„პრასუგრელის ადგილი კარდიოლოგიაში“
ფარმაცევტული კომპანია „ნიუ ფარმა“-ს ეგიდით, 2024 წლის 15 ნოემბერს საკონფერენციო/სასტუმრო კომპლექსში „გორი ინნ“ გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა აღმოსავლეთ საქართველოს სამედიცინო საზოგადოება (კარდიოლოგები).
მოხსენებით წარსდგა:
არჩილ ჩუხრუკიძე, «თბილისის გულის ცენტრის» გენერალური დირექტორი, ინტერვენციული კარდიოლოგი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი თემით: „პრასუგრელის ადგილი კარდიოლოგიაში“
ნათია ჯაში, კომპანია „ნიუ ფარმა“-ს პროდუქციის მთავარი მენეჯერი თემით: „ნიუ ფარმას პორტფოლიო”.
ხატია კანთელაძე, კომპანია „ნიუ ფარმა“-ს პროდუქციის მენეჯერი თემით: „სუგრელი“.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა სასიამოვნო ვახშამი.