პროდუქტის გამოყენებამდე გთხოვთ ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ინსტრუქ ...
პროდუქტის გამოყენებამდე გთხოვთ ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ინსტრუქციას.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.
სომნოკაფსი (Somnokaps), კაფსულები
საკვები დანამატი
■წამლის ფორმა და შეფუთვა: კაფსულები, მცენარეული
სუფთა წონა:
- 10 მცენარეული კაფსულა (3,45გ); 1 ბლისტერი 10 კაფსულა, ინსტრუქციის ფურცელთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.
- 20 მცენარეული კაფსულა (6,9გ); 2 ბლისტერი 10 კაფსულა, ინსტრუქციის ფურცელთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.
■რა შედის სომნოკაფსის კაფსულის შემადგენლობაში?
რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 1 კაფსულას, რომელიც შეიცავს:
1 კაფსულა
· ლიმონის ბალზამის (Melissa Officinalis L.) ფოთლის მშრალი
ექსტრატი; ფოთოლი: ექსტრატი=4-6:1 50მგ · კატაბალახას (Valeriana Officinalis L.) ფესვების მშრალი ექსტრატი; ფესვი: ექსტრატი = 8-10:1 50მგ. · თუთია 10მგ (100% NRV*) · მელატონინი 1მგ
|
*NRV=საკვები ნივთიერებების ღირებულება
შემადგენლობა:
მალტოდექსტრინი; თუთიის გლუკონატი; ლიმონის ბალზამის (Melissa Officinalis L.) ფოთლის მშრალი ექსტრატი; კატაბალახას (Valeriana Officinalis L.) ფესვების მშრალი ექსტრატი; შეწებების საწინააღმდეგო აგენტი: მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული; მელატონინი; კაფსულა: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, საღებარი აგენტი: ტიტანის დიოქსიდი.
კვების ფაქტები | 100 გ-ში | 1 კაფსულაში |
ენერგეტიკული ღირებულება | 1517 კჯ (370 კკალ) | 3 კჯ(0.7 კკალ) |
ცხიმები | <0.10 გ | 0 გ |
ნახშირწყლები | 91.5 გ | 0.18 გ |
ასათვისებელი (სახამებელი) | 89.2გ | 0.18 გ |
მოუნელებელი (ხსნადი ბოჭკოები) | 2.3გ | <0.10გ |
ცილები | 1 გ | <0.10 გ |
მარილი | 0გ | 0 გ 0გ |
■ რისთვის გამოიყენება სომნოკაფსი?
- მელატონინი- ხელს უწყობს დაძინების დროის შემცირებას
- მელატონინი ხელს უწყობს დროის სარტყლის შეცვლით გამოწვეული სუბიქეტური შეგრძნებების შემცირებას.
- შეიცავს თუთიას, რომელიც ხელს უწყობს:
- იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციას
- ნორმალურ მიკროელემენტების მეტაბოლიზმს
- უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან
- შეიცავს ლიმონის ბალზამის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს(Melissa officinalis L.)
- შეიცავს კატაბალახას ფესვების მშრალ ექსტრაქტს(Valeriana officinalis);
■როგორ მივიღოთ სომნოკაფსის კაფსულები ?
- 1 კაფსულა დღიურად, ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად, ძილის წინ.
- გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- არ უნდა აღემატებოდეს ყოველდღიურ რეკომენდებულ დოზას.
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც მრავალფეროვანი დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
- მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ დაბალანსებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
- მელატონინის (1მგ) შემადგენლობასთან დაკავშირებით, სასარგებლო ეფექტი მიიღწევა სომნოკაფსის 1 კაფსულის მოხმარებით ძილის წინ.
- მოგზაურობისას, მელატონინის (1მგ) შემადგენლობასთან დაკავშირებით,სასარგებლო ეფექტი მიიღწევა სომნოკაფსის 1 კაფსულის მოხმარებით მგზავრობის პირველ დღეს და შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში დანიშნულების ადგილზე ჩასვლისთანავე, ძილის წინ.
■უსაფრთხოების ზომები
- თუ თქვენ იღებთ სხვა მედიკამენტებს, ამ პროდუქტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან .
- აღნიშნული პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ორსული და მეძუძური დედებისთვის და ბავშვებისთვის 12 წელს ქვემოთ.
- არ გამოიყენოთ აღნიშნული პროდუქტი, თუ ალერგიული ან მგრძნობიარე ხართ სომნოკაფსის კაფსულების მიმართ.
- სომნოკაფსის კაფსულების მიღების შემდეგ არ დაჯდეთ საჭესთან ან არ მართოთ ტექნიკა.
■შენახვის პირობები:
- შეინახეთ 25 oC-ზე დაბალ ტემპერატურის პირობებში.
- პროდუქტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა:
2 წელი
■ მწარმოებელი:
შპს PharmaS, რადნიქას ქ. 47, HR-10000 ზაგრები, EU
Pharmas Switzerland.S.A.ლიცენზიის თანახმად
წარმოშობის ქვეყანა: EU
www.pharmas-group.com