პროდუქცია

პროდუქცია
ალერდექსი / ALERDEX ამელოტექსი ® -NEW / AMELOTEKC ® -NEW ამელოტექსი ® -NEW /AMELOTEKC ® -NEW ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX-NEW ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX®-NEW ამელოტექსი®-NEW / AMELOTEX-NEW ანგიოზილი® -MR / ANGIOZIL-MR ართრამუვი/ARTHRAMOVE ართროვინი/ARTHROVIN გლავოპტ ფორტე / GLAVOPT FORTE გლავოპტი / GLAVOPT დექსალფენი®NEW/ DEXALFEN NEW დოლომინი®/DOLOMIN დოქსიტუსი / DOXITUS ელკავინი - B / ELKAVIN - B ელკოზოლი / ELKOZIL ენტეროსტაბილი / ENTEROSTABIL ენტეროსტაბილი ORS / ENTEROSTABIL ORS ეტარინი/ ETARIN ექსუდაზიმი/EXUDAZIM ვინპოტროპილი GEO / VINPOTROPIL GEO ზითროგარდი / ZITHROGARD თიოპტია/TIOPTIA იდრინოლი®-NEW / IDRINOL NEW იზოკონაზოლი-მ / IZOCONAZOL-M იმუკომაქსი/IMUCOMAX იმუნოპეა C /IMUNOPEA C იტრაზილი/ITRAZIL კალციდვიტი / CALCIDVIT კეტალდინი / KETALDIN კლინდამეტი / KLINDAMET კომპლიგამიB®-NEW / KOMPLIGAMB®-NEW ლაქსაკოლი / LAKSACOL ლაქსაკოლი ფორტე/LAKSACOL FORTE ლებეგარდი/LEBEGARD ლეფლოგარდი / LEFLOGARD ლოზატენზი / LOZATENZ ლოზატენზი / LOZATENZ მაკროფლუდი / MAKROFLUD მელდოვინი / MELDOVIN მექსი B6 GEO / MEQSI-B6 GEO მოქსიტენზი / MOQSITENZ მოქსიქოლი / MOXIQOL ნეიროსერკი / NEIROSERK ნეიროქსი -NEW/NEIROX - NEW ნიუვიტი /NEWVIT ნიუვიტი ომეგა -3 /NEWIT OMEGA-3 ნიუვიტი ქიდსი / NEWVIT KIDS ნიუკლავი/NEWCLAV ნიუმიქსინ-აი/ NEWMYXIN-EYE ნიუფეროლი / NEWFEROL ნიუფეროლი  / NEWFEROL ნიუქლინ-ურო/NEWCLEAN-URO ნიუცეფი / NEUCEPH ოსტედონი / OSTEDON პენტაქსოლი/PENTAXOL პეროლაქტ B / PEROLACT B პეროლაქტ ქიდს / PEROLAQT KIDS პილობალანსი / PYLOBALANS რამნოვიტ ბეიბი / RAMNOVIT BABY რეუტაზა/REUTASA რინისპრეი/RINISPRAY როზუვასტი / ROZUVAST სოლუფლოქსი/SOLUFLOX სომნოკაფსი / SOMNOKAPS სომნოკაფსი ფორტე/SOMNOKAPS FORTE სორპონი/SORPON სპარექსი GEO / SPAREX GEO სუგრელი / SUGRELI ტენზიფონი/TENZIFON ტერბექსინი /Terbexin/ 10 მგ/გ კრემი ტერბექსინი/TERBEXIN ტობიზილი / TOBIZIL ტოპიდექსოლი კომბი/TOPIDEXOL COMB ტოპიდექსოლი/TOPIDEXOL ფენაქსოლი / FENAXOL ფლუდროპი/FLUDROP ფლუზაგარდი/FLUZAGARD ქინოფსი/QINOPS ცერეტონი®-NEW / CERETON®-NEW ცერეტონი®-NEW / CERETON®-NEW ციტოლეპტი®-NEW / CITOLEPT®-NEW ციტოლეპტი®-NEW/CITOLEPT-NEW ჰარტოვინი/HARTOVIN ჰემოქსიპარინი / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი®/HEMOXIPARINI ჰეპაგარდ აქტივი®/ HEPAGUARD ACTIVE ჰისტერი / HISTER
კატეგორია
კატეგორია ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ანტიბიოტიკები ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები ანტიფუნგალური საშუალებები ანტიჰიპერტენზიული საშუალებები გასტროენტეროლოგიური საშუალებები ვიტამინები/პოლივიტამინები იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები იმუნურ სისტემაზე მოქმედი საშუალებები მეტაბოლური საშუალებები ნევროლოგიური საშუალებები ოფთალმოლოგიური საშუალებები პროტეოლიზური ფერმენტები რკინის პრეპარატი სასუნთქ გზებზე მოქმედი საშუალებები საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები სხვადასხვა უროლოგიური ჯგუფის პრეპარატები ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სამკურნალო საშუალებები ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
სუგრელი / SUGRELI

სუგრელი / SUGRELI

მწარმოებელი:
აღწერა:

გამოყენების ინსტრუქცია  მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია სუგრ ...

კატეგორია:

გამოყენების ინსტრუქცია

 მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია

სუგრელი /SUGREL/  10მგ შემოგარსული ტაბლეტები

პრასუგრელი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

  • შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი,  თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ  ექიმს.

შინაარსი:

  • რა არის სუგრელი და რა დროს გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ სუგრელის მიღებამდე
  • სუგრელის მიღების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • სუგრელის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  1. რა არის სუგრელი და რა დროს გამოიყენება

სუგრელი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პრასუგრელს,  მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებებს სახელწოდებით ანტითრომბოზული საშუალებები. თრომბოციტები  სისხლის მცირე უჯრედული ფრაგმენტებია. როდესაც ხდება სისხლძარღვის დაზიანება, მაგალითად გაჭრა, თრომბოციტები გროვდებიან  და წარმოიქმნიან სისხლის კოლტს (თრომბი). შესაბამისად, თრომბოციტები აუცილებელია სისხლდენის შესაჩერებლად. სისხლძარღვში, მაგალითად არტერიაში, კოლტების წარმოქმნა შეიძლება იყოს  ძალიან საშიში, რადგან მათ შეუძლიათ შეაფერხონ სისხლის მიწოდება, რაც გამოიწვევს გულის შეტევას (მიოკარდიუმის ინფარქტი), ინსულტს ან გარდაცვალებას. არტერიებში არსებული თრომბი ახდენს სისხლის მიწოდების შეფერხებას, რაც იწვევს არასტაბილურ სტენოკარდიას (მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში).

სუგრელი ამცირებს თრომბოციტების ერთმანეთთან შეწებების უნარს და შესაბამისად ამცირებს სისხლის კოლტის ჩამოყალიბების უნარს.

თქვენ დაგენიშნათ სუგრელი, რადგანაც თქვენ გადაიტანეთ გულის შეტევა ან არასტაბილური სტენოკარდია და მკურნალობთ დაბლოკილი სისხლძარღვების გახსნის მიზნით. შეიძლება თქვენ გქონდეთ ერთი ან  მეტი სტენტი ჩადგმული დაბლოკილი ან შევიწროებული არტერიის გასახსნელად. სუგრელი ამცირებს შემდგომში გულის შეტევის ან ინსულტის ან რომელიმე ათეროთრომბოზული დაავადებით გარდაცვალების რისკს. ექიმი ასევე დაგინიშნავთ აცეტილსალიცილის მჟავას (მაგ.: ასპირინი), სხვა ანტითრომბოზულ  საშუალებას.

  1. რა უნდა იცოდეთ სუგრელის მიღებამდე

არ მიიღოთ სუგრელი:

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრასუგრელის ან სუგრელის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ. ალერგიული რეაქცია შეიძლება იყოს გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, ტუჩების შეშუპება ან სუნთქვის უკმარისობა. აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
  • თუ აღგენიშნებათ სისხლდენა, მაგალითად კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენა.
  • თუ გადატანილი გაქვთ ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA).
  • თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული დაავადება.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

სუგრელის  მიღების დაწყებამდე  აუცილებელია სამედიცინო  კონსულტაცია.

სუგრელის  მიღებამდე ექიმს აცნობეთ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ თქვენ:

  • თუ არსებობს სისხლდენის მომატებული რისკი:
  • თუ ხართ 75 წლის ან უფროსი ასაკის. მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ დღიურ დოზას 5მგ, რადგანაც 75წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში სისხლდენის რისკი მაღალია.
  • ახლო წარსულში მიღებული სერიოზული დაზიანება.
  • ახლო წარსულში ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურები).
  • ახლო წარსულში გადატანილი ან განმეორებითი სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან (მაგ.:კუჭის წყლული ან მსხვილი ნაწლავის პოლიპები).
  • 60კგ-ზე ნაკლები სხეულის წონა. მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ დღიურ დოზას 5მგ, თუ იწონით 60კგ-ზე ნაკლებს.
  • თირკმელების დაავადება ან საშუალო სიმძიმის ღვიძლის პრობლემები.
  • გარკვეული სახის სამკურნალო საშუალებების მიღება (იხილეთ „სხვა სამკურნალო საშუალებები“).
  • მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში დაგეგმილი ქირურგიული ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურები). ექიმი გირჩევთ, რომ სისხლდენის მომატებული რისკის გამო დროებით შეწყვიტოთ სუგრელის მიღება.
  • სუგრელის მიღების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გქონდათ ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) კლოპიდოგრელის ან სხვა რომელიმე ანტითრომბოციტული საშუალების მიმართ. თუ სუგრელის მიღების შემდეგ განვითარდა ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, ტუჩების შეშუპება ან სუნთქვის უკმარისობა, დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს.
  • სუგრელის მიღებისას:

დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ განგივითარდათ თრომბოციტოპენიური პურპურა (TTP), რომელსაც ახასიათებს ცხელება,  წითელი  წერტილოვანი კანქვეშა სისხლჩაქცევები, შეიძლება ახლდეს უმიზეზო ძლიერი დაღლილობა, დაბნეულობა, კანისა და თვალების ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე) (იხილეთ პუნქტი 4 „მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები“)

ბავშვები და მოზარდები

სუგრელი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და სუგრელი

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტები, საკვები დანამატები და მცენარეული საშუალებები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმმა იცოდეს, რომ თქვენ ღებულობთ შემდეგ საშუალებებს:

  • კლოპიდოგრელი (ანტითრომბოციტული საშუალება)
  • ვარფარინი (ანტიკოაგულანტი)
  • „არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები“ ტკივილისა და ცხელების დროს (მაგალითად: იბუპროფენი, ნაპროქსენი, ეტორიკოქსიბი).

სუგრელთან ერთად აღნიშნული სამკურნალო საშუალებების მიღებისას სიხლდენის რისკი იზრდება.

უთხარით  ექიმს, თუ ღებულობთ მორფინს ან სხვა ოპიოიდებს (გამოიყენება ძლიერი ტკივილის  მოსახსნელად).

სუგრელით მკურნალობისას სხვა მედიკამენტები მიიღეთ მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან  ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, სუგრელის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ექიმი განსაზღვრავს სუგრელით მკურნალობის  სარგებელი რამდენად აჭარბებს მასთან დაკავშირებულ  რისკებს.

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა

ნაკლებად სავარაუდოა,  რომ   სუგრელმა  იმოქმედოს მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

სუგრელი შეიცავს ლაქტოზასა და საქაროზას

თუ ადრე ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

  1. სუგრელის მიღების წესი

სუგრელის  მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სუგრელის სტანდარტული დოზა არის 10მგ დღეში. მკურნალობა დაიწყეთ 60 მგ-ის ერთჯერადი მიღებით. 60კგ-ზე ნაკლები წონის ან  75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში  დოზა შეადგენს  5მგ დღეში.

ექიმი ასევე დაგინიშნავთ აცეტილსალიცილის მჟავას შესაბამისი დოზით  (როგორც წესი, 75მგ-325მგ დღეში).

სუგრელი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. მიიღეთ ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს.

ტაბლეტები არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ.

მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს, სტომატოლოგს და ფარმაცევტს უთხრათ რომ ღებულობთ სუგრელს.

დოზის გადაჭარბება

დაუყონებლივ  მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოეს  სამედიცინო დაწესებულებას, რადგანაც მაღალია  სისხლდენის რისკი. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.

დოზის გამოტოვება

თუ დაგავიწყდათ დადგენილი დოზის  მიღება,  მიიღეთ გახსენებისთანავე. თუ დაგავიწყდათ სუგრელის მიღება  მთელი დღის განმავლობაში, მიიღეთ მეორე დღეს ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორი დოზა ერთ დღეს. 14, 28, 56, 84 და 98 ტაბლეტიანი შეფუთვის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ტაბლეტის მიღების ბოლო დღე, ბლისტერზე დატანილ კალენდარის გამოყენებით.

სუგრელის მიღების შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ სუგრელის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, სუგრელით მკურნალობის ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს გულის შეტევის რისკი.

აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  1. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, სუგრელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.  დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისთანავე:

  • ხელების, ფეხების ან სახის, განსაკუთრებით სხეულის ერთი მხარის უეცარი დაბუჟება და სისუსტე;
  • უეცარი დაბნეულობა, საუბრის ან სხვების ლაპარაკის გაგების გაძნელება.
  • სიარულის გაძნელება ან წონასწორობის ან კოორდინაციის დარღვევა.
  • თავბრუსხვევა ან უცნობი მიზეზით გამოწვეული ძლიერი თავის ტკივილი.

ყველა ზემოთ აღნიშნული შეიძლება იყოს ინსულტის ნიშნები. ინსულტი არის სუგრელის არახშირი გვერდითი მოვლენა პაციენტებში, რომელთაც არ აქვთ გადატანილი ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA).

აგრეთვე, დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისთანავე:

  • ცხელება, წითელი  წერტილოვანი კანქვეშა სისხლჩაქცევები, შეიძლება ახლდეს უმიზეზო ძლიერი დაღლილობა, დაბნეულობა, კანისა და თვალების ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე) (იხილეთ პუნქტი 2 „რა უნდა იცოდეთ სუგრელის მიღებამდე“).
  • გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, ტუჩების/ენის შეშუპება ან სუნთქვის უკმარისობა. აღნიშნული შეიძლება იყოს მწვავე ალერგიული რეაქციის ნიშნები (იხილეთ პუნქტი 2 „რა უნდა იცოდეთ სუგრელის მიღებამდე“).

დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს,  თუ შენიშნავთ შემდეგს:

  • შარდში სისხლი
  • სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, სისხლიანი განავალი ან შავი განავალი
  • უკონტროლო სისხლდენა, მაგალითად ჭრილობიდან.

ყველა ზემოთ აღნიშნული შეიძლება იყოს სუგრელის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენის სისხლდენის ნიშნები. იშვიათად, მაგრამ ძლიერი სისხლდენა შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.

ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება გამოვლინდეს  10- დან 1 პაციენტში):

  • სისხლდენა კუჭიდან და ნაწლავებიდან
  • სისხლდენა პუნქციის ადგილიდან
  • სისხლდენა ცხვირიდან
  • გამონაყარი კანზე
  • პატარა წითელი სისხლჩაქცევები კანზე (ექიმოზები)
  • სისხლი შარდში
  • ჰემატომა (სისხდენა კანქვეშ ინექციის ადგილზე, ან კუნთში, რომელიც იწვევს შეშუპებას)
  • ჰემოგლობინის დაბალი დონე ან სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია)
  • სისხლჩაქცევები

არახშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება გამოვლინდეს  100-დან 1 პაციენტში):

  • ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ქავილი, ტუჩების/ენის შეშუპება ან სუნთქვის უკმარისობა)
  • თვითნებური სისხლდენა თვალებიდან, სწორი ნაწლავიდან, ღრძილებიდან ან მუცლის ღრუში.
  • სისხლდენა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ.
  • სისხლიანი ხველა
  • სისხლიანი განავალი

იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება გამოვლინდეს  1000-დან 1 პაციენტში):

  • თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
  • კანქვეშა ჰემატომა (სისხლდენა კანქვეშ, რომელიც იწვევს შეშუპებას)

შეტყობინება  გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ პირდაპირ საქართველოს ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.

  1. სუგრელის  შენახვის პირობები

აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ  სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.  ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

აღნიშნული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ.  აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  1. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს სუგრელი:

აქტიური ნივთიერება არის პრასუგრელი.

სუგრელი 10 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ პრასუგრელს.

სხვა ინგრედიენტებია:

ტაბლეტის გული: კროსპოვიდონი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის  კროსკარმელოზა,    მიკროკრისტალური ცელულოზა,  საქაროზას სტეარატი.

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდი  წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)  და ტალკი.

სუგრელის  გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

სუგრელი 10მგ: ნარინჯისფერი, ოვალური, ორივე მხრიდან ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები,  ერთ მხარეს ჭდით „F2”.

სუგრელი დაფასოებულია  28 ტაბლეტიან ბლისტერებში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს ნიუ ფარმ გრუპი,

საქართველო, თბილისი, 0154, იროდიონ ევდოშვილის ქ.#18.

მწარმოებელი:

LABORATORIOS   LESVI, S.L.

ესპანეთი, ბარსელონა, 08970, სან-ჟოან-დესპი, გამზ. ბარსელონა 69.

მსგავსი პროდუქტები

ნიუქლინ-ურო/NEWCLEAN-URO

ნიუქლინ-ურო/NEWCLEAN-URO

აღწერა:

პროდუქტის გამოყენებამდე გთხოვთ ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ინსტრუქციას  დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს ...

კატეგორია:
სხვადასხვა უროლოგიური ჯგუფის პრეპარატები
სპარექსი  GEO / SPAREX GEO

სპარექსი GEO / SPAREX GE ...

აღწერა:

სავაჭრო დასახელება: სპარექსი GEO საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მებევერინი წამლის ფორმა: კაფსულები პროლონგირებული გ ...

კატეგორია:
გასტროენტეროლოგიური საშუალებები

Close