პროდუქცია

პროდუქცია
ალერდექსი / ALERDEX ამელოტექსი ® -NEW / AMELOTEKC ® -NEW ამელოტექსი ® -NEW /AMELOTEKC ® -NEW ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX-NEW ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX®-NEW ამელოტექსი®-NEW / AMELOTEX-NEW ანგიოზილი® -MR / ANGIOZIL-MR ართრამუვი/ARTHRAMOVE ართროვინი/ARTHROVIN გლავოპტ ფორტე / GLAVOPT FORTE გლავოპტი / GLAVOPT დექსალფენი®NEW/ DEXALFEN NEW დოლომინი®/DOLOMIN დოქსიტუსი / DOXITUS ელკავინი - B / ELKAVIN - B ელკოზოლი / ELKOZIL ენტეროსტაბილი / ENTEROSTABIL ენტეროსტაბილი ORS / ENTEROSTABIL ORS ეტარინი/ ETARIN ექსუდაზიმი/EXUDAZIM ვინპოტროპილი GEO / VINPOTROPIL GEO ზითროგარდი / ZITHROGARD თიოპტია/TIOPTIA იდრინოლი®-NEW / IDRINOL NEW იზოკონაზოლი-მ / IZOCONAZOL-M იმუკომაქსი/IMUCOMAX იმუნოპეა C /IMUNOPEA C იტრაზილი/ITRAZIL კალციდვიტი / CALCIDVIT კეტალდინი / KETALDIN კლინდამეტი / KLINDAMET კომპლიგამიB®-NEW / KOMPLIGAMB®-NEW ლაქსაკოლი / LAKSACOL ლაქსაკოლი ფორტე/LAKSACOL FORTE ლებეგარდი/LEBEGARD ლეფლოგარდი / LEFLOGARD ლოზატენზი / LOZATENZ ლოზატენზი / LOZATENZ მაკროფლუდი / MAKROFLUD მელდოვინი / MELDOVIN მექსი B6 GEO / MEQSI-B6 GEO მოქსიტენზი / MOQSITENZ მოქსიქოლი / MOXIQOL ნეიროსერკი / NEIROSERK ნეიროქსი -NEW/NEIROX - NEW ნიუვიტი /NEWVIT ნიუვიტი ომეგა -3 /NEWIT OMEGA-3 ნიუვიტი ქიდსი / NEWVIT KIDS ნიუკლავი/NEWCLAV ნიუმიქსინ-აი/ NEWMYXIN-EYE ნიუფეროლი / NEWFEROL ნიუფეროლი  / NEWFEROL ნიუქლინ-ურო/NEWCLEAN-URO ნიუცეფი / NEUCEPH ოსტედონი / OSTEDON პენტაქსოლი/PENTAXOL პეროლაქტ B / PEROLACT B პეროლაქტ ქიდს / PEROLAQT KIDS პილობალანსი / PYLOBALANS რამნოვიტ ბეიბი / RAMNOVIT BABY რეუტაზა/REUTASA რინისპრეი/RINISPRAY როზუვასტი / ROZUVAST სოლუფლოქსი/SOLUFLOX სომნოკაფსი / SOMNOKAPS სომნოკაფსი ფორტე/SOMNOKAPS FORTE სორპონი/SORPON სპარექსი GEO / SPAREX GEO სუგრელი / SUGRELI ტენზიფონი/TENZIFON ტერბექსინი /Terbexin/ 10 მგ/გ კრემი ტერბექსინი/TERBEXIN ტობიზილი / TOBIZIL ტოპიდექსოლი კომბი/TOPIDEXOL COMB ტოპიდექსოლი/TOPIDEXOL ფენაქსოლი / FENAXOL ფლუდროპი/FLUDROP ფლუზაგარდი/FLUZAGARD ქინოფსი/QINOPS ცერეტონი®-NEW / CERETON®-NEW ცერეტონი®-NEW / CERETON®-NEW ციტოლეპტი®-NEW / CITOLEPT®-NEW ციტოლეპტი®-NEW/CITOLEPT-NEW ჰარტოვინი/HARTOVIN ჰემოქსიპარინი / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი®/HEMOXIPARINI ჰეპაგარდ აქტივი®/ HEPAGUARD ACTIVE ჰისტერი / HISTER
კატეგორია
კატეგორია ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ანტიბიოტიკები ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები ანტიფუნგალური საშუალებები ანტიჰიპერტენზიული საშუალებები გასტროენტეროლოგიური საშუალებები ვიტამინები/პოლივიტამინები იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები იმუნურ სისტემაზე მოქმედი საშუალებები მეტაბოლური საშუალებები ნევროლოგიური საშუალებები ოფთალმოლოგიური საშუალებები პროტეოლიზური ფერმენტები რკინის პრეპარატი სასუნთქ გზებზე მოქმედი საშუალებები საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები სხვადასხვა უროლოგიური ჯგუფის პრეპარატები ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სამკურნალო საშუალებები ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
დოლომინი®/DOLOMIN

დოლომინი®/DOLOMIN

მწარმოებელი:
აღწერა:

სავაჭრო დასახელება: დოლომინი® საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელებ ...

კატეგორია:

სავაჭრო დასახელება: დოლომინი®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კეტოროლაკი

წამლის ფორმა: ხსნარი ინტრავენური და ინტრამუსკულური შეყვანისთვის შემადგენლობა:

1 ამპულა (1 მლ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს კეტოროლაკ ტრომეტამოლს -30 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი (ეთილის სპირტი 95% გადაანგარიშებით 100% ნივთიერებაზე)- 100 მგ, ნატრიუმის ქლორიდი - 4,35 მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან ქლორწყალბადის მჟავა - pH 6,9-7,9-მდე, წყალი ინექციისთვის - 1 მლ-მდე.

აღწერა: ღია-ყვითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი.

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ).

ATС კოდი: M01AB15

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (აასპ). ახდენს გამოხატულ ანალგეზირებად მოქმედებას, ფლობს ანთების საწინააღმდეგო და ზომიერად სიცხის დამწევ მოქმედებას. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა-1 და ციკლოასიგენაზა-2 აქტივობის არასელექციურ დახშობასთან, აკატალიზებს პროსტაგლანდინების (Pg) წარმოშობას არაქიდონის მჟავადან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ტკივილის, ანთებისა და ციებ-ცხელების პათოგენეზში. ანალგეზიური მოქმედების ეფექტის ძალას შევაფარდებთ მორფინთან, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სხვა აასპ-ს. კუნთებში შეყვანის შემდეგ ანალგეზიური მოქმედების დაწყება აღინიშნება 30 წთ შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 1-2 სთ.

ფარმაკოკინეტიკა

მაქსიმალური დაგროვება ქსოვილებში (Cmax) 30 მგ - 1,5-3 მკგ/მლ, 60 მგ - 3-5,5 მკგ/მლ. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (TCmax) – 15-70 წუთი. Cmax ინტრავენური ინფუზიის 15 მგ - 1,5-3 მკგ/მლ, 30მგ-3-5 მკგ/მლ. პლაზმის ცილებთან კავშირი - 99%.

წონასწორული კონცენტრაციის მიღწევის დრო (Css) – 24 სთ დანიშნულებისას 4-ჯერ დღე- ღამეში (სუბთერაპიულის ზევით) და კუნთებში შეყვანისას შეადგენს 15 მგ - 0,5 – 1 მკგ/მლ, 30 მგ - 1-2,5 მკგ/მლ, ინტრავენური ინფუზიისას 15 მგ - 0,5-1 მკგ/მლ, 30 მგ - 1,5-3 მკგ/მლ. გადანაწილების მოცულობა - 0,15-0,3 ლ/კგ. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს კეტოროლაკის გადანაწილების მოცულობა შეიძლება გაიზარდოს 2-ჯერ, მისი R- ენანტიომერის გადანაწილების მოცულობა კი - 20%.

აღწევს დედის რძეში: დედის მიერ 10 მგ კეტოროლაკის Cmax მიღებისას რძეში მიიღწევა 2 სთ-ში პირველი დოზის შემდეგ და შეადგენს 7 მგ/მლ, 2 სთ-ში კეტოროლაკის მეორე დოზის მიღების შემდეგ (პრეპარატის გამოყენებისას 4-ჯერ დღე-ღამეში) – 8 მგ/მლ. შეყვანილი დოზის 50% მეტი მეტაბოლიზირებს ღვიძლში ფარმაკოლოგიური არააქტიური მეტაბოლიტების წარმოშობასთან. მთავარი მეტაბოლიტებია გლუკორონიდები გამოიყოფა თირკმელების მიერ, და p-ჰიდროქსიკოტოროლაკი. თირკმელების მიერ გამოიდევნება 90%, ნაწლავების გზით - 6%. ნახევრადგამოყოფის პერიოდი (T1/2) პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით - საშუალოდ 5 სთ-ში. T1/2 იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში და მცირდება ახალგაზრდებში. ღვიძლის ფუნქცია არ ახდენს გავლენას T1/2-ზე. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, კრეატინინის კონცენტრაციისას პლაზმაში 20-50 მგ/ლ T1/2- 10-11 სთ, უფრო გამოხატული თირკმლის უკმარისობით - 13 სთ-ზე მეტი. არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის გზით.

ჩვენებები გამოყენებაზე

ტკივილის სინდრომი ძლიერი და ზომიერი გამოხატულებით შემდეგი მდგომარეობისას:

- ტრავმა;

- კბილის ტკივილი;

-ტკივილები ოპერაციის შემდგომ პერიოდში;

- ონკოლოგიური დაავადებები;

- მიალგია;

- ართრალგია;

- ნევრალგია;

- რადიკულიტი;

- ამოვარდნები, დაჭიმვები;

- რევმატული დაავადებები.

დანიშნულია სიმპტომური თერაპიისთვის, ტკივილისა და ანთების შესამცირებლად გამოყენების მომენტისთვის; დაავადების პროგრესირებაზე არ ახდენს გავლენას.

უკუჩვენებები

- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან დამხმარე კომპონენტების მიმართ;

- ბრონქული ასთმის სრული ან არასრული შერწყმა, რომელიც რეციდირებს ცხვირის პოლიპოზს და პარანაზალური სინუსებს და აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვ. აასპ-ის აუტანლობა (მ.შ. ანამნეზში);

- ჭინჭრის ციება, რინიტი, გამოწვეული აასპ-ის მიღებით (ანამნეზში);

- პირაზოლონური რიგის სამკურნალო საშუალებების აუტანლობა;

- ჰიპოვოლემია (მისი გამომწვევ მიზეზზე დამოუკიდებლად);

-    კუჭ-ნაწლავის   ტრაქტის    (კნტ)    ეროზიულ-წყლულოვანი   დაზიანებები   გამწვავების სტადიაში;

- ჰიპოკოაგულაცია (მ.შ. ჰემოფილია);

- სისხლდენები და მათი განვითარების მაღალი რისკი;

- თირკმლების მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/სთ-ზე ნაკლები);

- ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის აქტიური დაავადება;

- აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების შემდგომი მდგომარეობა;

- დადასტურებული ჰიპერკალიემია;

- ნაწლავების ანთებითი დაავადებები;

- ორსულობა (III ტრიმესტრი);

- მშობიარობის პერიოდი, ლაქტაციის პერიოდი;

- 16 წლამდე ბავშვთა ასაკი (გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის).

თუ     გაქვთ     მომატებული    მგრძნობელობა    კეტოროლაკის   ან      პრეპარატის    სხვა კომპონენტების მიმართ, მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. სიფრთხილით:  ბრონქული     ასთმა,     ფაქტორების     არსებობა,     რომლებიც     ზრდიან ტოქსიკურობას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (კნტ) მიმართ: ალკოჰოლიზმი და ქოლეცისტიტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, შეშუპების სინდრომი; არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლების ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზი, სეფსისი, ერთდროული მიღება სხვა აასპ- თან, ხანდაზმული ასაკი (65 წელზე ზევით), ორსულობა (I-II ტრიმესტრი).

გულის იშემიური  დაავადება,  ცერებროვასკულარული  დაავადებები, დისლიპედიმია/ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული არტერიების დაავადებები, კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/სთ.

ანემიური მონაცემები კნტ-ს წყლულოვანი განვითარების შესახებ, Helicobacter pylori ინფექციის დადასტურებული ფაქტი, აასპ-ს ხანგრძლივი გამოყენება, მძიმე სომატური დაავადებები, თანმხლები თერაპია შემდეგი პრეპარატებით:

-     ანტიკოაგულანტები (მ.შ. ვარფარინი);

-     ანტიაგრეგანტები (მ.შ. აცეტილსალიცილის მჟავა, კლოპიდოგრელი);

-     სეროტინინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (მ.შ. ციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი);

-     გლუკოკორტიკოსტეროიდები (მ.შ. პრედნიზოლონი).

კნტ-ს მხრივ არასასურველი მოვლენების განვითარების რისკის დასაქვეითებლად საჭიროა გამოიყენოს მინიმალური ეფექტური დოზა მაქსიმალურად შესაძლო მოკლე კურსით.

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში

უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს დედის რძეში. გამოყენება ორსულობის III ტრიმესტრში და ძუძუთი კვებისას უკუნაჩვენებია (უარი უნდა ითქვას ძუძუთი კვებაზე პრეპარატის მიღების პერიოდში). უკიდურეს შემთხვევაში, აუცილებლობისას, პრეპარატის გამოყენება ორსულობის I და II ტრიმესტრებში საჭიროა დედისთვის სარგებლისა და ნაყოფისთვის რისკის შეფარდება.

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი კუნთებში, ინტრავენურად.

ინტრავენური შეყვანისას დოზა აუცილებლად უნდა შეიყვანოთ არანაკლებ 15 წ (სამკურნალო ფორმებისთვის, რომლებიც შეიცავენ ეთანოლს).

პაციენტებს 16-დან 64 წლამდე სხეულის მასით 50 კგ-ზე მეტი, კუნთებში ერთი შეყვანით შეჰყავთ არაუმეტეს 60 მგ (პერორალური დოზის ჩათვლით); ჩვეულებრივ 30 მგ ყოველ 6 სთ; ინტრავენურად - 30 მგ (არაუმეტეს 15 დოზისა 5 დღ).

კუნთებში ზრდასრულ პაციენტებს სხეულის მასით არანაკლებ 50 მგ და თირკმლის ქრონიკული უკმარისობით (თქუ) ერთი შეყვანით არაუმეტეს 30 მგ (პერორალური დოზის ჩათვლით); ჩვეულებრივ - 15 მგ (არაუმეტეს 20 დოზისა 5 დღ-ში); ი/ვ - არაუმეტეს 15 მგ ყოველ 6 სთ-ში (არაუმეტეს 20 დოზისა 5 დღ-ში).

მაქსიმალური დღე-ღამის დოზა კუნთებში და ინტრავენური შეყვანისთვის ადგენენ 16- დან 64 წ-მდე პაციენტებისთვის, სხეულის მასით, რომელიც არ აღემატება 50 კგ -90 მგ/დღ; ზრდასრული პაციენტებისთვის სხეულის მასით არანაკლებ 50 მგ ან თქუ-ით, აგრეთვე ხანდაზმული პაციენტებისთვის (65 წელზე ზევით) - კუნთებში და ინტრავენური შეყვანისთვის 60 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღე-ღამეს.

გვერდითი მოვლენები

ხშირად - 3% მეტი, ნაკლებად ხშირად - 1-3%, იშვიათად - 1% ნაკლები.

საჭმლის მონელების სისტემის მხრივ:

ხშირად - გასტრალგია, დიარეა; ნაკლებად ხშირად - სტომატიტი, მეტეორიზმი, გაუვალობა, ღებინება, კუჭის გადავსების შეგრძნება; იშვიათად- მადის დაქვეითება, გულისრევა, კნტ-ს ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება (მ.შ. პერფორაციით და/ან სისხლდენით - მუცლის ტკივილი, სპაზმი ან წვა ეპიგასტრალურ არეში, სისხლი განავალში ან მელენა, ღებინება სისხლით ან „ყავის ნალექის“ ტიპის მიხედვით, გულისრევა, გულძმარვა და სხვ.), ქოლესტატური სიყვითლე, ჰეპატიტი, ჰეპატომეგალია, მწვავე პანკრეატიტი.

შარდგამომყიფი სისტემის მხრივ: იშვიათად - თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტკივილი წელის არეში, ჰემატურია, აზოტემია, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (ჰემოლიზური ანემია, თირკმლის უკმარისობა, თრომბოციტოპენია, პურპურა), შარდვის გახშირება, შარდის მოცულობის გაზრდა ან შემცირება, ნეფრიტი, თირკმლების გენეზის შეშუპებები.  გრძნობის  ორგანოების  მხრივ:   იშვიათად   -  სმენის   დაქვეითება,   ყურებში    შუილი, მხედველობის დარღვევა (მ.შ. მხედველობის აღქმის დაბინდულობა).

სუნთქვითი სისტემის მხრივ: იშვიათად - ბრონქოსპაზმი, რინიტი, ფილტვების შეშუპება,

ხორხის შეშუპება (ქოშინი, სუნთქვის გაძნელება).

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (ცნს): ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, იშვიათად - ასეპტიური მენინგიტი (ციებ-ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, კრუნჩხვები,   კისრის   და/ან   ზურგის    კუნთების     რიგიდულობა),     ჰიპერაქტიურობა (განწყობის ცვლილება, შფოთვა), ჰალუცინაციები, ფსიქოზი, გულყრა. გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ნაკლებად ხშირად - არტერიული წნევის მომატება. სისხლწარმოქმნის ორგანოების მხრივ: იშვიათად - ანემია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია. ჰემოსტაზის   სისტემის  მხრივ: იშვიათად  -  სისხლდენა ოპერაციის შემდგომი ჭრილობიდან, ცხვირიდან სისხლდენა, რექტალური სისხლდენა.

კანის საფარის მხრივ: ნაკლებად ხშირად - კანის გამონაყარი (მაკულოპაპულური გამონაყარი), პურპურა, იშვიათად - ექსფოლიატური დერმატიტი (ციებ-ცხელება შემცივნებით ან მის გარეშე, ჰიპერემია, კანის გამკვრივევა ან აქერცვლა, სასის ნუშურა), ჭინჭრის ციება, ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტივენ-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმულიი ნეკროზი (ლაიელის სინდრომი).

ადგილობრივი რეაქციები: ნაკლებად ხშირად - წვა ან ტკივილი შეყვანის ადგილას. ალერგიული რეაქციები: იშვიათად - ანაფილაქსია ან ანაფილაქსიური რეაქციები (სახის კანის ფერის ცვლილება, კანის გამონაყარი, ჭინჭრისციება, კანის ქავილი, ტახიპნოე ან დისპნოე, ქუთითოების შეშუპება, პერიორბიტალური შეშუპება, ქოშინი, გაძნელებული სუნთქვა, სიმძიმე გულმკერდის არეში, სტვენითი სუნთქვა).

სხვა: ხშირად - შეშუპებები (სახის, წვივების, კოჭების, თითების, საფეხურების, სხეულის მასის მომატება); ნაკლებად ხშირად - ოფლის გამოყოფის მომატება, იშვიათად - ციებ- ცხელება.

თუ გაგივითარდათ ნებისმიერი, ინსტრუქციაში მითითებული, გვერდითი ეფექტი, რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს.

თუ ნებისმიერი, ინსტრუქციაში მითითებული, გვერდითი ეფექტი გაღრმავდება, ან შენიშნეთ ნებისმიერი სხვა გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კნტ-ს ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მეტაბოლური აციდოზი.

მკურნალობა: სიმპტომური (ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების ხელშეწყობა).

დიალიზი - ნაკლებად ეფექტურია. ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ერთდროული მიღება პარაცეტამოლთან ზრდის კეტოროლაკის ნეფროტოქსიკურობას. სხვა აასპ-სთან, 
გლუკოკორტიკოსტეროიდულ საშუალებებთან, ეთანოლთან,კორტიკოტროპინთან,
კალციუმის პრეპარატებთან ერთდროული მიღება ზრდის კნტ-ს ლორწოვანი გარსის წყლულების,
კუჭ-ნაწლავის სისხლდენების განვითარების რისკს. ერთდროული გამოყენება ანტიკოაგულანტურ 
სამკურნალო საშუალებებთან, (სს)- წარმოებული კუმარინის და ინდანდიონისა, ჰეპარინთან, 
თრომბოლიზურებთან.

მსგავსი პროდუქტები

ლაქსაკოლი ფორტე/LAKSACOL FORTE

ლაქსაკოლი ფორტე/LAKSACOL ...

აღწერა:

ლაქსაკოლი ფორტე ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ლაქტულოზა ხელს უწყობს ნაწლავების პეისტალტიკის რეგულირებას; ქაცვის და ...

კატეგორია:
გასტროენტეროლოგიური საშუალებები
გლავოპტ ფორტე / GLAVOPT FORTE

გლავოპტ ფორტე / GLAVOPT F ...

აღწერა:

სავაჭრო დასახელება: გლავოპტ ფორტე საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: დორზოლამიდი + თიმოლოლი წამლის ფორმა: თვალის წვეთე ...

კატეგორია:
ოფთალმოლოგიური საშუალებები
პეროლაქტ ქიდს / PEROLAQT KIDS

პეროლაქტ ქიდს / PEROLAQT ...

აღწერა:

პეროლაქტ ქიდს /Perolact Kids საკვები დანამატი ლაქტოფერმენტების და  B ვიტამინის საფუძველზე დამატკბობლით 10მლ 0.34 თხევადი უნცი ...

კატეგორია:
გასტროენტეროლოგიური საშუალებები

Close