ტრიგლიცერიდი, Oryza Sativa
(ბრინჯის) სახამებელი (Oryza Sativa Starch), ჰიდროგენირებული სახამებლის ჰიდროლიზატი (სორბიტოლი), პროპილენგლიკოლი,
კარბომერი, ტრიეთანოლამინი, გლიკოზამინოგლიკანები, დინატრიუმი EDTA, ესცინი, მენთოლი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის
ბენზოატი, ფთალიმიდოპეროქსიკაპრონის მჟავა, ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი, პანთენოლი, პირამიდული კვიპაროზის
(Cupressus Sempervirens) ზეთი, ლიმონენი, ევროპული ვაზის ფოთლის ექსტრაქტი (Vitis Vinifera Leaf Extract), Mimosa Tenuiflora-ს
ქერქის ექსტრაქტი, ევროპული მოცვის (Vaccinium Myrtillus) ნაყოფის ექსტრაქტი, მანდარინის ზეთი (Citrus Nobilis Oil), ალანტოინი,
გლიცირეტინის მჟავა, პენტილენგლიკოლი, ლინალოლი.

გამოყენების წესი:
გარეგანი გამოყენებისთვის

გახსენით ტუბი და, საჭიროების შემთხვევაში, დაინატეთ კრემი პერიანალურ მიდამოში.

შინაგანი გამოყენებისთვის

1) გახსენით ტუბი. 2) ამოიღეთ აპლიკატორი. 3) დაამაგრეთ ტუბზე და პროდუქტი დაიტანეთ ენდორექტალურ მიდამოში
საჭიროებისამებრ. 4) გამოყენების შემდეგ მოხსენით აპლიკატორი და გარეცხეთ საპნით გამდინარე ცხელი წყლის ქვეშ. 5) დაახურეთ
ტუბს თავსახური.
გამოიყენეთ პროდუქტი დეფეკაციის შემდეგ. პროცედურის გამეორება შესაძლებელია 2/3-ჯერ დღეში ხანგრძლივი გამოყენებისას.
არ გამოიყენოთ პროდუქტი 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ხახუნით გამოწვეული
გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია დეფეკაციამდეც.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. არ გამოიყენოთ პროდუქტი ერთი ან რამდენიმე კომპონენტის მიმართ მომატებული
მგრძნობელობის შემთხვევაში. ადგილობრივი გამოყენების პროდუქტების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს
სენსიბილიზაცია და სიმპტომების გაუარესება. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუკავშირდით ექიმს. ორსულობის
დროს გამოყენების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

განსაკუთრებული მითითებები

არ არსებობს ცნობები გვერდითი მოვლენების ან ალერგიული რეაქციების განვითარების შესახებ. ნებისმიერი გვერდითი
მოვლენის განვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. პროდუქტი შეინახეთ გრილ და მშრალ
ადგილას ოთახის ტემპერატურაზე (15-25°C). მოარიდეთ სითბოს წყაროებს. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ მიიღოთ პერორალურად, პერორალურად მიღების შემთხვევაში მიმართეთ
ექიმს. ნებისმიერი გამოყენების შემდეგ, ენდორექტალური გამოყენების აპლიკატორი კარგად გარეცხეთ ცხელი წყლით.

წონა ნეტო: 40 ml / 40 მლ

წარმოებულია

MAR-FARMA SRL- მიერ იტალიაში (მილანი, 20154, Via Melzi D’Eril 12)
შპს „ნიუ ფარმ გრუპის“ სახელით. newpharma.ge

ოფიციალური დისტრიბუტორი:

შპს „ნიუ ფარმ გრუპი“ საქართველო, თბილისი, ი.ევდოშვილის ქ. #18

 

Детали
მწარმოებელი

MAR-FARMA SRL