პროდუქცია

პროდუქცია
ადოლორი B12/ADOLOR B12 ალერდექსი / ALERDEX ამელოტექსი ® -NEW / AMELOTEKC ® -NEW ამელოტექსი ® -NEW /AMELOTEKC ® -NEW ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX-NEW ამელოტექსი® -NEW / AMELOTEX®-NEW ამელოტექსი®-NEW / AMELOTEX-NEW ანგიოზილი® -MR / ANGIOZIL-MR ართრამუვი/ARTHRAMOVE ართროვინი/ARTHROVIN გლავოპტ ფორტე / GLAVOPT FORTE გლავოპტი / GLAVOPT დექსალფენი®NEW/ DEXALFEN NEW დოქსიტუსი / DOXITUS ელკავინი - B / ELKAVIN - B ელკოზოლი / ELKOZIL ენტეროსტაბილი / ENTEROSTABIL ენტეროსტაბილი ORS / ENTEROSTABIL ORS ეტარინი/ ETARIN ექსუდაზიმი/EXUDAZIM ვინპოტროპილი GEO / VINPOTROPIL GEO ზითროგარდი / ZITHROGARD თიოპტია/TIOPTIA იდრინოლი®-NEW / IDRINOL NEW იზოკონაზოლი-მ / IZOCONAZOL-M იმუკომაქსი/IMUCOMAX იმუნოპეა C /IMUNOPEA C იტრაზილი/ITRAZIL კალციდვიტი / CALCIDVIT კეტალდინი / KETALDIN კეტალდინი /KETALDIN კლინდამეტი / KLINDAMET კომპლიგამიB®-NEW / KOMPLIGAMB®-NEW ლაქსაკოლი / LAKSACOL ლაქსაკოლი ფორტე/LAKSACOL FORTE ლებეგარდი/LEBEGARD ლეფლოგარდი / LEFLOGARD ლოზატენზი / LOZATENZ ლოზატენზი / LOZATENZ მაკროფლუდი / MAKROFLUD მელდოვინი / MELDOVIN მექსი B6 GEO / MEQSI-B6 GEO მოქსიტენზი / MOQSITENZ მოქსიქოლი / MOXIQOL ნეიროსერკი / NEIROSERK ნეიროქსი -NEW/NEIROX - NEW ნიუვიტი /NEWVIT ნიუვიტი ომეგა -3 /NEWIT OMEGA-3 ნიუვიტი ქიდსი / NEWVIT KIDS ნიუკლავი/NEWCLAV ნიუკოქსი/NEWCOX ნიუმიქსინ-აი/ NEWMYXIN-EYE ნიუროქსიმი/NEWROXIME ნიუფეროლი / NEWFEROL ნიუფეროლი  / NEWFEROL ნიუქლინ-ურო/NEWCLEAN-URO ნიუცეფი / NEUCEPH ოსტედონი / OSTEDON პენტაქსოლი/PENTAXOL პეროლაქტ B / PEROLACT B პეროლაქტ ქიდს / PEROLAQT KIDS პილობალანსი / PYLOBALANS პროტაზონი/PROTAZON რამნოვიტ ბეიბი / RAMNOVIT BABY რეუტაზა/REUTASA რინისპრეი/RINISPRAY როზუვასტი / ROZUVAST სოლუფლოქსი/SOLUFLOX სომნოკაფსი / SOMNOKAPS სომნოკაფსი ფორტე/SOMNOKAPS FORTE სორპონი/SORPON სპარექსი GEO / SPAREX GEO სუგრელი / SUGRELI ტენზიფონი/TENZIFON ტერბექსინი /Terbexin/ 10 მგ/გ კრემი ტერბექსინი/TERBEXIN ტობიზილი / TOBIZIL ტოპიდექსოლი კომბი/TOPIDEXOL COMB ტოპიდექსოლი/TOPIDEXOL ფენაქსოლი / FENAXOL ფლუდროპი/FLUDROP ფლუზაგარდი/FLUZAGARD ქინოფსი/QINOPS ცერეტონი®-NEW / CERETON®-NEW ცერეტონი®-NEW / CERETON®-NEW ციტოლეპტი®-NEW / CITOLEPT®-NEW ციტოლეპტი®-NEW/CITOLEPT-NEW ჰარტოვინი/HARTOVIN ჰემოქსიპარინი / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN ჰემოქსიპარინი®/HEMOXIPARINI ჰეპაგარდ აქტივი®/ HEPAGUARD ACTIVE ჰისტერი / HISTER
კატეგორია
კატეგორია ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები ანთების და რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ანტიბიოტიკები ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები ანტიფუნგალური საშუალებები ანტიჰიპერტენზიული საშუალებები გასტროენტეროლოგიური საშუალებები ვიტამინები/პოლივიტამინები იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები იმუნურ სისტემაზე მოქმედი საშუალებები მეტაბოლური საშუალებები ნევროლოგიური საშუალებები ოფთალმოლოგიური საშუალებები პროტეოლიზური ფერმენტები რკინის პრეპარატი სასუნთქ გზებზე მოქმედი საშუალებები საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები სისტემური მოქმედების კორტიკოსტეროიდები სხვადასხვა უროლოგიური ჯგუფის პრეპარატები ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სამკურნალო საშუალებები ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
გლავოპტი / GLAVOPT

გლავოპტი / GLAVOPT

მწარმოებელი:
აღწერა:

სავაჭრო დასახელება: გლავოპტი საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდებ ...

კატეგორია:

სავაჭრო დასახელება: გლავოპტი
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: დორზოლამიდი
წამლის ფორმა: თვალის წვეთები, ხსნარი 2%
შემადგენლობა: პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიურ ინგრედიენტებს: დორზოლამიდის ჰიდროქლორიდს 22,3 მგ, შეესაბამება 20 მგ დორზოლამიდს
დამხმარე ინგრედიენტებს: ჰიდროქსიეთილცელულოზა, მანიტოლს, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს, ბენზალკონიას ქლორიდს, გასუფთავებულ წყალს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის. კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორი.
ათქ კოდი: S01EC03.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გლავოპტი – კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორი ადგილობრივი გამოყენებისთვის თვალის წვეთების სახით.
კარბოანჰიდრაზა – ფერმენტი, რომელიც ორგანიზმის მრავალ ქსოვილშია (მ.შ. თვალის წვეთებში) და მონაწილეობს ნახშირბადის დიოქსიდის ჰიდრატაციისა და ნახშირბადის მჟავის დეჰიდრატაციის პროცესში. ადამიანის ირგანიზმში ეს ფერმენტი წარმოდგენილია სხვადასხვა იზოფერმენტით, რომელთაგან მეტად აქტიურია კარბოანჰიდრაზა II, თავდაპირველად აღმოჩენილი ერითროციტებში, შემდეგ კი სხვა ქსოვილების უჯრედებში.
თვალის ცილიარული სხეულის კარბოანჰიდრაზის ინჰიბირება იწვევს თვალის შიდა სითხის სეკრეციის შემცირებას (უპირატესად ბიკარბონატის იონების წარმოქმნის შემცირების ხარჯზე, ნატრიუმისა და სითხის იონების ტრანსპორტის შემდგომი შემცირებით).
გლავოპტი 2%-იანი ოფთალმოლოგიური ხსნარის სახით, ადგილობრივი გამოყენებისას, აქვეითებს თვალშიდა წნევას, რომელიც წარმოადგენს რისკის წამყვან ფაქტორს მხედველობის ნერვის დაზიანების და მხედველობის ფუნქციების გლაუმატოზური გაუარესების (მხედველობის არის ამოვარდნა) პათოგენეზში.
ჩვენებები გამოყენებაზე:
ნაჩვენებია თვალშიდა წნევის მომატების სამკურნალოდ პაციენტებში თვალის ჰიპერტენზიით, ღიაკუთხოვანი გლაუკომის ფორმით, ფსევდოექსფოლიატური გლაუკომით.
გლავოპტი, აგრეთვე, ნაჩვენებია დამატებითი თერაპიის სახით ბეტა-ბლოკატორებთან ერთად, აგრეთვე მონოთერაპიის სახით პაციენტებში, ბეტა-ბლოკატორების არაეფექტურობის ადროს ან, როდესაც ბეტა-ბლოკატორები უკუნაჩვენებია.
გამოყენების წესი:
გლავოპტი იწვეთება თითო წვეთი დაზიანებულ თვალში 3-ჯერ დღე-ღამეში; ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში ადგილობრივი გამოყენებისთვის - თითო წვეთი 2-ჯერ დღე-ღამეში. თუ მკურნალობისას გამოიყენება რამდენიმე ადგილობრივი ოფთალმოლოფიური საშუალება, მათი შეყვანა უნდა მოხდეს 10 წთ ინტერვალით.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ პიპეტისა და ხსნარის ინფიცირება, უნდა ვიყოთ ფრთხილად და მოვერიდოთ ქუთუთოებთან, თვალის არის ზონასა და სხვა ზედაპირებთან შეხებას.
გვერდითი მოქმედებები:
გვერდითი მოქმედებები ფასდებოდა კონტროლირებად და არაკონტროლირებად კლინიკურ კვლევებში 1400 პაციენტზე მეტის მონაწილეობით, რომლებსაც დორზოლამიდი მიღებული აქვთ მონოთერაპიის სახით. ხანგრძლივ კვლევებში, 1108 პაციენტის მონაწილეობით, რომლებმაც დორზოლამიდი მონოთერაპიის ან ბეტა-ბლოკატორებთან ერთად დამატებითი თერაპიის სახით მიიღეს, მეტად ხშირი გვერდითი რეაქციები, რამაც გამოიწვია დორზოლამიდით თერაპიის შეწყვეტა (დაახლოებით 3%), იყო ოფთალმოლოგიური რეაქციები, პირველ რიგში კონიუქტივიტი და რეაქციები ქუთუთოების მხრივ.
გვერდითი რეაქციების სიხშირე აღწერილია შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (>1/10); ხშირად (>1/100 და < 1/10); არც ისე ხშირად (>1/1000 და < 1/100); იშვიათად (>1/10000 და < 1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ დგინდება არსებული მონაცემების საფუძველზე).
ნერვული სისტემის მხრივ
ხშირად: თავისტკივილი. იშვიათად: თავბრუსხვევა, პარესთეზიები.
მხედველობის ორგანოების მხრივ
ძალიან ხშირად: წვა და ჩხვლეტა. ხშირად: ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი, ცრემლდენა, კონიუქტივიტი, ქუთუთოების ანთება, ქავილი, ქუთუთოების გაღიზიანება, დაბინდული მხედველობა. არც ისე ხშირად: ირიდოციკლიტი. იშვიათად: გაღიზიანება, სიწითლისა და ტკივილის ჩათვლით, ქერქის წარმოშობა და ქუთუთოების სტრუპი, დროებითი ახლომხედველობა (მდგომარეობა შექცევადია თერაპიის შეწყვეტის შემდეგ), რქოვანას შეშუპება, თვალის ჰიპოტონია, სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება და შემდგომი ქირურგიული ჩარევა.
სუნთქვის ორგანოების მხრივ
იშვიათად: ცხვირიდან სისხლდენა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ზოგადი აშლილობა: გულისრევა, პირში სიმწარე. იშვიათად: ყელის გაღიზიანება, პირის სიმშრალე.
კანის მხრივ
იშვიათად: კონტაქტური დერმატიტის.
თირკმელისა გამომყოფი ორგანოების მხრივ
იშვიათად: შარდკენჭოვანი დაავადება.
ზოგადი დარღვევები
არც ისე ხშირად: ასთენია, დაღლილობა.
იშვიათად: მომატებული მგრძნობელობა: ადგილობრივი რეაქციების ნიშნები და სიმპტომები (მხედველობის ორგანოების მხრივ) და სისტემური ალერგიული რეაქციები, ანგიონევროტული შეშუპების ჩათვლით, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი, ქოშინი, იშვიათად ბრონქოსპაზმი.
გავლენა ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე: დორზოლამიდის გამოყენება დაკავშირებული არ იყო კლინიკურად ელექტროლიტური ბალანსის მნიშვნელოვან დარღვევებთან.
უკუჩვენებები
- თირკმკლის მძიმე უკმარისობა (კკ 30 მლ/წთ ნაკლები);
- ჰიპერქლორემიული აციდოზი;
- მომატებული მგრძნობელობა დორზოლამიდისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
- ბავშვთა ასაკი.
ორასულობა და ლაქტაცია
დორზოლამიდის გამოყენების უსაფრთხოებაზე კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.
უცნობია გამოიყოფა თუ არა დორზოლამიდი დედის რძესთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატ გლავოპტის გამოყენების თავისებურებანი პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევით, განსაზღვრული არ არის (საჭიროა სიფრთხილით გამოყენება).
მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის მკურნალობა მოითხოვს თერაპიულ ჩარევას დამატებით დანიშნულ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც აქვეითებენ თვალშიდა წნევას.
დორზოლამიდი შეიცავს სულფანილამიდურ ჯგუფს, და თუნდაც ეს საშუალება გამოიყენება ადგილობრივად, ადგილი აქვს სისტემურ აბსორბციას. ამასთან დაკავშირებით, გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია სულფანილამიდების მიღებასთან, შეიძლება წარმოიშვას ადგილობრივი გამოყენების დროს (მათ შორის მძიმე რეაქციები, ისეთი როგორიცაა სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროზი). მძიმე რეაქციების ან ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების გამოვლენისას, უნდა შეწყდეს პრეპარატით მკურნალობა.
კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორებით თერაპიისას იყო შეტყობინებები შარდკენჭოვანი დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ, დაკავშირებული მჟავა-ძირითად დარღვევებთან. ვინაიდან დორზოლამიდი წარმოადგენს კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორს, რომელიც შეიწოვება სისტემურად, პაციენტებს, რომლებსაც გააჩნიათ შარდკენჭოვანი დაავადება, ემუქრებათ შარდკენჭოვანი დაავადების გამწვავების რისკი დორზოლამიდის გამოყენებისას.
ალერგიული რეაქციების წარმოშობისას (მაგალითად, კონიუქტივიტი და რეაქციები ქუთუთოს მხრივ), უნდა შეწყდეს მკურნალობა.
არ არის რეკომენდებული დორზოლამიდისა და კარბოანჰიდრაზის პერორალური ინჰიბიტორების ერთდროული დანიშვნა, ცნობილი სისტემური რეაქციების სახით შესაძლო ადიტიური ეფექტის გამო.
არსებობს რქოვანას შეშუპების გაზრდილი რისკი პაციენტებში ენდოთელური უჯრედების მცირე რაოდენობით ან ინტრაოკულარული თვალის ქირურგიით ანამნეზში. ამ ჯგუფის პაციენტებში დორზოლამიდი გამოიყენება სიფრთხილით.
ქორიოიდალური აშრევება ერთდროულად თვალის ჰიპოტონიასთან ერთად დარეგისტრირდა დორზოლამიდის სეკრეციის სითხის დამთრგუნავ საშუალებებთან მიღების შემდეგ.
კონსერვანტის სახით პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. მოერიდეთ ბენზალკონიუმის ქლორიდის გამოყენებას კონტაქტური ლინზების ტარებისას. წვეთების გამოყენებამდე უნდა მოიხსნას ლინზები და ჩაისვას გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ.
მკურნალობის პერიოდში უნდა დაიცვათ სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისგან, სხვა პოტენციურად საშიში სახეობის საქმიანობის დაკავებისგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
დოზის გადაჭარბება
მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ დორზოლამიდის შემთხვევითი ან გამიზნული გამოყენების გამო შეზღუდულია.
თვალის წვეთების პერორალური გამოყენებისას დარეგისტრირდა შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა. ადგილობრივი გამოყენებისას დარეგისტრირდა სიმპტომები: გულისრევა, თავბრუსხვევა, თავისტკივილი, დაღლილობა, დისფაგია.
მკურნალობა სიმპტომატური. შეიძლება საჭირო გახდეს ელექტროლიტური დისბალანსის კუპირება, აციდოზისა და ნერვული სისტემის მხრივ შესაძლო ეფექტების მკურნალობა. საჭიროა ელექტროლიტების დონისა (განსაკუთრებით კალიუმის) და სისხლის pH კონტროლი.
წამლების ურთიერთქმედება
დორზოლამიდის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედების სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა.
კლინიკური კვლევების მონაცემებით დორზოლამიდის გამოყენება შესაძლებელია შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად უარყოფითი ურთიერთმოქმედების გამოვლენის გარეშე: თიმოლოლის, ბეტაქსოლოლის ოფთალმოლოგიური ხსნარები, პრეპარატები სისტემური გამოყენებისთვის, როგორიცაა აგფ ინჰიბიტორები, კალციუმური არხების ბლოკატორები, დიურეტიკები, აასს, ასპირინისა და ჰორმონების (ესტროგენი, ინსულინ, თიროქსინი) ჩათვლით.
დორზოლამიდისა და ადრენერგული რეცეპტორების აგონისტების ერთდროული გამოყენება არ არის შესწავლილი გლაუკომის თერაპიის დროს.
გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა 3 წელი დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში შენახვისას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ თვალის წვეთები უნდა გამოიყენოთ 4 კვირის განმავლობაში.
შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 250ჩ სინათლისგან დაცულ ადგილას (ორიგინალურ შეფუთვაში).
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
დსპე ფლაკონი დსპე წვეთოვანით, რომელიც შეიცავს 5 მგ თვალის წვეთების ხსნარს.
მწარმოებელი:
“კ.ო. რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.”, რუმინეთი, ქ. ოტოპენი, ეროილორის ქ. 1ა.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს “ნექსტრა გრუპი”
საქართველო, თბილისი, 0154, ევდოშვილის ქ. 18

მსგავსი პროდუქტები

ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPARIN

ჰემოქსიპარინი® / HEMOXIPA ...

აღწერა:

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ჰემოქსიპარინი® საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:  ენოქსაპარინი ნატრიუმის წამლის ფო ...

კატეგორია:
ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები
კომპლიგამიB®-NEW / KOMPLIGAMB®-NEW

კომპლიგამიB®-NEW / KOMPLI ...

აღწერა:

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: კომპლიგამიB®- NEW  არაპატენტირებული დასახელება: პოლივიტამინები [პარენტერალური შეყვანა]  წამ ...

კატეგორია:
ვიტამინები/პოლივიტამინები
ფენაქსოლი / FENAXOL

ფენაქსოლი / FENAXOL

აღწერა:

სავაჭრო დასახელება: ფენაქსოლი საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ფენაზონი/ლიდოკაინი წამლის ფორმა: ყურის წვეთები (40 მგ/ ...

კატეგორია:
ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სამკურნალო საშუალებები

Close