პროდუქცია

პროდუქცია
ალერდექსი / ALERDEX ამელოტექსი ® -NEW / AMELOTEKC ® -NEW ამელოტექსი ® -NEW /AMELOTEKC ® -NEW ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX-NEW ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX®-NEW ამელოტექსი®-NEW / AMELOTEX-NEW ანგიოზილი® -MR / ANGIOZIL-MR ართრამუვი/ARTHRAMOVE ართროვინი/ARTHROVIN გლავოპტ ფორტე / GLAVOPT FORTE გლავოპტი / GLAVOPT დექსალფენი®NEW/ DEXALFEN NEW დოლომინი®/DOLOMIN დოქსიტუსი / DOXITUS ელკავინი - B / ELKAVIN - B ელკოზოლი / ELKOZIL ენტეროსტაბილი / ENTEROSTABIL ენტეროსტაბილი ORS / ENTEROSTABIL ORS ეტარინი/ ETARIN ექსუდაზიმი/EXUDAZIM ვინპოტროპილი GEO / VINPOTROPIL GEO ზითროგარდი / ZITHROGARD თიოპტია/TIOPTIA იდრინოლი®-NEW / IDRINOL NEW იზოკონაზოლი-მ / IZOCONAZOL-M იმუკომაქსი/IMUCOMAX იმუნოპეა C /IMUNOPEA C იტრაზილი/ITRAZIL კალციდვიტი / CALCIDVIT კეტალდინი / KETALDIN კლინდამეტი / KLINDAMET კომპლიგამიB®-NEW / KOMPLIGAMB®-NEW ლაქსაკოლი / LAKSACOL ლაქსაკოლი ფორტე/LAKSACOL FORTE ლებეგარდი/LEBEGARD ლეფლოგარდი / LEFLOGARD ლოზატენზი / LOZATENZ ლოზატენზი / LOZATENZ მაკროფლუდი / MAKROFLUD მელდოვინი / MELDOVIN მექსი B6 GEO / MEQSI-B6 GEO მოქსიტენზი / MOQSITENZ მოქსიქოლი / MOXIQOL ნეიროსერკი / NEIROSERK ნეიროქსი -NEW/NEIROX - NEW ნიუვიტი /NEWVIT ნიუვიტი ომეგა -3 /NEWIT OMEGA-3 ნიუვიტი ქიდსი / NEWVIT KIDS ნიუკლავი/NEWCLAV ნიუმიქსინ-აი/ NEWMYXIN-EYE ნიუფეროლი / NEWFEROL ნიუფეროლი  / NEWFEROL ნიუქლინ-ურო/NEWCLEAN-URO ნიუცეფი / NEUCEPH ოსტედონი / OSTEDON პენტაქსოლი/PENTAXOL პეროლაქტ B / PEROLACT B პეროლაქტ ქიდს / PEROLAQT KIDS პილობალანსი / PYLOBALANS რამნოვიტ ბეიბი / RAMNOVIT BABY რეუტაზა/REUTASA რინისპრეი/RINISPRAY როზუვასტი / ROZUVAST სოლუფლოქსი/SOLUFLOX სომნოკაფსი / SOMNOKAPS სომნოკაფსი ფორტე/SOMNOKAPS FORTE სორპონი/SORPON სპარექსი GEO / SPAREX GEO სუგრელი / SUGRELI ტენზიფონი/TENZIFON ტერბექსინი /Terbexin/ 10 მგ/გ კრემი ტერბექსინი/TERBEXIN ტობიზილი / TOBIZIL ტოპიდექსოლი კომბი/TOPIDEXOL COMB ტოპიდექსოლი/TOPIDEXOL ფენაქსოლი / FENAXOL ფლუდროპი/FLUDROP ფლუზაგარდი/FLUZAGARD ქინოფსი/QINOPS ცერეტონი®-NEW / CERETON®-NEW ცერეტონი®-NEW / CERETON®-NEW ციტოლეპტი®-NEW / CITOLEPT®-NEW ციტოლეპტი®-NEW/CITOLEPT-NEW ჰარტოვინი/HARTOVIN ჰემოქსიპარინი / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი®/HEMOXIPARINI ჰეპაგარდ აქტივი®/ HEPAGUARD ACTIVE ჰისტერი / HISTER
კატეგორია
კატეგორია ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ანტიბიოტიკები ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები ანტიფუნგალური საშუალებები ანტიჰიპერტენზიული საშუალებები გასტროენტეროლოგიური საშუალებები ვიტამინები/პოლივიტამინები იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები იმუნურ სისტემაზე მოქმედი საშუალებები მეტაბოლური საშუალებები ნევროლოგიური საშუალებები ოფთალმოლოგიური საშუალებები პროტეოლიზური ფერმენტები რკინის პრეპარატი სასუნთქ გზებზე მოქმედი საშუალებები საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები სხვადასხვა უროლოგიური ჯგუფის პრეპარატები ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სამკურნალო საშუალებები ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
მექსი B6 GEO  / MEQSI-B6 GEO

მექსი B6 GEO / MEQSI-B6 ...

მწარმოებელი:
აღწერა:

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია მექსი B 6 GEO ...

კატეგორია:

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
მექსი B 6 GEO
MEXI B 6 GEO
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: მექსი B 6 GEO
პრეპარატის საერთაშორისო არაპატენტირებული და ჯგუფის დასახელება: ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი + [პირიდოქსინი]
წამლის ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა:
აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებებს: ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატს 125 მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებებს: კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი 65 მგ, კალციუმის სტეარატი 6,7 მგ, კროპოვიდონი 14 მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური 20 მგ, ნატრიუმის კროს კარმელოზა 20 მგ, მაგნიუმის ლაქტატი დიჰიდრატი 315,9 მგ, მაგნიუმის სტეარატი 6,7 მგ, მაკროგოლი (პოლიეთილენგლიკოლი 6000) 13,4 მგ, ცელულოზა მიკროკრისტალური 53,3 მგ;
აპკის გარსის შემადგენლობა: ოპადრაი თეთრი 20 მგ, მათ შორის: ჰიპროლოზა (ჰიდროქსიპროპილცელულოზა) 6,75 მგ, ჰიდრომელოზა (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა) 6, 75 მგ, ტალკი 4 მგ, ტიტანის დოპქსიდი 2,5 მგ.
აღწერა:
მრგვალი, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები. განივ ჭრილზე - თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.
ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: ანტიოქსიდანტური საშუალება + ვიტამინი.
ათქ კოდი: [N07XX]
ფარმაკოლოგიური თვისებები
მექსი B 6 GEO - კომბინირებული პრეპარატია.
ფარმაკოდინამიკა
ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი თავისუფალ რადიკალური პროცესების ინჰიბიტორი - მემბრანოპროტექტორი, რომელიც აგრეთვე ფლობს ანტიჰიპოქსიურ, სტრესპროტექტორულ, ნოოტროპულ, ეპილეფსიის საწინააღმდეგო და ანქსიოლიტურ მოქმედებას. ანტიოქსიდანტური პრეპარატი, არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს მიოკარდიუმსა და სისხლძარღვთა კედელში. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ანტიოქსიდანტური და მემბრანოპროტექტორული თვისებებით. ახშობს ლიპიდების ზეჟანგურ ჟანვას, ზრდის სუპეროქსიდაზის აქტივობას, გავლენას ახდენს მემბრანის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, ზრდის ლიპიდების პოლარული ფრაქციის (ფოსფოტიდილსერინის და ფოსფოტიდილინოზიტის და სხვ.) შემცველობას მემბრანაში, ამცირებს ქოლესტეროლ/ფოსფოლიპიდების ურთიერთკავშირს, ამცირებს ლიპიდური შრის წებოვნებას და ზრდის მემბრანის განვლადობას, ააქტიურებს მიტოქონდრიების ენერგომასინთიზირებელ ფუნქციებს და აუმჯობესებს ენერგეტიკულ ცვლას უჯრედში და ამგვარად, იცავს უჯრედების აპარატს და მათი მემბრანების სტრუქტურას.
პრეპარატის მიერ ბიოლოგიური მემბრანის ფუნქციონალური აქტივობის ცვლილება იწვევს სიმპათიკური მემბრანების ცილოვანი მაკრომოლეკულების კონფორმაციულ ცვლილებებს, რის შედეგად ახდენს მოდულირებად გავლენას მემბრანასთან დაკავშირებული ფერმენტების, იონური არხებისა და რეცეპტორული კომპლექსების აქტივობაზე, კერძოდ, ბენზოდიაზეპინურის, გამაამინოზეთოვანი მჟავის, აცეტილქოლინურის, მათი ლიგანდებთან დაკავშირების უნარის გაძლიერებით, ნეირომედიატორების აქტივობისა და სინაპტიკური პროცესების აქტივაციის გაზრდით.
აძლიერებს აერობული გლიკოლიზის კომპენსატორულ აქტივაციას და აქვეითებს კრებსის ციკლში დაჟანგვის პროცესების დათრგუნვის ხარისხს ჰიპოქსიის პირობებში ადენოზიტრიფოსფორული მჟავას (ატფ) და კრეატინფოსფატის მომატებით, ააქტიურებს მიტოქონდრიების ენერგომასინთეზირებელ ფუნქციას.
ამაღლებს ორგანიზმის რეზისტენტულობას სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზეგავლენის მიმართ პათოლოგიური მდგომარეობისას (შოკი, ჰიპოქსია და იშემია, ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები, ინტოქსიკაცია ეთანოლითა და ანტიფსიქოტური სამკურნალო საშუალებებით).
აუმჯობესებს მეტაბოლიზმსა და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, სისხლის მიკროცირკულაციასა და რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. ახდენს სისხლის უჯრედების (ერითროციტებისა და თრომბოციტების) მემბრანების სტაბილიზაციას, ჰემოლიზის განვითარების ალბათობის დაქვეითებით. ფლობს ჰიპოლიპიდემიურ მოქმედებას, ამცირებს ზოგადი ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) შემცველობას.
აუმჯობესებს იშემიზირებული მიოკარდიუმის ფუნქციონალურ მდგომარეობას, მარცხენა პარკუჭის (მპ) სისტოლური და დიასტოლური დისფუნქციის გამოვლენის, აგრეთვე მიოკარდიუმის ელექტრული არასტაბილობის შემცირებით.
კორონარული სისხლის მიმოქცევის კრიტიკული დაქვეითების პირობებში, ხელს უწყობს კარდიომიოციტების მემბრანების სტრუქტურულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის შენარჩუნებას, ასტიმულირებს ფოსფოდიესთერაზას, ადენილატციკლაზის, აცეტილქოლინესთერაზის მემბრანული ფერმენტების აქტივობას. მხარს უჭერს მწვავე იშემიისას ანაერობული გლიკოლიზის განვითარებად აქტივაციასა და ჰიპოქსიის პირობებში ხელს უწყობს მიტოქონდრიული ჟანგვა-აღდგენითი პროცესების აღდგენას, ზრდის ადენოზიტრიფოსფორული მჟავას (ატფ), კრეატინფოსფატისა და სხვა მაკროერგების სინთეზს. ზრდის იშემიზირებული მიოკარდიუმის სისხლის კოლატერალურ მომარაგებას და ააქტიურებს ენერგომასინთეზირებელ პროცესებს იშემიის ზონაში, რაც ხელს უწყობს კარდიომიოციტების მთლიანობის შენარჩუნებასა და მათი ფუნქციონალური აქტივობის მხარდაჭერას.
სტაბილური სტენოკარდიის დაავადების მქონე ავადმყოფებში ზრდის ტოლერანტურობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ და ნიტრატების ანტიანჰიალურ აქტივობას, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, აქვეითებს მწვავე კორონარული უკმარისობის განვითარების სიხშირეს.
პირიდოქსინი, ორგანიზმში მოხვედრისას, ფოსფორილირებს, გადაიქცევა პირიდოქსალ-5-ფოსფატად და შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც ახორციელებენ დეკარბოქსილირებას, ტრანსამინირებასა და ამინომჟავების რაცემიზაციას, აგრეთვე გოგირდშემცველი და ჰიდროქსილირებული ამინომჟავების ფერმენტატულ გადაქცევას. მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვულის სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. პირიდოქსინი მონაწილეობს ტრიპტოფანის, მეთიონინის, ცისტეინის, გლუტამინურ და სხვა ამინომჟავების ცვლაში. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰისტამინის ცვლაში. ხელს უწყობს ლიპიდური ცვლის ნორმალიზებას.
ფარმაკოკინეტიკა
ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი სწრაფად შეიწოვება შიგნით მიღებისას (ნახევარაბსორბციის პერიოდი - 0,08 – 1 სთ). მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Тცმახ) შიგნით მიღებისას - 0,46-0,5 სთ. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Сმახ) შიგნით მიღებისას - 50-100 ნგ/მლ. სწრაფად ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში. ეთულმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატის ორგანიზმში შეკავების საშუალო დრო - 4,9 – 5,2 სთ. ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი მეტაბოლიზირებს ღვიძლში გლუკურონირების გზით. იდენტიფიცირებულია 5 მეტაბოლიტი: 3 - ოქსიპირიდინის ფოსფატი - წარმოიქმნება ღვიძლში და ტუტოვანი ფოსფატაზის მონაწილეობისას იშლება ფოსფორის მჟავასა და 3-ოქსიპირიდინზე; მე-2 მეტაბოლიტი - ფარმაკოლოგიურად აქტიურია, წარმოიქმნება დიდი რაოდენობით და აღინიშნება შარდში 1-2 დღე-ღამის შემდეგ შეყვანიდან; მე-3 - გამოიყოფა დიდი რაოდენობით შარდით; მე-4 და მე-5 - გლუკურონკონიუგატებია. ნახევრად გამოყოფის პერიოდი შიგნით მიღებისას - 4,7-5 სთ. სწრაფად გამოიყოფა შარდით ძირითადად მეტაბოლიტების სახით (50% 12 სთ-ში) და უმნიშვნელო რაოდენობით - უცვლელი სახით (0,3% 12 სთ-ში). უფრო ინტენსიურად გამოიყოფა პირველი 4 სთ განმავლობაში ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუნქცინატის მიღების შემდეგ. შარდთან ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუნქცინატისა და მეტაბოლიტების გამოყოფის მაჩვენებლებს გააჩნით მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ვარიაბელურობა.
პირიდოქსინი შეიწოვება სწრაფად მთელი წვრილი ნაწლავის განმავლობაში, მეტი წილი აბსორბირდება მლივ ნაწლავში. მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების (პირიდოქსალფოსფატი და პირიდოქსამინოფისფატი) წარმოშობით. პირიდოქსალფოსფატი პლაზმის ცილებით უკავშირდება 90 %-ით. კარგად აღწევს ყველა ქსოვილში; გროვდება უპირატესად ღვიძლში, ნაკლებად - კუნთებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს). აღწევს პლაცენტაში, სეკრეტირდება დედის რძესთან ერთად. ნახევრადგამოყოფის პერიოდი (Т1/2) – 15-20 დღე. გამოიყოფა თირკმელებით (ინტრავენური შეყვანისას - ნაღველით 2%), აგრეთვე ჰემოდიალიზის მსვლელობისას.
ჩვენებები გამოყენებაზე
კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში:
• დისცირკულატორული ენცეფალოპათია;
• ვეგეტატიური დისტონიის სინდრომი;
• ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობებისას შფოთვის სინდრომით;
• აბსტინენციური სინდრომი ალკოჰოლიზმის დროს ნერვოზის მსგავსი და ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი მოშლილობების დომინირებით;
• გულის იშემიური დაავადება (შეტევების პროფილაქტიკა);
• მდგომარეობა ანტიფსიქოტური საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაციის შემდეგ;
• ასთენიური მდგომარეობები, აგრეთვე ექსტრემალური ფაქტორებისა და დატვირთვების ზემოქმედებით სომატური დაავადებების განვითარების პროფილაქტიკისთვის;
• ექსტრემალური (სტრესული) ფაქტორების ზემოქმედება.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა; ღვიძლის და/ან თირკმელების მწვავე უკმარისობა; ორსულობა, ლაქტაცია, ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით
კუჭისა და 12-გოჯანაწლავის წყლულოვანი დაავადება.
გამოყენების წესი და დოზები
შიგნით, 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღე-ღამეში; საწყისი დოზა 1-2 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღე-ღამეში თანდათანობთი მომატებით თერაპიული ეფექტის მიღებამდე. დღე-ღამის მაქსიმალური დოზაა 6 ტაბ/დღ. მკურნალობის ხანგრძლივობა - 2-8 კვირა. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი კურსების ჩატარება.
გვერდითი მოქმედება
გულისრევა, პირის სიმშრალე, დიარეა, ძილიანობა, ალერგიული რეაქციები, ქლორწყალბადის მჟავის ჰიპერსეკრეცია (НС1), დაბუჟება, კიდურებში ზეწოლის შეგრძნების წარმოშობა - „წინდის“ და „ხელთათმანის“ სიმპტომი, ლაქტაციის დაქვეითება (ზოგჯერ გამოიყენება როგორც სამკურნალო ეფექტი).
ჭარბი დოზირება
ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი
დაბალ ტოქსიკურობასთან დაკავშირებით ჭარბი დოზირება ნაკლებად დასაშვებია. შემთხვევით ჭარბი დოზირებისას, შესაძლებელია ძილიანობისა და სედაციის წარმოშობა. მკურნალობას, როგორც წესი, არ საჭიროებს - სიმპტომები ქრება დამოუკიდებლად დღე-ღამის განმავლობაში. მძიმე შემთხვევებში უძილობისას - ნიტრაზეპამი 10 მგ, ოქსაზეპამი 10 მგ ან დიაზეპამი 5 მგ.
პირიდოქსინი
პირიდოქსინის მაღალი დოზებით მიღებამ დროის მოკლე მონაკვეთში (დოზით 1 გ მეტი დღე-ღამეში) შეიძლება გამოიწვიოს ნეიროტოქსიკური ეფექტების მოკლეხნიანი
წარმოქმნა. პირიდოქსინის 150 მგ/კგ-ზე მეტი დოზით მიღებისას, რეკომენდებულია ღებინების გამოწვევა და აქტივირებული ნახშირის მიღება. ღებინების პროვოკაცია უფრო ეფექტურია პრეპარატის მიღებიდან პირველი 30 წუთის განმავლობაში. შესაძლებელია საჭირო გახდეს ექსტრემალური ზომების მიღება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი
აძლიერებს ბენზოდიაზეპინური ანქსიოლიტიკების, ეპილეფსიის საწინააღმდეგო (კარბამაზეპინი), პარკინსონის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების (ლევოდოპა), ნიტრატების მოქმედებას. ამცირებს ეთანოლის ტოქსიკურ ეფექტებს.
პირიდოქსინი
აძლიერებს დიურეტიკების მოქმედებას; ასუსტებს ლევოდოპას აქტივობას, კარგად ერწყმის გულის გლიკოზიდებს (პირიდოქსინი ხელს უწყობს მიოკარდიუმში შეკუმშვის ცილების სინთეზის ამაღლებას), გლუტამინის მჟავასა და კალიუმს და მაგნიუმის ასპარაგინატს (იზრდება მდგრადობა ჰიპოქსიაში). პირიდოქსინი ფარმაცევტულად შეუთავსებელია თიამინთან და ციანოკობალამინთან. იზონიაზიდი,პენიცილამინი, ციკლოსერინი და ესტროგენშემცველი პერორალური კონტრაცეპტივები ასუსტებენ პირიდოქსინის ეფექტს.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების უნარზე
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისას და სხვა პოტენციურად საშიში სახეობის საქმიანობით დაკავებისას, რომლების დროსაც საჭიროა ყურადღების მაღალი კონცენტრაცია და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფე.
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი პოლივინქლორიდის ფირისა და ალუმინის ფოლგის დაბეჭდილ ლაქირებულ კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
3 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა თოთო 10 ტაბლეტით გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ტემპერატურაზე არაუმეტეს 250ჩ მწარმოებლის შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:
დსს „კანონფარმა პროდაქშნ“, რუსეთი
141100, მოსკოვის ოლქი, ქ. შიოლკოვო, ზარეჩნაიას ქ., ს. 105.
ტელ.: (495) 797-99-54, ფაქსი: (495) 797-96-63.
www.canonpharma.ru
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი: დსს „კანონფარმა პროდაქშნ“, რუსეთი
141100, მოსკოვის ოლქი, ქ. შიოლკოვო, ზარეჩნაიას ქ., ს. 105.
ტელ.: (495) 797-99-54, ფაქსი: (495) 797-96-63.
პროდუქციის ხარისხის თაობაზე მომხმარებლისგან საქართველოს ტერიტორიაზე პრეტენზიების მიმღები ორგანიზაციის მისამართი
შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
საქართველო, ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, კორ 2, ბინა 43
ტელ/ფაქსი: +995(32) 210 88 18

მსგავსი პროდუქტები

ლებეგარდი/LEBEGARD

ლებეგარდი/LEBEGARD

აღწერა:

პროდუქტის გამოყენებამდე გთხოვთ ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ინსტრუქციას  დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს ...

კატეგორია:
გასტროენტეროლოგიური საშუალებები
კომპლიგამიB®-NEW / KOMPLIGAMB®-NEW

კომპლიგამიB®-NEW / KOMPLI ...

აღწერა:

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: კომპლიგამიB®- NEW  არაპატენტირებული დასახელება: პოლივიტამინები [პარენტერალური შეყვანა]  წამ ...

კატეგორია:
ვიტამინები/პოლივიტამინები
დექსალფენი®NEW/ DEXALFEN NEW

დექსალფენი®NEW/ DEXALFEN ...

აღწერა:

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: დექსალფენი®NEW საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: დექსკეტოპროფენი წამლის ფორმა: ხსნ ...

კატეგორია:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები

Close