პროდუქცია

პროდუქცია
ალერდექსი / ALERDEX ამელოტექსი ® -NEW / AMELOTEKC ® -NEW ამელოტექსი ® -NEW /AMELOTEKC ® -NEW ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX-NEW ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX®-NEW ამელოტექსი®-NEW / AMELOTEX-NEW ანგიოზილი® -MR / ANGIOZIL-MR ართრამუვი/ARTHRAMOVE ართროვინი/ARTHROVIN გლავოპტ ფორტე / GLAVOPT FORTE გლავოპტი / GLAVOPT დექსალფენი®NEW/ DEXALFEN NEW დოლომინი®/DOLOMIN დოქსიტუსი / DOXITUS ელკავინი - B / ELKAVIN - B ელკოზოლი / ELKOZIL ენტეროსტაბილი / ENTEROSTABIL ენტეროსტაბილი ORS / ENTEROSTABIL ORS ეტარინი/ ETARIN ექსუდაზიმი/EXUDAZIM ვინპოტროპილი GEO / VINPOTROPIL GEO ზითროგარდი / ZITHROGARD თიოპტია/TIOPTIA იდრინოლი®-NEW / IDRINOL NEW იზოკონაზოლი-მ / IZOCONAZOL-M იმუკომაქსი/IMUCOMAX იმუნოპეა C /IMUNOPEA C იტრაზილი/ITRAZIL კალციდვიტი / CALCIDVIT კეტალდინი / KETALDIN კლინდამეტი / KLINDAMET კომპლიგამიB®-NEW / KOMPLIGAMB®-NEW ლაქსაკოლი / LAKSACOL ლაქსაკოლი ფორტე/LAKSACOL FORTE ლებეგარდი/LEBEGARD ლეფლოგარდი / LEFLOGARD ლოზატენზი / LOZATENZ ლოზატენზი / LOZATENZ მაკროფლუდი / MAKROFLUD მელდოვინი / MELDOVIN მექსი B6 GEO / MEQSI-B6 GEO მოქსიტენზი / MOQSITENZ მოქსიქოლი / MOXIQOL ნეიროსერკი / NEIROSERK ნეიროქსი -NEW/NEIROX - NEW ნიუვიტი /NEWVIT ნიუვიტი ომეგა -3 /NEWIT OMEGA-3 ნიუვიტი ქიდსი / NEWVIT KIDS ნიუკლავი/NEWCLAV ნიუმიქსინ-აი/ NEWMYXIN-EYE ნიუფეროლი / NEWFEROL ნიუფეროლი  / NEWFEROL ნიუქლინ-ურო/NEWCLEAN-URO ნიუცეფი / NEUCEPH ოსტედონი / OSTEDON პენტაქსოლი/PENTAXOL პეროლაქტ B / PEROLACT B პეროლაქტ ქიდს / PEROLAQT KIDS პილობალანსი / PYLOBALANS რამნოვიტ ბეიბი / RAMNOVIT BABY რეუტაზა/REUTASA რინისპრეი/RINISPRAY როზუვასტი / ROZUVAST სოლუფლოქსი/SOLUFLOX სომნოკაფსი / SOMNOKAPS სომნოკაფსი ფორტე/SOMNOKAPS FORTE სორპონი/SORPON სპარექსი GEO / SPAREX GEO სუგრელი / SUGRELI ტენზიფონი/TENZIFON ტერბექსინი /Terbexin/ 10 მგ/გ კრემი ტერბექსინი/TERBEXIN ტობიზილი / TOBIZIL ტოპიდექსოლი კომბი/TOPIDEXOL COMB ტოპიდექსოლი/TOPIDEXOL ფენაქსოლი / FENAXOL ფლუდროპი/FLUDROP ფლუზაგარდი/FLUZAGARD ქინოფსი/QINOPS ცერეტონი®-NEW / CERETON®-NEW ცერეტონი®-NEW / CERETON®-NEW ციტოლეპტი®-NEW / CITOLEPT®-NEW ციტოლეპტი®-NEW/CITOLEPT-NEW ჰარტოვინი/HARTOVIN ჰემოქსიპარინი / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი®/HEMOXIPARINI ჰეპაგარდ აქტივი®/ HEPAGUARD ACTIVE ჰისტერი / HISTER
კატეგორია
კატეგორია ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ანტიბიოტიკები ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები ანტიფუნგალური საშუალებები ანტიჰიპერტენზიული საშუალებები გასტროენტეროლოგიური საშუალებები ვიტამინები/პოლივიტამინები იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები იმუნურ სისტემაზე მოქმედი საშუალებები მეტაბოლური საშუალებები ნევროლოგიური საშუალებები ოფთალმოლოგიური საშუალებები პროტეოლიზური ფერმენტები რკინის პრეპარატი სასუნთქ გზებზე მოქმედი საშუალებები საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები სხვადასხვა უროლოგიური ჯგუფის პრეპარატები ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სამკურნალო საშუალებები ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
ტენზიფონი/TENZIFON

ტენზიფონი/TENZIFON

მწარმოებელი:
აღწერა:

სავაჭრო დასახელება: ტენზიფონი საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფ ...

კატეგორია:
სავაჭრო დასახელება: ტენზიფონი
საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება:
ინდაპამიდი
წამლის ფორმა:
პროლონგირებული მოქმედების, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
შემადგენლობა:
აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ინდაპამიდი 1,5 მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
ჰიპრომელოზა (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა) 20,34 მგ; სილიციუმის დიოქსიდი კოლიდური 1,2 მგ,  კოლიდონი შღ 7,5 მგ, მათ შორის: [პოლივინილაცეტატი 6 მგ, პოვიდონი 1,425 მგ, ნატრიუმის ლაურილსულფატი 0,06 მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო 0,015 მგ]; კოპოვიდონი 6,6 მგ; ლაქტოზის მონოჰიდრატი 66,56 მგ; მაგნიუმის სტეარატი 1,3 მგ; ცელულოზა მიკროკრისტალური 25 მგ.
აპკიანი გარსის შემადგენლობა: ოპადრაი II თეთრი 4 მგ, მათ შორის: [პოლივინილის სპირტი 1,6 მგ; მაკროგოლი (პოლიეთილენგლიკოლი 3350) 0,808 მგ; ტალკი 0,592; ტიტანის დიოქსიდი 1 მგ].
აღწერა:
აპკიანი გარსით დაფარული თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები. განივ კვეთაზე – თითქმის თეთრი ფერის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
ინდაპამიდი – ჰიპოტენზური საკურნალო საშუალება, სულფონამიდის წარმოებული ინდოლური რგოლით და ფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოსაა თიაზიდურ დიურეტიკებთან, რომლებიც ინჰიბირებენ ნატრიუმის იონების რეაბსორბციას ნეფრონის მარყუჟის კორტიკალურ სეგმენტში. ზრდის თირკმელებით ნატრიუმის, ქლორისა იონებისა და ნაკლები ხარისხით კალიუმისა და მაგნიუმის იონების გამოყოფას, რასაც ახლავს დიურეზის მომატება და ჰიპოტენზური ეფექტი. ჰიპოტენზური ეფექტი შენარჩუნებულია 24 საათის განმავლობაში ერთჯერადი მიღების ფონზე, ამასთან აღინიშნება დიურეზის ზომიერი გაძლიერება.
ანტიჰიპერტენზიური აქტივობა დაკავშირებულია მსხვილი არტერიების ელასტიური თვისებების გაუმჯობესებასთან, არტერიული და საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირებასთან.
ინდაპამიდი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას.
თიაზიდური და თიაზიდმსგავსი დიურეზულები, განსაზღვრული დოზის შემთხვევაში, აღწევენ პლატო თერაპიულ ეფექტს, მაშინ, როდესაც გვერდითი ეფექტების სიხშირე აგრძელებს ზრდას პრეპარატის დოზის შემდგომი გაზრდისას. ამიტომ, ნუ გაზრდით პრეპარატის დოზას, თუ რეკომენდებული დოზის მიღებისას მიღწეული არ არის თერაპიული ეფექტი.
ხანმოკლე, საშუალო ხანგრძლივობისა და ხანგრძლივი კვლევების დროს არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების მონაწილეობით, ნაჩვენები იყო, რომ ინდაპამიდი:
- არ მოქმედებს ლიპიდური ცვლის მაჩვენებლებზე, მათ შორის ტრიგლიცერიდების, ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (მსლპ) კონცენტრაციებზე;
- არ მოქმედებს ნახშირწყლების ცვლის მაჩვენებლებზე, მათ შორის პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; ბიოშეღწევადობა მაღალია (93%). საკვების მიღება რამდენიმედ ანელებს აბსორბციის სიჩქარეს, მაგრამ არ მოქმედებს შეწოვილი ნივთიერების რაოდენობაზე. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (ჩმახ) მიიღწევა ერთჯერადი დოზის შიგნით მიღებიდან 12 საათის შემდეგ. განმეორებითი მიღებისას პრეპარატის სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის მერყეობა მცირდება ორი დოზის მიღებას შორის ინტერვალში. აღინიშნება ინდაპამიდის შეწოვის მაჩვენებლების ინდივიდუალური ვარიაბელურობა.
განაწილება
კავშირი სისხლის ცილებთან – 79%. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 14-24 საათს (საშუალოდ - 18 საათს). გადის ჰისტოჰემატურ ბარიერებს (მ.შ. პლაცენტარულს), გამოიყოფა დედის რძეში. თანასწორობის კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 7 დღის შემდეგ. განმეორებითი მიღებისას კუმულაცია არ აღინიშნება.
მეტაბოლიზმი
ინდაპამიდი თითქმის სრულად მეტაბოლიზირებს ღვიძლში. ადამიანში აღწერილია დაახლოებით 19 მეტაბოლიტი, თანაც ერთადერთი ფარმაკოლოგიური აქტიური მეტაბოლიტი წარმოიქმნება ინდოლური რგოლის ჰიდროლიზის შედეგად. დაახლოებით 18% წარმოადგენს კონიუგირებული პროდუქტი, საიდანაც 14% - გლუკურონიდებია და 4% - სულფატები.
გამოყოფა
ინდაპამიდი გამოიყოფა არააქტიური მეტაბოლიტების სახით, ძირითადად თირკმელებით (70%), და ნაწლავებით (22%).
პაციენტების ცალკეული ჯგუფის ფარმაკოკინეტიკა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაცინეტებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება.
ჩვენებები გამოყენებაზე
არტერიული ჰიპერტენზია.
უკუჩვენებები
- გაზრდილი მგრძნობელობა ინდაპამიდის, სულფონამიდის წარმოებულების ან მისი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა (კრეატინინის კლირენსი 30 მ.წთ-ზე ნაკლები);
- ღვიძლის ენცეფალოპათია ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
- ჰიპოკალიემია;
- ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;
- 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის);
- იმ პრეპარატების ერთდროული მიღება, რომლებიც ზრდიან Qთ ინტერვალს;
- ლაქტაზის დეფიციტი, ლაქტოზის აუტანლობა, გლუკოზურ-გალაქტოზური მალაბსორბცია.
სიფრთხილით
- ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის,
- წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევებისას,
- ჰიპერპარათირეოზის დროს,
- პაციენტებში ეკგ-ზე გაზრდილი Qთ ინტერვალით,
- ვინც ღებულობს კომბნირებულ თერაპიას, შაქრიანი დიაბეტის დროს დეკომპენსაციის სტადიაში, ჰიპერურიკემიისას (განსაკუთრებით, როდესაც ახლავს პოდაგრა და ურატული ნეფროლითიაზი),
- შაქრიანი დიაბეტის დროს,
- ჰიპერურიკემიისას (განსაკუთრებით, რომელსაც ახლავს პოდაგრა და ნეფროლითიაზი),
- ასციტის დროს,
- გულის იშემიური დაავადებისას,
- გულის ქრონიკური უკმარისობის დროს.
გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
როგორც წესი, ორსულობის დროს დიურეზული პრეპარატები არ გამოიყენება.
არ შეიძლება ამ პრეპარატების გამოყენება ორსულობის დროს ფიზიოლოგიური შეშუპების სამკურნალოდ, ვინაიდან მათ შეიძლება გამოიწვიონ ფეტოპლაცენტარული იშემია და ნაყოფის განვითარების დარღვევა. პრეპარატ ტენზიფონის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისას.
ძუძუთი კვების პერიოდი
ინდაპამიდი გამოიყოფა დედის რძესთან. თუ პრეპარატ ტენზიფონით მკურნალობა აუცილებელია ლაქტაციის პერიოდში, მაშინ ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
გამოყენების წესი და დოზები
შიგნით, 1 ტაბლეტი დღე-ღამეში, სასურველია დილით. ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად, არ დაღეჭოთ, მიაყოლეთ წყალი.
დოზის გაზრდა არ იწვევს ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას, მაგრამ აძლიერებს დიურეტიკულ ეფექტს, ამიტომ თუ მკურნალობის დაწყებიდან 4-8 კვირის შემდეგ არ მიიღწევა სასურველი თერაპიული ეფექტი, არ მოუმატოთ პრეპარატის დოზა (ასაკი გვერდითი ეფექტების რისკია), არამედ მკურნალობას დაუმატეთ სხვა ჰიპოტებზური პრეპარატი, რომელიც არ წარმოადგენს დიურეზულს.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფი
ხანდაზმული პაციენტები.
ხანდაზმულ პაციენტებში უნდა გაკონტროლდეს კრეატინინის პლაზმური კონცენტრაცია ასაკის, სხეულის მასისა და სქესის გათვალისწინებით.
ტენზიფონის გამოყენება შესაძლებელია ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ თირკმლის ნორმალური ფუნქცია ან უმნიშვნელო დარღვევა.
პაციენტები თირკნლის უკმარისობით
ტენზიფონი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის თირკმლის მძიმე უკმარისობით (კკ 30 მლ/წთ ნაკლები). ტიაზიდური და ტიაზინმსგავსი დიურეტიკები ეფექტურია მხოლოდ პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით ან მისი უმნიშვნელო დარღვევით.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის ღვიძლის მძიმე უკმარისობით.
გვერდითი მოქმედება
უმრავლესობა გვერდით რეაქციებს გააჩნიათ დოზადამოკიდებული ხასიათი.
გვერდითი რეაქციების სიხშირე, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ტიაზიდმსგავსი დიურეტიკებით, ინდაპამიდის ჩათვლით, მოყვანილია შემდეგი გრადაციის სახით: ძალიან ხშირად (>1/10); ხშირად (>1/100, <1/10); ა რისე ხშირად (1/1 000, <1/100); იშვიათად (>1.10 000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10 000); სიხშირე უცნობია (შეუძLებელია შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე).
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათად: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
იშვიათად: ასტენია, თავის ტკივილი, პარესთეზია, ვერტიგო;
სიხშირე უცნობია: გულყრა.
ფარღვევები გულისა და სისხლძარღვთა მხრივ:
ძალიან იშვიათად: არითმია, არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება;
სიხშირე უცნობია: პოლიმორფული პარკუჭოვანი “პირუეტის” ტიპის ტაქიკარდია (შესაძბელია სასიკვდილო შედეგით) (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან” და “განსაკუთრებული მითითებები”).
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირად: ღებინება,
იშვიათად: გულისრევა, გაუვალობა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე,
ძალიან იშვიათად: პანკრეატიტი.
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლმდენი სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
სიხშირე უცნობია: ღვიძლის ენცეფალოპათიის განვითარების ალბათობა ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში (იხ. ნაწილი “უკუჩვენებები” და “განსაკუთრებული მითითებები”), ჰეპატიტის.
დარღვევები თირკმლისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათად: თირკმლის უკმარისობა
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
სიხშირე უცნობია: მიოპია, დაბინდული მხედველობა, მხედველობის დარღვევა.
დაეღვევა კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ძირითადად დერმატოლოგიური, ალეგრიული და ასთმური რეაქციებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში;
ხშირად: მაკულოპაპულოზური გამონაყარი;
არც ისე ხშირად: ჰემორაგიული ვასკულიტი;
ძალიან იშვიათად: ანგიონევროზული შეშუპება და/ან ჭინჭრის ციება, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი;
სიხშირე უცნობია: პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ სისტემური წითელი მგლურას მწვავე ფორმა, შესაძლებელია დაავადების მსვლელობის გაუარესება.
საშიშია ფოტომგრძნობელობის რეაქციების შემთხვევები (იხ. ნაწილი “განსაკუთრებული მითითებები” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
სიხშირე უცნობია: Qთ ინტერვალის მომატება ეკგ-ზე (იხ. ნაწილი “განსაკუთრებული მითითებები”); სისხლში შარდმჟავისა და გლუკოზის კონცენტრაციის მომატება; ღვიძლის “ტრანსამინაზების” აქტივობის მომატება.
კლინიკური კვლევების მსვლელობისას ჰიპოკალიემია (სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობა <3,4 მმოლ/ლ) აღენიშნებოდა პაციენტების 10% და<3,2 მმოლ/ლ – პაციენტების 4% თერაპიის 4-6 კვირის შემდეგ. თერაპიის 12 კვირის შემდეგ, სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობა დაქვეითდა საშუალოდ 0,23 მმოლ/ლ.
ძალიან იშვიათად: ჰიპერკალციემია;
სიხშირე უცნობია: კალიუმის შემცველობის დაქვეითება და ჰიპოკალიემიის განვითარება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის, რომლებიც მიეკუთვნებიან რისკის ჯგუფს (იხ. ნაწილი “განსაკუთრებული მითითებები”); ჰიპონატრიემია, ჰიპოვოლიემიის თანხლებით, დეჰიდრატაციითა და ორთოსტატული ჰიპოტენზიით. ერთდროულად ჰიპოქლორემიამ შეიძლება გამოიწვიოს კომპესატორული მეტაბოლური ალკალოზი (მოცემული ეფექტის ალბათობა და სიმძIმე დაბალია).
თუ ინსნტრუქციაში აღნიშნული რომელიმე გვერდითი ეფექტი გაღრმავდა, ან შენიშნეთ ნებისმიერი სხვა გვერდითი ეფექტი, რომელიც მოცემული არ არის ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.
დოზის გადაჭარბება
ინდაპამიდი 40 მგ-მდე დოზითაც კი, ე.ი. თერაპიულ დოზაზე 27-ჯერ მეტი, არ ახდენს ტოქსიკურ მოქმედებას.
სიმპტომები
პრეპარატით მწვავე მოწამვლის ნიშნები, პირველ რიგში, დაკავშირებულია წყალ-ელექტროლითური ბალანსის დაღვევასთან (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია). კლინიკური სიმპტომების დოზის გადაჭარბებიდან შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, გონების დაბინდვა, პოლიურია ან ოლიგურია, რომელიც იწვევს ანურიას (ჰიპოვოლემიის შედეგად).
მკურნალობა:
გადაუდებელი დახმარების ზომებს წარმოადგენს პრეპარატის ორგანიზმიდან გამოდევნა:
კუჭის ამორეცხვა, და/ან აქტივირებული ნახშირის მიღება წყალ-ელექტროლითური ბალანსის შემდგომი აღდგენით. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
არარეკომენდებული კომბინაციები
ლითიუმის პრეპარატები
ინდაპამიდისა და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის გაზრდა მისი ექსკრეციის შემცირების შედეგად, რომელსაც ახლავს დოზის გადაჭარბების ნიშნების გამოვლენა. საჭიროებისას, დიურეზული პრეპარატები შეიძლება დაინიშნოს ლითიუმის პრეპარატებთან ერთად, ამასთან ზედმიწევნით უნდა შეირჩეს პრეპარატების დოზა, სისხლის პლაზმაში ლითიუმის შემცველობის მუდმივი კონტროლით.
კომბინაციები, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს
პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ “პირუეტი”-ს ტიპის არითმია
- IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი);
- III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ამიოდარინი, დეფეტილიდი, იბუტილიდი), სოტალოლი;
- ზოგიერთი ნეიროლეფსიურები: ფენოთიაზინი (ქლორპრომაზინი, თიამემაზინი, ლევომეპრომაზინი, თიორიდაზინი, ტრიფტორპერაზინი), ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი), ბუტიროფენონი (დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი);
- სხვა: ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანილი, ერითრომიცინი (ი/ვ), გალოფანტრინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, სპარფლოქსაცინი, ვოქსაფლოქსაცინი, ასტემიზოლი, ვინკამინი (ი/ვ).
პარკუჭების არითმიის რისკის გაზრდა, განსაკუთრებით “პირუეტი”-ს ტიპის არითმიები (რისკის ფაქტორი - ჰიპოკალიემია).
უნდა განისაზღვროს სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობა და, საჭიროების შემთხვევაში, დაკორექტირდეს ინდაპამიდითა და ზემოთ აღნიშნული პრეპარატებით კომბინირებული თერაპიის დაწყებამდე. აუცილებელია პაციენტის კლინიკური მდგომარეობის კონტროლი, სისხლის პლაზმის ელექტროლიტების, ეკგ-ს მაჩვენებლების შემცველობის კონტროლი.
პაციენტებს ჰიპოგლიკემიით უნდა დაენიშნოთ პრეპარატები, რომლებიც არ იწვევს “პირუეტი”-ს ტიპის არითმიას.
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (სისტემური გამოყენებისას), ციკლოოქსიგენაზა-2 (ცოგ) სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით, სალიცილატების მაღალი დოზები (> 3 გ/დღე-ღამეში)
შესაძლებელია ინდაპამიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება. სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვისას შეიძლება განვითარდეს ღვიძლის მწვავე უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითების შედეგად). პაციენტებს ესაჭიროებათ სითხის დაკარგვის კომპენსირება და მკურნალობის დასაწყისში თირკმლის ფუნქციის ხშირი კონტროლი.
- ანჰიოტენზინგადამქცევი ფერმენტების (აგფ) ინჰიბიტორები
აგფ ინჰიბიტორების გამოყენებას, სისხლში ნატრიუმის იონების დაბალი შემცველობის მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე პაციენტებში), ახლავს უეცარი არტერიული ჰიპოტენზიის და/ან თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი.
პაციენტებს არტერიული ჰიპერტენზიით და, დიურეზულების მიღების შედეგად შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ნატრიუმის იონების დაქვეითებული შემცველობით, ესაჭიროებათ:
- აგფ ინჰიბიტორით მკურნალობის დაწყებამდე 3 დღით ადრე შეწყვიტონ დიურეზულების მიღება. შემდგომში, საჭიროებისამებრ, დიურეზულების მიღება შეიძლება განახლდეს;
- აგფ ინჰიბიტორების თერაპიის დაწყება დაბალი დოზებით მისი შემდგომი თანდათანობითი გაზრდით, საჭიროების შემთხვევაში.
გულის ქრონიკული უკმარისობისას აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზებით, დიურეტიკების დოზების წინასწარი შესაძლო შემცირებით.
ყველა შემთხვევაში აგფ ინჰიბიტორების მიღების პირველ კვირაში პაციენტებს აუცილებლად უნდა გაუკონტროლდეთ თირკმლის ფუნქცია (კრეატინინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში).
- სხვა პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ჰიპოკალიემია: ამფოტერიცინი B (ი/ვ), გლუკო- და მინერალკორტიკოსტეროიდები (სისტემური მიღებისას), ტეტრაკოზაქტიდი, საფაღარათო საშუალებები, ნაწლავთა მოტორიკის მასტიმულირებლები
ჰიპოკალიემიის განვითარების რისკის გაზრდა (ადიტიური ეფექტი).
საჭიროა სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის რეგულარული კონტროლი, აუცილებლობის შემთხვევაში - კორექცია. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ გულის გლიკოზიდებს.
რეკომენდებულია იმ საფაღარათო საშუალებების მიღება, რომლებიც არ სტიმულირებენ ნაწლავთა მოტორიკას.
ბაკლოფენი
აღინიშნება ჰიპოტენზური ეფექტის გაძლიერება. პაციენტებმა უნდა მოახდინონ დაკარგული სიხთის კომპენსირება, და, მკურნალობის დასაწყისში, ხშირად აკონტროლონ თირკმლის ფუნქცია.
გულის გლიკოზიდები
ჰიპოგლიკემია აძლიერებს გულის გლიკოზიდების ტოქხიკურ მოქმედებას. ინდაპამიდისა და გულის გლიკოზიდების ერთდროული გამოყენებისას უნდა გაკონტროლდეს კალიუმის შემცველობა სისხლის პლაზმაში, ეკგ-ს მაჩვენებლები, და, საჭიროებისას, დაკორექტირდეს თერაპია.
საყურადღებო პრეპარატების კომბინაციები
კალიუმშემნახველი დიურეზულები (ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი)
ინდაპამიდითა და კალიუმშემნახველი დიურეტიკებით კომბინირებული თერაპია მიზანშეწონილია ზოგიერთ პაციენტში, მაგრამ ამასთან არ გმოირიცხება ჰიპოკალიემიის (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტისა და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში) ან ჰიპერკალიემიის განვითარების შესაძლებლობა.
აუცილებელია გაკონტროლდეს სისხლში კალიუმის შემცველობა, ეკგ მაჩვენებლები და, საჭიროებისას, თერაპიის კორექტირება.
მეტფორმინი
თირკმლის ფუნქციური უკმარისობა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას დიურეზულების ფონზე, განსაკუთრებით მარყუჟის, მეტფორმინის ერთდროული გამოყენებისას ზრდის ლაქტოაციდოზის განვითარების რისკს.
მეტფორმინი არ უნდა დაინიშნოს, თუ კრეატინინის კონცენტრაცია აღემატება 15 მგ/ლ (135 მკმოლ/ლ) მამაკაცებში და 12 მგ/ლ (110 მკმოლ/ლ) ქალებში.
იოდშემცველი კონტრასტული ნივთიერებები
ორგანიზმის გაუწყლოვანება დიურეტიკული პრეპარატების მიღების ფონზე ზრდის თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკს, განსაკუთრებით იოდშემცველი კონტრასტული ნივთიერებების მაღალი დოზებით მიღებისას.
იოდშემცველი კონტრასტული ნივთიერებების გამოყენების წინ უნდა მოხდეს პაციენტების მიერ სითხის დაკარგვის კომპენსირება.
ტრიციკლიური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები (ნეიროლეფსიურები)
ამ კლასის პრეპარატები აძლიერებენ ინდაპამიდის ანტიჰიპერტენზიურ მოქმედებას და ზრდიან ორთოსტატური ჰიპოტენზიის რისკს (ადიტიურ ეფექტს).
კალციუმის მარილები
ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკალციემიის განვითარება თირკმელებით კალციუმის იონების გამოყოფის დაქვეითების შედეგად.
ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი
შესაძლებელია სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის გაზრდა ცირკულირებადი ციკლოსპორინის კონცნეტრაციის ცვლილების გარეშე, სითხისა და ნატრიუმის იონების ნორმალური შემცველობის დროსაც კი.
კორტიკოსტეროიდული პრეპარატები, ტეტრაკოზაქტიდი (სისტემური გამოყენებისას)
ჰიპოტენზიური მოქმედების დაქვეითება (სითხისა და ნატრიუმის იონების შეკავება კორტიკოსტეროიდების მოქმედების შედეგად).
განსაკუთრებული მითითებები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
თიაზიდისა და თიაზიდის მსგავსი დიურეზულების გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით, შესაძლებელია ღვიძლის ენცეფალოპათიის განვითარება, განსაკუთრებით წყალელექტროლითური ბალანსის დარღვევის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში დიურეტიკების მიღება უნდა შეწყდეს.
ფოტომგრძნობელობის რეაქცია
თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეზულების მიღების ფონზე არსებობს ცნობები ფოტომგრძნობელობის რეაქციების განვითარების შემთხვევების შესახებ (იხ. “მსგავსი მოქმედება”). პრეპარატის მიღების ფონზე ფოტომგრძნობელობის რეაქციის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს მკურნალობა. დიურეტიკებით თერაპიის გაგრძელების საჭიროებისას, რეკომენდებულია კანის საფარის დაცვა მზის სხივების ზემოქმედებისგან ან ხელოვნური ულტრაიისფერი  სხივებისგან.
წყალელექტროლითური ბალანსი
სისხლის პლაზმაში ნატრიუმის იონების შემცველობა
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა სისხლის პლაზმაში ნატრიუმის იონების შემცველობის განსაზღვრა. ყველა დიურეზულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპონატრიემია, რომელიც ზოგჯერ იწვევს ძალზედ მძიმე შედეგს. საჭიროა ნატრიუმის იონების შემცველობის რეგულარული კონტროლი, ვინაიდან თავდაპირველად სისხლის პლაზმაში ნატრიუმის შემცველობის შემცირება შეიძლება და არ ახლავს პათოლოგიური სიპტომების გამოჩენა. ნატრიუმის იონების შემცველობის ხშირი კონტროლი ნაჩვენებია ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებისთვის, და ხანდაზმული პაციენტებისთვის (იხ. ნაწილი “გვერდითი მოქმედებები” და “დოზის გადაჭარბება”).
სისხლის პლაზმაში კალიუმის იონების შემცველობა
ტიაზიდური და ტიაზიდის მსგავსი დიურეტიკებით თერაპიისას ძირითადი რისკი მდგომარეობს სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის მკვეთრი შემცირებაში და ჰიპოკალიემიის განვითარებაში. საჭიროა თავიდან იქნას აცილებული ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი (< 3,4 მმოლ/ლ) შემდეგი კატეგორიის პაციენტებში: ხანდაზმული ასაკის, დასუსტებული ან სხვა ანტიარითმიული პრეპარატებისა და პრეპარატების, რომლებსაც შეუძლიათ Qთ ინტერვალის გაზრდა, შერწყმული მედაკამენტოზური თერაპიის მქონე პაციენტებში, ღვიძლის ციროზის, პერიფერიული შეშუპებების ან ასციტის, გულის იშემიური დაავადების, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ჰიპოგლიკემია ამ პაციენტებში აძლიერებს გულის გლიკოზიდების ტოქსიკურ მოქმედებას და არითმიის განვითარების რისკს. გარდა მაგისა, მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან პაციენტები, რომელსაც გააჩნიათ გაზრდილი Qთ ინტერვალი, ამასთან არ გააჩნია მნიშვნელობა, ეს გაზრდა გამოწვეულია თანდაყოლილი მიზეზებით თუ სამკურნალო საშუალებების მოქმედებით.
ჰიპოკალიემია, ისევე როგორც ბრადიკარდია, წარმოადგენს მდგომარეობას, რომელიც ხელს უწყობს მძიმე არითმიების განვითარებას და, განსაკუთრებით, “პირუეტი”-ს ტიპის არითმიების განვითარებას, რომლებიც შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს. ყველა ზემოთ აღწერილ შემთხვევაში, საჭიროა სისხლის პლაზმაში კალიუმის იონების შემცველობის რეგულარული კონტროლი. სისხლში კალიუმის იონების შემცველობის პირველი გაზომვა უნდა ჩატარდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში. ჰიპოგლიკემიის გამოვლენისას უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
სისხლის პლაზმაში კალციუმის შემცველობა
უნდა გავითვალისწინოთ, რომ თიაზიდებსა და თიაზიდის მსგავს დიურეზულებს შეუძლიათ შეამცირონ თირკმელებით კალციუმის იონების გამოყოფა, ამით სისხლის პლაზმაში კალციუმის იონების უმნიშვნელო და დროებითი მომატებით. გამოხატული ჰიპერკალცინემია შეიძლება იყოს ჰიპერპარათირეოზის შედეგი, რომელიც არ იყო ადრე დიაგნოსტირებული.
უნდა აღინიშნო დიურეზული პრეპარატების მიღება პარაფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევის წინ.
სისხლის პლაზმაში გლუკოზის შემცველობა
საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლი შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის არსებობისას.
შარდმჟავა
პოდაგრით დაავადებულ პაციენტებს ეზრდებათ შეტევების წარმოშობის სიხშირე ან მწვავდება პოდაგრის მიმდინარეობა.
დიურეტიკული პრეპარატები და თირკმლის ფუნქცია
ტიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეზულები სრულიად ეფექტურია მხოლოდ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ნორმალური ან უმნიშვნელო დარღვევით (სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონენტრაცია მოზრდილებში 25 მგ/ლ-ზე ან 220 მკმოლ/ლ-ზე დაბალია). ხანდაზმულ პაციენტებში სისხლის პლაზმაში კრეატინინის ნორმალური კონცენტრაცია გამოითვლება ასაკის, სხეულის მასისა და სქესის გათვალისწინებით.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ მკურნალობის დასაწყისში პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირება, რომელიც განპირობებულია დიურეზული პრეპარატების ფონზე სითხისა და ნატრიუმის იონების დაკარგვით გამოწვეული ჰიპოვოლემიით. როგორც შედეგი, სისხლის პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს შარდოვანასა და კრეატინინის კონცენტრაცია. თუ თირკმლის ფუნქცია არ არის დარღვეული, თირკმლის ასეთი დროებითი უკმარისობა, როგორც წესი, გამავალია შედეგების გარეშე, მაგრამ თირკმლის უკვე არსებული უკმარისობისას - პაციენტის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
სპორტსმენები
პრეპარატ ტენზიფონის შემადგენლობაში შემავალმა აქტიურმა ნივთიერებამ შეიძლება მოგვცეს დადებითი შედეგი სპორტსმენებში დოპინგ-კონტროლის ჩატარებისას.
ლაქტოზა
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებით, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაპას ლაქტოზური უკმარისობა ან გლუკოგალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომი.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატ ტენზიფონის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები არ იწვევს ფსიქომოტორული რეაქციების დარღვევას. თუმცა, ზოგიერთ პაციენტს არტერიული წნევის დაწევის პასუხად, შეიძლება განუვითარდეთ სხვადასხვა ინდივიდუალური რეაქციები, განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში ან არსებულ თერაპიაზე სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების დამატებისას. ამ შემთხვევაში, შეიძლება დაქვეითდეს ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარი.
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები პროლონგირებული გამოტავისუფლებით, 1,5 მგ.
30 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან პოლივინილქლორიდისა და ალუმინის დაბეჭდილ ლაქით დაფარულ ფოლგის შეფუთვაში.
1 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა 30 ტაბლეტით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ტემპერატურაზე 250ჩ მწარმოებლის შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

მსგავსი პროდუქტები

ამელოტექსი ® -NEW /AMELOTEKC ® -NEW

ამელოტექსი ® -NEW /AMELOT ...

აღწერა:

გამოყენების ინსტრუქცია ამელოტექსი ® -NEW AMELOTEKC ® -NEW სავაჭრო დასახელება: ამელოტექსი®-NEW საერთაშორისო არაპატენტირებულ ...

კატეგორია:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები
ამელოტექსი®-NEW / AMELOTEX-NEW

ამელოტექსი®-NEW / AMELOTE ...

აღწერა:

სავაჭრო დასახელება: ამელოტექსი®-NEW სად-ი და დაჯგუფების დასახელება: მელოქსიკამი წამლის ფორმა: გელი გარეგანი გამოყენებისთვი ...

კატეგორია:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები

Close