პროდუქცია

პროდუქცია
ადოლორი B12/ADOLOR B12 ალერდექსი / ALERDEX ამელოტექსი ® -NEW / AMELOTEKC ® -NEW ამელოტექსი ® -NEW /AMELOTEKC ® -NEW ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX-NEW ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX®-NEW ამელოტექსი®-NEW / AMELOTEX-NEW ანგიოზილი® -MR / ANGIOZIL-MR ართრამუვი/ARTHRAMOVE ართროვინი/ARTHROVIN გლავოპტ ფორტე / GLAVOPT FORTE გლავოპტი / GLAVOPT დექსალფენი®NEW/ DEXALFEN NEW დოქსიტუსი / DOXITUS ელკავინი - B / ELKAVIN - B ელკოზოლი / ELKOZIL ენტეროსტაბილი / ENTEROSTABIL ენტეროსტაბილი ORS / ENTEROSTABIL ORS ეტარინი/ ETARIN ექსუდაზიმი/EXUDAZIM ვალმეტონი/VALMETON ვინპოტროპილი GEO / VINPOTROPIL GEO ზითროგარდი / ZITHROGARD თიოპტია/TIOPTIA იზოკონაზოლი-მ / IZOCONAZOL-M იმუკომაქსი/IMUCOMAX იმუნოპეა C/IMUNOPEA C იტრაზილი/ITRAZIL კალციდვიტი / CALCIDVIT კეტალდინი / KETALDIN კეტალდინი /KETALDIN კლინდამეტი / KLINDAMET კომპლიგამიB®-NEW / KOMPLIGAMB®-NEW ლაქსაკოლი / LAKSACOL ლაქსაკოლი / LAKSACOL / სიროფი ლაქსაკოლი ფორტე/LAKSACOL FORTE ლებეგარდი/LEBEGARD ლეფლოგარდი / LEFLOGARD ლოზატენზი / LOZATENZ ლოზატენზი / LOZATENZ მაკროფლუდი / MAKROFLUD მელდოვინი / MELDOVIN მელდოვინი/MELDOVINI მექსი B6 GEO / MEQSI-B6 GEO მოქსიტენზი / MOQSITENZ მოქსიქოლი / MOXIQOL ნეიროსერკი / NEIROSERK ნეიროქსი -NEW/NEIROX - NEW ნიუვიტი /NEWVIT ნიუვიტი ომეგა -3 /NEWIT OMEGA-3 ნიუვიტი ქიდსი / NEWVIT KIDS ნიუკლავი/NEWCLAV ნიუკოქსი/NEWCOX ნიუმიქსინ-აი/ NEWMYXIN-EYE ნიუროქსიმი / NEWROXIME ნიუფეროლი / NEWFEROL ნიუფეროლი  / NEWFEROL ნიუქლინ-ურო/NEWCLEAN-URO ნიუცეფი / NEUCEPH ოსტედონი / OSTEDON პენტაქსოლი/PENTAXOL პეროლაქტ B / PEROLACT B პეროლაქტ ქიდს / PEROLAQT KIDS პიანტურო/PIANTURO პილობალანსი / PYLOBALANS პროტაზონი / PROTAZON რამნოვიტ ბეიბი / RAMNOVIT BABY რეუტაზა/REUTASA რინისპრეი/RINISPRAY როზუვასტი / ROZUVAST სინუდატი/SINUDATE სოლუფლოქსი/SOLUFLOX სომნოკაფსი / SOMNOKAPS სომნოკაფსი ფორტე/SOMNOKAPS FORTE სორპონი/SORPON სპარექსი GEO / SPAREX GEO სუგრელი / SUGRELI ტენზიფონი/TENZIFON ტერბექსინი /Terbexin/ 10 მგ/გ კრემი ტერბექსინი/TERBEXIN ტობიზილი / TOBIZIL ტოპიდექსოლი კომბი/TOPIDEXOL COMB ტოპიდექსოლი/TOPIDEXOL ტრევიტონი B/TREVITON B ფენაქსოლი / FENAXOL ფლუდროპი/FLUDROP ფლუქსოგარდი / FLUXOGARD ქინოფსი/QINOPS ცერეტონი®-NEW / CERETON®-NEW ცერეტონი®-NEW / CERETON®-NEW ციტოლეპტი®-NEW / CITOLEPT®-NEW ციტოლეპტი®-NEW/CITOLEPT-NEW ჰარტოვინი/HARTOVIN ჰემოქსიპარინი / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი®/HEMOXIPARINI ჰეპაგარდ აქტივი®/ HEPAGUARD ACTIVE ჰისტერი / HISTER
კატეგორია
კატეგორია ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები ანთების და რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ანტიბიოტიკები ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები ანტიფუნგალური საშუალებები ანტიჰიპერტენზიული საშუალებები გასტროენტეროლოგიური საშუალებები ვიტამინები/პოლივიტამინები იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები მეტაბოლური საშუალებები ნევროლოგიური საშუალებები ოტო-რინო-ლარინგოლოგია ოფთალმოლოგიური საშუალებები პროტეოლიზური ფერმენტები რკინის პრეპარატი სასუნთქ გზებზე მოქმედი საშუალებები საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები სისტემური მოქმედების კორტიკოსტეროიდები სხვადასხვა უროლოგიური ჯგუფის პრეპარატები ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სამკურნალო საშუალებები ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
ნიუმიქსინ-აი/ NEWMYXIN-EYE

ნიუმიქსინ-აი/ NEWMYXIN-EY ...

მწარმოებელი:
აღწერა:

ნიუმიქსინ-აი  (NEWMYXIN-EYE)  3500 IU / 6000 IU/ 1მგ/მლ  თვალის წვეთებ ...

კატეგორია:

ნიუმიქსინ-აი  (NEWMYXIN-EYE)  3500 IU / 6000 IU/ 1მგ/მლ  თვალის წვეთები, სუსპენზია

ნეომიცინის სულფატი /პოლიმიქსინის B სულფატი  /დექსამეტაზონი

 

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

  • შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი,  თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ  ექიმს.  იხილეთ ქვეთავი   4 .

შინაარსი:

  • რა არის ნეომიცინის სულფატი +პოლიმიქსინის B სულფატი +დექსამეტაზონი თვალის წვეთები და რა დროს გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ნიუმიქსინ-აის წვეთების მიღებამდე
  • ნიუმიქსინ-აის წვეთების მიღების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ნიუმიქსინის თვალის წვეთების შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  1. რა არის ნიუმიქსინ-აის წვეთები და რა დროს გამოიყენება

ნიუმიქსინ-აის წვეთები, სუსპენზია წარმოადგენს დექსამეტაზონის, ნეომიცინისა  და პოლიმიქსინი B სულფატის კომბინირებულ პრეპარატს და განკუთვნილია თვალში გამოსაყენებლად.

დექსამეტაზონი  არის კორტიკოსტეროიდი და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ნეომიცინი  და პოლიმიქსინი B სულფატი ანტიბიოტიკებია, რაც განაპირობებს პრეპარატის აქტივობას თვალის  ინფექციურ დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების მიმართ.

ნიუმიქსინ-აის წვეთები, სუსპენზია გამოიყენება თვალის ანთების მოკლევადიანი მკურნალობისთვის, ბაქტერიული ინფექციის არსებობის ან განვითარების რისკის დროს და სოკოვანი ან ვირუსული ინფექციის გამორიცხვის შემდეგ .

  1. რა უნდა იცოდეთ ნიუმიქსინ-აის წვეთების მიღებამდე

არ გამოიყენოთ ნიუმიქსინ-აის წვეთები

  • თუ ხართ ალერგიული ნეომიცინის სულფატის /პოლიმიქსინის B სულფატის/ დექსამეტაზონის ან აღნიშნული პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია ქვეთავში  6).

თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ:

  • მარტივი ჰერპესი (ვირუსით ან რქოვანას დაზიანებით გამოწვეული თვალის ჰერპესი);
  • ჩუტყვავილა და თვალის სხვა ვირუსული დაავადება;
  • თვალის სოკოვანი დაავადებები;
  • თვალის ტუბერკულოზი;
  • არანამკურნალები თვალის ჩირქოვანი ინფექცია.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ნიუმიქსინ-აის წვეთების   გამოყენებამდე  გაიარეთ  სამედიცინო  კონსულტაცია.

აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თვალ(ებ)ში გამოსაყენებლად.

  • ნიუმიქსინ-აი გამოიყენეთ მხოლოდ თვალებისთვის.
  • ალერგიული რეაქციების, როგორიცაა ქუთუთოების ქავილის, თვალის შეშუპების ან სიწითლის გამოვლენის შემთხვევაში, შეწყვიტეთ აღნიშნული პრეპარატის გამოყენება და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
  • აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის მგრძნობელობის მომატება (სიწითლე, გაღიზიანება და დისკომფორტი).
  • ნიუმიქსინ-აის წვეთების გამოიყენებამდე შეატყობინეთ ექიმს, თუ ღებულობთ ანტიბიოტიკებს.
  • შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების,  მაგ., ნეომიცინის,  მიმართ.
  • თუ დიდი ხნის განმავლობაში იყენებთ ნიუმიქსინ-აის წვეთებს, თქვენ შესაძლოა განგივითარდეთ:
  • თვალშიდა წნევის მომატება. Vision Trio-ს თვალის წვეთების გამოყენებისას აუცილებელია ინტრაოკულარული წნევის პერიოდული შემოწმება. კონსულტაცია გაირეთ მკურნალ ექიმთან,  განსაკუთრებით ბავშვების შემთხევვაში;
  • კატარაქტა (თვალში არსებული ბუნებრივი ლინზის, ანუ ბროლის შემღვრევა);
  • გახდეთ თვალის ინფექციებისადმი უფრო მგრძნობიარე;
  • შეიძლება განვითარდეს კუშინგის სინდრომი, რამდენადაც აღნიშნული პრეპარატი ხვდება სისხლში. შეატყობინეთ ექიმს, თუ გამოვლინდა შეშუპება ან წონის მატება, განსაკუთრებით ტორსისა და სახის ნაწილში, რაც წარმოადგენს აღნიშნული სინდრომის პირველად სიმპტომებს. აღნიშნული მედიკამენტით ხანგრძლივი და ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის დაქვეითება. არ შეწყვიტოთ მკურნალობა უცბად ექიმთან კონსულტაციის გარეშე. აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვებსა და იმ პაციენტებში, რომლებიც გადიან რიტონავირის შემცველი პრეპარატებით მკურნალობას.
  • ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ან სოკოს ჭარბი გამრავლება. აღნიშნულ შემთხვევაში, ექიმი დაგინიშნავთ სხვა შესაფერის მკურნალობას.
  • თუ აღგენიშნებათ დაავადებები, რომლებიც იწვევენ რქოვანას ან სკლერას გათხელებას, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.
  • კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეაფერხონ დაზიანებული რქოვანას მკურნალობა. ცნობილია, რომ ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშულებები (NSAIDs) აგრეთვე აფერხებენ მკურნალობას. კორტიკოსტეროიდებისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშულებების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაართულოს მკურნალობის პროცესი.
  • სიმპტომების გაუარესების ან რეციდივის შემთხვევაში, კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.
  • კონტაქტური ლინზების ტარების შემთხვევაში, მოიხსენით ლინზები თუ შენიშნავთ თვალის ინფექციის ნიშნებს და სიმპტომებს. ლინზების ნაცვლად ატარეთ სათვალეები. არ გაიკეთოთ ლინზები ინფექციის ნიშნებისა და სიმპტომების გაქრობის და Vision Trio-ს თვალის წვეთების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.

აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობისას შეიძლება დაგჭირდეთ თვალშიდა  წნევის მონიტორინგი.

ნიუმიქსინ-აის წვეთების გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იღებთ:

  • ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშულებებს (NSAIDs). ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდებისა და ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშულებების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაართულოს რქოვანას მკურნალობის პროცესი.
  • რიტონივარის შემცველ მედიკამენტებს, რადგანაც აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში დექსამეტაზონის რაოდენობის ზრდა.

სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებების გამოყენების შემთხვევაში,  მიღებებს შორის დროის ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე 5 წუთი .

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ჰკითხეთ ექიმს რჩევა აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.

ნიუმიქსინ-აის წვეთების გამოყენება არ არის რეკომენდირებული   ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

ავტომობილისა  ან სხვა მექანიზმების მართვა

ნიუმიქსინ-აის წვეთების გამოყენებისთანავე შეიძლება განვითარდეს მხედველობის დაბინდვა. აღნიშნული სიმპტომის გაქრობამდე პაციენტი უნდა მოერიდოს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და სხვა მექანიზმების გამოყენებას.

ნიუმიქსინ-აის წვეთების შემადგენლობაში შედის ბენზალკონიუმის ქლორიდი

ბენზალკონიუმის ქლორიდმა (კონსერვანტი ნეომიცინის სულფატი +პოლიმიქსინის B სულფატი  +დექსამეტაზონი) შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება.

მოარიდეთ რბილ კონტაქტურ ლინზებს. თვალის წვეთების გამოყენებამდე მოიხსენით კონტაქტური ლინზები და ხელახლა  ჩაისვით 15 წუთის შემდეგ.

ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულება.

 

  1. ნიუმიქსინ-აის წვეთების გამოყენების წესი

აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის
დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან
ფარმაცევტს.

ნიუმიქსინ-აის წვეთები განკუთვნილია მხოლოდ თვალ(ებ)ში გამოსაყენებლად.

მოზრდილები და მოზარდები (მათ შორის 65 წელზე  უფროსი  ასაკის პაციენტები)

მსუბუქ შემთხვევებში, ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი ხსნარი დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 4-6 ჯერ დღეში.

უფრო მძიმე შემთხვევებში, ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი ხსნარი ყოველ საათში დოზირების თანდათანობით შემცირებით ანთებითი პროცესის შესუსტებისას.

ღვიძლის ან თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები

ნიუმიქსინ-აის წვეთები გამოიყენება ღვიძლის ან თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში.

ბავშვები

ბავშვებში აღნიშნული პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი, შესაბამისად, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

გამოყენება

  1. აიღეთ ნიუმიქსინ-აის წვეთები და სარკე.
  2. დაიბანეთ ხელები.
  3. კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
  4. მოხსენით თავსახური.
  5. დაიჭირეთ ფლაკონი დაბლა მიმართული, ცერა და შუა თითებს შორის (ფოტო1).
  6. გადახარეთ თავი უკან. ჩამოსწიეთ ქუთუთო სუფთა ხელით ისე, რომ ქუთოთოსა და თვალს შორის წარმოიქმნას ,,ჯიბე". წვეთი უნდა ჩაიწვეტოთ ზუსტად ამ ადგილას (ფოტო2).
  7. მიიტანეთ ფლაკონი თვალთან ახლოს. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ სარკე.
  8. ფლაკონი არ შეახოთ თვალს, ქუთუთოს, მიმდებარე არეს ან სხვა ზედაპირს, რათა თავიდან იქნას აცილებული პრეპარატის დაბინძურება.
  9. ფრთხილად დააწექით ფლაკონის უკანა მხარეს და გამოუშვით ნიუმიქსინ-აის ერთი წვეთი (ფოტო 3).
  10. ნიუმიქსინ-აის თვალში ჩაწვეთების შემდეგ დახუჭეთ თვალი და ფრთხილად დაიმასაჟეთ ცხვირის მიმართულებით (ფოტო 4). ამგვარად თქვენ თავიდან აიცილებთ ნიუმიქსინ-აის წვეთების მოხვედრას სხეულის სხვა ნაწილზე.
  11. თუ საჭიროა ნიუმიქსინ-აისწვეთების გამოყენება მეორე თვალშიც, გაიმეორეთ იგივე პროცედურა და პროცედურის დაწყებამდე კარგად დაიბანეთ ხელები,რათა არ მოხდეს ინფექციის გადატანა ერთი თვალიდან მეორეში .
  12. გამოყენებისთანავე დაახურეთ ფლაკონს თავსახური.
  13. გამოიყენეთ მხოლოდ ერთი ფლაკონი.

თუ წვეთი არ მოხვდა თვალში, ხელმეორედ სცადეთ.

დოზის გადაჭარბება

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში ამოიბანეთ თვალები ნელთბილი წყლით. ფლაკონის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს.

დოზის გამოტოვება

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას კომპენსაციის მიზნით. მიიღეთ გახსენებისთანავე. თუ  შემდეგი დოზის მიღების დროა, გააგრძელეთ ჩვეულებრივად.

თუ იყენებთ სხვა ოფთალმოლოგიურ საშუალებებს ( წვეთები ან მალამოები), მიღებებს შორის დაიცავით 5 წუთიანი ინტერვალი, თვალის მალამო წაისვით ბოლოს.

აღნიშნული პრეპარატის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

  1. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ნეომიცინის სულფატი /პოლიმიქსინის B სულფატი /დექსამეტაზონის კომბინაციის ოკულარული გამოყენებისას გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

არახშირი  ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში):

თვალთან დაკავშირებული პრობლემები: კერატიტი (თვალის ზედაპირის ანთება),  მომატებული ინტრაოკულარული წნევა, თვალის ქავილი, თვალის დისკომფორტი, თვალის გაღიზიანება.

  უცნობი სიხშირის

იმუნური სისტემის დარღვევები: ზოგადი ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა).

ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი

თვალთან დაკავშირებული პრობლემები: რქოვანას წყლული, მხედველობის დაბინდვა, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თვალის გუგის გაფართოება, ქუთუთოს  ჩამოშვება, თვალის ტკივილი, თვალის შეშუპება, თვალში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება, თვალის სიწითლე,  ცრემლის გაზრდილი გამოყოფა.

კანთან და კანქვეშა ქსოვილთან დაკავშირებული დარღვევები:  კანის მძიმე რეაქციები  (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)

თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ თვალის წვეთებით მკურნალობა სიმპტომების გართულებამდე.  შეწუხების შემთხვევაში,  გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.

შეტყობინება  გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ საქართველოს წამლის სააგენტოს  ვებგვერდის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.

  1. ნიუმიქსინ-აის წვეთების  შენახვის პირობები

შეინახეთ 250C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში.

აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ  თავდაპირველ შეფუთვაში.

არ გაყინოთ.

აღნიშნული პრეპარატი პირველი გახსნიდან  ვარგისია 28 დღის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი კოლოფზე  აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.  ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ.  აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  1. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ნიუმიქსინ-აის წვეთები:

აქტიური ნივთიერებები: ნეომიცინის სულფატი 3500 IU /მლ /პოლიმიქსინის B სულფატი 6000 IU/ მლ  და დექსამეტაზონი1მგ/მლ.

სხვა კომპონენტები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ტილოქსაპოლი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორინის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

ნიუმიქსინ-აის წვეთების გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ნიუმიქსინ-აის წვეთები არის თეთრი-მოყვითალო ფერის სუსპენზია.

პრეპარატი წარმოდგენილია თეთრი ფერის პლასტმასის ფლაკონში, საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით.

შეფუთვა: 5 მლ 1 (ერთი) ფლაკონი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

არმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს ნექსტრა გრუპი

მისამართი: საქართველო, თბილისი 0154, ევდოშვილის ქ.#18 , სართული 2, ოფისი#3

 

მწარმოებელი:

BALKANPHARMA-RAZGRAD AD,

ბულგარეთი, რაზგრადი 7200, აპრილსკო ვოსტანიეს ბულვ. # 68

აღნიშნული პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

შპს ნექსტრა გრუპი

მისამართი: საქართველო, თბილისი 0154, ევდოშვილის ქ.#18 , სართული 2, ოფისი#3

მსგავსი პროდუქტები

ტერბექსინი  /Terbexin/ 10 მგ/გ კრემი

ტერბექსინი /Terbexin/ 10 ...

აღწერა:

ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი   პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვ ...

კატეგორია:
ანტიფუნგალური საშუალებები
ართრამუვი/ARTHRAMOVE

ართრამუვი/ARTHRAMOVE

აღწერა:

HEALTHERCO   ართრამუვი /ARTHRAMOVE/ აუმჯობესებს  სახსრების ჯანმრთელობასა და ფუნქციონირებას საკვები დანამატი 90 ...

კატეგორია:
ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები

Close