პროდუქცია

პროდუქცია
ადოლორი B12/ADOLOR B12 ალერდექსი / ALERDEX ამელოტექსი ® -NEW / AMELOTEKC ® -NEW ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX-NEW ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX®-NEW ამელოტექსი®-NEW / AMELOTEX-NEW ანგიოზილი® -MR / ANGIOZIL-MR ართრამუვი/ARTHRAMOVE ართროვინი/ARTHROVIN გლავოპტ ფორტე / GLAVOPT FORTE დროქსინატი / DROXYNAT ეზოფლუქსი/EZOFLUX ელკავინი - B / ELKAVIN - B ელკოზოლი / ELKOZOL ენტეროსტაბილი ORS Boulardii / ENTEROSTABIL ORS Boulardii ეტარინი/ ETARIN ექსუდაზიმი/EXUDAZIM ვალმეტონი/VALMETON ვინპოტროპილი GEO / VINPOTROPIL GEO ზითროგარდი / ZITHROGARD თიოპტია/TIOPTIA იზოკონაზოლი-მ / IZOCONAZOL-M იმუკომაქსი/IMUCOMAX იმუნოპეა C/IMUNOPEA C იტრაზილი/ITRAZIL კალციდვიტი / CALCIDVIT კეტალდინი / KETALDIN კეტალდინი /KETALDIN კლინდამეტი / KLINDAMET ლაქსაკოლი / LAKSACOL ლაქსაკოლი / LAKSACOL / სიროფი ლაქსაკოლი ფორტე/LAKSACOL FORTE ლებეგარდი/LEBEGARD ლეფლოგარდი / LEFLOGARD ლოზატენზი / LOZATENZ ლოზატენზი / LOZATENZ მაკროფლუდი / MAKROFLUD მელდოვინი / MELDOVIN მელდოვინი/MELDOVINI მექსი B6 GEO / MEXI-B6 GEO მოქსიტენზი / MOQSITENZ მოქსიქოლი / MOXIQOL ნეიროსერკი / NEIROSERK ნიუვასტი / NEWVAST ნიუვიტი /NEWVIT ნიუვიტი ომეგა 3 / NEWIT OMEGA 3 ნიუვიტი ქიდსი / NEWVIT KIDS ნიუკლავი სუსპენზია / NEWCLAV Suspension ნიუკლავი/NEWCLAV ნიუკოქსი/NEWCOX ნიუმიქსინი / NEWMYXIN ნიუროქსიმი / NEWROXIME ნიუფეროლი  / NEWFEROL ნიუქლინი-ურო / NEWCLEAN-URO ნიუცეფი / NEUCEPH ოსტედონი / OSTEDON პენტაქსოლი/PENTAXOL პეროლაქტ B / PEROLACT B პეროლაქტ ქიდს / PEROLAQT KIDS პიანტურო/PIANTURO პილობალანსი / PYLOBALANS პროტაზონი / PROTAZON რამნოვიტ ბეიბი / RAMNOVIT BABY რეუტაზა/REUTASA სინუდატი / SINUDATE სინუდატი/SINUDATE სოლუკამი / SOLUCAM სოლუმოქსი / SOLUMOX სოლუფლოქსი/SOLUFLOX სომნოკაფსი ფორტე / SOMNOKAPS FORTE სორპონი/SORPON სპარექსი GEO / SPAREX GEO სუგრელი / SUGRELI ტენზიფონი/TENZIFON ტერბექსინი /Terbexin/ 10 მგ/გ კრემი ტერბექსინი/TERBEXIN ტოპიდექსოლი კომბი/TOPIDEXOL COMB ტრევიტონი B/TREVITON B ფენაქსოლი / FENAXOL ფლუქსოგარდი / FLUXOGARD ქინოფსი/QINOPS ქოლედევიტი 2000 / CHOLEDEVIT 2000 ქოლედევიტი 5600 / CHOLEDEVIT 5600 ცერეტონი®-NEW / CERETON®-NEW ცერეტონი®-NEW / CERETON®-NEW ციტიქოლი / CITIQOL ციტოლეპტი®-NEW / CITOLEPT®-NEW ციტოლეპტი®-NEW/CITOLEPT-NEW ციტოპრამი / CITOPRAM ჰარტოვინი/HARTOVIN ჰემოქსიპარინი / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი®/HEMOXIPARINI ჰისტერი / HISTER
კატეგორია
კატეგორია ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები ანთების და რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ანტიბიოტიკები ანტიდეპრესანტები ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები ანტიფუნგალური საშუალებები ანტიჰიპერტენზიული საშუალებები გასტროენტეროლოგიური საშუალებები ვიტამინები/პოლივიტამინები იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები მეტაბოლური საშუალებები ნევროლოგიური საშუალებები ოტო-რინო-ლარინგოლოგია ოფთალმოლოგიური საშუალებები პროტეოლიზური ფერმენტები რკინის პრეპარატი საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები სისტემური მოქმედების კორტიკოსტეროიდები სხვადასხვა უროლოგიური ჯგუფის პრეპარატები ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სამკურნალო საშუალებები ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
კლინდამეტი / KLINDAMET

კლინდამეტი / KLINDAMET

მწარმოებელი:
აღწერა:

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: კლინდამეტი საერთაშორისო არაპატენტირებუ ...

კატეგორია:

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: კლინდამეტი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კლინდამიცინი, კლოტრიმაზოლი, მეტრონიდაზოლი
წამლის ფორმა: ვაგინალური სუპოტიზორიები
აღწერა: თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის ვაგინალური სუპოტიზორიები.
შემადგენლობა: 1 ვაგინალური სუპოტიზორი შეიცავს: კლინდამიცინი ფოსფატი ექვივალენტურია 100 მგ კლინდამიცინის, 200 მგ კლოტრიმაზოლის, 200 მგ მეტრონიდაზოლის.
დამხმარე ნივთიერება: სუპოტიზორიების საფუძველი: პოლიეთილენგლიკოლი 400 და პოლიეთილენგლიკოლი 1500.
ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
ატც კოდი: G01
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კლინდამიცინი: წარმოადგენს ანტიბაქტერიული მოქმედების ლინკოზამიდს, რომელიც უპირატესად მოქმედებს რიგ გრამდადებითი და ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ. მოქმედების მექანიზმისა და ანტიმიკრობული სპექტრის მიხდვით, ახლოსაა ლინკომიცინთან. ის უპირატესულად დაკავშირებულია 50შ რიბოსომთან სუბერთეულით და მოქმედებს ცილების სინთეზის პროცესზე. კლინდამიცინი ავლენს ანტიმიკრობულ მოქმედებას შემდეგი გამომწვევების მიმართ: Bacteroides spp., Gardnerella vaginalis., Mobiluncus spp., Mycoplasma Hominis, Peptostreptococcus spp., Haemophilus spp. Corynebacterium.
კლოტრიმაზოლი: წარმოადგენს იმიდაზოლის წარმოებულ ფართო მოქმედების სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას. მისი თერაპიული ეფექტი დაფუძნებულია ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებაზე უჯრედის მემბრანაში, რაც განაპირობებს სოკოს უჯრედული მემბრანის შეღწევადობის ცვლილებას, იწვევს მემბრანის სტრუქტურულ, ხარისხობრივ, და, შესაბამისად, ფუნქციონალურ დაზიანებას. ფუნგოცინდური მოქმედება გააჩნია Candida albicans და Candida მონათესავე სახეობების მიმართ, აგრეთვე Trichomonas vaginalis მიმართ.
მეტრონიდაზოლი: წარმოადგენს სინთეზური ნიტრომიდაზოლის წარმოებულს, ხასიათდება ანტიბაქტერიული და ანტიპროტოზოინური მოქმედებით. მოქმედების ზუსტი მექანიზმი სრულად არ არის ახსნილი. მისი ციტოტოქსიური და ანტიმიკრობული ეფექტი მოიცავს დნმ-ისა და ნუკლეინური მჟავის სინთეზის ინჰიბიციის დაშლას. მეტრონიდაზოლი აქტიურია ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ, ისეთების მიმართ, როგორიცაა უმრავლესობა შტამები და პროტოზოა Bacteroides spp., Gardenrella vaginalis, Trichomonas vaginali.

ფარმაკოკინეტიკა
კლინდამიცინის ადგილობრივი მრავალჯერადი გამოყენების შემთხვევაში, აღინიშნება მისი ძალიან დაბალი კონცენტრაცია შრატში (<5%). მისი სისტემური აკუმულაცია არ აღინიშნება.
ადამიანისთვის კლოტრიმაზოლის ინტრავაგინალური შეყვანისას, სისტემური აბსორბცია უმნიშვნელოა (3-10%).
ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ, მეტრონიდაზოლის შრატის დონე – 20%. ამგვარად, კლინდამეტის გამოყენებისას, მოსალოდნელია უმნიშვნელო სისტემური ეფექტები.
ჩვენებები გამოყენებაზე:
- ტრიქომონიაზი
- კანდიდოზური ვულვიტი
- ვაგინალური მიკოზები
- ვაგინალური კანდიდოზები
- ბაქტერიული ვაგინიტები
- ინფექციური ლეიკორეა
- შერეული ვაგინალური ინფექციები და
არასპეციფიური ვაგინიტი.
უკუჩვენებები:
კლინდამეტი უკუნაჩვენებია ქალებისთვის, რომლებსაც ანამნეზში გააჩნიათ მაღალი მგრძნობელობა კლოტრიმაზოლის (ან აზოლების ჯგუფის), კლინდამიცინისა (ან ლინკომიცინის ჯგუფის) და მეტრონიდაზოლის (ან ნიტროიმიდაზოლის ჯგუფის) მიმართ.
კლინდამეტი, აგრეთვე, უკუნაჩვენებია ქალებისთვის, რომლებსაც ანამნეზში გააჩნიათ რეგიონალური ენტერიტი (კრონის დაავადება), წყლულოვანი კოლიტი ან ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი (ფსევდომემბრანული კოლიტი).
გამოყენების წესი და დოზები:
კლინდამეტი ვაგინალური სუპოზიტორი თავსდება საშვილოსნოში 6-7 ღამის განმავლობაში, უპირატესად ძილის წინ.
მკურნალობის დრო შეირჩევა ისე, რომ არ დაემთხვეს მენსტრუალურ ციკლს.
გამოყენების წესი
 კლინდამეტის ვაგინალური სუპოზიტორის გამოყენებამდე, კარგად დაიბანეთ ხელები
 სუპოზიტორი საშვილოსნოში თავსდება რაც შეიძლება ღრმად. ამისათვის უმჯობესია ზურგზე დაწოლა და ფეხების განლაგება სხეულის გასწვრივ
 ვაგინალური სუპოზიტორის მოთავსების შემდეგ არ დაიშვება ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა დგომა, სიარული და სირბილი. ამიტომ კლინდამეტის გამოყენება უნდა მოხდეს ძილის წინ.
 საუკეთესო შედეგების მისაღებად, თერაპია გააგრძელეთ 6-7 ღამე ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად
 არ შეწყვიტოთ მკურნალობა ვადამდე, აუცილებელია მკურნალობის ბოლომდე მიყვანა
 მკურნალობა შეწყვიტეთ მხოლოდ სერიოზული გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციის შემდეგ
 კონკრეტული დოზის გამოტოვების დროს, სუპოზიტორი მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ.
გვერდითი მოქმედება:
კლინდამეტის ვაგინალური სუპოზიტორი ლოკალურად (ინტრავაგინალურად) კარგად გადაიტანება. ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნებოდა ვაგინალური გაღიზიანება, ქავილი, წვა, ტკივილი სექსუალური კონტაქტის დროს და, იშვიათად, შარდვის გახშირება და ზომიერი წვა ან გაღიზიანება სქესობრივ პარტნიორში. ძალიან იშვიათად, პარტნიორებისთვის მსგავსი გაღიზიანება შეიძლება მძიმე გადასატანი აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
მგრძნობიარე პარტნიორებს შეიძლება განუვითარდეთ გაზრდილი მგრძნობელობის რეაქციები.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კლინდამეტის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შემთხვევები აღწერილი არ არის. მკურნალობისას არ გამოიყენება სხვა ვაგინალური საშუალებები, ტამპონები ან ვაგინალური გამორეცხვები.
სიფრთხილის ზომები და გაფრთხილება:
კლინდამეტი ინიშნება მხოლოდ ინტრავაგინალურად და მათი გამოყენება არ შეიძლება პერორალურად.
კლინდამიცინით მკურნალობის დროს, პაციენტებს უნდა მიეცეს რჩევა, რომ მკურნალობის პერიოდში თავი შეიკავონ სქესობრივი კავშირისგან, არ გამოიყენონ სხვა ვაგინალური საშუალებები, როგორიცაა ტამპონები ან ვაგინალური გამორეცხვები.
კლინდამეტის არაეფექტურობის შემთხვევაში, თერაპიის შემდეგ კურსამდე, საჭიროა მიკრობილოგიური კვლევების ჩატარება, რომ დადასტურდეს დიაგნოზი და გამოირიცხოს სხვა პათოგენის არსებობა.
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი:
ექსპერიმენტალური და კლინიკური კვლევებით, კლოტრიმაზოლის ორსულობის პერიოდში გამოყენებისას, მავნე ზეგავლენა დედასა და ბავშვზე არ გამოვლენილა.
ამის მიუხედავად, ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები კლინდამიცინის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ არ არსებობს. ამიტომ, კლინდამეტი ორსულ ქალებში გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში (მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით).
კლინდამეტი სიფრთხილით გამოიყენება მეძუძურ დედებში, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
გამოშვების ფორმა:
7 ვაგინალური სუპოზიტორი ბლისტერზე, 1 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პორობები:
შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 0С, მშრალ, სინატლისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს “მედიქალ ჰორიზონ”
არარატის ოლქი, ქ. მასისი, სადგური მასისი, ჰორცარანაინი 22, სომხეთის რესპუბლიკა,

www.medicalhorizon.am

 

მსგავსი პროდუქტები

თიოპტია/TIOPTIA

თიოპტია/TIOPTIA

აღწერა:

სავაჭრო დასახელება: თიოპტია საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება: თიოქტის მჟავა წამლის ფორმა: აპკიანი გარსი ...

კატეგორია:
იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები

Close