პროდუქცია

პროდუქცია
ალერდექსი / ALERDEX ამელოტექსი ® -NEW / AMELOTEKC ® -NEW ამელოტექსი ® -NEW /AMELOTEKC ® -NEW ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX-NEW ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX®-NEW ამელოტექსი®-NEW / AMELOTEX-NEW ანგიოზილი® -MR / ANGIOZIL-MR ართრამუვი/ARTHRAMOVE ართროვინი/ARTHROVIN გლავოპტ ფორტე / GLAVOPT FORTE გლავოპტი / GLAVOPT დექსალფენი®NEW/ DEXALFEN NEW დოლომინი®/DOLOMIN დოქსიტუსი / DOXITUS ელკავინი - B / ELKAVIN - B ელკოზოლი / ELKOZIL ენტეროსტაბილი / ENTEROSTABIL ენტეროსტაბილი ORS / ENTEROSTABIL ORS ეტარინი/ ETARIN ექსუდაზიმი/EXUDAZIM ვინპოტროპილი GEO / VINPOTROPIL GEO ზითროგარდი / ZITHROGARD თიოპტია/TIOPTIA იდრინოლი®-NEW / IDRINOL NEW იზოკონაზოლი-მ / IZOCONAZOL-M იმუკომაქსი/IMUCOMAX იმუნოპეა C /IMUNOPEA C იტრაზილი/ITRAZIL კალციდვიტი / CALCIDVIT კეტალდინი / KETALDIN კლინდამეტი / KLINDAMET კომპლიგამიB®-NEW / KOMPLIGAMB®-NEW ლაქსაკოლი / LAKSACOL ლაქსაკოლი ფორტე/LAKSACOL FORTE ლებეგარდი/LEBEGARD ლეფლოგარდი / LEFLOGARD ლოზატენზი / LOZATENZ ლოზატენზი / LOZATENZ მაკროფლუდი / MAKROFLUD მელდოვინი / MELDOVIN მექსი B6 GEO / MEQSI-B6 GEO მოქსიტენზი / MOQSITENZ მოქსიქოლი / MOXIQOL ნეიროსერკი / NEIROSERK ნეიროქსი -NEW/NEIROX - NEW ნიუვიტი /NEWVIT ნიუვიტი ომეგა -3 /NEWIT OMEGA-3 ნიუვიტი ქიდსი / NEWVIT KIDS ნიუკლავი/NEWCLAV ნიუმიქსინ-აი/ NEWMYXIN-EYE ნიუფეროლი / NEWFEROL ნიუფეროლი  / NEWFEROL ნიუქლინ-ურო/NEWCLEAN-URO ნიუცეფი / NEUCEPH ოსტედონი / OSTEDON პენტაქსოლი/PENTAXOL პეროლაქტ B / PEROLACT B პეროლაქტ ქიდს / PEROLAQT KIDS პილობალანსი / PYLOBALANS რამნოვიტ ბეიბი / RAMNOVIT BABY რეუტაზა/REUTASA რინისპრეი/RINISPRAY როზუვასტი / ROZUVAST სოლუფლოქსი/SOLUFLOX სომნოკაფსი / SOMNOKAPS სომნოკაფსი ფორტე/SOMNOKAPS FORTE სორპონი/SORPON სპარექსი GEO / SPAREX GEO სუგრელი / SUGRELI ტენზიფონი/TENZIFON ტერბექსინი /Terbexin/ 10 მგ/გ კრემი ტერბექსინი/TERBEXIN ტობიზილი / TOBIZIL ტოპიდექსოლი კომბი/TOPIDEXOL COMB ტოპიდექსოლი/TOPIDEXOL ფენაქსოლი / FENAXOL ფლუდროპი/FLUDROP ფლუზაგარდი/FLUZAGARD ქინოფსი/QINOPS ცერეტონი®-NEW / CERETON®-NEW ცერეტონი®-NEW / CERETON®-NEW ციტოლეპტი®-NEW / CITOLEPT®-NEW ციტოლეპტი®-NEW/CITOLEPT-NEW ჰარტოვინი/HARTOVIN ჰემოქსიპარინი / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი®/HEMOXIPARINI ჰეპაგარდ აქტივი®/ HEPAGUARD ACTIVE ჰისტერი / HISTER
კატეგორია
კატეგორია ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ანტიბიოტიკები ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები ანტიფუნგალური საშუალებები ანტიჰიპერტენზიული საშუალებები გასტროენტეროლოგიური საშუალებები ვიტამინები/პოლივიტამინები იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები იმუნურ სისტემაზე მოქმედი საშუალებები მეტაბოლური საშუალებები ნევროლოგიური საშუალებები ოფთალმოლოგიური საშუალებები პროტეოლიზური ფერმენტები რკინის პრეპარატი სასუნთქ გზებზე მოქმედი საშუალებები საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები სხვადასხვა უროლოგიური ჯგუფის პრეპარატები ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სამკურნალო საშუალებები ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
კომპლიგამიB®-NEW / KOMPLIGAMB®-NEW

კომპლიგამიB®-NEW / KOMPLI ...

მწარმოებელი:
აღწერა:

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: კომპლიგამიB®- NEW  არაპატენტირებული ...

კატეგორია:

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: კომპლიგამიB®- NEW

 არაპატენტირებული დასახელება: პოლივიტამინები [პარენტერალური შეყვანა]

 წამლის ფორმა: ხსნარი კუნთებში შესაყვანად.

შემადგენლობა:

1 ამპულა (2 მლ) შეიცავს აქტიური ნივთიერების სახით: თიამინის ჰიდროქლორიდს -100 მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს - 100 მგ, ციანოკობალამინი -1 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი - 20 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, ნატრიუმის პოლიფოსფატი, ნატრიუმის ტრიპოლიფოსფატი, კალიუმის ჰექსაციანოფერატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 1 M, საინექციო წყალი.

აღწერა: გამჭვირვალე მოვარდისფრო-წითელი ფერის ხსნარი დამახასიათებელი სპეციფიკური სუნით.

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: პოლივიტამინური საშუალება+სხვა პრეპარატები

АТХ კოდი: A11EX

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

B ჯგუფის ნეიროტროპული ვიტამინები ახდენენ სასარგებლო მოქმედებას ნერვებისა და მოძრავი აპარატის ანთებით და დეგენერაციულ დაავადებებზე. ისინი გამოიყენება არა დეფიციტური მდგომარეობების აღმოსაფხვრელად, არამედ მაღალი დოზებით ფლობენ ანალგეტიკურ თვისებებს, ხელს უწყობენ სისხლის ნაკადის გაძლიერებას, ნორმირებულს ხდის ნერვული სისტემის მუშაობასა და სისხლწარმოქმნის პროცესს (ვიტამინი B12).

თიამინი (B1) უმთავრეს როლს ასრულებს  ნახშირწყლების ცვლის პროცესში, რომლებსაც გააჩნიათ გადამწყვეტი მნიშვნელობა ნერვული ქსოვილის ცვლათა პროცესებში, აგრეთვე კრებსის ციკლში თიამინი პიროფოსფატისა და ადენოზინის ტრიფოსფატის სინთეზში შემდგომი მონაწილეობით.

პიროდიქსინი (B6) მონაწილეობს ცილების მეტაბოლიზმში, და ნაწილობრივ, ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში. ორივე ვიტამინის (B1, B6) ფიზიოლოგიურ ფუნქციას წარმოადგენს ერთმანეთის მოქმედების პოტენცირება, რომელიც ვლინდება დადებით გავლენაში ნერვულ, ნეიროკუნთოვან და გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

ციანოკობალამინი (B12) მონაწილეობს მიელინური გარსის სინთეზში, ასტიმულირებს ჰემოპოეზს, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, რომელიც დაკავშირებულია პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებასთან, ასტიმულირებს ნუკლეინურ ცვლას ფოლიუმის მჟავის აქტივაციის მეშვეობით.

ლიდოკაინი - ადგილობრივად ანესთეზიური საშუალებაა, რომელიც იწვევს ყველა სახის ადგილობრივ ანესთეზიას.

 

ფარმაკოკინეტიკა

კუნთებში შეყვანის შემდეგ თიამინი სწრაფად აბსორბირებს ინექციის ადგილიდან და აღწევს სისხლში (484 ნგ/მლ 15 წთ 50 მგ დოზის შეყვანის პირველ დღეს) და არათანაბრად ნაწილდება ორგანიზმში მისი შემცველობა ლეიკოციტებში 15%, ერითროციტებში 75% და სისხლის პლაზმაში 10%. ორგანიზმში ვიტამინის მნიშვნელოვანი მარაგის არარსებობისას ის უნდა აღწევდეს ორგანიზმში ყოველდღიურად. თიამინი აღწევს ჰემატოენცეფალური და პლაცენტარული ბარიერს, აღმოჩენილია დედის რძეში. თიამინი გამოიყოფა შარდთან ერთად ალფა-ფაზაში 0,15 საათის შემდეგ, ბეტა-ფაზაში - 1 საათის შემდეგ და ტერმინალურ ფაზაში - 2 დღის განმავლობაში. ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენს: თიამინკარბონული მჟავა, პირამინი და ზოგიერთი უცნობი მეტაბოლიტები. ყველა ვიტამინიდან თიამინი ორგანიზმში ნარჩუნდება უმცირესი რაოდენობით. ზდრასრული ადამიანის ორგანიზმი შეიცავს დაახლოებით 30 მგ ტიამინს შემდეგის სახით: 80% თიამინის მონოფოსფატის სახით. კუნთებში ინექციის შემდეგ პირიდოქსინი სწრაფად აბსორბირებს სისხლძარღვებში და ნაწილდება ორგანიზმში, კოენზიმის როლის შესრულებით CH2OH ჯგუფის ფოსფორილირების შემდეგ მე-5 მდგომარეობაში. ვიტამინის დაახლოებით 80% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. პირიდოქსინი ნაწილდება მთელ ორგანიზმში, აღწევს პლაცენტის გავლით, აღმოჩენილია დედის რძეში. დეპონირებს ღვიძლში და იჟანგება 4-პირიდოქსინული მჟავამდე, რომელიც ექსკრეტირებს შარდთან ერთად, მაქსიმუმ აბსორბცირდება 2-5 საათის შემდეგ. ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 40-150 მგ ვიტამინ B6 , მისი ელიმინაციის ყოველდღიური სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 1,7-3,6 მგ ანთების სიჩქარისას 2,2-2,4%.

 

გამოყენების ჩვენებები

პათოგენეტიკური და სიმპტომატური საშუალების სახით დაავადებების მკურნალობისას და ნერვული სისტემის სხვადასხვა დარღვევების დროს:

- ნეიროპათიის და პოლინეიროპათიის (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა);

- ნევრიტი და პოლინევრიტი, მ.შ. რეტრობულბარული ნევრიტი;

- პერიფერიული პარეზები, მ.შ. სახის ნერვის;

- ნევრალგია, მ.შ. სამწვერა ნერვის და ნეკნებს შორის ნერვების;

- ტკივილის სინდრომი (ფესვური, მიალგია);

- ღამის კუნთების კრუნჩხვები, განსაკუთრებით უფროსი ასაკის პირებში;

- პლექსოპათიები, განგლიონიტები (სარტყლისებრი ჰერპესის ჩათვლით);

-ხერხემლის ოსტეოქონდროზის ნევროლოგიური გამოვლინებები (რადიკულოპათია, ლუმბოიშალგია, კუნთოვან-ტონური სინდრომი)

უკუჩვენება

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტების მიმართ;

- გულის დეკომპენსირებული ქრონიკული უკმარისობის მძიმე და მწვავე ფორმები

- ბავშვთა ასაკი (კვლევების არარსებობის გამო).

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი

გამოხატული ტკივილის გამოხატული სინდრომისას მკურნალობა მიზანშეწონილია დაიწყოს კუნთებში შეყვანით (ღრმად) პრეპარატის 2 მლ ყოველდღიურად 5-10 დღის განმავლობაში, შემდგომში ან შიგნით მიღებაზე გადასვლით, ან უფრო იშვიათ ინექციებზე (2-3-ჯერ კვირაში 2-3 კვირის განმავლობაში).

 გვერდითი მოქმედება

ალერგიული რეაქციები. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს ოფლის მომატებული გამოყოფა, ტაქიკარდია, ჩნდება ფერიმჭამელების გამონაყარი. აღწერილია კანის რეაქციები ქავილის, ჭინჭრის ციების სახით.

იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მოვლენები, მაგალითად, გამონაყარი, გაძნელებული სუნთქვა, ანგიონევროტული შეშუპება, ანაფილაქტიური შოკი.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: პრეპარატის ძალიან სწრაფად შეყვანის შემთხვევებში, შეიძლება გაჩნდეს სისტემური რეაქციები (თავბრუსხვევა, არითმია, კრუნჩხვები), ისინი შეიძლება გახდეს დოზის გადაჭარბების შედეგი.

მკურნალობა: სიმპტომატური თერაპია.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

თიამინი მთლიანად იშლება ხსნარებში, რომლებიც შეიცავენ სულფიტებს.

თიამინი არასტაბილურია ტუტოვან და ნეიტრალურ ხსნარებში; კარბონატებთან, ციტრატებთან, ბარბიტურატებთან, სპილენძის პრეპარატებთან ერთად დანიშვნა არაა რეკომენდებული. პირიდოქსინი არ ინიშნება ლევოდოფასთან, ვინაიდან სუსტდება უკანასკნელის მოქმედება.

პრეპარატის შემადგენლობაში ლიდოკაინის  არსებობა, ადრენალინისა და ნორადრენალინის დამატებითი გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია გვერდითი მოქმედების გაძლიერება გულზე. ადგილობრივი ანესთეზირებადი საშუალებების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არ შეიძლება დამატებით ადრენალინისა და ნორადრენალინის გამოყენება.

ვიტამინი B12 შეუთავსებადია ასკორბინის მჟავასთან, მძიმე ლითონების მარილებთან.

განსაკუთრებული მითითებები

გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

კომპლიგამიB®-NEW არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

 

შენახვის პირობები

სინათლისგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე 2-დან 8° -მდე.

დაუშვებელია შენახვა და ტრანსპორტირება 2⁰C ნაკლებ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა

კუნთებში შესაყვანი ხსნარი.

2 მლ სინათლისგან დამცავი მინის ამპულებში გადასატეხი ფერადი რგოლით ან ფერადი წერტილითა და ნაჭდევით. ამპულაზე დამატებითი დატანილია ფერადი ერთი ფერადი რგოლი.

5 ამპულა  კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქლორიდული და პოლიმერული აპკისგან.

2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი:

დსს „ფარმფირმა „სოტექს“,

141345, რუსეთი, მოსკოვის ოლქი, სერგიევო-პასატის მუნიციპალური რაიონი, სოფლის ტიპის დასახლება ბერეზნიაკოვსკოე, დას. ბელიკოვო, ს.11.

ტელ./ფაქსი: (495) 956-29-30

 რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი: დსს „ფარმფირმა „სოტექს“

 პროდუქციის ხარისხის თაობაზე მომხმარებლისგან საქართველოს ტერიტორიაზე პრეტენზიების მიმღები ორგანიზაციის მისამართი

შპს „ნიუ ფარმა New Pharma“

საქართველო, ქ. თბილისი, გლდანი, მე-8 მიკრორაიონი, სახლი 12, ოფისი 15

ტელ/ფაქსი: +995 (32) 271 64 65

 სამედიცინო განყოფილების უფროსი:  ხელმოწერილია ი.ვ.ტიხონოვა  ბეჭედდასმულია.

შტამპი: ი.ვ. ტიხონოვა 25.12.15 წ. #713 მინდობილობით

მსგავსი პროდუქტები

ტოპიდექსოლი კომბი/TOPIDEXOL COMB

ტოპიდექსოლი კომბი/TOPIDEX ...

აღწერა:

სავაჭრო დასახელება: ტოპიდექსოლი კომბი საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება დექსამეტაზონი/ტობრამიცინი გამოშვების ფორმ ...

კატეგორია:
ოფთალმოლოგიური საშუალებები
ლეფლოგარდი / LEFLOGARD

ლეფლოგარდი / LEFLOGARD

აღწერა:

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეინახეთ საინფ ...

კატეგორია:
ანტიბიოტიკები

Close